მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 26:36

35. Peter said unto him, Though I should die with thee, yet will I not deny thee. Likewise also said all the disciples.36. Then cometh Jesus with them unto a place called Gethsemane, and saith unto the disciples, Sit ye here, while I go and pray yonder.37. And he took with him Peter and the two sons of Zebedee, and began to be sorrowful and very heavy.
Matthew თავი 26
36. Then cometh Jesus with them unto a place called Gethsemane, and saith unto the disciples, Sit ye here, while I go and pray yonder.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე : „მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა დაბასა, რომელსა ჰქჳან გეთსამანიაჲ, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“ (26,36-38).:

დიდი სიყუარული აქუნდა სანატრელთა მათ მოწაფეთა ქრისტეს მიმართ და მარადის განუშორებელ იყვნეს მისგან და ყოვლადვე არა მოსწყდებოდეს, უფროჲსად მაშინ, ოდეს-იგი ესმოდა, ვითარმედ ეგულების მისლვაჲ ვნებად. ამისთჳს ეტყჳს: „დასხედით მანდა“, რამეთუ ჩუეულებაჲ აქუნდა მარტოებით ლოცვად. ხოლო ამისთჳს ესრეთ იქმოდა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს ჟამსა ლოცვისასა მყუდროებისა პოვნად და ფრიადისა უშფოთველობისა.

და წარიყვანნა სამნი იგი ნეტარნი და ჰრქუა მათ: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“. რაჲსათჳს არა ყოველნი წარიყვანნა, არამედ იგი ხოლო სამნი? რამეთუ ეგულებოდა ამისცა კაცობრივისა ბუნებისა ჩუენებად, რომელ არს მწუხარებაჲ და ურვაჲ ჟამსა სიკუდილისასა. ამისთჳს ესენი წარიყვანნა, რომელთა ეხილვა თაბორს მისი იგი დიდებაჲ, რაოდენ შემძლებელ იყვნეს ხილვად, რაჲთა არა შეორგულდენ. ხოლო ეგულებოდა რაჲ ლოცვად, იგინიცა კიდე დაუტევნა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:30-36 — მოწაფეთა განბნევისა და პეტრეს უარყოფის წინასწარმეტყველება:

30. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. - შემდგომად სერობისა იგალობეს, რათა ვისწავლოთ, რომ ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. რომ არ ეფიქრათ, გაიქცაო, არა სხვაგან სადმე, არამედ ზეთისხილის მთაზე, იუდეველთათვის არა უცნობ, არამედ ნაცნობ ადგილას მიდის. ამასთან, ტოვებს რა მას, სისხლმოწყურებულ ქალაქს შორდება, რათა დევნილს შემდგომში ემხილებინა ისინი, რომ განშორებულს დაედევნენ.

31-32. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას. - ვითარცა ღმერთი მომავალზე წინასწარმეტყველებს და მოწაფენი რომ არ ცდუნებულიყვნენ, თავის თავს საყვედურობს, როცა ამბობს, რომ დაწერილია: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი, რაც ნიშნავს: მე თქვენ შეგაკავშირეთ, მაგრამ ჩემი წასვლით განიბნევით (დაიფანტებით). რადგანაც მამამ იუდეველთაგან ძის ჯვარზე გაკვრა დაუშვა, ამიტომაცაა ნათქვამი, რომ ძეს მამა დასცემს. შეეძლო რა ხელის შეშლა მათთვის, მაგრამ არ შეუშალა და დაუშვა, რის გამოც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის