თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ იგი და გულფიცხელობაჲ! იცოდა, რაჲიგი ეგულებოდა ყოფად, და კუალად იკითხვიდა: „ნუუკუე მე ვარო?“ ამის-თჳს მახარებელმანცა განკჳრვებით თქუა სიტყუაჲ ესე. მიუგო სახიერმან მან და ტკბილმან უფალმან და ჰრქუა: „შენ სთქუ“. ჟამი იყო თქუმად, ვი-თარმედ: ჵ ბილწო და უშჯულოო, არაწმიდაო და მწინკულევანო, ესოდენ-თა ჟამთა იწურთი საქმესა მას უკეთურებისასა; და წარხვედ და განზრახვაჲ საეშმაკოჲ ქმენ და ვეცხლი მოიწონე, და აწ იკადრებ და იტყჳ: „ნუუკუე მე ვარა?“ არარაჲ ესევითარი ჰრქუა ტკბილმან მან მეუფემან, არამედ ესე ხოლო, ვითარმედ: „შენ სთქუ“, რაჲთა ყოვლით კერძო მოგუცეს ჩუენ სახე და წესი ძჳრუჴსენებლობისაჲ.
იტყჳან ვიეთნიმე უგუნურნი, ვითარმედ: უკუეთუ წერილ იყო და განგებულ, რაჲთა ქრისტე ჯუარს-ეცუას, რაჲსათჳს საბრალობელ არს იუდა, რამეთუ სიტყუანი წერილთანი აღასრულნა? არამედ გულისჴმა-ყავთ, კაცნო უგულისჴმოდ მეტყუელნო, ვითარმედ იუდა რაჲ-იგი ქმნა, არა თუ ამით გულისსიტყჳთა ქმნა, რაჲთა წერილნი აღასრულნეს. ნუ იყოფინ! არამედ თჳსისა მის უკეთურებისაგან და გულისთქუმისა მისთჳს ვეცხლისმოყუარებისა.
ხოლო უკუეთუ ვინმე არა გონებასა გამოეძიებდეს, არამედ...