მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 26:42

41. Watch and pray, that ye enter not into temptation: the spirit indeed is willing, but the flesh is weak.42. He went away again the second time, and prayed, saying, O my Father, if this cup may not pass away from me, except I drink it, thy will be done.43. And he came and found them asleep again: for their eyes were heavy.
Matthew თავი 26
42. He went away again the second time, and prayed, saying, O my Father, if this cup may not pass away from me, except I drink it, thy will be done.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა იესუ და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსუ იგი, იყავნ ნებაჲ შენი“ (26,42).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად გამოაჩინებს, ვითარმედ ყოვლით კერძო თანაეწამების ნებასა ღმრთისასა, რაჲთა გუასწაოს, ვითარმედ ყოველსავე ზედა ნებისა მისისა ჯერ-არს მიყოლად და ამისი ძიებაჲ, თუ რომელი არს სათნო ღმრთისა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:37-44 — ლოცვა გეთსიმანიაში:

37-39. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა. და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. - ყველა მოწაფე კი არ წაიყვანა, არამედ სამნი, ისინი, რომელთაც თაბორის მთაზე თავისი დიდება აჩვენა, რადგან იხილავდნენ რა მას შეშფოთებულსა და მლოცველს, არ ცდუნებულიყვნენ; თუმცა ესენიც დატოვა და განშორდა, მარტოს რომ ელოცა. იგი კეთილი განგებულებით ღელავს და წუხს, რათა ირწმუნონ, რომ ჭეშმარიტად კაციც იყო, რადგანაც შიში სიკვდილისა კაცობრივ ბუნებას ახასიათებს. რამდენადაც სიკვდილი კაცთა მოდგმაში ბუნებით არ შემოსულა, ამიტომ კაცობრივი ბუნება გაურბის მას. ამასთან, იმისთვისაც მწუხარებს, რომ ეშმაკს დაემალოს, და რომ ეშმაკი მას, ვითარცა უბრალო (ჩვეულებრივ) კაცს, თავს ისე დაესხას, მოაკვდინოს და ამგვარად თვითონაც შეიმუსროს. მეორე მხრივ, უფალი სიკვდილზე თვითონ რომ წასულიყო, ამით იუდეველებს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის