მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 27:14

13. Then said Pilate unto him, Hearest thou not how many things they witness against thee?14. And he answered him to never a word; insomuch that the governor marvelled greatly.15. Now at that feast the governor was wont to release unto the people a prisoner, whom they would.
Matthew თავი 27
14. And he answered him to never a word; insomuch that the governor marvelled greatly.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რავდენსა-ესე შეგწამებენ შენ? და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად“ (27,13-14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჭეშმარიტად საკჳრველებისა დიდისა ღირს იყო საქმე იგი, ესოდენი იგი სულგრძელებაჲ და სიმშჳდე სახიერისაჲ მის, და ვითარ არარას მიუგებდა, რომელსა ბევრეულნი აქუნდეს სიტყუანი გამომაჩინებელნი ჭეშმარიტებისანი და მამხილებელნი მათისა მის შურისანი. არამედ იხილნა, ვითარმედ სრულიად სასოწარკუეთილ იყვნეს, და ნეფსით თუალნი დაეწუხნეს და ყურნი დაეყვნეს, და არცა ამისაგან შეიგონეს, რომელ ვერცა ერთი ბრალი პოეს მის ზედა, არცა, იხილეს რაჲ იუდა მომშთვარი, შეიკდიმეს, არცა, ხედვიდეს რაჲ პილატეს, ვითარ ჴელნი დაიბანნა და თქუა: „უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა; თქუენ იხილეთ“, შე-შინდეს. ესრეთ მიეცნეს მათ თავნი თჳსნი ეშმაკისადა. ამისთჳს არარაჲ მიუგო უფალმან.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:11-19 — ქრისტე პილატეს წინაშე:

**11-14. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?  და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად. – **იესო პილატესთან როგორც სამოქალაქო დანაშაულში ბრალდებული ისე მიიყვანეს, ამიტომაც ეკითხება, ხომ არ წამოიწყო მან შფოთი და ხომ არ ჰქონდა მცდელობა იუდეველებზე გამეფებულიყო? ხოლო იესო ეუბნება:შენ იტყჳ; და მან ფრიად ბრძნული პასუხი გასცა, რადგან არც ის უთხრა, არ ვარო და არც ის - ვარო, არამედ შუალედურად უპასუხა: შენ იტყჳ; და ეს, შეიძლება, ასეც გავიაზროთ: ვარ, რადგან შენ ასე ამბობ, და ასეც: მე კი არ ვამბობ ამას, არამედ შენ. სხვა არაფერი უპასუხია, რადგანაც ხედავდა, რომ სასამართლო წესით და რიგით არ მიდიოდა. პილატეს უკვირდა უფლისა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ სიკვდილს არაფრად აგდებდა, ხოლო მეორე მხრივ იმიტომ, რომ, თუმცა მჭევრმეტყველი იყო და თავის გასამართლებლად ათასი რამის წარმოდგენა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის