მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამე-თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეთცა თქუენ, იხილოთ ოდეს ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“ (24,32-33).

ზემო თქუა, ვითარმედ შემდგომად ჭირისა მათ დღეთაჲსა იქმნას მოსლვაჲ მისი, ხოლო მათ სწადოდა, რაჲთა იგი მებრ დღჱ მოსლვისა მისისაჲ ეუწყოს. ამისთჳს იგავი ესე ლეღჳსაჲ მიუთხრა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ მახლობელად საქმეთა მათ ყოფად არს მოსლვაჲ მისი. ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“.

ხოლო ამათ სიტყუათა მიერ სხუასაცა მოასწავებს, ესე იგი არს, ვი-თარმედ: მას დღესა მართალთათჳს ზაფხული იქმნების სულიერი და დაწყნარებაჲ ტკბილი ზამთრისა წილ ამის სოფლისა, რომელი ჭეშმარიტად ზამთარი არს ფიცხელი; ხოლო ცოდვილთათჳს უმეტესად მაშინ იქმნების ზამთარი და ჭირი, ვითარცა ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: მსგავსად წყლითრღუნისა მის მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა დღჱ იგი, ჭამდენ რაჲ და სუმიდენ და განსცხრებოდინ. იტყჳს უკუე, ვითარმედ: ვითარცაიგი ფურცელი რაჲ გამოაქუნ ლეღუსა, უეჭუელად ზაფხული მოიწიის, ეგრეთვე ესე ყოფად არს, თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა და ცილობისა; ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა აღდგომისათჳს იტყოდა და მარცუალი იფქლისაჲ სახედ შემოიღო და თქუა: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“.1 ეგრეთვე მსგავსად ნეტარმან პავლე მოიღო იგივე სახჱ და თქუა: „უგუნურო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრე არა მოკუდის“.2 ეგრეთვე აქა, უეჭუელად ყოფადისა მისთჳს საქმისა ლეღჳ იგავად მოიღო, ვითარმედ: „ეგრეთცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“. ხოლო რაჲთა არა კუალად პირველსა მას გულისსიტყუასა მოვიდენ და ჰრქუან, თუ: „ოდეს იყოს ესე?“3 ამისთჳს ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „ესე ყოველი“? მითხარღა. ესე იგი არს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, ბრძოლანი იგი და სრვანი და ძრვანი, ქრისტემტყუ-

1 იოან. 12,24. 2 1 კორ. 15,36. 3 მათ. 24,3.

ვარნი იგი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ ყოველსა სოფელსა, შფოთნი იგი და ჭირნი, რომელნი ყოფად არნ ანტეს მიერ ვიდრე მოსლვადმდე უფლისა.

ხოლო ვითარ იტყჳს, თუ: „არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს“? არა თუ მის ნათესავისათჳს იტყჳს, რომელი მაშინ იყო, არამედ ნათესავისათჳს მორწმუნეთაჲსა; რამეთუ ესე წეს არს წმიდათა წერილთა შინა, რაჲთა ნათესავსა არა ხოლო თუ ჟამთასა სახელ-სდებდეს, არამედ სარწმუნოებისაგანცა და მოქალაქობისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა“.1 და კუალად იტყჳს: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“.2 რამე-თუ ვითარცა ზემო თქუა უფალმან, ვითარმედ: „ჯერ-არს ყოფად“,3 და კუალად თქუა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა“,4 ეგრეთვე აქა მოასწავებს, ვითარმედ უეჭუელად ყოფად არს, რაჲ-ესე თქუა, და ეგოსვე ნათესავი მორწმუნეთაჲ და არცა ერ-თისაგან ძნელოვანთა მათ საქმეთაჲსა დაიჴსნას; არამედ იერუსალჱმიცა მოოჴრდეს, და უმრავლესნი ჰურიათანი უჩინო იქმნენ, მოწყუედილნი ფერად-ფერადითა სიკუდილითა, ხოლო ნათესავსა მას ქრისტეანეთასა ვერარაჲ მძლე ექმნას, ვერცა დაჴსნას ვერცა სიყმილმან, ვერცა სრვამან, ვერცა ძრვამან, ვერცა მოოჴრებამან ქალაქთამან, ვერცა ქრისტემტყუვართა და მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა, ვერცა მიცემამან ჭირთა და ტანჯვათა, ვერცა მოწყუედამან და მოძულებამან ყოველთაგან წარმართთა, არცა სხუამან რამანვე განსაცდელმან. ამისთჳს დაამტკიცა ძლიერად სიტყუაჲ და თქუა ესე: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“. ესე იგი არს, ვითარმედ: ნივთთა ამათ მტკიცეთა და შეურყეველთა უადვილეს არს დაჴსნაჲ და წარსლვაჲ, ვიდრეღა სიტყუათა ჩემთაგანიმცა რაჲმე არა აღესრულა. და ესე რომელსა ენებოს, გონიერად გულისხმა-ყავნ ყოფილი ესე, და მისგან ჰრწმენეს ყოფადიცა და იხილოს, ვითარ ეწამების აღსასრული საქმეთაჲ ჭეშმარიტებასა მას სიტყუათა მისთასა.

აჴსენნა უკუე ცანი და ქუეყანაჲ, - ერთად, რაჲთა გამოაჩინოს, ვი-თარმედ ცისა და ქუეყანისა უპატიოსნეს არს ეკლესიაჲ; მეორედ, რაჲთა გულისხმა-უყოს მოწაფეთა, ვითარმედ თავადი არს დამბადებელი ყოვლისავე. რამეთუ ვინაჲთგან აღსასრულისათჳს აჴსენა და საქმე უხილავი მიუთხრა, რომელი ურწმუნო იქმნებოდა მრავალთა მიერ, ამისთჳს ესრეთ მტკიცედ თქუა, რაჲთა გულისხმა-უყოს ყოველთა, ვითარმედ იგი არს შემოქმედი ცისა და ქუეყანისაჲ და მეუფე ყოვლისაჲვე; და წარუვალ არიან სიტყუანი მისნი და მტკიცე და შეურყეველ, რაჲთა ჰრწმენეს ყოველთა შეუორგულებელად.

1 ფსალმ. 23,6. 2 ფსალმ. 111,2. 3 მათ.24,6. 4 მათ. 24,14.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალთა მიერ საძიებელ არს სიტყუაჲ ესე, თუ ვითარ უმეცარ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე დღესა მას და ჟამსა აღსასრულისასა. და უფროჲსად მოწაფენი იგი უშჯულოჲსა არიოზის და ევნომიოზისნი მრავალგზის წინაგჳყოფენ სიტყუასა ამას თანაშემწედ მათისა მის ცუდადმეტყუელებისა და ბოროტისა მის ზრახვისა და ესრეთ წაჰრევენ, ვითარმედ: ვითარ თანასწორ არს ძე მამისა, ვინაჲთგან თავადი წამებს, ვი-თარმედ: „დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“? და მრავალსა ესევითარსა ბირებითა ეშმაკისაჲთა წარსწმასნიან.

ამისთჳს, ვინაჲთგან სიტყუასა ამას მოვიწიენით, ვთქუათ მადლი-თა ღმრთისაჲთა, რაჲ-იგი მამათაგან გჳსწავიეს. დაღაცათუ ქრისტესმბრძოლთა მათ ურცხჳნოებაჲ ვერ დავჰჴსნათ (რამეთუ რომელიმცა სიტყუაჲ იპოვა მათისა მის მედგრობისა განმკურნებელ?), არამედ მოყუარეთა უფლისათა და მართლითა მით სარწმუნოებითა შეზღუდვილთა გულსავსე-ყოფად არა უდებ ვიქმნნეთ. პირველად უკუე ამას ვიტყჳ, ვითარმედ გონებასა მას მოწაფეთასა გულსავსე-ყოფაჲ ენება, ვინაჲთგან უკუე იგინი წადიერ იყვნეს ცნობად დღესა მას და ჟამსა აღსასრულისასა. ხოლო არა ჯერ-იყო ესე მრავალთა მიზეზთათჳს. ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „არცა ანგელოზთა იციან“, რაჲთა არა ეძიებდენ იგინი ცნობად საქმეთა ანგელოზთაგან დაფარულთა; მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „არცა ძემანო“, რაჲთა ესე რაჲ ესმას, დაიდუმონ კითხვად და არა შეწუხდენ. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: არა გითხრობ, შეწუხდებოდეს, ხოლო აწ ამით სიტყჳთა თანაწარჰჴდა გამოძიებასა მათსა.

და რაჲთა სცნათ, ვითარმედ ამისთჳს თქუა ესე სიტყუაჲ, იხილეთ შემდგომად აღდგომისა, ოდეს-იგი კუალად იწყეს კითხვად, ვითარმედ: „უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა? ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელი-იგი მამამან დადვა თჳსითა ჴელმწიფებითა“.1 ამისთჳს აჴსენა მამაჲ, რაჲთა არა თქუან, თუ: შეურაცხ ვართ წინაშე უფლისა; არცა თუ ესე სათნოიჩინა უწყებად, რამეთუ ჯერეთ სრულსა მას საზომსა არა მიწევნულ იყვნეს; ხოლო უფალსა არა ენება შეწუხებაჲ მათი, ამისთჳს მამასა მისცა მეცნიერებაჲ იგი და საშინელ-ყო ძიებაჲ იგი. ესე არს ერთი მიზეზი სიტყჳსაჲ მის.

მეორედ ესეცა ჯერ-არს ცნობად მორწმუნეთა მიერ, ვითარმედ მრავალსა იტყჳს უფალი კაცობრივისა ბუნებისაგან, ვითარცა ოდესმე ჰრქუა სამარიტელსა მას: „მასუ მე წყალი“,2 - რომელ-ესე სიტყუაჲ არს ჴორცი-

1 საქმე 1,6-7. 2 იოან. 4,7.

ელისა საჴმრისა აღმასრულებელი, და რომელი-იგი ითხოვდა, არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი შეერთებული კაცებასა. და კუალად, რომელ-იგი შეემშია, დაშურა და ცრემლოდა; და ოდესმე იტყოდა: „მამაჲ უზეშთაეს ჩემსა არს“;1 და კუალად იტყოდა: „არა ჴელ-მეწიფების საქმედ თავით თჳსით არარაჲ“;2 და კუალად იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მოსცა მამამან საშჯელისა ყოფად“.3 და სხუაჲ ესევითარი მრავალი იპოვების წმიდასა სახარებასა შინა და წიგნსა მას მოციქულთასა. ამას ყოველსა თანა აღრაცხე ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ამაღლებაჲ.

აწ უკუე ამას ყოველსა არა ძნელ არს თითოეულისაცა მადლითა ღმრთისაჲთა განმარტებაჲ, გარნა მოკლედ ესე საცნაურ იყავნ, ვითარმედ მაღალნი იგი სიტყუანი ჯერ-არიან ბუნებისა მისთჳს ღმრთეებისა გულისხმის-ყოფად, და მდაბალნი - ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა, რომელი ჩუენისა ცხოვრებისათჳს შეიმოსა. ეგრეთვე უმეცრებისა ესე სიტყუაჲ მიაჩემოს თუ ვინ კაცებისა მისისა ბუნებასა, რომლისათჳს იტყჳს მახარებელი ლუკა: „და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთაო“,4 არა ნაკლულევან იყოს ჭეშმარიტებისაგან სიტყუაჲ იგი.

და კუალად ესეცა გულისჴმისსაყოფელ არს, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „არავინ“, დაღაცათუ ჩანს, თუ სხუასა ყოველსავე განარჩევს, თჳნიერ მისა, რომლისათჳს იტყჳს, გარნა არა ესრეთ არს წმიდათა წერილთა შინა ჩუეულებაჲ მისი; რამეთუ იტყჳს: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“.5 არა თუ მუნ თავი თჳსი უფალმან გარეგან სახიერებისა დააწესა. ნუ იყოფინ! არამედ პირველი იგი მიზეზი სახიერებისაჲ მისცა მამასა, რამე-თუ ესე მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ ყოველივე, რაჲცა არს მამისაჲ, მისი არს. ეგრეთვე სახიერებაჲ, ვითარცა არს მამისაჲ, ეგრეთვე ძისაჲ არს. და კუალად იტყჳს: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან“.6 არა თუ მუნ უმეცრებასა წამებს სულისა წმიდისასა. ნუ იყოფინ! არამედ მუნცა პირველი მიზეზი მეცნიერებისაჲ მამისაჲ წამა, რამეთუ ესე ცხად იყო, და მრავალგზის ეთქუა, ვითარმედ: „არავინ იცის ღმრთისაჲ, გარნა სულმან ღმრთისამან“.7

აწ უკუე ყოველივე ესევითარი დიდებაჲ და პატივი და სიბრძნე და სახიერებაჲ და მეცნიერებაჲ და სხუაჲ ყოველივე კეთილი მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ განუყოფელ არს. თჳნიერ, ვითარცა მიზეზსა, პირველ იტყჳს მამისათჳს, რამეთუ ძე არს საყუარელი და პატივ-სცემს ყოველსავე ზედა დაუსაბამოსა მას მამასა. ეგრეთვე ესე სიტყუაჲ, თუ: „არავინ იცის, გარნა მამამან“, პირველსა მიზეზსა მეცნიერებისასა ყოფილთა და ყოფადთაჲსა მამისა აღამაღლებს და ყოვლითურთ უჩუენებს კაცთა, ვი-თარმედ იგი არს პირველი მიზეზი კეთილთაჲ; და გულისხმა-გჳყოფს, ვი-

1 იოან. 14,28. 2 იოან. 5,30. 3 იოან. 5,27. 4 ლუკ. 2,52. 5 მათ. 19,17. 6 მათ. 11,27. 7 1 კორ. 2,11.

თარმედ რაჲ-იგი მამისაჲ არს, ყოველი ძისაჲცა არს და სულისა წმიდისაჲ, თჳნიერ უშობელობისა, რამეთუ მამაჲ უშობელ არს, ძჱ - პირველ საუკუნეთა შობილი დაუსაბამოდ, სული წმიდაჲ - მამისაგან გამომავალი. ესე თჳთებანი არიან გუამოვნებისანი. ხოლო სხჳთა ყოვლითავე ერთობაჲ იგი და სწორებაჲ წმიდისა სამებისაჲ განუყოფელ არს, და ამას შჯულიცა ბუნებითი გულისხმა-გჳყოფს, და წმიდანი წერილნი გუასწავებენ. რამეთუ იტყჳს მოციქული მხოლოდშობილისა ძისათჳს ღმრთისა, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“.1 ხატი არა თუ სახისა ჴორციელისაჲ, არამედ ღმრთეებისა და ყოველთა მათ დიდებულებისა ღმრთეებისათა, ხატი ძლიერებისაჲ, ხატი სიბრძნისაჲ, რამეთუ წერილ არს: „ქრისტე - ძალი და სიბრძნე ღმრთისაჲ“.2 ხოლო მეცნიერებაჲცა ნაწილი არს სიბრ-ძნისაჲ. აწ უკუე ვითარ ვინ იკადროს თქუმად, თუ სიბრძნესა ღმრთისასა მეცნიერებაჲ აკლს? ნუ იყოფინ ესე სიტყუაჲ ყოლადვე!

ანუ ვითარ მამამან, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი, ესე მცირე ნაწილი ჟამთაჲ - დღჱ იგი - არა აუწყა. დამბადებელი იგი ყოველთაჲ, „რომლისა მიერ ყოველივე იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“,3 მცირესა ნაწილსა მის მიერ ქმნილთასა - დღესა მას აღსასრულისასა - ვითარმცა უმეცარ იყო. ნუ იყოფინ ესე, ნუ იყოფინ! არამედ ვითარცა ყოვლისავე დამბადებელმან და ყოვლისა მპყრობელმან ყოველივე უწყის და ყოველსავე მეცნიერ არს. ამისთჳსცა ყოველივე ყოფადი მიუთხრა მაშინ მოწაფეთა და საქმენი მათ ჟამთანი აუწყნა და კართა ზედა მის დღისათა მიიყვანა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედაო“. ხოლო დღე იგი და ჟამი არა მიუთხრა განგებითა მით, რომელი მან მხოლომან უწყის, რამეთუ ეგრეთ ჯერ-იყო, რაჲთა განცხადებულად დღე იგი არავინ იცოდის. ხოლო სასწაულნი ყოველნი და საქმენი მათ ჟამთანი გუაუწყნა, რაჲთა ცნან ყოველთა, რომელნიცა გონებისა უფალ არიან, ვითარმედ არა თუ იგი უმეცარ იყო დღისა მისთჳს, არამედ ჩუენთჳს არა ჯერ-იყო მისი ცნობაჲ. ამისთჳს იტყჳს უფალი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ პირველ წყლითრღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოვე კიდობნად, და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლითრღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (24,37-39).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა გუასწაოს, ვითარმედ უცნაურად და მოულოდებელად მეყსა შინა მოვალს, და უმრავლესნი შუებასა შინა იპოვნენ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „დღჱ იგი უფლისაჲ,

1 2 კორ. 4,4; კოლ. 1,15. 2 1 კორ. 1,24. 3 იოან. 1,3.

ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწიოს. რაჟამს თქუან: მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა სრვაჲ, ვითარცა სალმობაჲ იგი შობადისაჲ მიდგომილსა, და ვერ განერნენ“.1

ვითარ უკუე იტყჳს უფალი, ვითარმედ: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? რამეთუ უკუეთუ შუებაჲ არს მაშინ და „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარ იტყჳს უფალი, თუ: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? უკუეთუ შუებაჲ ყოფად არს, ვითარ იყოს ჭირი? გულისჴმა-ყავთ ესე სიტყუაჲ.

შუებაჲ აქუნდეს უგუნურთა და ულმობელთა. ამისთჳსცა არა თქუა მოციქულმან, თუ: მშჳდობაჲ იყოს, არამედ: „რაჟამს თქუანო, თუ: მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“. მათსა მას უგუნურებასა გამოაჩინებს. ვითარცა-იგი ნოვეს ზე უგულისხმონი იგი იშუებდეს, ხოლო მართალნი მწუხარებასა შინა იყვნეს, ეგრეთვე უფალი გუასწავებს და მოციქული წამებს, ვითარმედ დღეთა მათ, ოდეს ანტე მოვიდეს, ბოროტნი იგი გულისთქუმანი განმრავლდენ უშჯულოთა შორის, რომელთა წარეკუეთოს სასოვებაჲ ცხორებისა თჳსისაჲ, და იყვნენ იგინი ნაყროვანებათა შინა, შუებათა და მთრვალობათა და სხუათა ყოველთავე ბილწებათა. ამისთჳსცა სახე მოიღო შემსგავსებული საქმისაჲ მის. რამეთუ ვითარცა-იგი აღეშენებოდა რაჲ კიდობანი ნოეს მიერ, არა ჰრწმენა უშჯულოთა მათ, არამედ ნოე უქადაგებდა მომავალსა მას რისხვასა და კიდობანსა მას იქმოდა, ხოლო იგინი, ვითარმცა არარაჲ ბოროტი მოწევნად იყო, ეგრეთ იშუებდეს და განსცხრებოდეს, ვიდრემდის მოიწია წყლითრღუნაჲ და ყოველნი იგი მოწყჳდნა. ეგრეთვე ყოფად არს დღეთა აღსასრულისათა: მოვიდეს ანტჱ და საცნურ იქმნას, ვითარმედ მცირედღა, და იქმნების მოსლვაჲ უფლისაჲ, და მიეცემიან ცოდვილნი სატანჯველთა საუკუნეთა, და იყვნენ მაშინ განსაცდელნი მრავალნი. ხოლო რომელნი-იგი შეპყრობილ იყვნენ მთრვალობითა მით უშჯულოვებისაჲთა, არა ელმოდის ყოვლადვე მომავალთა მათთჳს ჭირთა, არამედ შუებასა შინა და ცოდვასა განფრდილ იყვნენ, და მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა დღჱ იგი, „ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ მიდგომილსა“, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა. კეთილად უკუე აჴსენა უფალმან სახჱ იგი წყლითრღუნისაჲ, რაჲთა უკუეთუ ვინ ურწმუნო იყოს მომავალისა მის აღსასრულისა, ადრევე აღსრულებულისა მისგან წყლითრღუნისა ჰრწმენეს ყოფადიცა იგი.

კუალად სხუასა სახესა მოგუცემს, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ყოველივე უწყის მეუფემან ყოველთამან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს; ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“ (24,40-42).

1 1 თეს. 5,2-3.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ლუკაჲს სახარებასა ესრეთ წერილ არს: „მას ღამესა ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს“.1 და ესე ყოველნი სახენი წარმოთქუნა - ერთად, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ მეცნიერ არს კეთილად დღესა მას და ჟამსა; მეორედ, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ მოულოდებელად და უცნაურად მოწევნად არს დღჱ იგი. ამისთჳს დღენიცა ნოვესნი აჴსენნა, ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფაჲ თქუა და ველსა სლვაჲ და წისქჳლსა ფქვაჲ; და ამით ყოვლითა მოასწავებს, ვითარმედ უზრუნველად რაჲ იყვნენ, მოიწევის; რამეთუ ცხედარსა ზედა წოლაჲ და ველსა სლვაჲ უზრუნველობისა სახჱ არს. და კუალად ამათ იგავთა მიერ ამასცა გულისხმა-გჳყოფს, ვითარმედ დიდებულთაგანნიცა და გლახაკთაგანნი რომელნიმე აღიტაცებიან მართალთა თანა ჰაერ-თა ზე შემთხუევად უფლისა, და რომელნიმე დაშთებიან ქუე, მონანიცა და უფალნი, ფლობილებით მყოფნიცა და შრომით, ორთაგანვე მოქალაქობა-თა. ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფისა მიერ და აგარაკსა სლვისა მდიდარნი და დიდებულნი მოასწავნა, და წისქჳლსა შინა ყოფისაგან გლახაკნი გამოსახნა, ვითარცა წერილ არს ძუელსა შინა, ვითარმედ: „მჯდომარითგან საყდართა ზედა მიტყუედმდე, რომელი არნ წისქჳლსა შინა“.2 რამეთუ ვინაჲთგან ზემო ეთქუა, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ მდიდარნი სასუფეველსა“, აწ აქა გამოაჩინებს, ვითარმედ არცა მდიდარნი ყოველნი წარწყმდებიან, არცა გლახაკნი ყოველნი ცხონდებიან, არამედ მათგანნიცა და ამათგანნიცა რომელნიმე ცხონდებიან, და რომელნიმე წარწყმდებიან. „ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა“. - ესე სახე არს მდიდართაჲ; ერთი იგი წარიტაცოს სასუფეველად, და ერთი იგი დაეტეოს ცოდვილთა თანა. „ორნი ფქვიდენ“. - ესე სახე არს გლახაკთაჲ; ერთი წარიტაცოს ცხოვრებად, და ერთი დაეტეოს ცოდვილთა თანა. ორთავე დასთაგან, მდიდართაცა და გლახაკთა, რომელნიმე მართალთა თანა შეირაცხნენ, და რომელნიმე - ცოდვილთა.

კუალად წისქჳლისა მიერ მოქცევი ესე გამოისახვის საწუთროჲსა ამის ცხორებისაჲ, რომელი დაუდგრომელად იქცევის და მსგავსად წისქჳლისა მსწრაფლ აქცევს საქმეთა ჩუენთა. „ორნი მოფქავნი“. - გულისხმა-იყოფებიან ერთსა საქმესა შინა მყოფნი ორნი კაცნი, გინა თუ მღდელობასა, გინა თუ მონაზონებასა, ანუ თუ ქალწულებასა, ანუ სხუასა რასმე ქველისსაქმესა, რომელსა მრავალნი იქმოდიედ, გარნა არა ყოველნი ერთითა გონებითა, არამედ რომელნიმე საუკუნოჲსა მის ცხორებისათჳს და რომელნიმე საჩუენებელად კაცთა ანუ სხჳთა რაჲთმე უჯეროჲთა გულისსიტყჳთა. იგინი, რომელნი საღმრთოჲთა გულისსიტყჳთა იქმოდეს, წარიტაც-

1 ლუკ. 17,34. 2 გამ. 11,5.

ნენ მართალთა თანა, და სხუანი იგი დაშთენ უბადრუკებით. და ყოვლი-თურთ ამას მოასწავებს, ვითარმედ ყოვლისაგანვე დასისა და ყოვლისაგანვე მოქალაქობისა რომელნიმე ცხორებად წარიტაცნენ, და რომელნიმე წარწყმედასა შინა დაშთენ.

ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ ამასცა მოასწავებს, თუ მოსლვაჲ იგი უფლისაჲ ღამით ყოფად არს; რამეთუ ამას გულისხმა-გჳყოფს ლუკა სიტყჳთა მით, რომელ თქუა: „მას ღამესა ორნი იყვნენ ცხედარსაო: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს“. ჰხედავა, ვითარ ყოველსავე გამოწულილვით მეცნიერ არს? ამისთჳს მეყსეულად შესძინა და თქუა: „იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“. არა თქუა, თუ: არა ვიცი, არამედ: „არა იცითო“. რამეთუ ოდეს მახლობელად დაადგინნეს დღისა მის და ჟამისა, კუალად დააყენებს კითხვად, რამეთუ ჰნებავს, რაჲთა მარადის მოელოდინ და ზრუნვიდენ ჟამისა მისთჳს. ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად გუერდი სახლისა მისისაჲ. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (24,43-44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ გჳბრძანებს, რაჲთა მარადის სათნოებასა შინა ვიყვნეთ და მარადის ვზრუნვიდეთ აღსასრულისათჳს, რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს კაცთა ჟამი სიკუდილისაჲ, უეჭუელად მას ჟამსა მოსწრაფებასამცა შინა იყვნეს; გარნა არა ჰნებავს უფალსა, რაჲთა მას ოდენ ჟამსა ვიქმოდით კეთილსა, არამედ მარადის და ყოვლადვე. ამისთჳს არა საცნაურ-ყო არცა ზოგადი იგი ყოველთა აღსასრული, არცა კაცად-კაცადისაჲ, რაჲთა მარადის მოველოდით და მარადის კეთილსა ვიქმოდით, რაჲთა ესრეთ ვიპოვნეთ. ამას ადგილსა განცხადებულად უფლად უწოდა თავსა თჳსსა, რომელ-ესე სხუასა ადგილსა არა ეთქუა ესრეთ ცხადად: „იღჳძებდითო, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“. და აყუედრებს უდებთა, რომელ ესოდენიცა მღჳძარებაჲ არა აქუს ცხორებისათჳს სულთა თჳსთაჲსა, ვითარ-იგი სხუანი შიშისათჳს მპარავთაჲსა აჩუენებენ. ხოლო ვინაჲთგან დღე იგი საშჯელისაჲ აჴსენა, მოძღუართა მიმართ მიაქცევს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მსახურთა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი ჟამსა თჳსსა? ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი თჳსი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველსა ზედა მონაგებსა დაადგინოს იგი“ (24,45-47).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუთღა, შვილნო მწვალებელთანო, ნუუკუე ესეცა სიტყუაჲ უმეცრებასა მოასწავებსა? უკუეთუ რომელ-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „დღისა მისთჳს არავინ უწყის“, და იტყჳ, თუ: ძე უმეცარ არს დღესა მას, აწ აქა რაჲ სთქუა, რომელ-ესე იტყჳს: „ვინ-მე არს მონაჲ იგი“? ნუუკუე სთქუა, თუ ამასცა უმეცარ არსა? ნუ იყოფინ! ამას არცა თუ სრულიად განცჳბრებულნი იტყჳან. ანუ ოდეს-იგი იტყოდა ლაზარესთჳს, „სადა დასდევითო“;1 და კუალად მამისათჳსცა იპოვებიან ესევითარნი სიტყუანი, რამეთუ მან თქუა: „ადამ, სადა ხარო“;2 და კუალად იტყჳს: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს, და ცოდვანი მათნი განმრავლებულ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მა-თისა, რომელ მოიწევის ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, უკუეთუ არა, რაჲთა ვცნა“;3 და სახარებასა შინა იტყჳს: „რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ იცის, შეიკდიმონ“.4

ესე ყოველნი სიტყუანი უმეცრებასა გამოსახვენ, არამედ არარას უმეცარ იყო, გარნა განგებულებითა შუენიერითა იქმოდა. ადამსა ჰრქუა: „სადა ხარ?“ რაჲთა მისცეს მას ადგილი გულისხმის-ყოფად ცთომისა თჳსისა და აღსაარებად.

ხოლო სოდომელთათჳს ესრეთ განაწესა სიტყუაჲ იგი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ არა მიცემად განჩინებისა, ვიდრე არა კეთილად ზედამივიწინეთ საქმესა მას საძიებელსა. ხოლო იგავსა მას შინა სახარებისასა - რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თანაედვა შეკდიმებაჲ ძისაგან და არა შეიკდიმეს.

ხოლო აქა თქუა: „ვინ არს მონაჲ იგი?“ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მცირედნი იპოვებიან ესევითარნი. ამისთჳსცა ჰნატრის მას. და ვითარმცა ჰნატრიდა, რომელი არა უწყოდა? ჰე, ჭეშმარიტად უწყოდა. არამედ რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ძლით იპოვების ესევითარი, ამის-თჳს თქუა: „ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი“, და შემდგომი ამისი.

ხოლო ამას არა საფასეთათჳს ოდენ ჴორციელთა იტყჳს, არამედ მოძღურებისათჳსცა და ძალისა და საფასისა და ყოვლისავე საქმისათჳს, რომელიცა მადლი ერწმუნა კაცად-კაცადსა. ესე იგავი მთავართაცა მოეზავების და მეფეთა და მღდელთა, რამეთუ კაცად-კაცადსა, რომლისაცა ძალ-ედვას სარგებელ-ყოფად სხუათა, აღსრულებაჲ თანააც, გინა თუ სიბრძნე ვის აქუნდეს, გინა თუ მოძღურებაჲ, გინა თუ სიმდიდრე, გინა თუ სხუაჲ რაჲმე, ყოველივემცა სარგებელად მის თანამონათა აღესრულების და ნუ სავნებელად მათა და წარსაწყმედელად თავისა თჳსისა. ამისთჳს ორსავე ეძიებს: სარწმუნოებასა და სიბრძნესა, რამეთუ ნანდჳლვე ცოდვაჲ უგუნურებისაგან იქმნების. და ესევითარსა მას კეთილსა

1 იოან. 11,34. 2 დაბ. 3,9. 3 დაბ. 18,20-21. 4 ლუკ. 20,13.

მონასა სარწმუნოდ ამისთჳს უწოდა, რამეთუ არარაჲ მიიხუეჭა მან, არცა ცუდად და ამაოდ წარაგო რწმუნებული იგი უფლისაგან, ხოლო ბრძნად - ამისთჳს, რამეთუ გონიერად ცნა ადგილი და სახე ჴმარებისაჲ მადლისა მიცემულისა მისდა, რამეთუ ორივე საჴმარ არს ჩუენდა: არამიხუეჭაჲ სამეუფოთა საფასეთაჲ და ჯეროვნად განგებაჲ მათი. ხოლო ამათ ორთაგან რომელიცა ნაკლულევან იყოს, მეორეცა კელობნ; რამეთუ უკუეთუ სარწმუნო იყოს მონაჲ და არა იპარვიდეს, ხოლო უგუნურად წარწყმ[ედ] დეს საფასესა უფლისა თჳსისასა და უჯეროდ წარაგებდეს, დიდად საბრალობელ არს. კუალად, უკუეთუ იცოდის კეთილად განგებაჲ და იპარვიდეს, ბოროტ არს. ამისთჳს ორივე ჯერ-არს: სიბრძნე და სარწმუნოებაჲ.

ისმინეთ, მოძღუარნო! ისმინეთ, მდიდარნო! ისმინეთ ყოველთა, რომელთა გერწმუნა ღმრთისა მიერ ნიჭი რაჲმე კეთილი! ისმინეთ, რასა იტყჳს კეთილად განმგებელთათჳს, რომელნი მოსწრაფე იყვნენ მოყუასთა სარგებელად: „ამენ გეტყჳ, ვითარმედ ყოველსა ზედა მონაგებსა თჳსსა დაადგინოს იგი“. რაჲმცა იყო სწორ ამისა პატივისა? რომელმან-მე სიტყუამან გამოაჩინოს პატივი იგი და ნეტარებაჲ, ოდეს მეუფემან ცათამან და ქუეყანისამან კაცი დაადგინოს ყოველსა ზედა მონაგებსა მისსა? ვინ უძლოს მონაგებთა მათ საზომისა თქუმად ანუ მოგონებად? ჭეშმარიტად უკუე და სამართლად ბრძენ უწოდა მას, რამეთუ აგო მცირედითა დიდთა მათ კე-თილთა მორეწად და კნინოდენითა სიბრძნითა ცანი მოიყიდნა. ვინაჲთგან უკუე წარმოთქუა პატივი და ნეტარებაჲ სარწმუნოჲსა მის და ბრძნისა მონისაჲ, იტყჳს წინააღმდგომსაცა, რაჲთა ორკერძოვე განაკრძალოს მსმენელი სიტყუათა მისთაჲ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მისთანათა მონათა, ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა, მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (24,48-51).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე თქუას ვინმე ცუდადმეტყუელთაგანმან, ვი-თარმედ: ჰხედავა, ვითარი გულისსიტყუაჲ შემოვიდა უცნაურებისაგან დღისა მის? უკუეთუმცა საცნაურ იყო, არამცა ეთქუა მონასა მას, თუ: „ყოვნის უფალი ჩემი“. არამედ ესე სიტყუაჲ, ჵ კაცო, ცუდ არს და ამაო, რამეთუ არა უცნაურებისათჳს დღისა მის ქმნა ესე, არამედ რომელ უკე-თურ იყო მონაჲ იგი. უკუეთუ არა, სარწმუნოსა მას მონასა და ბრძენსა რად არა შეემთხჳა ესე? რამეთუ რაჲ არს ესე, უკუეთუ ყოვნის უფალი? ჵ უბადრუკო, განაღა მოელი მოსლვასა მისსა გინა თუ ადრე, გინა თუ ნელად, რაჲსათჳს უკუე არა ჰზრუნავ თავსა შენსა? ხოლო ჩუენ ვისწავებთ, ვითარმედ არცა თუ ყოვნის მოსლვად, რამეთუ ესე სიტყუაჲ, თუ: „ყოვნის“, არა უფლისაჲ არს, არამედ ბოროტისა მის მონისაჲ. ხოლო ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „უფალი ახლოს არსო, ნუ ჰზრუნავთ“;1 და კუალად იტყჳს: „მომავალი იგი მოვიდესო და არა ყოვნოს“.2 საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უფროჲსად უმეცრებაჲ იგი დღისაჲ მის და უცნაურობაჲ ფრიად სარგებელ არს მონათათჳს, რაჲთა მარადის განკრძალულ იყვნენ. ამისთჳს დაფარა უწყებაჲ მისი უფალმან, რაჲთა ყოვლადვე მღჳძარე ვიყვნეთ და გუეშინოდის იგავისა მისგან ბოროტისა მის და უდებისა მონისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის, და ორგან განკუეთოს იგი“. ესე იგი არს, განაგდოს ერთობისაგან საკუთარ-თა და სარწმუნოთა მონათაჲსა და ნაწილი მისი ორგულთა თანა დადვას. „მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“.

სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა

და აწ, საყუარელნო, ჩუენცა ვეკრძალნეთ, რაჲთა არა შეგუემთხჳოს მლევანი ესე საქმჱ. რამეთუ რომელთაცა ჰქონან საფასენი და არა მისცემენ გლახაკთა, ბოროტისა მის მონისა მობაძავ არიან. რამეთუ შენცა, კაცო, მნე ხარ მონაგებთა შენთაჲ, ვითარცა მნენი იგი ეკლესიისანი; და ვითარცა მნესა ეკლესიისასა, რომლისადა რწმუნებულ არიან საფასენი გამოსაზრდელად გლახაკთა, არა ჴელ-ეწიფების ცუდად წარგებად, რამეთუ გლახაკთაჲ არს, ეგრეთვე არცა შენ ჴელ-გეწიფების საფასეთა შენთა, გინა თუ მამული იყოს, გინა თუ ვინაჲცა, ამაოთა და ცუდთა საქმეთა ზედა წარგებად. რამეთუ რწმუნებულ არს შენდა უფლისა მიერ მიცემად შენთა თანამონათა საზრდელი ჟამსა თჳსსა. და რაჲ არს „ჟამსა თჳსსა“? ესე იგი არს, რომელნი ნაკლულევან იყვნენ, რომელთა შიოდის, რომელნი შიშუელ იყვნენ. და ვითარცა შენ მონათა და შენთა მნეთა ამცნებ კეთილად განგებად მონაგებსა შენსა, ეგრეთვე ღმერთი შენგან ეძიებს. ამისთჳს მოგცა საფასე, რაჲთა გაქუნდეს მიზეზი მოგებად სათნოვებისა ქველისსაქმითა; რაჲთა მოიგო სიყუარული, თავი იგი სათნოვებათაჲ; რაჲთა მოიგო კაცთმოყუარებაჲ, რომელი-იგი საქმე არს საღმრთოჲ. და აწ შენ ანგაჰრებითა შეპყრობილ ხარ, არა ხოლო თუ არა იქმ ქველისსაქმესა, არამედ ჰგუემცა გლახაკთა, აგინებ და შეურაცხ-ჰყოფ, ვითარცა იტყჳს უფალი ბოროტისა მის მონისათჳს: „იწყოსო გუემად მის თანამონათა მათ“. ესე ანგაჰრთათჳს თქუა და მტაცებელთა, რომელნი აჭირვებენ გლახაკთა. და კუალად იტყჳს: „ჭამდეს

1 ფილიპ. 4,5-6. 2 ებრ. 10,37.

და სუმიდესო მომთრვალეთა თანა“. რამეთუ შუებისმოყუარეთათჳსცა და ნაყროვანთა საშჯელი განმზადებულ არს.

კაცო, არა თუ ამისთჳს მოგეცნეს საფასენი, რაჲთა იშუებდე და ითრვებოდი, არამედ რაჲთა მოწყალებასა იქმოდი. არა თუ შენი არს, რაჲ-ეგე გაქუს, არამედ გლახაკთაჲ რწმუნებულ არს შენდა. გინა თუ მამული გაქუს, გინა თუ შრომითა შენითა მოგებული, გლახაკთათჳს მოუცემიეს ღმერთსა, რაჲთა მისცემდე მათ საზრდელსა ჟამსა თჳსსა. უკუეთუ არა კეთილად განაგო, საშჯელი მიგეჴადოს. იხილე, რაოდენითა იგავითა გამოაჩინა ესე: რამეთუ ქალწულნი იგი დაისაჯნეს, არა თუ რომელ სხუათაჲ მოიტაცეს, არამედ რომელ თჳსი არა მისცეს. ეგრეთვე რომელმან ქანქარი იგი დაჰფლა ქუეყანასა და რომელნი მშიერსა თანაწარჰჴდეს, ესე ყოველნი არა თუ ანგაჰრებისათჳს და სხუათაგან მოხუეჭისა დაისაჯნეს, არამედ რომელ თჳსისაგან არა მისცემდეს ქველისსაქმედ, არამედ ბოროტად წარაგეს, ვი-თარცა ამან მონამან, რომლისათჳს აწ აღმოვიკითხეთ.

ვისმინოთ ნაყროვანთა და შუებისმოყუარეთა, რომელნი ტაბლათა ზედა ბრწყინვალეთა წარვაგებთ სიმდიდრესა მას არა ჩუენსა, არამედ გლახაკთათჳს ჩუენდა რწმუნებულსა, დაღაცათუ მრავლისა მისთჳს კაცთმოყუარებისა, ვითარცა ჩუენსა, გჳბრძანებს უფალი მიცემად; გარნა არა ჩუენი არს, არამედ მის მიერ ჩუენდა რწმუნებულ არს. რაჲსათჳს უკუე ესრეთ უმადლოდ გამოვაჩინებთ თავთა ჩუენთა?

გულისხმა-ვყოთ, თუ რაოდენ საწადელ იყო პოვნად ღონისა შენდობად შემდგომად ნათლის-ღებისა მოწევნულთა ცოდვათა. უკუეთუმცა არა ეთქუა, თუ: „იქმოდეთ ქველისსაქმესა, რაჲთა მიგეტევნენ ცოდვანი“,1 რავდენნიმცა იტყოდეს: ჰე თუმცა იყო ღონე მიცემად საფასისა და განრომად საუკუნეთა მათგან სატანჯველთა. ხოლო ვინაჲთგან ესე იქადაგა, აწ კუალად უდებ იქმნეს. ამას ზედა მრავალნი მეტყჳან, ვითარმედ: ჰე, მივსცემ გლახაკთა, რაჲსათჳს მაყუედრებ? არამედ რაჲ არს სიტყუაჲ, კაცო? ჯერეთ არა მიგიცემიეს არცა თუ მის ქურივისა სწორად, რომელმან ორი იგი წულილი დადვა ფასისსაცავსა, არცა თუ ზოგი მისისა მის შესაწირავისაჲ, რამეთუ ნამეტნავისა შენისა ასეულსაცა არა მისცემ და უმეტესსა ცუდსა და ამაოთა საქმეთა ზედა იზღვევი ხადილობად და მთრვალობად და სხუათა უძჳრესთა, ვითარცა მონისა მისთჳს თქუა, ვითარმედ: „ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა და სცემდეს მის თანამონათა“. ესე იგი არს, თჳსსა მას უწესოვებასა თანა მოყუსისაცა ცხორებაჲ შეურაცხ-ეყოს, რომელ-ესე დიდად განმამწარებელ არს ღმრთისა. ამისთჳს ორად განკუეთასა ბრძანებს ესევითარისა მის მონისასა. რამეთუ ვითარცა-იგი სიყუარული პატიოსან არს წინაშე მისა და სასწაულად თჳსისა მოწაფებისა ურთიერთას სიყუარული განა-

1 შდრ. მათ. 5,7; დან. 4,24; ზირ. 3,30.

წესა, ეგრეთვე სიძულილი და ულმობელობაჲ მოყუსისა მიმართ საძაგელ არს ღმრთისა წინაშე.

ამისთჳს, საყუარელნო, ძმათმოყუარებაჲ შევიკრძალოთ, რამეთუ ესე არს გზაჲ ზეცად აღმყვანებელი, ესე გუყოფს მსგავს ქრისტესა, რაოდენ შესაძლებელ არს. და იხილენით, რაბამნი სათნოებანი დაშენებულ არიან ამას გზასა ზედა. და აწ ესრეთ გამოვსახოთ: გულისხმა-ვყვნეთ ორნი გზანი სათნოებათანი: ერთი იგი, რომელი თჳსსა ოდენ კეთილსა ზრუნვიდეს და სათნოდ იქცეოდის, და მეორე, რომელი მოყუასსაცა არგებდეს.

აწ ვიხილოთ, რომელი ამათ ორთა გზათაგანი ადრე მიმაწევს ჩუენ თავსა სათნოვებათასა. საცნაურ არს, ვითარმედ მეორესა მას, რომელი მოყუასსა არგებდეს, პავლე დიდად აქებს, ვიდრეღა მას, რომელი თავსა ოდენ თჳსსა არგებდეს. ხოლო ოდეს ვთქუა, თუ პავლე აქებს, ქებაჲ იგი ქრისტესგან გულისხმა-ყავთ, რამეთუ პირითა პავლესითა ქრისტჱ იტყოდა. ისმინეთ უკუე, რასა იგი იტყჳს ამის ჯერისათჳს: „ნუ თავისა თჳსისასა ეძიებნ კაცად-კაცადი, არამედ მოყუსისასა თითოეული“.1 და კუალად იტყჳს: „კაცად-კაცადი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილსა ზედა აღსა-შენებელად“.2 და კუალად იტყჳს: „იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ“.3 ჰხედავა ქებასა ამას ძმათმოყუარებისასა? და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ: რომელნიმე სათნოვებანი ჩუენ შორის ოდენ დაადგრებიან, და რომელნიმე სხუათა მიმართცა მიიწევიან. ესე იგი არს, მარხვაჲ და მო-ღუაწებაჲ და ქალწულებაჲ და მსგავსნი ამათნი მოქმედთა ხოლო მათთა სარგებელ ეყოფვის, ხოლო მოწყალებაჲ და სიყუარული და სწავლაჲ და უცხოთმოყუარებაჲ და მსგავსნი ამათნი ჩუენცა სარგებელ გუეყოფვიან და ჩუენ მიერ სხუათა მიმართცა მიიწევიან, და ამისთჳს უაღრეს და უპატიოსნეს არიან.

ისმინე უკუე, ამის ჯერისათჳსცა რასა იტყჳს მოციქული: „შე-ღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ სარგებელ არს ჩემდა“.4 ვთქუა სხუაჲცა უმეტესი სიტყუაჲ ჭეშმარიტი: გულისხმა-ვყვნეთ ორნი კაცნი: ერ-თი იგი იმარხევდინ და ილოცევდინ და აღსასრულსა წამებითაცა სრულ იქმენინ, ხოლო მეორემან აღშენებისათჳს მოყუსისა და სარგებელისათჳს მისისა დრო-ეცინ წამებასა და დიდისა მის გჳრგჳნისაგან წუთერთ დააკლდინ. ვინ უაღრეს იქმნების ამათ ორთაგან, და რომელი უმეტესსა სასყიდელსა მიემთხუევის? არა საჴმარ არს აქა ჩემდა მრავლისმეტყუელებაჲ, რამეთუ დგას ნეტარი პავლე და განჩინებით იტყჳს: „გული მეტყჳს მე განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲსღა უმჯობეს; ხოლო დადგრომაჲ ჴორცთა შინა უაღრეს თქუენთჳს“.5 და პატივ-სცა აღშენებასა მოყუასთასა

1 1 კორ. 10,24. 2 რომ. 15,2. 3 ეფეს. 4,32. 4 1 კორ. 13,3. 5 ფილიპ. 1,23-24.

უფროჲს ქრისტეს მიმართ მოსლვისა, რამეთუ ესე არს უმეტესად ქრისტეს თანა ყოფაჲ - აღსრულებაჲ ნებისა მისისაჲ. ხოლო ნებაჲ მისი არარასა ზედა არს ესრეთ განსუენებულ, ვითარ ამას, რაჲთა უმჯობესსა მოყუსისასა ვიქმოდით. და ესე აუწყა პეტრეს, რაჟამს ჰრქუა: „პეტრე, გიყუარ მეა?“1 და სამგზისვე სიყუარულისა მისისა სასწაულად მწყსაჲ ცხოვართა მისთაჲ უბრძანა. ხოლო ესე არა მღდელთა მიმართ ხოლო თქუმულ არს, არამედ კაცად-კაცადისა, რომლისადაცა რწმუნებულ იყოს გინა თუ დიდი, გინა თუ მცირე სამწყსო. ნუ მცირისათჳს უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ მამამან ზეცათამან სათნო-იყო მცირეცა იგი სამწყსოჲ. ერთიცა თუ ვის ჰყვეს მოწაფჱ ანუ შვილი, ყოვლითა მოსწრაფებითა იღუწიდინ, რაჲთა სარგებელ ეყოს მას სულიერითა წესითა. ესრეთ ვიქმნეთ სათნო უფლისა და მონა სარწმუნო. უკუეთუ მოვიგოთ სიყუარული, მოწყალებაჲ, სახიერებაჲ, სიტკბოებაჲ, ამათ მიერ მარხვაჲცა ჩუენი და ლოცვაჲ შეწირულ იყოს ღმრთისა. რამე-თუ ჭეშმარიტად რომელსა ჰქონდეს სიყუარული და მოწყალებაჲ, ყოველნივე სათნოვებანი მის თანა არიან: არა იპარავს, არა იტაცებს, არა ცილსა სწამებს, მტერთა ულოცავს, მწყევართა აკურთხევს, მოძულეთა კეთილსა უყოფს. ვინაჲთგან უკუე გულისხმა-გჳყოფიეს, ვითარმედ სიყუარული ძმა-თაჲ და სარგებელი მათი სულიერი და ჴორციელი მიგჳძღჳს ცხოვრებად საუკუნოდ, ესე სათნოვებაჲ შევიტკბოთ, რაჲთა სასუფეველსა ცათასა ღირს ვიქმნეთ ქრისტე იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 შდრ. იოან. 21,15-17.