მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთმოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო“ (27,11-12).

იცოდეს მღდელთა მათ სიცრუისათა და მოხუცებულთა მათ, და-ძუელებულთა უშჯულოებითა, ვითარმედ პილატეს არაჲ ზრუნვაჲ აქუნდა საქმეთათჳს შჯულისათა, რამეთუ კაცი იყო წარმართი; ამის-თჳს ესე შესმენაჲ წინაუყვეს, ვითარმედ: მეფედ ქადაგებს თავსა თჳსსა, რაჲთამცა ესრეთ თანამდებ სიკუდილისა ყვეს, რამეთუ ესე ოდენ იყო საძიებელ მათა; ამისთჳს სამოსელიცა დაიპო მღდელთმოძღუარმან მან მზაკუვარმან. რამეთუ ჰურიათა შორის რაჲ იყო, ესე დასდვეს ბრალი, თუ ძედ ღმრთისა იტყჳსო თავსა თჳსსა. იცოდეს, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, არამედ შურმან დააბნელნა იგინი; ხოლო აქა კუალად მეფობისა სახელი დასწამეს.

ამისთჳს ჰრქუა პილატე: „შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა: შენ იტყჳ“. აღიარა, ვითარმედ მეუფჱ არს, გარნა მეუფჱ ზეცათაჲ, ვითარცა იოვანე უმეტესად გუასწავებს სიტყუასა მისსა პილატეს მიმართ და იტყჳს: „ჰრქუა მას იესუ: მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ“.1

ამისთჳსცა, რაჲთა სრულიად ესე იჭჳ განუქარვოს და გულისჴმა-უყოს, ვითარმედ მეუფებაჲ მისი არა ამის სოფლისაჲ არს, ხარკი მისცა და სხუა-თა უბრძანა მიცემად კეისრისაჲ კეისარსა, და ოდეს ენება ერსა მას მეფედ დადგინებაჲ, ივლტოდა.

ხოლო ვინაჲთგან ესრეთ მძლავრებისა შესმენასა მოიღებდეს მის ზედა, რად არა თქუა ესე ყოველი? არა ჯერ-იჩინა თქუმად ამისთჳს, რამეთუ ბევრეულნი სახენი აქუნდეს მათ ძლიერებისა და სახიერებისა და ჭეშმარიტებისა მისისანი, და ნეფსით დაბრმობილ იყვნეს, არა თუ უმეცრებისაგან სცთებოდეს. ამისთჳს არარაჲ მიუგო ესევითარი, გარნა მცირედი ოდენ, რაჟამს-იგი აფუცა მღდელთმოძღუარმან, და ოდეს-იგი ჰკითხა მთავარმან. ხოლო შესმენათა მათთა მიმართ არცა ერთი რაჲ მიუგო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა ჰნებავს მათ სმენაჲ ჭეშმარიტებისაჲ.

და ამას პირველვე ღაღადებდა ესაია და იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად

1 იოან. 18,36.

დგა, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა სასჯელი მისი მიეღო; და თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას?“1

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რავდენსა-ესე შეგწამებენ შენ? და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად“ (27,13-14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჭეშმარიტად საკჳრველებისა დიდისა ღირს იყო საქმე იგი, ესოდენი იგი სულგრძელებაჲ და სიმშჳდე სახიერისაჲ მის, და ვითარ არარას მიუგებდა, რომელსა ბევრეულნი აქუნდეს სიტყუანი გამომაჩინებელნი ჭეშმარიტებისანი და მამხილებელნი მათისა მის შურისანი. არამედ იხილნა, ვითარმედ სრულიად სასოწარკუეთილ იყვნეს, და ნეფსით თუალნი დაეწუხნეს და ყურნი დაეყვნეს, და არცა ამისაგან შეიგონეს, რომელ ვერცა ერთი ბრალი პოეს მის ზედა, არცა, იხილეს რაჲ იუდა მომშთვარი, შეიკდიმეს, არცა, ხედვიდეს რაჲ პილატეს, ვითარ ჴელნი დაიბანნა და თქუა: „უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა; თქუენ იხილეთ“,2 შე-შინდეს. ესრეთ მიეცნეს მათ თავნი თჳსნი ეშმაკისადა. ამისთჳს არარაჲ მიუგო უფალმან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი: მიუტევის ერსა მას ერთი პყრობილი, რომელიცა უნებნ მათ. იყო ვინმე მა-შინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ისუ ბარაბაჲსი. და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთაგან, და მიგიტეო თქუენ: ისუ ბარაბაჲსი ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ? რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი“ (27,15-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იხილა, ვითარმედ ქრისტე არარას მიუგებს, არცა განიმართლებს თავსა თჳსსა, სხუაჲ ღონე მოიპოვა, რაჲთამცა განარინა იგი, და ეტყჳს: უკუეთუ არა გნებავს, ვითარცა უბრალოჲსა განტევებაჲ, ბარე ვითარცა პყრობილი მიანიჭეთ ეგე დღესასწაულსა ამას. იხილეა წინაუკუმოჲ ესე წესი? გამოთხოვაჲ პყრობილისაჲ ერსა მას თანაედვა, და მინიჭებაჲ მთავრისაჲ იყო, ხოლო აწ წინააღმდგომი იქმნა, და მთავარი ჰპატიჟობს ერსა და ითხოვს მათგან, რაჲთა განუტეოს ქრისტე. და არა შეიკდიმეს უღმრთოთა მათ, არამედ უფროჲს ღაღადებდეს და ამბოხებდეს უმიზეზოდ და უბრალოდ, რამეთუ ემხილებოდა დუმილითა მისითა მათი იგი სიცბილი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ჯდა პილატე საყდართა ზედა, მოუვლინა მას ცოლმან თჳსმან და ჰრქუა: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე ჩუენებით მაგისთჳს დღეს“ (27,19).

1 ესაია 53,7-8. 2 მათ. 27,24.

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, ვითარი იქმნა ესეცა საქმე, რომელი კმა იყო შეგონებად მათ ყოველთადა, რამეთუ ჭეშმარიტებასა მას თანა საქმეთასა ჩუენებაჲცა იგი არა მცირე იყო.

ხოლო რაჲსათჳს არა პილატე იხილა ჩუენებაჲ იგი, არამედ ცოლმან მისმან? ერთად, რამეთუ იგი სადმე უფრო ღირს იყო ხილვად, ვიდრე პილატე; მეორედ, უკუეთუმცა პილატეს ეხილვა, არცამცა გამოეცხადა ყოველთა ზედა, თუ: ესრეთ ვიხილე. ამისთჳს ცოლმან იხილა, რაჲთა ყოველ-თა ეუწყოს. და არა ლიტონად ეჩუენა, არამედ ფრიად ელმოდა, რაჲთა შე-შინდეს ქმარიცა და არა საჯოს მოკლვაჲ იესუჲსი, არამედ იგიცა სრულიად უგუნურ და უსახურ იპოვა.

და თუმცა თქუა, თუ: ვერ ვიკადრებ განტეობად, რამეთუ მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, ჯერ-იყო გამოჩინებად და მხილებად საქმისა მის, თუ იყოა მის თანა სასწაული მძლავრობისაჲ: უკუეთუ მჴედრობასა იკრებდა, უკუეთუ საფასეთა იუნჯებდა, უკუეთუ საჭურველთა ჭედდა ანუ სხუასა რასმე ესევითარსა იქმოდა. ხოლო მან არარაჲ გამოიკულია, არამედ ესრეთ უგუნურებითა და სიცოფით მიჰყვებოდა ნებასა ბოროტისა მის ერისასა.

ამისთჳს არა ყო იგი ქრისტემან გარეგან ბრალისა, არამედ ჰრქუა, ვი-თარმედ: „მიმცემელსა ჩემსა შენდა უდიდესი ცოდვაჲ აქუს“,1 და გამოაჩინა, ვითარმედ: დაღაცათუ მიმცემელსა მას უდიდესი ცოდვაჲ აქუს (გინა თუ იუდას იტყჳს, გინა თუ მღდელთმოძღუართა, რამეთუ მათ მისცეს პილატეს), გარნა არცა უგუნური იგი მთავარი გარეგან ცოდვისა არს, რამე-თუ მუნ ეშინოდა მას შიში, სადა-იგი არა იყო შიშ. უგუნურებითა სავსე იყო იგი და დაჴსნილებითა, ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი - უკეთურებითა, შურითა, ზაკუვითა და ბოროტებითა. ამისთჳსცა დაარწმუნეს ერსა მას, რაჲთა მოითხოონ ბარაბა.

ჰხედავთა, რავდენი ღონე აჩუენა ქრისტემან, რაჲთამცა მოდრიკნა ფიცხელნი იგი გულნი მათნი, და რაჲზომ ისწრაფეს მათ, რაჲთა სრულიად უსიტყუელ-ყვნენ თავნი თჳსნი?

ჵ უშჯულონო! ჵ ნაწილნო ეშმაკისანო! ჵ შვილნო წარწყმედისანო! ვისი უმჯობეს იყო გამოთხოვაჲ და განტეობაჲ: განცხადებულისა მის კაცისმკლველისა და შესწავებულისა მის ავაზაკისა, რომელსა ურიცხჳ კაცის-კლვაჲ ექმნა, ანუ უფლისა იესუჲსი, რომლისა თანა ბრალი არცა ერთი იპოვა?

ვაჲ სულისა თქუენისა, ბილწნო, რამეთუ კაცისმკლველი იგი აღირჩიეთ და მაცხოვარი ყოვლისა სოფლისაჲ უვარ-ჰყავთ; და არცა დღესასწაულისა მისგან შეიკდიმეთ, არცა ქველისმოქმედებანი მისნი მოიჴსენენით.

ესე საქმე არს ბოროტთა მათ მღდელთმოძღუართაჲ. იგინი დაბრმობილ იყვნეს შურისაგან, და მათ ასწავეს უშჯულოჲ იგი სწავლაჲ ერსა მას,

1 იოან. 19,11.

რაჲთა მათისაცა წარწყმედისა სასჯელი მიეჴადოს მათ, ვითარცა აწ აღმოვიკითხეთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო მთავარმან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთაგანი, და მიგიტეო თქუენ? მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: და რაჲ უყო იესუს, რომელსა ჰქჳან ქრისტჱ? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარსეცჳნ! ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ! ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არას არგებს მას, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და თქუა: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“ (27,21-25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „ჰრქუა მათ პილატეო: და რაჲ უყო იესუს, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ?“ ოდეს სხჳთა სახითა ვერ დაარწმუნა, მერმე ესე თქუა, რამეთუ ჰგონებდა, თუ ჰრცხუენოდის თქუმად, ვითარმედ: ჯუარს-აცუ; და უმეტესად დაამძიმა ტჳრთი მათ ზედა, ოდეს ყვნა იგინი უფალ საქმისა მის. ხოლო იხილნა რაჲ, ვითარმედ მოუდრეკელ იყვნეს გულნი მათნი და უფროჲსღა შფოთსა იქმოდეს და ჴმობდეს: „ჯუარს-აცუ“, დაიბანნა ჴელნი და თქუა: „უბრალო ვარ მე“. თქუღა, ცოფო და განლიგებულო კაცო, ვინაჲთგან იცი, ვითარმედ ბოროტი არარაჲ უქმნიეს, და მიზეზსა სიკუდილისასა მის თანა არა ჰპოვებ და ბრალსა შენგან განაგდებ, რაჲსათჳს მისცემ ჯუარ-ცუმად, ანუ რაჲსათჳს არა გამოიტაცებ შორის მათსა, ვითარცა ათასისთავმან მან ქმნა პავლეს ზედა? რამეთუ მაშინცა შფოთი დიდი იყო მის ზედა ჰურიათაგან, არამედ ათასისთავი იგი მჴნედ წინააღუდგა და განარინა იგი ჴელთაგან მათთა.1 გარნა პილატე არა ესრეთ ქმნა, არამედ ფრიად უგუნურად და უგულოდ; და ყოველნივე იგი მიდრეკილ და უჴმარ იყვნეს, არცა პილატე ერსა მას წინააღუდგა, არცა ერი იგი - მღდელთმოძღუართა, არამედ ღაღადებდეს: „ჯუარს-ეცჳნ ეგე!“

რავდენი მიზეზი მისცა ქრისტემან მოქცევისაჲ და არა მოიქცეს. ვი-თარცა-იგი იუდას შეემთხჳა, ეგრეთვე ჰურიათა; და არცა თუ ოდეს იხილეს მთავარი იგი, ვითარ დაიბანნა ჴელნი, ლმობიერ იქმნნეს, არამედ უფროჲსად ღაღატ-ყვეს და თქუეს: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა“. მაშინ იხილა რაჲ პილატე, ვითარმედ ყოველი იგი ბრალი თავთა თჳსთა ზედა დაიკრიბეს ნეფსით თჳსით, აღასრულა მან ნებაჲ მათი.

აწ იხილეთ აქა განსაკჳრვებელი საქმე: ვითარ, ეუფლოს რაჲ ეშმაკი ვისმე, სრულიად დააბრმობს. თქუთღა, უშჯულონო ჰურიანო, გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო დრკუო და გულარძნილო, ერო ცოფო და არაბრძენო, ნაშობნო ბილწებისანო, მზრახვალნო წარწყმედისანო,

1 საქმე 23,17-30.

რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ; იყავნ წყევაჲ ესე და ცოდვაჲ თქუენ ზედა, ვითარცა სთქუთ; შვილთა თქუენთა ზედა რაჲსათჳსღა მიიყვანებთ წყევასა მას? ეჰა ვითარ გარდამატებულ იყო უკეთურებაჲ მათი, და ვითარ გამოუთქუმელ არს სახიერებაჲ უფლისაჲ. რამეთუ ესოდენსა მას სიბორგილესა მათსა ზედა, რომელთა ესრეთ ლირბად მიიღეს ცოდვაჲ იგი და წყევაჲ მათ და შვილთა მათთა ზედა, არავე დაამტკიცა სიტყუაჲ იგი არცა თუ თჳთ მათ ზედა. არამედ რომელნიცა მოიქცეს მათგანნი და შეინანეს წყალობით, შეიწყნარნა და სასუფეველსა ღირს-ყვნა. რამეთუ პავლეცა მათგანი იყო და ბევრეულნი იგი, რომელთა ჰრწმენა იერუსალჱმს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ჰრქუა იაკობ პავლეს: „ხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“1 იგი ყოველნი მათგანნი იყვნეს, და შეიწყნარნა სახიერმან მან და აღჴოცნა ცოდვანი მათნი; ხოლო რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოვებასა შინა, მათ თავით თჳსით მოიღეს რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან“ (27,26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ქმნა ესე პილატე? ვინაჲთგან ჯუარ-ცუმად მისცემდა, შოლტითა რაჲსათჳსღა სცა? ამისათჳს, რაჲთა ჰურიანი მოიმადლნეს. ესოდენ უგუნურ იყო, ესოდენ ცოფ, არა გულისჴმა-ყვნა სასწაულნი მისნი და საკჳრველებანი იგი, ძჳრუჴსენებლობანი და დუმილი მისი ყოველთა მათ შესმენათა ზედა, რომელ-იგი კმა იყო ქვათაცა მოდრეკად. რამეთუ ვინაჲთგან ლოცვითა მით და შეწუხებითა და მრავლითა სახითა კაცებაჲ აჩუენა, აწ კუალად დუმილითა მით და შეურაცხებითა შესმენათა მათთაჲთა უზეშთაესსა მას საზომსა აჩუენებს, რაჲთა გულისჴმა-ყონ, ხოლო იგინი ყოვლადვე მოუდრეკელ იპოვნეს. რამეთუ ოდეს ვნებისა რაჲსაგანმე დაითროს სული, ძნელ არს განღჳძებაჲ და განფრთხობაჲ მისი.

სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს

ამისთჳს მარადის ვიტყჳ: ნუ ადგილ-ვსცემთ ვნებათა ჩუენ შორის, არამედ განვიოტნეთ იგინი ჩუენგან და შევიკრძალნეთ კარნი სულისა ჩუენისანი, რაჲთა არა პოონ მათ შემოსავალ ჩუენ შორის. რამეთუ ესრეთ არს ჩუეულებაჲ ვნებათაჲ: უკუეთუ დაიპყრან ადგილი სულსა შინა, ვითარცა

1 საქმე 21,20.

ცეცხლმან შთავრდომილმან ნივთსა შინა ჴშირსა აღატყინის ალი დიდი, ეგრეთ აღეტყინებიან და ეუფლებიან გონებასა. ამისთჳს გევედრები, ვიდრე მცირე და ჩჩჳლღა იყვნენ ვნებანი, აღმოვფხურნეთ ჩუენგან და განვიოტნეთ. ნუ ვიტყჳთ სიტყუასა მას ცუდსა და ბოროტსა და ამაოდ ნუგეშინისვსცემთ თავთა თჳსთა, ვითარმედ: ესე რაჲმე არაჲ არს, და იგი რაჲმე მცირე ცთომაჲ არს და უნდოჲ. რამეთუ ამის საქმისაგან იშვებიან ბევრეულნი იგი ბოროტნი, და ესე ღონე არს მზაკუვარისა მის და ბოროტისა ეშმაკისაჲ, მოპოვნებული წარსაწყმედელად კაცთა. იწყებს მცირისაგან და დღითი-დღე აღაორძინებს გესლსა თჳსსა, ვიდრემდის სრულიად მიგუცნეს წარსაწყმედელსა და შთაგუჴადნეს ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა.

ენება საულისი სიცბილსა მას მუცლითმეზღაპრეთასა შთაგდებად და წარწყმედად, გარნა უკუეთუმცა პირველითგან ესე ეთქუა, არამცა ესმინა მას და უფროჲსად სდევნიდა მათ, არამედ მცირედ-მცირედ დაიმორჩილა. პირველად ურჩებად სამოელისა მოიყვანა და შეწირა პირველ მოსლვისა მისისა მსხუერპლი. მან აბრალა, და საულ განიმართლა თავი თჳსი: გუერეოდესო მბრძოლნი, და ამისთჳს ვქმენ. კუალად უბრძანა სამოელ ღმრთისა მაგიერ ამალეკისათჳს; მასცა გარდაჰჴდა. მერმე შევიდა მტერობასა მას დავითისსა და ესრეთ დღითი-დღე უძჳრესისა მიმართ წარემატებოდა, ვიდრემდის შთავარდა მთხრებლსა მას წარწყმედისასა.

ეგრეთვე კაენს არა ჰრქუა პირველითგანვე ეშმაკმან მოკლვაჲ აბელისი; იცოდა, ვითარმედ არა ერჩოდის. არამედ პირველად დაარწმუნა, რაჲთა უმჯობესი თჳთ დაიმჭიროს და უდარესი ღმრთისა შეწიროს, და ჰრქუა: არარაჲ ცოდვაჲ არსო ესე.

მერმე შურად ძმისა აღადგინა, ესეცა არაჲ არსო. ამისგან მოკლვაჲ ძმისაჲ აზრახა და ტყუილი ღმრთისა მიმართ; და არა დასცხრა, ვიდრემდე სრულიად დაიმორჩილა.

ამისთჳს ჯერ-არს დასაბამსა ბოროტთასა დაყენებად; რამეთუ დაღაცათუმცა დასაბამნი იგი ცოდვათანი თჳსსა წესსა ზედა ეგნეს, არცა ეგრეთ ჯერ-იყო უგულებელს-ყოფაჲ მათი. ხოლო აწ ვხედავთ, ვითარმედ დღი-თი-დღე უძჳრესისა მიმართ მივლენ. ამისთჳს ჯერ-არს ყოვლითა ძალითა დაჴსნაჲ მათი, ვიდრე მცირეღა და უძლურ იყვნენ.

რამეთუ ნუ ამას ხედავ, კაცო, თუ ესე ცოდვაჲ ანუ იგი მცირე არიან, არამედ იგი გულისჴმა-ყავ, ვითარმედ უდებ თუ იქმნა, მცირენი იგი ძირ იქმნებიან დიდთა ბოროტთა.

ხოლო მე ამასცა ვიტყჳ (დაღაცათუ ვისმე საკჳრველ უჩნდეს სიტყუაჲ ესე), ვითარმედ: არა უჴმს ესოდენი მოსწრაფებაჲ დიდთა ცოდვათა, ვი-თარ-იგი მცირეთა და უნდოთა აღმოსაფხურელად.

რამეთუ დიდთა თჳთ ბუნებაჲ იგი ცოდვისაჲ მის საძაგელად ჩანს და მძიმედ, და ევლტის მათ სული ჩუენი, უკუეთუ არა სრულიად წარტყუენულ იყოს მტერისაგან. ხოლო მცირენი რეცა შეურაცხად ჩანან და უგულებელს-ვჰყოფთ, და მერმე უდებებითა ჩუენითა მსწრაფლ აღორძნდებიან და დიდ იქმნებიან.

ესრეთ შთავარდა იუდაცა დიდსა მას ბოროტსა. რამეთუ უკუეთუმცა არა ეთქუა მას, თუ: მცირე არს პარვაჲ, რომელ-იგი რწმუნებულ იყო მისა საფასე გლახაკთაჲ, არამცა შთავრდომილ იყო განცემასა მას.

უკუეთუმცა ჰურიათა არა მცირედ შეერაცხა ზუაობაჲ და კაცთმოთნებაჲ, არამცა შთავრდომილ იყვნეს ქრისტეს მოკლვასა.

ეგრეთ არიან ყოველნივე ბოროტნი. რამეთუ მეყსეულად დიდთა ცოდვათა ძლით ვინ შთავარდების, რამეთუ აქუს სულსა ჩუენსა ბუნებით სირცხჳლი და რიდობაჲ მათ ბოროტთაჲ და ერთჯერ არა განიგდებს სრულიად სირცხჳლსა თჳსსა, არამედ მცირედ-მცირედ წარწყმდების, უკუეთუ უდებ იქმნას.

ესრეთ შემოვიდა კერპთმსახურებაჲცა სოფლად. რამეთუ იწყეს კაცთა ზომისა უმეტესისა პატივისა ძიებად ცხორებასა ამასცა და შემდგომად სიკუდილისაცა. ამისგან იწყეს ხატთა და კერპთა აღმართებად; რომელთამე თავთა თჳსთაჲ, რაჲთა აჴსენებდენ ნათესავნი მომავალნი; სხუათა კუალად თჳსთა გინა მეგობართა აღჰმართიან სიყუარულისათჳს მათისა და პატივისა. ესრეთ მცირედ-მცირედ ღმრთად აღიარნეს, და აღესრულა საცთური იგი კერპთმსახურებისაჲ. და თუ რომელსა საზომსა აღვიდა სიბოროტე მისი, ვიცი, არა უმეცარ ხართ. ეგრეთვე სიძვაჲ იქმნების. და ესრეთ გულისჴმა-ყავთ: იწყის ვინმე სიტყუად დედაკაცისა მიმართ. მოვიდის შორის სიცილი. თქჳს: არაჲ არს ესე, რაჲ ცოდვაჲ არს განცინებაჲ. მერმე იქმნის კადნიერებაჲ; ამისგან მოვიდის ზრახვაჲ საძაგელი; და დღითი-დღე წარემატებინ ბოროტი იგი, ვიდრემდის აღესრულის ცოდვაჲ.

კუალად სხუამან ძჳრი უზრახის მოყუასსა. თქჳს: არარაჲ არსო ესე. ამისგან იქმნის სიძულილი, მერმე მტერობაჲ და ძჳრის-ჴსენებაჲ. ამის ყოვლისაგან იქმნის კაცის-კლვაჲცა. ესრეთ იქმს მარადის ბოროტი იგი მტერი ჩუენი ეშმაკი; მცირეთა ცოდვათაგან მოიღებს დიდთა, და დიდთაგან მოიღებს სასოწარკუეთილებასა. კუალად ესე სხუაჲ ღონე მოუპოებიეს წარწყმედისაჲ, რამეთუ ვერ წარწყმედს კაცსა ცოდვაჲ ესრეთ მსწრაფლ, ვითარ-იგი წარსწყმედს სასოწარკუეთილებაჲ. რამეთუ უკუეთუ ვინ ცოდვაჲ ქმნას და მერმე განიფრთხოს და შეინანოს, განიკურნების წყლულებაჲ იგი მისი. ხოლო მო-თუ-ვიდეს სასოწარკუეთილებად და წამალი იგი სინანულისაჲ არა იჴმაროს, დაშთა უკურნებელად და წარწყმდა თჳსითა მით უდებებითა.

აქუს მტერსა ჩუენსა სხუაჲცა ღონე წარწყმედისაჲ. მრავალგზის მარცხენით ვერ მძლე ექმნის, მოექცის მარჯუენით და მოწყლის, უგუნურად მბრძოლი რაჲ პოის. და ნუ გიკჳრს, თუ მარჯუენითცა მიიღებს იგი ძლევასა.

ინება ვინმე ქალწულებაჲ; და არსცა კეთილ და საქებელ. არა დადგა საზომსა თჳსსა, არამედ იწყო ძაგებად ქორწინებისა, ანუ თუ განეშორა მეუღლესა თჳსსა გულისსიტყჳთა ესევითარითა, ვითარმცა ბოროტ იყო ქორწინებაჲ, და თავს-იდვა შრომაჲ, და ექმნა შრომაჲ იგი დასასჯელ. რამეთუ კეთილ არს ქალწულებაჲ, გარნა ქორწინებისა ძაგებაჲ და ბოროტად შერაცხვაჲ არა ჯერ-არს.

სხუანი კუალად წესითა მარხვისაჲთა განეყენნეს ჭამადთა; მერმე იწყეს ძაგებად ჭამადთა, რომელნი დაჰბადნა ღმერთმან საზრდელად კაცთა, და შესცთეს გონებითა თჳსითა,1 ვითარცა მოციქული იტყჳს; რამეთუ არა შეუდგეს სიტყუათა და მოძღურებათა წერილისათა.

ამის გამო ვიეთნიმე კორინთეს შინა სხუასა მახესა შთაცჳვეს და თქუეს, რაჲთა ყოვლისავე ჭამადისაგან მიიღებდენ, არამედ მოციქულმან დააყენა ესე, რამეთუ დაყენებულთა და არაწმიდათა გემოჲსხილვაჲ არა ჯერ-არს.2

სხუანი მოღუაწებისა სახითა ყოვლადვე არა აღიკუეცენ თმათა თავისათა, არამედ ესრეთ იქცევიან ერსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.

სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი.3 ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ“.4 ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწცა ადვილ არს, უკუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელს-ყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ.

ამისთჳს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა“;5 და „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუ-შა“.6 და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყოველსავე ზედა დაწყებასა და თესლსა ცოდვათასა დაჰჴსნის, რაჲთა არა აღიზარდნენ. ამისთჳს იობ გულისსიტყუათაცა შვილთა მის-თასა წმიდა-ჰყოფდა.

ხოლო სასოებისა არაწარკუეთისათჳს მრავალი განუწესებიეს უფალსა წერილთა შინა, ვითარცა იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა, ანუ მიქცეული არა მოიქცისა?“7 და კუალად იტყჳს: „არა მნებავს სიკუ-

1 შდრ. 1 ტიმ. 4,1-3. 2 შდრ. 1 კორ. 8,4-13. 3 1 კორ. 5,1-5. 4 2 კორ. 2,7,11. 5 მათ. 5,22. 6 მათ. 5,28. 7 იერ. 8,4.

დილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ“;1 და კუალად იტყჳს: „დღეს თუ ჴმისა ჩემისაჲ ისმინოთ...“;2 და კუალად თქუა უფალმან: „სიხარული იქმნების ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“.3

და სხუანი მრავალნი ესევითარნი სიტყუანი და საქმენი მოგუცნა სახედ სინანულისა, რაჲთა გულსავსე ვიქმნათ, ვითარმედ შევინანოთ თუ, ყოველთავე ცოდვათა შეგჳნდობს უფალი და შეგჳწყალებს.

ამისთჳსცა გევედრები, საყუარელნო, დავკრძალნეთ კარნი ცოდვისანი, რაჲთა არა შემოვიდეს ჩუენ შორის. ნუ იტყჳ, თუ: რაჲ არს, უკუეთუ მივხედნე პირსა მას? რამეთუ უკუეთუ გულსა შინა შენსა იმრუშებდე, ადრე შთაჰვარდე ჴორცითაცა საქმესა.

ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ამას გლახაკსა თანაწარვჰჴდე? რამეთუ ხვალე სხუასა წარჰჴდები და კუალად სხუასა და იქმნები უწყალო. ნუ იტყჳ: რაჲ არს, უკუეთუ ესე რაჲმე სხჳსაჲ აღვიღო? რამეთუ ამან წარწყმიდა აქაბი, და ფასიცა მისცა, გარნა იძულებით იყო საქმე იგი.4 უკუეთუ ძუელსა შინა შჯულსა ეგრეთ შეემთხჳა მას, რაჲ ყოფად არს, რომელნი აწ მიიტაცებენ გლახაკთაგან და დავრდომილთა?

ესრეთ თუ ვიხარკოთ და ვიღუაწოთ აღმოფხურად ვნებათა პირველითგან დაწყებით, დიდთა ცოდვათა არასადა მივეცნეთ, არამედ სათნოებაჲ მოვიგოთ და ზეცისა სასუფეველსა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 ეზეკ. 18,23. 2 ფსალმ. 94,8; ებრ. 3,7. 3 ლუკ. 15,7. 4 3 მეფ. 21,1-29.