მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 26:20

19. And the disciples did as Jesus had appointed them; and they made ready the passover.20. Now when the even was come, he sat down with the twelve.21. And as they did eat, he said, Verily I say unto you, that one of you shall betray me.
Matthew თავი 26
20. Now when the even was come, he sat down with the twelve.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა. და ვითარცა ჭამდეს იგინი, თქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“ (26,20-21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ იუდაჲსი იგი უკეთურებაჲ და სიცხარე! რამეთუ იგიცა მუნვე იყო და მივიდა ზიარებად საიდუმლოთა და ტაბლისა მის წმიდისა. დაღაცათუმცა მჴეცი იყო, შე-მცა-ეკდიმა, რამეთუ ტაბლასა მას ზედა თქუა უფალმან: „ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, რაჲთა ტაბლისა მისგანცა და მხილებისა შეიკდიმოს მან. არამედ უფროჲსად გამოჩნდა უკეთურებაჲ მისი. ხოლო პირველ სერობისა მის საიდუმლოჲსა ფერჴნიცა დაჰბანნა.

და კუალად აწ არა ამხილებს ცხადად, არამედ იტყჳს: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, რაჲთამცა მისცა მას ჟამი და ჴელმწიფებაჲ სინანულისაჲ. ამისთჳს ყოველნი შეაშინა, რაჲთამცა იგი მოაქცია.

„ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან“ ათორმეტთა მაგათ, რომელნი მარადის ჩემ თანა ხართ, რომელთა ფერჴნი დაგბანენ, რომელთა ესოდენნი კეთილნი აღგითქუენ, „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე. და იგინი შეწუხნეს ფრიად“.

და იოვანე იტყჳს: „იხედვიდესო ურთიერთას მოწაფენი და ვერ იცოდეს, ვისთჳს იტყოდა“. ხოლო მათე იტყჳს: „შეწუხნესო ფრიად; და იწყო კაცად-კაცადმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო? ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ:...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:17-25 — საიდუმლო სერობა და გამცემის მხილება:

17-19. ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით. და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი. - ვფიქრობ, რომ უცომოების პირველ დღეს მახარებელი უცომოების წინა დღეს უწოდებს. წესით პასექი მათ პარასკევ საღამოს უნდა ეჭამათ; ამიტომაც ეწოდებოდა მას დღე უცომოებისა. მაგრამ უფალი მოწაფეებს ხუთშაბათს გზავნის, რომელსაც მახარებელი უცომოების პირველ დღეს უწოდებს, რადგანაც იგი წინ უსწრებს პარასკევს, რომლის საღამოსაც ჩვეულებრივ ჭამდნენ უცომოებს. მოწაფეები მიდიან იესოსთან და ეკითხებიან: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე? რადგან არც მათ და არც თავად ქრისტეს საკუთარი სახლი არ ჰქონდათ. იგი მოწაფეებს აგზავნის კაცთან, ვისაც არც თვითონ იცნობდნენ და არც იგი იცნობდა მათ (ასე მოიქცა იგი სახედართან დაკავშირებითაც), რითაც აჩვენა, რომ იმ კაცს შეეძლო ერწმუნა მისთვის უცნობი ადამიანის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის