📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო პეტრე ჯდა ეზოსა შინა. და მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: შენცა იყავ იესუჲს თანა, ნაზარეველისა. ხოლო მან უარ-ყო წინაშე ყოველთა და თქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესე იყო იესუჲს თანა, გალილეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი და ჰრქუეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო პეტრე შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმა იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრეღა არა ეყივლოს ქათამსა, სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე პეტრე და ტიროდა მწარედ“ (26,69-75).
ჵ საკჳრველი საქმე! ოდეს ერი იგი მივიდა მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ქრისტესა, ესოდენ დუღდა პეტრე მჴურვალებითა, რომელ მახჳლი იჴადა და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა; და აწ, ოდეს ესოდენნი ძჳრის-ზრახვანი ჰურიათანი ესმოდეს და უჴმდა უმეტეს განრისხებაჲ მათა მიმართ, უვარ-ყო უფალი და მოძღუარი თჳსი და ესოდენ შე-შინდა, რომელ ერთისა უნდოჲსა ქალისა სიტყუაჲ ვერ თავს-იდვა, და არა ერთგზის ოდენ, არამედ ორგზის და სამგზისცა ერთსა შინა ჟამსა; და არცა თუ მთავართა და მძლავრთა წინაშე, არამედ გარე ეზოსა, სიტყჳთა მონა-თა და მჴევალთაჲთა. და ვერცა თუ აგრძნა ადრე დაცემაჲ თჳსი, რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „მოიქცა უფალი და მიხედნა პეტრეს. და მაშინღა მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ“.1 ხოლო თავით თჳსით მო-ცავერ-იგონა, არამედ მიხედვაჲ უფლისაჲ ექმნა მას მამხილებელ და მომჴსენებელ, ესოდენი შიში დაცემულ იყო მის ზედა.
ხოლო მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: პირველსა მას უარის-ყოფასა მისსა ქათამმან ჴმა-ყო პირველი ჴმობაჲ; და მესამესა უარის-ყოფასა მეორედ ჴმა-ყო.2 ესრეთ გამოწულილვით იტყჳს ჭეშმარიტებასა მას ქრისტეს სიტყუათასა და უძლურებასა მას და შიშსა პეტრესსა. რამეთუ მარკოზ მოწაფე იყო პეტრესი და მისგან ესწავა საქმისა მის თხრობაჲ. და არა დაფარა ცთომაჲ იგი მოძღურისა თჳსისაჲ, არამედ უფროჲსად სხუათა მახარებელ-თასა გამოაჩინა.
ხოლო ვითარ იტყჳს მათე, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან პეტრეს: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობამდე, სამ -
1 ლუკ. 22,61. 2 მარკ. 14,68-72.
გზის უვარ-მყო მე“;1 ხოლო მარკოზ ეგრე გუასწავებს: ოდეს-იგი მესამედ უარ-ყო პეტრე, ვითარმედ: „არა ვიცი კაცი იგი, მეყსეულად მეორედ ქათამმან ჴმა-ყო“.2 არამედ ერთ არს ორთავე ამათ მახარებელთა სიტყუაჲ.
რამეთუ ჩუეულებაჲ აქუს ქათამთა თითოეულსა ჯერსა სამგზის და ოთხგზისცა ჴმობად. ამას უკუე მოასწავებს მარკოზ, ვითარმედ არცა თუ ჴმობამან ქათმისამან მოაჴსენა მას სიტყუაჲ იგი უფლისაჲ. ორთავე უკუე მახარებელთა სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს.
რამეთუ ვიდრე ერთიღა ჯერი არა აღესრულა ქათამსა, სამგზის უვარყო. ხოლო ერთსა ამას ჯერსა, ვითარცა ვთქუ, სამგზის და ოთხგზისცა ჴმობს. და მიხედნა რაჲ უფალმან და მოაჴსენა სიტყუაჲ თჳსი, და ცნა პეტრე, რაჲ-იგი შეემთხჳა, ვერვე იკადრა ტირილი შიშისათჳს ჰურიათასა, არამედ „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“, და შეინანა ცოდვაჲ თჳსი სახიერებითა და კაცთმოყუარებითა უფლისაჲთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს მღდელთმოძ - ღუართა და მოხუცებულთა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პილატეს მთავარსა“ (27,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: განიზრახეს და განაჩინეს და დაამტკიცეს, რაჲთა მოკლან მეუფე და მაცხოვარი ყოველთაჲ. ვაჲ სულსა მათსა! ხოლო არა უნდა მათ მოკლვაჲ მისი ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს, და რამეთუ დღესასწაული დიდი იყო; ამისთჳს მიიყვანეს და მისცეს იგი მთავარსა. ხოლო შენ გულისჴმა-ყავ, ქრისტესმოყუარეო, ვითარ მოიწია საქმე იგი ჟამსა მას დღესასწაულისასა, რამეთუ ესე პირველითგანვე განწესებულ და განგებულ იყო, რაჲთა ოდეს სახე იგი და აჩრდილი იქმნებოდა, მაშინ აღესრულოს ჭეშმარიტებაჲცა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთმოძ-ღუართა მიმართ და ხუცესთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა“ (27,3-5).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე საქმე იუდაჲსცა შემასმენელ არს და ჰურიათაცა. იუდაჲსა ამისთჳს, რამეთუ უჟამოდ შეინანა და უწესოდ; ხოლო ჰურიათა ამისთჳს, რომელ ჴელ-ეწიფებოდა შენანებად და განტევებად იესუჲსა და არა ინებეს. და იხილეთღა, თუ ოდეს შეინანა იუდა: ოდეს ცოდვაჲ იგი აღასრულა.
1 მათ. 26,34. 2 მარკ. 14,71-72.
რამეთუ ესრეთ არს საქმე ეშმაკისაჲ: არა მიუშუებს წარტყუენულთა მის მიერ აღხილვად თუალთა, ოდეს ცოდვასა იქმოდინ, ხოლო აღასრულონ რაჲ ბოროტი, მერმე ემხილების.
და მას უბადრუკსა რავდენი ასწავა ქრისტემან, და არა მოდრკა გული მისი ფიცხელი.
ხოლო აღესრულა რაჲ ბოროტი იგი განზრახვაჲ მისი, მაშინღა შეუჴდა სინანული, და იგიცა არა იჴმარა ჯეროვნად; რამეთუ რომელ-იგი აბრალა თავსა თჳსსა და ვეცხლი იგი დააბნია და არა დაერიდა კრებულსა მას ჰურიათასა, ესე ყოველი კეთილად ქმნა, ხოლო რომელ შიშთვილიბა და თავი მოიკლა, ესე შეუნდობელი ყო და საქმე ბოროტისა ეშმაკისაჲ, რამეთუ შეისწრაფა წარტაცებად მისა, რაჲთა ვერ შეინანოს ცოდვაჲ იგი, და სიკუდილითა ბოროტითა და საძაგელითა წარწყმინდა შვილი იგი წარწყმენდისაჲ.
აწ იხილეთ, ვითარ ჭეშმარიტებაჲ ყოვლით კერძო ბრწყინავს, და წინააღმდგომნი მისნი დაისჯებიან. რამეთუ ესე მებრ იუდაჲს შიშთვილი სრულიად პირსა დაუყოფს ჰურიათა; რამეთუ რაჲღა სიტყუაჲ აქუს, ვინაჲთგან ესმის, ვითარ მიმცემელი იგი შეიწამებს უშჯულოებასა თჳსსა, რამეთუ ვერღარა თავს-იდებდა მხილებასა მას გონებისასა. ეგრეთვე ჰურიათაცა შეხუდებოდა, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ უშჯულოსა საქმესა იქმან. ამისთჳს, ოდეს თქუა იუდა: „ვცოდეო, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი“, სხუაჲ ვერარაჲ მიუგეს, გარნა ესე: „ჩუენდა რაჲ არსო? შენ უწყი!“ შენ ზედა იყავნ ბრალი. ესე თქუეს და იცოდეს საქმისა მის სიბოროტე, არამედ არა აღიხილნეს თუალნი, არცა გულისჴმა-ყვეს, ვიდრემდის აღასრულეს მათცა ცოდვაჲ თჳსი; რამეთუ იუდაჲსი აღსრულებულ იყო - მიცემაჲ იგი, ხოლო მათი ჯერეთ არა აღსრულებულ იყო - ქრისტეს მკლველობაჲ. არამედ აღასრულეს რაჲ და დამოჰკიდეს იგი ჯუარსა, მაშინ იგინიცა იწერტებოდეს გონებისაგან და შეშფოთებულ იყვნეს; ამისთჳს ოდესმე ეტყოდეს პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ“.1
ჰრქუამცა ვინ მაშინ: და რასა გეშინის, უბადრუკნო, მკუდრისაგან, ძელსა დამოკიდულისა?
კუალად ამბოხებდეს, დაცვად საფლავისა განემზადებოდეს, „ნუუკუე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით“.2 და სადა ქმნილ არს ესემლევანი საქმე, ჵ ცოფნო და უგუნურნო? ოდეს ვინ მოიპარა მკუდარი და თქუა, ვითარმედ აღდგა?
ვიდრე ცხოელღა იყო, დაუტევეს იგი და ივლტოდეს, და თავმან მოწაფეთა მისთამან სამგზის უარ-ყო, და აწ ვინ არს მათგანი, რომელი გუამსამცა მკუდარსა წარიპარვიდა და აღდგომასა სწამებდა? არამედ ამხილებდა მათ გონებაჲ და ამისთჳს ამას ყოველსა ზრახვიდეს, ვითარცა უცნობონი.
1 იოან. 19,21. 2 მათ. 27,64.
ისმინეთ, ვეცხლისმოყუარენო, რაჲ-იგი შეემთხჳა იუდას. ცოდვაჲ იგი საშინელი ქმნა და ვეცხლი იგი დააბნია და სული თჳსი წარწყმიდა, ესეცა საწუთროჲ დასჭირდა და საუკუნოჲ ცხორებაჲცა, და შიშთვილ-იბა, რაჲთა იყოს საქიქელ ყოვლისა სოფლისა.
ემხილა ჰურიათაცა, გარნა მთრვალ იყვნეს შურისაგან და არა განეყენნეს საეშმაკოსა მას საქმესა, არამედ მოპოვნებულითა რეცა უმეცრები-თა ჰფარვენ თავთა თჳსთა უგუნურებით.
უკუეთუმცა შემდგომად ჯუარ-ცუმისა თქუმულ იყვნეს სიტყუანი ესე, არცა მაშინ აქუნდა სიტყუაჲ, გარნა აწინდლისასა უმოლხინემცა იყვნეს. ხოლო აწ ჯერეთ მათ თანა იყო ქრისტე, და ჴელ-ეწიფებოდა განტევებად მისა; ვითარ უკუე ეტყჳან იუდას: „ჩუენდა რაჲო“, და მას ზედა დასდებენ ყოველსავე ბრალსა, და იგინი ისწრაფიან მოკლვად ქრისტესა?
რამეთუ ჰრქუა რაჲ პილატე: „ვინ ორთაგანი მიგიტეო თქუენ: ისუ ბარაბაჲსი ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?“1 უშჯულოთა მათ ბარაბა მოითხოვეს, კაცისმკლველი იგი და ავაზაკი, ხოლო ქრისტე დასაჯეს სიკუდილად, ქველისმოქმედი იგი და კეთილისმყოფელი მათი.
ხოლო იუდა, იხილა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა ვეცხლი იგი არა მიითუალეს, დააბნია ტაძარსა შინა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმინდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. და ზრახვა-ყვეს და მოიღეს ვეცხლი იგი და მოიყიდეს მი-თა აგარაკი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“2 (27,6-10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ იწერტებიან მხილებითა მით გონებისაჲთა? და შეიწამებენ, ვითარმედ მკლველობაჲ მოიყიდეს; და არა დადვეს ვეცხლი იგი ტაძარსა, არამედ იყიდეს აგარაკი აკალდამად, რაჲთა იყოს იგი საწამებელად უშჯულოებისა მათისა საუკუნოდ და სამხილებელად განცემისა მის. რამეთუ სახელი აგარაკისა მის ჴმამაღლად ღაღადებდა მკლველობასა და მოსისხლეობასა მათისა. ხოლო ყოველსავე ზედა ზრახვასა იქმან, რაჲთა არავინ მათგანი იპოოს უბრალო, არამედ ყოველნივე თანამდებ სიკუდილსა ქრისტესსა.
და ამას ყოველსა პირველვე წინაჲსწარმეტყუელი მოასწავებდა. ჰხედავა, ვითარ არა მოციქულთა ოდენ, არამედ წინაჲსწარმეტყუელთაცა ყო-
1 მათ. 27,17. 2 შდრ. იერ. 32,9; ზაქ. 11,13.
ველივე საყუედრელად და შეურაცხად საგონებელი მოსწრაფებით აღწერეს და ყოვლით კერძო ვნებასა მისსა ქადაგებენ?
სწავლაჲ პე რაჲთა ვჰბაძვიდეთ სიმშჳდესა და ძჳრუჴსენებლობასა ქრისტესსა, რომელმან ყოველივე დუმილით თავს-იდვა
ხოლო ჩუენ, საყუარელნო, ვიჴსენებდეთ ვნებათა მათ, რომელნი ქრისტემან თავს-ისხნა ცხორებისა ჩუენისათჳს, და ვისწრაფოთ ბაძვად სიმშჳდესა და ძჳრუჴსენებლობასა მისსა.
რაჲ შეგემთხჳა, კაცო, ესევითარი, ვითარ-იგი უფალსა ჩემსა შეემ-თხჳა? გინა თუ იგინე მოყუსისაგან, გინა თუ იგუემე, გინა თუ იყუედრე, მისთა მათ ვნებათაგან დიდად ნაკლულევან ხარ.
რამეთუ გულისჴმა-ყავ, თუ ვინ იყო იგი, ანუ ვიეთგან შეემთხჳა, რაჲიგი შეემთხჳა. დამბადებელი ცისა და ქუეყანისაჲ, რომლისა წინაშე ძრწოლით დგანან ზეცისა მჴედრობანი, ესე ჩუენთჳს კაც იქმნა და ქუეყანასა ზედა იქცეოდა, შეემშია და მოეწყურა და დაშურა, მერმე მოწაფემან განყიდა იგი, სხუათა მათ დაუტევეს და ივლტოდეს, უშჯულოთა მათ შეკრეს იგი და წარადგინეს კაიაფაჲსა.
მონამან მან ყურიმალსა სცა, სხუანი ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და სცემდეს თავსა მისსა, მერმე კუალად შეკრეს იგი და მიიყვანეს პილატესა, ხოლო მან ტანჯა და მისცა ჯუარ-ცუმად. მჴედარნი იგი ეკიცხევდეს, ჰურიანი აყუედრებდეს, ავაზაკი გმობდა; და რაჲ-მე ვთქუა? რამეთუ მოუძლურდების ენაჲ ვნებათა მისთა წარმოთქუმად.
და ყოველივე იგი უყვეს უმიზეზოდ და თჳნიერ ყოვლისა ბრალისა; ხოლო სახიერმან მან ყოველივე დუმილით და სიმშჳდით თავს-იდვა, არა სიტყუა-უგო, არცა აცილობდა, არამედ დუმილითა მძლე ექმნა, რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ დიდი წამალი არს ცხორებისაჲ სულგრძელებაჲ, და ვითარმედ რავდენცა სიმშჳდით თავს-ვიდვათ, უმეტესად მძლე ვექმნებით ბოროტისა მყოფელთა ჩუენთა.
გარნა ჩუენ, რომელნი დღითი-დღე აღმოვიკითხავთ და გუესმის ესე ყოველი, ფიცხელ ვართ და ცხარ და უთმინო და მრისხანე მოყუასთაცა მიმართ და უმრწემესთა, და არა თავთა ჩუენთა ვაბრალებთ, არამედ სხუათა, - მან ვინმე შემაწუხაო და განმარისხა.
რაჲ არს, კაცო, სიტყუაჲ ესე შენი? მაშინ ჯერ-არს უფროჲსად სულგრძელებისა ჩუენებად, ოდეს ვინმე შეგაწუხოს. ხოლო უკუეთუ არაჲ ვინ მიზეზი გუცეს, მაშინ მჴეცნიცა მშჳდ არიან, რამეთუ იგინიცა უკუეთუ არავინ აღაშფოთნეს, არა აღშფოთნებიან. აწ უკუეთუ ჩუენცა მა-შინ ოდენ მშჳდ ვიყვნეთ და სულგრძელ, ოდეს არავინ განგუარისხოს, და ოდეს მიზეზი ვინ გუცეს, მჴეცთა უფიცხლეს ვიყვნეთ, რაჲთა უმჯობეს ვართ მათსა?
მათ ვერ აბრალობ, რამეთუ ბუნებით აქუს მჴეცობაჲ, ხოლო შენ, კაცო, რაჲ გაქუს სიტყუაჲ? უკუეთუ ვინ წარიტაცა შენი, უკუეთუ პატივი მიგი-ღო, უკუეთუ გაგინა, უკუეთუ გცა, არავე გაქუს მიზეზი განრისხებისაჲ.
ერთად, რამეთუ ვხედავთ სახესა მას მოთმინებისა და სულგრძელებისასა უფლისა ჩუენისა, „რომელმან ივნო ჩუენთჳს“, ვითარცა იტყჳს მოციქული, „და ჩუენ დაგჳტევა ჴელითწერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალსა მისსა; რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა; რომელი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მსაჯულსა სიცრუით; რომელმან ცოდვანი ჩუენნი თავს-ისხნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვასა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განვიკურნენით“.1
მეორედ, რამეთუ უწყით, ვითარმედ მაგინებელნი და შეურაცხმყოფელნი ჩუენნი უფროჲსად სარგებელ გუექმნებიან, ვიდრეღა მაქებელნი და პატივმცემელნი; რამეთუ იგინი გჳრგჳნსა მოთმინებისასა მოგუატყუებენ, უკუეთუ გუენებოს, ხოლო ესენი ზუაობასა და ამპარტავანებასა შთაგუაგდებენ, უკუეთუ არა ფრიად ვეკრძალნეთ. - და ვითარ იყოსო ესე, რაჲთამცა მაგინებდა ვინ და შეურაცხ-მყოფდა, და არამცა განვრისხენ? - მეტყჳან ვიეთნიმე.
ჰე, ძმაო, შესაძლებელ არს ესე და არა შეუძლებელი. ოდეს ვინმე შეგაწუხოს და ბოროტი გიყოს საქმით გინა სიტყჳთ, და აღიძრვოდი გულისწყრომად, გამოსახე სასწაული ჯუარისაჲ გულსა შენსა, მოიჴსენენ ვნებანი და შეურაცხებანი ქრისტესნი, რომელ ჩუენთჳს დაითმინნა, მოიჴსენე შიში ღმრთისაჲ, და განქარდეს ვნებაჲ იგი შენგან, და იქმნა მშჳდ და მოთმინე.
უკუეთუ კუალადცა იტყჳ, თუ: შეუძლებელ არს ესე, მიხედენ მებრ მონათა შენთა და მათგან ისწავე. ოდეს აგინებდე და შეურაცხ-ჰყოფდე და სცემდე, და იგინი დუმილით თავს-იდებდენ, ცან, ვითარმედ არა შეუძლებელსა საქმესა გეტყჳ. რომელსა იგინი იქმან შიშისათჳს შენისა, შენ შიშისათჳს ღმრთისა რად არა ჰქმნა?
ოდეს იქმნას ჟამი შფოთისაჲ, და ძჳრსა იტყოდის და გაგინებდეს მოყუასი, გულისჴმა-ყავ, რამეთუ წარუწყმედია გონებაჲ თჳსი, და უფროჲსად სწყალობდი, რამეთუ ეშმაკეულნიცა მრავალგზის გუცემდიანცა, და არა განვრისხნით, არამედ უფროჲსად ვსწყალობდით. ეგრეთვე შენ ქმენ, შეიწყალე მაგინებელი იგი, რამეთუ ბოროტითა ეშმაკითა შეპყრობილ არს მრისხანებისა და გულისწყრომისაჲთა, რომელმან-იგი მრავალგზის მეყსა შინა დიდნი ბოროტნი ქმნნის.
გიჩუენამცა ვინ შიშულად სული მრისხანისაჲ და სული მოთმინისაჲ, და იხილემცა მრისხანისაჲ მის მიმსგავსებული ზღუასა აღძრულსა ღელვითა
1 1 პეტ. 2,21-24.
წარმწყმედელითა, ხოლო მოთმინისაჲ მის - ნავთსაყუდელსა მყუდროსა, რომელსა ვერ აღსძრვენ ნიავქარნი ვნებათანი.
და თჳთ მებრ მრისხანე მარადის მაბრალობელ არს თავისა თჳსისა, მხილებული გონებისაგან, ხოლო სულგრძელი და მოთმინე განისუენებს სულითა.
რად ეძიებ, კაცო, სხჳსაგან პატივსა? შენ თჳთ პატივ-ეც თავსა შენსა, და ვერვინ შეურაცხ-გყოს; უკუეთუ კულა შენ საქმით შეურაცხ-ჰყოფდე თავსა შენსა, დაღაცათუ ყოველი სოფელი პატივ-გცემდეს, უპატიო ხარ და შეურაცხ.
რამეთუ ვითარცა-იგი უკუეთუ ჩუენ თჳთ არა ვავნოთ თავთა ჩუენთა, ვერვის ჴელ-ეწიფების ვნებად, ეგრეთვე უკუეთუ ჩუენ არა უპატიო და შეურაცხ ვყვნეთ თავნი ჩუენნი, ვერვინ უპატიო-გუყოფს.
იყავნ კაცი ვინმე საკჳრველი და სათნოჲ, და ყოველნი ხდიდენ მას მსიძვად და მპარვად და ავაზაკად, და იგი მოითმენდინ ყოველსავე სულგრძელებით; რაჲ ევნო სიტყუათა მათგან? არარაჲ ყოვლადვე; არამედ უფროჲსად მათ ევნო, რომელნი ესრეთ იტყოდეს.
მითხარღა, უკუეთუ ვინმე მზესა ბნელ უწოდოს, მას ავნო ანუ თავსა თჳსსა? ცხად არს, რამეთუ თავი თჳსი განცჳბრებულად და ცოფად გამოაჩინა, ხოლო მზესა არარაჲ ავნო. ეგრეთვე არიან, რომელნი კაცისა ღმრთისმსახურისათჳს ძჳრსა იტყოდინ.
აწ უკუე ესე შევიკრძალოთ, რაჲთა გონებაჲ ჩუენი წმიდა-ვყოთ და არა ვსცეთ მიზეზი მხილებად ჩუენდა; ხოლო უკუეთუ სხუანი ბოროტსა გუწამებდენ, რომელნი ჩუენ არა უწყოდით, ყოვლადვე ნუ ვზრუნავთ ამისთჳს.
რამეთუ არარაჲ ევნების კაცსა სახიერსა, უსახურად თუ ვიეთგანმე შეირაცხოს. ხოლო რომელმან ძჳრი უზრახა სიცრუით, მას უფროჲსად შეემთხჳა ვნებაჲ და ზღვევაჲ.
ვითარცა-იგი უკუეთუ ვინ ცოდვითა სავსე იყოს, დაღაცათუ კაცთა მიერ საქებელ იყოს, არარას ერგების, არამედ უფროჲსად დასასჯელ ექმნების.
ამისთჳს გევედრები, დაუტეოთ ზრუნვაჲ სხუათა ჰაზრისათჳს და სხუა-თა პატივისა და შეურაცხებისაჲ და ესე ვიღუაწოთ, რაჲთა გონებაჲ ჩუენი ვერას ბოროტსა გუამხილებდეს; არამედ სათნოდ ღმრთისა ვიქცეოდით, რაჲთა აქაცა კეთილად ვიყვნეთ და მის საუკუნოჲსა დიდებასა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
წმიდაო და სასოო ჩუენო და სამკაულო ყოველთა ქრისტეანეთაო, [იოვანე ოქროპირო], მეოხ ექმენ წინაშე ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისა, მამათა ჩუენთა იოვანეს და ეფთჳმეს, რომელმან ესე თარგმანა ბერძულისაგან ქართულად თჳნიერ სომხურისა.