მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 26:28

27. And he took the cup, and gave thanks, and gave it to them, saying, Drink ye all of it;28. For this is my blood of the new testament, which is shed for many for the remission of sins.29. But I say unto you, I will not drink henceforth of this fruit of the vine, until that day when I drink it new with you in my Father's kingdom.
Matthew თავი 26
28. For this is my blood of the new testament, which is shed for many for the remission of sins.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და თქუა: მიიღეთ, ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (26,26-28).:

ჵ სიბრმე იგი უბადრუკისა მის განმცემელისაჲ! საიდუმლოთა მათ ეზიარებოდა და თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგო; და შესაძრწუნებელსა მას ტრაპეზსა პურისმტე იყო და არა მოიქცა ბოროტისაგან. ამისთჳს იტყჳს მახარებელი იოვანე, ვითარმედ: „შემდგომად პურისა მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“. არა თუ ჴორცისა მისგან და სისხლისა სამეუფოჲსამცა არა ძრწოდა, ჰე, ძრწოდა, გარნა ურცხჳნობამან მან და უშჯულოებამან იუდაჲსმან მისცა მას კადნიერებაჲ მის ზედა.

რამეთუ ორკერძოვე აღორძნდებოდა ცოდვაჲ მისი: რომელ-იგი ესევითარითა გონებითა მოუჴდებოდა ზიარებასა მას საიდუმლოჲსასა და რომელ-იგი ეზიარა და არავე შეიკდიმა მოქცევად. არცა შიშმან მოდრიკა იგი, არცა პატივმან მან და ქველისმოქმედებამან. ხოლო ქრისტემან ყოველივე იცოდა, არამედ არავე დააყენა იგი, რაჲთა სცნა, ვითარმედ არარაჲ დაუტევა, რომელი ჯერ-იყო ქმნად მოქცევისა მისისათჳს.

და პირველითგან ყოველი ღონე ქმნა მის ზედა სიტყჳთ და საქმით, ში-შითა და პატივითა და სწავლითა და მხილებითა, არამედ არა ინება მან სენისა მის ბოროტისა თჳსისა განკურნებაჲ.

ამისთჳს დაუტევა იგი და მოწაფეთა ეტყჳს საიდუმლოთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:26-29 — ევქარისტიის დაწესება:

26. და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. - სიტყვები: ვითარცა ჭამდესმახარებელმა იუდას არაკაცობის წარმოსაჩენად დაურთო, რადგან, მხეციც რომ ყოფილიყო, საერთო ტრაპეზზე საჭმლის მიღებას უფრო ლმობიერი უნდა გაეხადა; იგი კი, ადრეც მხილებული, არა თუ გონს მოვიდა, არამედ მაცხოვრის ხორციც ისე იგემა, რომ არ მოუნანიებია. ზოგიერთების თქმით, ქრისტემ საიდუმლო სხვა მოწაფეებს მაშინ გადასცა, როცა იუდა გავიდა. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ და უკეთურნი საიდუმლოებებს განვარიდოთ. განიზრახავს რა პურის გატეხას, უფალი ჰმადლობს, ჯერ ერთი იმისათვის, რომ პურის მოღებისას მადლობის თქმა ჩვენც გვასწავლოს და მეორეც, რათა გვაჩვენოს, რომ მისი სხეულის გადატეხას ანუ მოკვდინებას მადლობით იღებს, და ამის, ვითარც რაღაცა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად მომხდარის გამო, არ მრისხანებს, და კიდევ იმიტომ, რომ მოწამეობა ჩვენც მადლობით მივიღოთ. როცა ამბობს: ესე არს ხორცი ჩემი, გვაჩვენებს, რომ პური, განწმენდილი საკურთხეველზე, თვითონ ქრისტეს სხეულია და არა სახე მისი, რადგან არ უთქვამს;...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის