მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 27:56

55. And many women were there beholding afar off, which followed Jesus from Galilee, ministering unto him:56. Among which was Mary Magdalene, and Mary the mother of James and Joses, and the mother of Zebedee's children.57. When the even was come, there came a rich man of Arimathaea, named Joseph, who also himself was Jesus' disciple:
Matthew თავი 27
56. Among which was Mary Magdalene, and Mary the mother of James and Joses, and the mother of Zebedee's children.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს და რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას; რომელთა თანა იყო მარიამ მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ“ (27,55-56).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთღა, რაბამი იყო სიმჴნე დედათაჲ მათ და ლმობიერებაჲ! შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს და ვიდრე აღსასრულადმდე განუშორებელ იყვნეს და არცა თუ მძლავრებისა მისგან ჰურიათაჲსა შეშინდეს, არამედ მუნ მდგომარე იყვნეს და ხედვიდეს. ამისთჳსცა ყოველივე იხილეს: ვითარ-იგი ჴმა-ყო და განუტევა სული, ვითარ-იგი იძრა ქუეყანაჲ, და კლდენი განსთქდეს, და სხუაჲ ყოველივე, რაჲცა-იგი იქმნა საკჳრველი.

და ამისთჳსცა მათ პირველ ყოველთასა იხილეს უფალი; და ნათესავი იგი დაშჯილი უწინარეს სხუათასა მიემთხჳა ხილვასა მას კეთილსა. რამეთუ აწცა ფრიადი აჩუენეს ახოვნებაჲ, მოწაფენი ივლტოდეს, და დედანი განუ-შორებელ იყვნეს. ხოლო რომელნი არიან დედანი იგი? ერთად, ყოვლადწმიდაჲ დედაჲ მისი არს, რამეთუ მას იტყჳს მახარებელი მარიამ იაკობისად, და სხუანი იგი მის თანა. ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და ტიროდეს“. ხოლო უღმრთონი იგი ჰურიანი ყოვლადვე არა ლმობიერ იქმნნეს, არამედ უფროჲსად განძჳნდებოდეს და არა შეშინდეს საქმეთა მათგან, რისხვისა ღმრთისა მომასწავებელთა: სიბნელისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:54-61 — ასისთავის აღსარება და იოსების მიერ დაკრძალვა:

54-56. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე. იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას. რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. - სასწაულთა წყალობით, წარმართმა ასისთავმაც ირწმუნა იმათთან ერთად, ვინც იმ დროს იქ იყო. იუდეველები კი, რომელნიც წინასწარმეტყველებსა და სჯულს უსმენდნენ, ურწმუნოებად დარჩნენ. ასეთია ბოროტი მედიდურობა! შემდეგში ეს ასისთავი ქრისტესათვის ეწამა კიდეც. როცა ქალებმა იხილეს, რაც მოხდა, ეს თანაგრძნობის უნარით ყველაზე აღმატებული და გაკიცხული მოდგმა, სიკეთეთა განჭვრეტით ყველაზე ადრე დატკბა. ისინი მამაცურად იდგნენ მაშინაც კი, როცა მოწაფენიც გაიქცნენ. მარიამში - იაკობისა და იოსეს დედაში, მახარებელი ღმრთისმშობელს გულისხმობს, რადგან იაკობი და იოსე იოსების შვილები იყვნენ პირველი ცოლისაგან, რამდენადაც ღმრთისმშობელი იოსების ცოლად იწოდებოდა, შესაბამისად ამისა, იგი მისი შვილების დედადაც, ანუ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის