მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 26:13

12. For in that she hath poured this ointment on my body, she did it for my burial.13. Verily I say unto you, Wheresoever this gospel shall be preached in the whole world, there shall also this, that this woman hath done, be told for a memorial of her.14. Then one of the twelve, called Judas Iscariot, went unto the chief priests,
Matthew თავი 26
13. Verily I say unto you, Wheresoever this gospel shall be preached in the whole world, there shall also this, that this woman hath done, be told for a memorial of her.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და თქუეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის? შესაძლებელ იყო განსყიდად ესე დიდძალის და მიცემად გლახაკთა. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა, დასაფლავად ჩემდა ყო. ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელცა-ესე ყო მაგან, საჴსენებელად მაგისა“ (26,8-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ აქუნდა მათ ესევითარი ესე გულისსიტყუაჲ? ასმიოდა სიტყუაჲ იგი მოძღურისაჲ, ვითარ ეთქუა: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. და სხუაჲ მრავალი ეთქუა მოწყალებისათჳს გლახაკთაჲსა. ამის ყოვლისაგან ჰგონებდეს, თუ აწცა უმეტესად სთნდეს ღმერთსა მიცემაჲ გლახაკთაჲ. გარნა განმკითხველი იგი გულთაჲ და მხედველი იგი დაფარულთაჲ ხედვიდა გონებასა მის დედაკაცისასა და არა გარემიაქცია შესაწირავი მისი, არამედ დიდითა სახიერებითა შეუნდო თავსაცა მისსა დასხმად ნელსაცხებლისა მის. რამეთუ მან სახიერმან ცხორებისათჳს კაცთაჲსა თავს-იდვა განკაცებაჲ და შობაჲ დედაკაცისაგან და სძითა გამოზრდაჲ და სხუაჲ ყოველივე ბუნებისა ჩუენისაჲ. ეგრეთვე ესეცა აწ თავს-იდვა ცხორებისა მისისათჳს. რამეთუ ძუელსაცა შინა შესაწირავთა მრგულიადდასაწუველთა შესწირვიდეს და ცმელსა აკუმევდეს და ზეთსა შესწირვიდეს. და ამას ყოველსა უძლურებისათჳს მათისა ღმერთი შეიწირვიდა, რაჲთა ჟამსა თჳსსა სრული იგი შესაწირავი ასწაოს. ეგრეთვე აქა უძლურებისაებრ დედაკაცისა მის სარწმუნოებაჲ იგი მისი შეიწირა და ნელსაცხებელი მიითუალა და მოწაფეთა აბრალებს, რომელ-იგი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:6-13 — მირონის ცხება ბეთანიაში:

6-7. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა. - ზოგიერთები ამბობენ, რომ უფალს ზეთი სამმა ქალმა სცხო, რომელთაც ოთხივე მახარებელი იხსენიებს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ისინი ორნი იყვნენ; ერთი მათგანი, რომელიც იოვანესთანაა მოხსენიებული, მარიამია, დაჲ ლაზარესი, ხოლო მეორე, ვისაც მათე ახსენებს, ისაა, რომელიც ლუკასა და მარკოზთანაც გვხვდება. ზოგიერთის თქმით, ეს სიმონ კეთროვანი ლაზარეს მამაა, რომელმაც უფალს, ვინც იგი კეთრისაგან განწმინდა, უმასპინძლა. ფიქრობენ, აგრეთვე, რომ, როცა უფალმა მოწაფეებს უთხრა: წადით ამა და ამ კაცთან და "მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი", ისინი მასთან წარგზავნა. როგორც ამბობენ, მან მიიღო იგი და უფალმა პასექი მასთან აღასრულა. როცა ქალმა განწმენდილი კეთროვანი იხილა, დარწმუნდა, რომ შენდობას ისიც მიიღებდა და სულიერი კეთრისაგან განიწმინდებოდა. მტკიცედ დაიჯერა რა ეს, ძვირფასი მირონი იყიდა და უფალს თავზე დაუნანებლად დაასხა, რითაც პატივი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს მიაგო. ასევე...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2019 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ალება.

ამის მხილველმა მოციქულებმა გულისწყრომა გამოხატეს, რადგან ფიქრობდნენ, უმჯობესი იყო ეს სურნელოვანი ზეთი გაეყიდათ და საფასური გლახაკთათვის დაერიგებინათ.

ქალის გულწრფელი ქმედება კი მაცხოვარმა ასე შეაფასა: „მთელ ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქვას.., რაც მან გააკეთა, მის მოსახსენიებლად“ ().

ინებოს ღმერთმა, ცოდვაში მყოფმა ყველა ადამიანმაც, ამ ქალის მსგავსად, ადრე თუ გვიან, შეიცნოს ღმერთი, თავისი ნელსაცხებელი მიართვას მას და, მამასთან დაბრუნებული უძღები შვილივით, შეიმოსოს სამოსელი პირველი. ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, - ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, ადიდეთ და „უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით“. (); და სასოებით „ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ ().

მაშ, „შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის ი...

სრულად ნახვა