მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 24:44

43. But know this, that if the goodman of the house had known in what watch the thief would come, he would have watched, and would not have suffered his house to be broken up.44. Therefore be ye also ready: for in such an hour as ye think not the Son of man cometh.45. Who then is a faithful and wise servant, whom his lord hath made ruler over his household, to give them meat in due season?
Matthew თავი 24
44. Therefore be ye also ready: for in such an hour as ye think not the Son of man cometh.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად გუერდი სახლისა მისისაჲ. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (24,43-44).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ გჳბრძანებს, რაჲთა მარადის სათნოებასა შინა ვიყვნეთ და მარადის ვზრუნვიდეთ აღსასრულისათჳს, რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს კაცთა ჟამი სიკუდილისაჲ, უეჭუელად მას ჟამსა მოსწრაფებასამცა შინა იყვნეს; გარნა არა ჰნებავს უფალსა, რაჲთა მას ოდენ ჟამსა ვიქმოდით კეთილსა, არამედ მარადის და ყოვლადვე. ამისთჳს არა საცნაურ-ყო არცა ზოგადი იგი ყოველთა აღსასრული, არცა კაცად-კაცადისაჲ, რაჲთა მარადის მოველოდით და მარადის კეთილსა ვიქმოდით, რაჲთა ესრეთ ვიპოვნეთ. ამას ადგილსა განცხადებულად უფლად უწოდა თავსა თჳსსა, რომელ-ესე სხუასა ადგილსა არა ეთქუა ესრეთ ცხადად: „იღჳძებდითო, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“. და აყუედრებს უდებთა, რომელ ესოდენიცა მღჳძარებაჲ არა აქუს ცხორებისათჳს სულთა თჳსთაჲსა, ვითარ-იგი სხუანი შიშისათჳს მპარავთაჲსა აჩუენებენ. ხოლო ვინაჲთგან დღე იგი საშჯელისაჲ აჴსენა, მოძღუართა მიმართ მიაქცევს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:42-44 — სიფხიზლისკენ მოწოდება:

42-44. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს. ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.- უფალი გვიბრძანებს მღვიძარენი და მომზადებულნი ანუ სათნოების საქმეებით განმდიდრებულნი ვიყოთ, რათა რაჟამს უფალი მოვა, რაც მას ნებავს, ის მივუძღვნათ. ყურადღება მიაქციე, ის კი არ უთქვამს: მე არ ვიცი მპარავი რომელ დროს მოვაო, არამედ თქვენ არ იცითო. მპარავს უფალი ყოველი ჩვენგანის აღსასრულსა და სიკვდილს უწოდებს, ამით მიანიშნებს, რომ მისი მოსვლა ღამით მოხდება, და მსგავსად მპარავისა, ისიც შეუმჩნევლად მოვა. ამიტომაც გვეუბნება, უზრუნველნი ნუ იქნებით, არამედ იფხიზლეთო. ის რომ ვიცოდეთ, რომელ დღეს აღვესრულებით, მაშინ ღმრთისთვის სათნოყოფას მხოლოდ იმ დღეს შევეცდებოდით, მაგრამ რაკიღა არ ვიცით, კეთილ საქმეთათვის მუდმივად ვფხიზლობთ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის