📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და თქუა: მიიღეთ, ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (26,26-28).
ჵ სიბრმე იგი უბადრუკისა მის განმცემელისაჲ! საიდუმლოთა მათ ეზიარებოდა და თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგო; და შესაძრწუნებელსა მას ტრაპეზსა პურისმტე იყო და არა მოიქცა ბოროტისაგან. ამისთჳს იტყჳს მახარებელი იოვანე, ვითარმედ: „შემდგომად პურისა მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“.1 არა თუ ჴორცისა მისგან და სისხლისა სამეუფოჲსამცა არა ძრწოდა, ჰე, ძრწოდა, გარნა ურცხჳნობამან მან და უშჯულოებამან იუდაჲსმან მისცა მას კადნიერებაჲ მის ზედა.
რამეთუ ორკერძოვე აღორძნდებოდა ცოდვაჲ მისი: რომელ-იგი ესევითარითა გონებითა მოუჴდებოდა ზიარებასა მას საიდუმლოჲსასა და რომელ-იგი ეზიარა და არავე შეიკდიმა მოქცევად. არცა შიშმან მოდრიკა იგი, არცა პატივმან მან და ქველისმოქმედებამან. ხოლო ქრისტემან ყოველივე იცოდა, არამედ არავე დააყენა იგი, რაჲთა სცნა, ვითარმედ არარაჲ დაუტევა, რომელი ჯერ-იყო ქმნად მოქცევისა მისისათჳს.
და პირველითგან ყოველი ღონე ქმნა მის ზედა სიტყჳთ და საქმით, ში-შითა და პატივითა და სწავლითა და მხილებითა, არამედ არა ინება მან სენისა მის ბოროტისა თჳსისა განკურნებაჲ.
ამისთჳს დაუტევა იგი და მოწაფეთა ეტყჳს საიდუმლოთა მათთჳს და მოაჴსენებს სიკუდილსა თჳსსა და ჯუარ-ცუმასა, რაჲთა ზედაჲსზედა წინაჲსწარმეტყუელებითა გულისჴმა-უყოს საიდუმლოჲ ვნებისა თჳსისაჲ. რამეთუ ესოდენთა მათ წინაჲსწარუწყებათა ზედა შეშფოთნესვე დიდად, უკუეთუმცა არა მრავალგზის ეუწყა, რაჲ-მე ყოფად იყო?
„და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და თქუა: მიიღეთ, ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი“.
რაჲსათჳს ჟამსა მას პასექისასა აღასრულებს ამას საიდუმლოსა? რაჲთა ყოვლით კერძო ვიცნათ, ვითარმედ ძუელისაცა შჯულისა შჯულისმდებელი იგი არს, და ვითარმედ საქმენი იგი მის შჯულისანი სახენი იყვნეს ახლისა ამის აღთქუმისანი და ამას მოასწავებდეს.
ამისთჳს ჟამსა მას, რომელსა სახე იგი აღესრულებოდა, მაშინ აღასრულა ჭეშმარიტებაჲცა. ხოლო მწუხრი იგი სახე იყო აღსასრულისა ჟამთაჲსა;
1 იოან. 13,27.
რამეთუ ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მაშინ აღასრულა უფალმან განგებულებაჲ თჳსისა განკაცებისაჲ.
და ამასცა მოასწავებდა მწუხრისა იგი საიდუმლოთა მიცემაჲ, ვითარმედ აღუსრულებიეს ყოველივე იგი საქმე ცხორებისა ჩუენისაჲ.
და ჰმადლობდა, რაჲთა გუასწაოს, თუ ვითარ ჯერ-არს ამის საიდუმლოჲსა აღსრულებაჲ; და რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ნეფსით მივალს ვნებად; და რაჲთა გუასწაოს მადლობით თავს-დებად, რომელიცა მოიწიოს განსაცდელი; და სასოებაჲ მოგუცა კეთილი, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ უკუეთუ სახემან მან ამის საიდუმლოჲსამან, რომელ-იგი არს დაკლვაჲ კრავისაჲ მის, ესოდენისა მის მძლავრებისაგან მეგჳპტელთაჲსა განათავისუფლა ნათესავი ისრაჱლთაჲ, არა უფროჲსად ჭეშმარიტებამან განათავისუფლოსა სოფელი და აცხოვნოს ბუნებაჲ ჩუენი?
ამისთჳს არცა ამისა პირველ მისცა საიდუმლოჲ იგი, არამედ ოდესიგი დაცხრომაჲ ჯერ-იყო წესთა მათ შჯულისათა. რამეთუ მაშინ თავი იგი დღესასწაულთა მათთაჲ დაჰჴსნა და სხუასა ტრაპეზსა დაუგებს შესაძრწუნებელსა და ეტყჳს:
„მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებლად ცოდვათა“.
ხოლო ვითარ არა შეშფოთნეს, ესმნეს რაჲ ესე სიტყუანი? ამისთჳს, რამეთუ მრავალი ეთქუა ამისა პირველ ამის ჯერისათჳს, ვითარცა წერილ არს იოვანეს თავსა, ვითარმედ: „უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუს ცხორებაჲ თავისა თქუენისაჲ. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“;1 და სხუაჲ ესევითარი მრავალი ეთქუა.
ამისთჳს აწ არღარა მრავალსა ეტყჳს ამის ჯერისათჳს, რამეთუ პირველვე ეთქუა და განემზადნეს გონებანი მათნი. ხოლო აწ აღასრულებს თქუმულსა მას და მისცემს ჴორცსა მისსა და სისხლსა პატიოსანსა და ეტყჳს: ესე არს ჴორცი ჩემი და სისხლი, რომლისათჳს გეტყოდე, ვითარმედ ჯერ-არს თქუენდა მიღებად. და მიზეზსა აუწყებს, თუ რაჲსათჳს დაითხევის სისხლი მისი: „მისატევებელად ცოდვათაო“. და სისხლად ახლისა აღთქუმისად სახელ-სდებს, ესე იგი არს, ახლისა შჯულისა. რამეთუ ესე აღუთქუა და უქადაგა პირველითგან, და ესე არს განმამტკიცებელი ახლისა ამის შჯულისაჲ.
1 იოან. 6,53-56.
და ვითარცა ძუელსა მას შჯულსა აქუნდეს შესაწირავნი - ცხოვარნი და ზუარაკნი, ეგრეთვე ახალსა ამას აქუს - სისხლი იგი სამეუფოჲ.
მოაჴსენებს უკუე ძუელსა მასცა შჯულსა, ვითარმედ იგიცა სისხლი-თა განემტკიცებოდა. და კუალად იტყჳს მიზეზსა სიკუდილისა თჳსისასა - „მრავალთათჳს დათხეულიო მისატევებელად ცოდვათა. ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“.1
ჰხედავა, ვითარ განაშორებს მათ წესთაგან ჰურიათაჲსა? „ამას ჰყოფდითო მოსაჴსენებელად ჩემდა“. ვითარცა-იგი დაკლვასა მას კრავისასა აღასრულებდით მოსაჴსენებელად საკჳრველებათა მათ, ეგჳპტეს ქმნილ-თა, ეგრეთვე ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. იგი სისხლი დაითხია სასწაულად პირმშოთა მათ, რაჲთა თანაწარჰჴდებოდის მომსრველი იგი, ხოლო ესე დაითხევის მისატევებელად ცოდვათა ყოვლისა სოფლისათა; რაჲთა სცნათ, ვითარმედ დიდ არს საიდუმლოჲ ვნებისა და ჯუარ-ცუმისა ჩემისაჲ და ნუგეშინისცემულ იყვნეთ. და ვითარცა მოსე თქუა, ვითარმედ: „ესე საჴსენებელად იყავნ საუკუნოდ თქუენდა“,2 ეგრეთვე მე გეტყჳ: „ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა, ვიდრემდის მოვიდე“.3
ამისთჳსცა ეტყოდა: „გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“,4 ესე იგი არს, მოცემად თქუენდა წესი ახალთა ამათ საიდუმლოთა და პასექისა ამის სულიერისა.
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ სასუმელი იგი პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა არა შეშფოთნენ იგინი და თქუან, თუ: რაჲ არს ესე, ჴორცსა ვჭამდეთა და სისხლსა ვსუმიდეთა? რამეთუ პირველცა ჰრქუეს, ვითარმედ: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“.5 ამისთჳს პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა გულსმოდგინედ მიიღონ ზიარებაჲ საიდუმლოთაჲ, და დასცხრეს ძუელი იგი წესი.
რამეთუ ამისთჳს ჰრქუა: „ამას ჰყოფდით“, რაჲთა იგი განაქარვოს; და მწვალებელთა პირი დაუყო. რამეთუ ოდეს გურქუან ჩუენ, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ ჯუარს-ეცუა ქრისტჱ? სხუათა მათ ყოველთა სიტყუათა თანა, რომელთა ვეტყოდით, ამასცა წინაუყოფთ, ვითარმედ: უკუეთუ არა მოკუდა ქრისტე ცხორებისათჳს ჩუენისა, რაჲსა სახე არს ჟამისწირვაჲ ესე, რომელსა აღვასრულებთ? რამეთუ საჴსენებელად მისისა მის ჩუენთჳს სიკუდილისა ვიქმთ.
იცოდა უკუე უფალმან, ვითარმედ ეგულების ბოროტთა მათ მწვალებელთა გამოჩინებად - მარკიონს და ვალენტინეს და მანენს, უარისმყოფელნი ამის განგებულებისანი. ამისთჳს სამარადისოდ განაწესა ჴსენებაჲ ვნებისა თჳსისაჲ, რაჲთა ვერვის აცთუნებდენ, და რაჲთა მარადღე ცხოელსმყოფელთა მათ საიდუმლოთა აღსრულებითა ვცხონდებოდით. რამე-
1 მათ. 26,28; შდრ. ლუკ. 22,19-20. 2 გამ. 12,14,24. 3 1 კორ. 11,24,26. 4 ლუკ. 22,15. 5 იოან. 6,60.
თუ ესე არს თავი ყოველთა კეთილთაჲ, ვითარცა ნეტარი პავლე ღაღადებს. ხოლო ვინაჲთგან აზიარნა საიდუმლოთა მათ მაღალთა და ასწავა მარადის აღსრულებაჲ ამის წესისაჲ, მერმე ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი სასუფეველსა მას მამისა ჩემისასა“ (26,29).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ვნებისა და ჯუარ-ცუმისათჳს მიუთხრა, აწ კუალად შემოიღებს სიტყუასა აღდგომისათჳს. და კეთილად აჴსენა სასუფეველი და აღდგომასა თჳსსა ესრეთ უწოდა, რამეთუ აღდგომითა მისითა გჳჴსნნა ჩუენ მონებისაგან ეშმაკისა და დაგუამორჩილნა სუფევასა მამისა თჳსისასა და მკჳდრ სასუფეველისა ყო ბუნებაჲ ჩუენი. ამისთჳს ჟამსა მას აღდგომისა მისისასა უწესს სასუფეველად მამისა. რამეთუ ვინაჲთგან აღდგა ქრისტჱ მკუდრეთით, სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, რომელნი-იგი პირველ განდგომილნი იყვნეს და წარწყმედულნი, ვითარცა პავლე იტყჳს: „უცხო ცხორებისაგან, სასოებაჲ არა აქუნდა და უღმრთო იყვნეს სოფელსა შინა. ხოლო აწ ეგერა ქრისტე იესუჲს მიერო თქუენ ეგე, რომელნი იყვენით ოდესმე შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა ქრისტესითა“.1 ამას სახელ-სდებს აწ სასუფეველად - აღდგომასა თჳსსა, ოდეს-იგი სუფევდა ღმერთი წარმართთა ზედა და იჴსნნა იგინი მონებისაგან ეშმაკისა. და ეტყჳს მოციქულთა, ვითარმედ: „არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი თქუენ თანა სასუფეველსა მამისა ჩემისასა“.
ხოლო რაჲსათჳს სუა უფალმან შემდგომად აღდგომისა? რაჲთა არა თქუან უგუნურთა, თუ: უცნებაჲ იყო აღდგომაჲ იგი. რამეთუ სახედ აღდგომისა აღესრულებოდა და დასამტკიცებელად მიღებაჲ იგი ჭამადისა და სასუმლისაჲ. ამისთჳს მოციქულნი იტყოდეს: „რომელი-იგი ღმერთმან აღადგინაო მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, არა ყოველსა ერსა, არამედ მოწაფეთა მათ, რჩეულთა წინაჲთვე ღმრთისათა, რომელნი-ესე ვართ ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა“.2
აწ უკუე ამას მოასწავებს და აუწყებს, ვითარმედ: იხილონ იგი ბრწყინვალედ აღდგომილი, და კუალად მათ თანა იქცეოდის. და იგინი იყვნენ მოწამე საქმეთა მათ ხილვითაცა და საქმითა. ამისთჳს იტყჳს: „ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი თქუენ თანა“. ესე იგი არს, წინაშე თუალთა თქუენთა, თქუენ მიხილოთ აღდგომილი.
ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „რაჟამს-იგი ვსუა ახალი თქუენ თანა“? ესე იგი არს, უცხოდ და საკჳრველად, რამეთუ ყოველსა საქმესა უცხოსა ახალ ეწო-
1 ეფეს. 2,12-13. 2 საქმე 10,40-41.
დების წერილთა შინა. ვინაჲთგან უკუე შემდგომად აღდგომისა არა ემოსნეს მას ჴორცნი მოკუდავნი და განხრწნადნი, არამედ უკუდავნი და უხრწნელნი, რომელთა არღარა უჴმდა საზრდელი; და არა თუ საჴმარად ჴორცთა ჭამა და სუა შემდგომად აღდგომისა, არამედ დასამტკიცებელად აღდგომისა.
ამისთჳს უცხოსა მას საქმესა და საკჳრველსა ახალ ეწოდა, რამეთუ მუნ ჟამამდე არღა ხილულ იყო ამას სოფელსა უხრწნელ და უკუდავქმნილ-თა ჴორცთა ჭამაჲ და სუმაჲ. ამისთჳს სამართლად ახალ უწოდა საქმესა მას საკჳრველსა.
ხოლო რაჲსათჳს არა წყალი სუა შემდგომად აღდგომისა, არამედ ღჳნოჲ? სხუასა წვალებასა აღმოჰფხურის ამით საქმითა. რამეთუ არიან ვიეთნიმე მწვალებელნი, რომელნი საიდუმლოსა მას ჟამისწირვისასა წყალსა იჴმარებენ უღჳნოდ. ამისთჳს, რაჲთა გუასწაოს, ვითარმედ ღჳნითა ჯერ-არს წყლითა განზავებულითა წირვაჲ, ჟამსა მასცა სერობისასა ღჳნოჲ მისცა, და ცხოელსმყოფელისა გუერდისაგან სისხლი და წყალი გარდამოჴდა, რომლისა საჴსენებელად აღვასრულებთ საიდუმლოთა.
და კუალად შემდგომად აღდგომისა არა საიდუმლოთა აღასრულებდა, არამედ ლიტონი ტაბლაჲ დაუგო მოწაფეთა გულსავსე-ყოფად აღდგომისა და ღჳნოჲ მიიღო, რომელსაცა უწოდა ნაყოფად ვენაჴისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა“ (26,30).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ისმინეთ, კაცნო, რომელნი განსძღეთ რაჲ, ვითარცა პირუტყუნი, აღსდგებით ტაბლით მთრვალნი. ისმინეთ, ვითარმედ მადლობაჲ ჯერ-არს შემდგომად ჭამისა და გალობისა წართქუმაჲ.
ისმინეთ თქუენცა, რომელნი წმიდასა ჟამისწირვასა არა მოელით ლოცვასა მას დასასრულისასა, არამედ პირველ მისა განხუალთ. იგი მა-შინდელი გალობაჲ, რომელ წართქუეს, უკუანაჲსკნელისა ამის ლოცვისა სახე იყო. რამეთუ ჰმადლობდა პირველ მიცემისა საიდუმლოთაჲსა, რაჲთა ჩუენცა ეგრეთ ვიქმოდით. ჰმადლობდა შემდგომად მიცემისაცა და გალობდა, რაჲთა ჩუენცა ეგრეთ აღვასრულებდეთ. ამისთჳს უჯერო არს პირველ ლოცვისა მის „ერის განტევებისა“ განსლვაჲ ეკლესიით.
ხოლო რაჲსათჳს განვიდა მთასა მას ზეთისხილთასა? რაჲთა არავინ თქუას, თუ იმალვოდა. ამისთჳს ისწრაფდა მისლვად ადგილსა ცხადსა, რომელი იუდაცა იცოდა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსსა, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსანი“ (26,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჰრქუა, რაჲთა წერილნიცა გულისჴმა-უყვნეს, ვი-თარმედ ყოველივე წინაჲსწარმეტყუელთა წინაჲთვე ქადაგეს, რაჲ-იგი ყოფად იყო მის ზედა; და რაჲთა ცნან, ვითარმედ განგებითა და ნებითა ღმრთისაჲთა ჯუარს-ეცუმოდა და ვითარმედ იგივე იყო ძუელისაცა შჯულისა უფალი.
და ჩუენ გუასწავებს ცნობად, ვითარ იყვნეს მოწაფენი პირველ ჯუარცუმისა უძლურ და მოშიშ, და შემდგომად აღდგომისა ესრეთ მჴნე და ახოან იქმნეს, ვიდრეღა ყოველი სოფელი მოიმორჩილეს მადლითა და შეწევნი-თა ქრისტჱსითა, ვითარცა აწ ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინაწარგიძღუე თქუენ გალილეად“ (26,32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ზეცით ეჩუენა, არცა შორსა სადა სოფელსა წარიყვანნა, არამედ მასვე ერსა შორის, სადა-იგი ჯუარს-ეცუა, მასვე სოფელსა, რაჲთა ესრეთ გულსავსე-ყვნეს, ვითარმედ რომელი-იგი ჯუარს-ეცუა, იგივე აღდგა, და განქარდეს მწუხარებაჲ მათი. ამისთჳს გალილეას ეჩუენა, რაჲთა განეშორნენ მცირედ მოწაფენი შიშისა მისგან ჰურიათაჲსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, პეტრე? წინაჲსწარმეტყუელმან თქუა, ვი-თარმედ: „განიბნინენ ცხოვარნი“,1 ქრისტემან დაამტკიცა სიტყუაჲ ესე, და შენ იტყჳ, ვითარმედ: არა იქმნას ესე. არა კმა-გეყოა, რაჟამს-იგი სთქუ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“,2 და შეგრისხნა?
ამისთჳს უკუე მიუშუა შთავრდომად ბრალსა მას უარის-ყოფისასა, რაჲთა ცნას, ვითარმედ: არა ჯერ-არს მინდობაჲ თავსა თჳსსა, არამედ სიტყჳსა მის უფლისა რწმუნებად, ვიდრეღა თჳსისა გონებისაჲ; და სხუათა დიდად სარგებელ ეყო მისითა მით უარის-ყოფითა, რამეთუ ცნეს კაცობრივი უძლურებაჲ და ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ.
რამეთუ ოდეს რაჲმე უფალმან თქუას, არღარა ჯერ-არს გამოძიებად. ამისთჳსცა, ვინაჲთგან პეტრეს ესმა, ვითარმედ: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა“, და არა ჰრქუა სიმდაბლით, ვი-თარმედ: გევედრები, უფალო, შემეწიე, რაჲთა არა განგეშორო; არამედ მიენდო თავსა თჳსსა და ჰრქუა: „დაღაცათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე“; ესე სიტყუაჲ ზუაობად მიიწეოდა. ამისთჳს შეუნდო უფალმან უარის-ყოფად, რაჲთა საქმით ისწაოს
1 ზაქ. 13,7. 2 მათ. 16,22.
სიმდაბლე და არამინდობაჲ ძალსა თჳსსა. რამეთუ სამი ცთომაჲ ქმნა: ერ-თად, რომელ სიტყუაჲ უგო უფალსა, მეორედ, რომელ სხუათა უახოვნესად თქუა თავი თჳსი, მესამედ, რომელ ძალსა თჳსსა მიენდო.
ამის ყოვლისა განკურნებისათჳს მიუშუა უარის-ყოფად. ამისთჳსცა ამხილებს და ეტყჳს: „სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“.1
რაჲ არს ესე, რომელ ყოველნი ითხოვნა, და უფალი იტყჳს, ვითარმედ: შენთჳს ოდენ ვევედრე? ამხილებს ამით სიტყჳთა, ვითარმედ: რომელი-ეგე იქადი სხუათა უმეტეს სიმჴნესა, ყოველთასა უუძლურეს იპოები. ამისთჳს ვევედრე, რაჲთა არა მოგაკლდეს სრულიად სარწმუნოებაჲ შენი.
და რად არა თქუა, თუ: არა მიგიშჳ სრულიად მოკლებად, არამედ „ვევედრეო“?
სიტყუათა სიმდაბლისათა იტყჳს ვნებად მიმავალი, რაჲთა კაცებაჲ აჩუენოს. რამეთუ რომელმან აღაშენა ეკლესიაჲ აღსაარებასა მას პეტრესსა და ესრეთ განამტკიცა, რაჲთა „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“;2 რომელმან კლიტენი სასუფეველისანი არწმუნნა და ესოდენი ჴელმწიფებაჲ მისცა და არასადა ეჴმარა ლოცვაჲ, არამედ ჴელმწიფებით ჰრქუა: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ... და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“;3 აწ ერთისა კაცისა სარწმუნოებისა დამტკიცებად ლოცვაჲ ეჴმარებოდაა? ნუ იყოფინ! არამედ ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს ესრეთ თქუა და მათისა მის უძლურებისათჳს, რამეთუ არღა აქუნდა ჯეროანი იგი და სრული გულისჴმის-ყოფაჲ.
იტყჳან ვიეთნიმე, თუ: ვინაჲთგან ევედრა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ მისი, რად უარ-ყო მან უფალი? გარნა არა თქუა უფალმან: რაჲთა არა უარ-მყო, არამედ: „რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ შენიო“, რაჲთა არა სრულიად წარსწყმდე. რამეთუ ესეცა მისისა შეწევნისაგან იქმნა, რომელ მყის გულისჴმა-ყო და მოიქცა. უკუეთუ არა, ვერმცა მოქცეულ იყო. რამეთუ აღიღო რაჲ მცირედ შეწევნაჲ თჳსი, შიში დიდი დაეცა მის ზედა და ყოვლადვე ვერ უძლო წინააღდგომად. უკუეთუმცა არა კუალად უფალსა ჴელი წყალობისაჲ აღეპყრა, ვერმცა უძლო მოქცევად და განბანად ცრემლითა ბრალსა მას უარის-ყოფისასა, რომელსა-იგი შთავარდა ზუაობისაგან და რომელ-იგი სიტყუაჲ უგო უფალსა და ეტყოდა: „და-ღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ“.
რაჲ არს ესე, პეტრე? ოდეს-იგი თქუა: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, გეშინოდა, ნუუკუე შენ ხარ მიმცემელი, და აიძულებდი საყუარელსა მას მოწაფესა კითხვად, თუ: „ვინ არს?“4 და აწ განცხადებულად თქუა უფალმან, ვითარმედ: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ
1 ლუკ. 22,31-32. 2 მათ. 16,18. 3 მათ. 16,18-19. 4 იოან. 13,24.
ჩემდა მომართ ამას ღამესა“; სიტყუას-უგება, და არა ერთგზის, არამედ ორგზისცა?
ვინაჲ უკუე იქმნა ესე? ფრიადისა მის სიყუარულისაგან, რომელ აქუნდა მას უფლისა მიმართ. ვინაჲთგან ურვისა მისგან განერა განმცემელობისა და განმცემელი იგი იხილა, მინდობით იტყოდა ყოველთა უმჴნეს ყოფად და თქუა: „დაღაცათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მომართ“. დაერთო სიტყუასა ამას შინა ზუაობაჲცა. რამეთუ სერობასა მას იყო ცილობაჲ მათ შორის, ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის?“1
ამისთჳს არა თუ მიავლინა მან უარის-ყოფად. ნუ იყოფინ! არამედ განაშიშულა ოდენ თჳსისა შეწევნისაგან და მერმე ემხილა კაცობრივსა უძლურებასა.
იხილეთ უკუე, ამისა შემდგომად ვითარ განისწავლა. და შემდგომად აღდგომისა ჰკითხა რაჲ უფალმან: „სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა?“ მოწიწებით მიუგო: „უფალო, ყოველი შენ იცი, და შენ ყოველი უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“.2
კუალად, ოდეს ჰკითხა საყუარელისა მისთჳს მოწფისა: „უფალო, ამისთჳს რაჲ სთქუ?“ და ჰრქუა უფალმან: „შენდა რაჲ არს?“3 დადუმნა მეყსეულად.
კუალად, ჟამსა მას ამაღლებისასა ჰრქუა რაჲ: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთაჲ და წელთაჲ“,4 დადუმნა და არა სიტყუა-უგო.
კუალად, ერდოთა მათ ზედა ოდეს იხილა ტილოჲ იგი და ესმა: „რომელი-იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულად გიჩნ“,5 დუმნა და არ-ღარა სიტყუა-უგო. ესე ყოველი მიშუებითა მით ისწავა.
კუალად, ოდეს მკელობელი იგი განკურნეს, იტყოდა: „რაჲსა გუხედავთ ჩუენ, ვითარმცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთისმსახურებითა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“6
აწ უკუე ამის საქმისაგან ვისწავლით ჩუენ საქმესა დიდსა. ესე იგი არს, ვითარმედ: არა კმა არს გულსმოდგინებაჲ და მოსწრაფებაჲ კაცისაჲ წარმართებად კეთილსა რასმე, უკუეთუ ღმრთისამიერი შეწევნაჲ არა იყოს.
და კუალად არა სარგებელ გუეყოფვის, არცა მოგუეცემის ზეგარდამო შეწევნაჲ, უკუეთუ გულსმოდგინებაჲცა ჩუენი და მოსწრაფებაჲ არა იყოს. და ორივე ესე გამოაჩინეს იუდა და პეტრე. იუდას დიდად მიეცა შეწევნაჲ უფლისაჲ და არას ერგო, რამეთუ არა ინება, არცა აჩუენა თავისაცა თჳსისაგან მოსწრაფებაჲ მცირედიცა.
ხოლო პეტრეს აქუნდა გულსმოდგინებაჲ, გარნა აღიღო რაჲ უფალმან შეწევნაჲ თჳსი, ვერ უძლო მან დადგომად, არამედ დაეცა. კუალად სახიერი
1 ლუკ. 22,24. 2 იოან. 21,17. 3 იოან. 21,21-22. 4 საქმე 1,7. 5 საქმე 10,15. 6 საქმე 3,12.
იგი ხედვიდა რაჲ გულსმოდგინებასა მისსა, აღუპყრა ჴელი წყალობისაჲ, აღადგინა და განამტკიცა. რამეთუ ამის ორისაგან აღესრულების სათნოებაჲ - შეწევნითა ღმრთისაჲთა და გულსმოდგინებითა და მოსწრაფებითა ჩუენითა.
სწავლაჲ პბ ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთაჲსა
ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ნუცა ჩუენ უდებ ვიქმნებით და ვიტყჳთ, თუ: ღმერთმან გუაცხოვნოს; ნუცა მოსწრაფებასა შინა რაჲ ვიყვნეთ, ვჰგონებთ, თუ თჳსითა შრომითა ძალ-გჳც წარმართებად კეთილისა. არამედ ჩუენცა ვიღუწიდეთ ძლიერად და ღმერთსა ვევედრებოდით, რაჲთა მოგუცეს მისმიერი შეწევნაჲ და შეგჳწყალნეს.
რამეთუ არცა ესე ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა უდებ ვიყვნეთ ჩუენ და მცონარ. ამისთჳს არა იქმს ყოველსავე იგი, არამედ ჩუენგანცა ეძიებს გულსმოდგინებასა და მოღუაწებასა; არცა ესე სათნო-უჩნს, რაჲთა ლაღ და ამპარტავან ვიყვნეთ. ამისთჳს არა მოგუცა ჩუენ თავით თჳსით წარმართებად ყოვლისავე. ორკერძოვე სავნებელსა განაშორებს ჩუენგან და სარგებელსა მოგუცემს. ამისთჳს პეტრეს მიუშუა უარის-ყოფასა შთავრდომად, რაჲთა სიმდაბლე მოიგოს. კუალად ჴელი წყალობისაჲ აღუპყრა, რაჲთა უმეტესად შეიყუაროს უფალი თჳსი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ფრიად მიეტეოს, ფრიადცა შეიყუაროს“.1
ვიქმნეთ უკუე ყოველსავე ზედა მორჩილ და მორწმუნე ღმრთისა და ნურარას ზედა ვაცილობთ, დაღაცათუ იყოს საქმე იგი წინააღმდგომ გონებათაცა და საცნობელთა ჩუენთა; არამედ იყავნ სიტყუაჲ მისი უმტკიცეს გონებათა და თუალთა ჩუენთა.
ეგრეთვე წმიდათა საიდუმლოთა ზედა ვიქმოდით. ნუ წინამდებარესა მას შესაწირავსა ხოლო განვიცდით, არამედ სიტყუათა მისთა ვიჴსენებდეთ, რამეთუ სიტყუაჲ მისი წარუვალ არს და განუქარვებელ.
ვინაჲთგან უკუე თავადმან თქუა: „ესე არს ჴორცი და სისხლი ჩემი“, გურწმენდინ სიტყუაჲ მისი და თუალითა სულიერითა განვიცდიდეთ საიდუმლოთა მათ. რამეთუ არარაჲ ხილული მოგუცა ჩუენ ქრისტემან, არამედ ხილულად იქმნებიან ბრძანებანი მისნი და უხილავად აღესრულებიან. ეგრეთვე ნათლის-ღებასა ხილულითა წყლითა იქმნების განბანაჲ იგი, ხოლო უხილავად მოგუეცემის მადლი იგი სულისა წმიდისაჲ და მეორედ შობაჲ ჩუენი.
რამეთუ უკუეთუმცა უჴორცონი ვიყვენით, განცხადებულადცა მოგუცნა უჴორცონი იგი ნიჭნი, ხოლო ვინაჲთგან ჴორცთადა შეერთებულ
1 შდრ. ლუკ. 7,47.
არიან სულნი ჩუენნი, ამისთჳს ხილულითა სახითა უხილავთა მათ მადლთა მოგუანიჭებს.
რავდენნი იტყჳან: მსუროდაო, რაჲთამცა ღირს ვიქმენ ხილვად ხატსა პირისა მისისასა, ანუ სამოსელსა მისსა, ანუ ჴამლთა.
აწ ესერა, კაცო, მას თავადსა ჰხედავ, მას შეეხები, მას მიიღებ საჭმლად, და შინაგან შენსა დაემკჳდრების, რამეთუ ესე ჯერ-იჩინა ჩუენთჳს კაცთმოყუარემან.
აწ უკუე ნუმცა ვინ ორგულებით მოუჴდების, ნუმცა ვინ დაჴსნილებით, არამედ მჴურვალებით და სარწმუნოებით და ჯეროვნითა კრძალულებითა.
უკუეთუ ჰურიანი პასექსა მას ძუელსა ჭამდეს ზემდგომარენი, და კუერთხები ჴელთა მათთა და ჴამლნი ფერჴთა, და ჭამდეს სწრაფით, არა ჩუენ უმეტესი კრძალულებაჲ თანაგუაცა, მორწმუნენო?
იგინი პალესტინედ მივიდოდეს, ამისთჳს მგზავრთა წესი ეპყრა, ხოლო ჩუენ ზეცად გჳღირს აღსლვაჲ. ამისთჳს ყოვლით კერძო კრძალვაჲ თანაგუაც, რამეთუ არა მცირე სასჯელი განწესებულ არს მათთჳს, რომელნი უღირსად ეზიარებოდინ.
ჰხედავთა, ვითარ მრისხანე ვართ იუდაჲსთჳს, რომელმან მისცა იგი, და ჰურიათათჳს, რომელთა ჯუარს-აცუეს? ვეკრძალნეთ, ნუუკუე ჩუენცა თანამდებ ვიქმნეთ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. მათ ჯუარს-აცუეს წმიდაჲ იგი გუამი მისი, და აწ შენ, კაცო, ჴორცსა მისსა მიიღებ სულითა მწინკულევანითა; ძნელ არს ესე შენდა.
თავადმან არა კმა-იყო ჩუენთჳს განკაცებაჲ, ყურიმლის-ცემაჲ და სიკუდილი, არამედ აწცა შეგუაერთებს თავსა თჳსსა არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმითცა. საჭმლად ჩუენდა ჰყოფს ჴორცსა თჳსსა პატიოსანსა და სასუმლად - სისხლსა მას წმიდასა.
ვითარი-მე ჴმდა სული იგი, შემწყნარებელი მისი? ჯერ-იყო უბრწყინვალეს მზისა ყოფად. და ჴელი იგი, რომელი განანაწილებს მას, და პირი იგი, რომელი აღივსების ცეცხლითა მით სულიერითა, და ენაჲ იგი, რომელი იხილავს გემოსა სისხლისა მის შესაძრწუნებელისასა, ჯერ-იყო ანგელოზ-თა მობაძავ-ყოფად.
გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელიღა პატივი მოგეცა, რომლისა ტრაპეზისა პურისმტე იქმენ, რომლისა მიხედვად ანგელოზნი ძრწიან და თუალთა შედგმად ვერ იკადრებენ ელვისა მისგან მიერ გამოკრთოლვანისა. ამის ესევითარისა საშინელისა ტრაპეზისაგან ჩუენ ვეზიარებით და გამოვიზრდებით და ვიქმნებით ასოებ ქრისტესა და გუამ თავისა მის საღმრთოჲსა.
„ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“1 რომელმან მწყემსმან ჴორცითა თჳსითა გამოზარდ-
1 ფსალმ. 105,2.
ნის ცხოვარნი? რომელმან მეფემან ერსა თჳსსა მისცის სისხლი თჳსი? და ქრისტე იქმს ამას ჩუენ ზედა და მოგუცემს ჴორცსა და სისხლსა თჳსსა და ყოვლით კერძო შეგუაერთებს თავსა თჳსსა.
გარდამოჴდა ზეცით და იშვა ქალწულისაგან, მიიღო ბუნებაჲ ჩუენი და იქცეოდა ჩუენ შორის, თავს-იდვა ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი და სხუანი იგი შეურაცხებანი და იჴსნა ბუნებაჲ ჩუენი წარწყმედისაგან. არა კმაეყო ესე სახიერებაჲ, არამედ აწ კაცად-კაცადსაცა მისცემს საჭმლად თავსა თჳსსა ზიარებითა მით საიდუმლოთაჲთა.
აწ უკუე ნუ უდებ ვიქმნებით, რომელნი-ესე ღირს ვიქმნენით ესევი-თარსა სიყუარულსა და პატივსა მის მიერ, მოუჴდეთ სურვილით და სარწმუნოებით წმიდასა მას ბარძიმსა, მოვიღოთ საზრდელი იგი სულიერი, ვი-თარცა ჩჩჳლთა წადიერებით მიიღიან სძე, მოვიღოთ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ, და ესე იყავნ ჩუენდა მწუხარება, ოდეს დავაკლდეთ ამას კეთილსა. გარნა ვეკრძალნეთ, რაჲთა არა უღირსებით მოუჴდეთ საიდუმლოთა მათ დიდებულთა და ყოვლადწმიდათა.
არა კაცობრივი საქმე არს ესე, არამედ რომელმან მაშინ ქმნა სერობაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ, იგივე არს, რომელი აწცა სრულ-ჰყოფს ამას შესაწირავსა. ჩუენ წესი გჳპყრიეს მსახურთაჲ, ხოლო წმიდამყოფელი და შემცვალებელი ჴორცად და სისხლად თჳსად იგი თავადი არს. აწ უკუე ნუმცა ვინ არს იუდა, ნუმცა ვინ არს უღირს და დამონებულ ვნებათა, ვითარცა იგი დამონებულ იყო ვეცხლისმოყუარებისადა.
რომელიცა მოწაფე არს ერთგული და სარწმუნოჲ, იგი დადეგინ. უკუეთუ არა ესრეთ ვინ იყოს, არა შეიწყნარებს მას ტრაპეზი იგი. რამეთუ იტყჳს უფალი: მოწაფეთა ჩემთა თანა ვყო პასექი. აწცა იგივე ტრაპეზი არს, და არარაჲთა ნაკლულევან.
არა თუ იგი ქრისტემან დააგო და ამას კაცი ვინმე დააგებს. ამისიცა აღმასრულებელი ქრისტე არს. ესე ეკლესიაჲ მსგავს არს ქორსა მას, სადა მაშინ იყვნეს.
იგინი განვიდეს მიერ მთად ზეთისხილთად. განვიდეთ ჩუენცა ჴელ-თა მიმართ გლახაკთაჲსა; რამეთუ სიმრავლე ესე გლახაკთაჲ ზეთისხილნი არიან დასხმულნი სახლსა ღმრთისასა, გამომცემელნი ზეთსა მას სულიერსა, რომელი აქუნდა ქალწულთა მათ ბრძენთა. ხოლო რომელთა არა აქუნდა ამისაგან, წარწყმდეს. აწ ჩუენ ამით ზეთითა უნაკლულოდ ვიყვნეთ, რაჲთა მივეგებნეთ სიძესა მას ბრწყინვალითა ლამპრითა. ნუმცა ვინ უწყალოჲ მოუჴდების წმიდათა საიდუმლოთა, ნუმცა ვინ უსახური, ნუმცა ვინ ანგაჰრი, ნუმცა ვინ არაწმიდაჲ.
ამას მათ ვეტყჳ, რომელნი ეზიარებიან. ხოლო ჯერ-არს თქუენდა მიმართცა თქუმად, რომელნი-ეგე პატივითა მღდელობისაჲთა დადგინებულ ხართ განმყოფელად ნიჭისა მის დიდისა, რაჲთა კრძალულებით განუყოფდეთ.
რამეთუ არა მცირედი სასჯელი მიგეჴადოს თქუენ, უკუეთუ იცოდით ვისიმე არაღირსებაჲ და აზიაროთ საიდუმლოჲსა მისგან. იგი დაისაჯოს, და სისხლი მისი ჴელთაგან თქუენთა იძიოს. დაღაცათუ ერისთავი იყოს, ანუ მთავარი, ანუ თჳთ მეფეცა, და უღირსებით მოუჴდებოდის, დააყენე, უმეტესი მისსა გაქუს შენ ჴელმწიფებაჲ.
ხოლო შენდა უკუეთუმცა რწმუნებულ იყო წყაროჲ წმიდაჲ სასუმლად სამწყსოჲსა და იხილემცა ერთი ცხოვარი მწჳრითა შებღალული, არამცა მიუშჳ შესლვად წყაროსა მას. ხოლო აწ რწმუნებულ არს შენდა არა წყაროჲ წყლისაჲ, არამედ ჴორცი და სისხლი სამეუფოჲ, და ხედავ ვიეთმე ცოდვითა შებღალულთა და არა აყენებ; დიდ არს ბრალი ესე, დიდ არს სასჯელი ესე.
ამისთჳს მოუცემიეს ღმერთსა თქუენდა პატივი ესე, რაჲთა ამას განარჩევდეთ, ესე არს საქმე თქუენი, ესე არს გჳრგჳნი თქუენი. არა თუ ესე არს, რაჲთა სპეტაკითა შემოსილნი შემოხჳდეთ ცუდად, არამედ რაჲთა ამას საქმესა ეკრძალებოდით.
სთქუათ სადმე, ვითარმედ: ვინაჲ უწყით ჩუენ, ვინ არს უღირს? გარნა მე არა უმეცართათჳს ვიტყჳ, არამედ რომელთა მეცნიერ იყვნეთ და იცოდით, ვითარმედ არა ღირს არიან.
ვიტყჳ ამასცა, ვითარმედ: არა ესრეთ ძნელ არს ეშმაკეულთა ყოფაჲ ეკლესიასა შინა ჟამისწირვასა, ვითარ ესევითართაჲ მათ, ვითარცა პავლე იტყჳს: „რომელმან ძჱ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არაღირსად შეჰრაცხოს“,1 და შემდგომი ამისი.
რამეთუ უძჳრეს ეშმაკეულისა არს, რომელი ცოდვიდეს და ეზიარებოდის. რამეთუ იგინი ეშმაკეულობისათჳს სატანჯველად არა მიეცემიან, ხოლო ესენი უღირსად ზიარებისათჳს დაისაჯებიან.
აწ უკუე ნუ ეშმაკეულთა ოდენ ვაყენებთ, არამედ ყოველთა უღირსებით მომავალთა, რაჲთა არავინ ეზიაროს იუდაჲსებრ, რაჲთა არა მისებრ დაისაჯოს.
ასოებ ქრისტესა არს ერი ესე. ამისთჳს ეკრძალენით, მღდელნო, ნუუკუე განარისხოთ უფალი, რომელ არაწმიდა-ჰყოფთ ასოთა მათ მისთა; რაჲთა იყვნენ ჭეშმარიტ ასო მისა.
ეკრძალენით, რაჲთა არავის მახჳლი მისცეთ საზრდელისა წილ, რამეთუ ესრეთ არს უღირსთა ზიარებაჲ. დაღაცათუ ვინმე უღირსი უმეცრებით მოვიდოდის ზიარებად, დააყენეთ, ნუ შეშინდებით, გეშინოდენ ღმრთისაგან და ნუ კაცთაგან.
უკუეთუ კაცთაგან გეშინოდის, თჳთ მებრ იგინი გეცინოდინ; უკუეთუ ღმრთისა შიში ოდენ იპყრათ, კაცთა მიერცა პატიოსან იყვნეთ. ხოლო უკუეთუ თქუენ ვერ იკადრებთ, მე მაუწყეთ. არა შეუნდო უღირსებით ზიარებად. სულსა ჩემსა განვეშორო პირველ, ვიდრეღა ჴორცი და სისხლი
1 ებრ. 10,29.
ქრისტესი უღირსადმცა ვის მივეც და საიდუმლოსა ამას შესაძრწუნებელსა უწესოდ ვაზიარე.
ხოლო უკუეთუ ვინ უმეცარ იყოს ვისამე, დაღაცათუ უღირსად ეზიაროს, არა არს ბრალი მღდელისაჲ მის, რამეთუ მე ცხადთათჳს ვიტყჳ და მეცნიერთა. უკუეთუ ესენი განჰვმართნეთ, რომელნი ვიცნით, უცნაურნიცა ადრე გჳჩუენნეს ღმერთმან.
ხოლო ამას ყოველსა არა თუ ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა დავაყენნეთ ოდენ და გარემივაქცინეთ, არამედ რაჲთა განჰვმართნეთ უწესოდ მავალნი და მერმე ვაზიაროთ; რაჲთა იგინიცა ღირსებით ეზიარებოდინ განათლებად სულთა მათთა, და ჩუენ მოვიღოთ სასყიდელი თჳსისაცა შრომისაჲ და სხუათაცა მოღუაწებისაჲ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.