მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 27:11

10. And gave them for the potter's field, as the Lord appointed me.11. And Jesus stood before the governor: and the governor asked him, saying, Art thou the King of the Jews? And Jesus said unto him, Thou sayest.12. And when he was accused of the chief priests and elders, he answered nothing.
Matthew თავი 27
11. And Jesus stood before the governor: and the governor asked him, saying, Art thou the King of the Jews? And Jesus said unto him, Thou sayest.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთმოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო“ (27,11-12).:

იცოდეს მღდელთა მათ სიცრუისათა და მოხუცებულთა მათ, და-ძუელებულთა უშჯულოებითა, ვითარმედ პილატეს არაჲ ზრუნვაჲ აქუნდა საქმეთათჳს შჯულისათა, რამეთუ კაცი იყო წარმართი; ამის-თჳს ესე შესმენაჲ წინაუყვეს, ვითარმედ: მეფედ ქადაგებს თავსა თჳსსა, რაჲთამცა ესრეთ თანამდებ სიკუდილისა ყვეს, რამეთუ ესე ოდენ იყო საძიებელ მათა; ამისთჳს სამოსელიცა დაიპო მღდელთმოძღუარმან მან მზაკუვარმან. რამეთუ ჰურიათა შორის რაჲ იყო, ესე დასდვეს ბრალი, თუ ძედ ღმრთისა იტყჳსო თავსა თჳსსა. იცოდეს, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, არამედ შურმან დააბნელნა იგინი; ხოლო აქა კუალად მეფობისა სახელი დასწამეს.

ამისთჳს ჰრქუა პილატე: „შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ“. აღიარა, ვითარმედ მეუფჱ არს, გარნა მეუფჱ ზეცათაჲ, ვითარცა იოვანე უმეტესად გუასწავებს სიტყუასა მისსა პილატეს მიმართ და იტყჳს: „ჰრქუა მას იესუ: მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ“.

ამისთჳსცა, რაჲთა სრულიად ესე იჭჳ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:11-19 — ქრისტე პილატეს წინაშე:

**11-14. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?  და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად. – **იესო პილატესთან როგორც სამოქალაქო დანაშაულში ბრალდებული ისე მიიყვანეს, ამიტომაც ეკითხება, ხომ არ წამოიწყო მან შფოთი და ხომ არ ჰქონდა მცდელობა იუდეველებზე გამეფებულიყო? ხოლო იესო ეუბნება:შენ იტყჳ; და მან ფრიად ბრძნული პასუხი გასცა, რადგან არც ის უთხრა, არ ვარო და არც ის - ვარო, არამედ შუალედურად უპასუხა: შენ იტყჳ; და ეს, შეიძლება, ასეც გავიაზროთ: ვარ, რადგან შენ ასე ამბობ, და ასეც: მე კი არ ვამბობ ამას, არამედ შენ. სხვა არაფერი უპასუხია, რადგანაც ხედავდა, რომ სასამართლო წესით და რიგით არ მიდიოდა. პილატეს უკვირდა უფლისა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ სიკვდილს არაფრად აგდებდა, ხოლო მეორე მხრივ იმიტომ, რომ, თუმცა მჭევრმეტყველი იყო და თავის გასამართლებლად ათასი რამის წარმოდგენა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის