თ ა რ გ მ ა ნ ი: განიზრახეს და განაჩინეს და დაამტკიცეს, რაჲთა მოკლან მეუფე და მაცხოვარი ყოველთაჲ. ვაჲ სულსა მათსა! ხოლო არა უნდა მათ მოკლვაჲ მისი ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს, და რამეთუ დღესასწაული დიდი იყო; ამისთჳს მიიყვანეს და მისცეს იგი მთავარსა. ხოლო შენ გულისჴმა-ყავ, ქრისტესმოყუარეო, ვითარ მოიწია საქმე იგი ჟამსა მას დღესასწაულისასა, რამეთუ ესე პირველითგანვე განწესებულ და განგებულ იყო, რაჲთა ოდეს სახე იგი და აჩრდილი იქმნებოდა, მაშინ აღესრულოს ჭეშმარიტებაჲცა.
Matthew 27:1
1-2. და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუ ართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.- ნახე, როგორ შეიპყრო ყველანი ეშმაკმა და დაარწმუნა, რომ იმ დღეებში მოეკლათ, რომელთა განმავლობაშიც სხვა ცოდვათა გამო მრავალი მსხვერპლისა და ძღვენის შეწირვა ჰმართებდათ - უმანკოებისა და სიწმინდის დღეებში. მათ კი ქრისტე შეკრეს და მმართველთან - პილატესთან მიიყვანეს, რომელიც პონტოდან იყო, მაგრამ რომაელთა ქვეშევრდომი და მათ მიერ წარგზავნილი იუდეას მმართველად. მათ პილატეს ქრისტე, ვითარცა ჭეშმარიტი მეამბოხე და მეფის წინააღმდეგ ბოროტგანმზრახველი, ისე გადასცეს.
3-5. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა. - იუდამ დაფიქრება იმაზე, რაც მოხდა, დააგვიანა და თუმცა მოინანია, მაგრამ არასწორად:...
დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის