მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 27:62

61. And there was Mary Magdalene, and the other Mary, sitting over against the sepulchre.62. Now the next day, that followed the day of the preparation, the chief priests and Pharisees came together unto Pilate,63. Saying, Sir, we remember that that deceiver said, while he was yet alive, After three days I will rise again.
Matthew თავი 27
62. Now the next day, that followed the day of the preparation, the chief priests and Pharisees came together unto Pilate,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა“ (27,62-64).:

მარადის საცთური თავსა თჳსსა დაჰჴსნის და ჭეშმარიტებასა უნებლიეთ შეეწევის, ვითარცა-ესე აწცა იქმნა. და გულისჴმა-ყავთ, თუ ვითარ ჯერ-იყო, რაჲთა სარწმუნო იქმნას, ვითარმედ მოკუდა ქრისტჱ ჴორცი-თა და დაეფლა და აღდგა. და ესე ყოველივე სარწმუნო იქმნა უფროჲსად სიტყუათა მათგან ჰურიათაჲსა, რამეთუ იტყოდეს: „მოვიჴსენეთო, რამე-თუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო“. აჰა წამებაჲ სიკუდილისა მისისათჳს, ვითარმედ ჭეშმარიტად თავს-იდვა სიკუდილი. „აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგიო“. აჰა წამებაჲ, ვითარმედ დაეფლა. „ნუუკუე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი“. აჰა კუალად წამეს, ვითარმედ: უკუეთუ დაიკრძალოს საფლავი იგი, არღარა აქუს სიტყუაჲ თქუმად, თუ: წარიპარეს, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ ჭეშმარიტად აღდგა. ჰხედავთა, ვითარმედ უნებლიეთ თანაეწამებიან ჭეშმარიტებასა? და იხილეთ ჭეშმარიტებისმეტყუელებაჲ მოციქულთაჲ, ვითარ სიტყუათა მათ მტერთასა არა დაჰფარვენ, დაღაცა-თუ საყუედრელ იყვნენ. რამეთუ აჰა ესერა მაცთურით ხადეს უღმრთო-თა მათ და მაცთურთა მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა, და არცა ესე დაიდუმეს მახარებელთა აღწერად, რაჲთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:62-66 — საფლავის დაბეჭდვა:

62-66. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა. - შაბათ დღეს შაბათს არ უწოდებს, რადგან იუდეველთა ბოროტების მიხედვით თუ განვსჯით, ის არც იყო შაბათი. მაშინ, როცა სჯული ამბობდა, რომ შაბათ დღეს თავისი ადგილიდან არავინ უნდა დაძრულიყო, უსჯულო იუდეველები, ნაცვლად კანონიერი (სჯულისმიერი) კრებისა, უცხოტომელ პილატესთან შეიკრიბნენ. ისინი პილატესთან თავიანთი ბოროტებით აღძრულნი მივიდნენ და საფლავის დაცვა მოითხოვეს. ესეც ღმრთის განგებულებაა, რომ აღდგომა დაბეჭდული და დაცული საფლავიდან მტრების დამოწმებით უნდა მომხდარიყო....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის