მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პთ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა“ (27,62-64).

მარადის საცთური თავსა თჳსსა დაჰჴსნის და ჭეშმარიტებასა უნებლიეთ შეეწევის, ვითარცა-ესე აწცა იქმნა. და გულისჴმა-ყავთ, თუ ვითარ ჯერ-იყო, რაჲთა სარწმუნო იქმნას, ვითარმედ მოკუდა ქრისტჱ ჴორცი-თა და დაეფლა და აღდგა. და ესე ყოველივე სარწმუნო იქმნა უფროჲსად სიტყუათა მათგან ჰურიათაჲსა, რამეთუ იტყოდეს: „მოვიჴსენეთო, რამე-თუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო“. აჰა წამებაჲ სიკუდილისა მისისათჳს, ვითარმედ ჭეშმარიტად თავს-იდვა სიკუდილი. „აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგიო“. აჰა წამებაჲ, ვითარმედ დაეფლა. „ნუუკუე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი“. აჰა კუალად წამეს, ვითარმედ: უკუეთუ დაიკრძალოს საფლავი იგი, არღარა აქუს სიტყუაჲ თქუმად, თუ: წარიპარეს, რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ ჭეშმარიტად აღდგა. ჰხედავთა, ვითარმედ უნებლიეთ თანაეწამებიან ჭეშმარიტებასა? და იხილეთ ჭეშმარიტებისმეტყუელებაჲ მოციქულთაჲ, ვითარ სიტყუათა მათ მტერთასა არა დაჰფარვენ, დაღაცა-თუ საყუედრელ იყვნენ. რამეთუ აჰა ესერა მაცთურით ხადეს უღმრთო-თა მათ და მაცთურთა მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა, და არცა ესე დაიდუმეს მახარებელთა აღწერად, რაჲთა გამოაჩინონ მათისა უკე-თურებისა გარდარეული სიმრავლე, რომელ შემდგომად სიკუდილისა და დაფლვისაცა არა დასცხრეს ბოროტისზრახვად და მტერობის ჩუენებად. რასა იტყჳთ, მაცთურნო და უშჯულონო ჰურიანო? მაცთურით ხადითა, რომელმან მკუდარნი თქუენნი აღადგინნა და კეთროვანნი განწმიდნა და ბრმანი განანათლნა, რომელმან ეშმაკეულნი თქუენნი განკურნნა და განრღუეულნი განაცხოელნა, რომელმან უდაბნოსა ზედა ტაბლაჲ განგიმზადა ხუთითა პურითა ხუთ ათასთა და შჳდითა პურითა ოთხ ათასთა, რომელმან ლაზარეს, ოთხისა დღისა მკუდარსა, უწოდა და ცოცხალი წარმოადგინა, ვითარცა ძილისაგან განღჳძებული?

უკუეთუ ქრისტე მაცთურ იყო, ჵ უღმრთონო, ჭეშმარიტი ვინღა იყო? რამეთუ იგი არს წყაროჲ და ძირი ჭეშმარიტებისაჲ. ანუ რად გეშინის თქუენ სიტყუათა მისთაგან, ვინაჲთგან სწამებთ, თუ არა ჭეშმარიტ იყვნეს? რად სძრწით წინაჲსწართქუმულისა მისისაგან? უკუეთუ არა აღდგეს მკუდარი ესე, თქუენ მიერ დაცვული, მერმე გამოჩნდეს, ვითარმედ არა ჭეშმარიტ არიან სიტყუანი მისნი, ხოლო აღ-თუ-დგეს, რად ცუდად ღმრთისმბრძოლ იქმნებით, ცოფნო და უგულისჴმონო? ვისმინოთ უკუე სიტყუანიცა პილატესნი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასისაგანნი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. ხოლო იგინი მოვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა დასისა თანა“ (27,65-66).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ინება პილატე, რაჲთამცა მჴედართა ოდენ დაჰკრძალეს. რამეთუ ესმოდა რაჲ სიტყუაჲ ესე აღდგომისაჲ, ესრეთ განაგო, რაჲთა არარაჲ აქუნდეს მათ სიტყუაჲ. რამეთუ უკუეთუმცა დასისაგანთა მათ დაეკრძალა მარტოდ, აქუნდამცა ჰურიათა სიტყუაჲ ცუდი, თუ: დასისაგანთა მათ განსცეს. ამისთჳს ეტყჳს პილატე: წარვედით, თქუენ თჳთ დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით; ვინაჲთგან ცოცხალთა მაგათ მკუდრისა მისგან გე-შინის, გაქუს დასისაგანნი, განეწყვენით ერთისა მიმართ მრავალნი ეგე, დაჰკრძალეთ მკუდარი იგი საშინელი თქუენ, ვითარცა გნებავს. გნებავს თუ დაბეჭდვაჲ, დაჰბეჭდეთ; გნებავს თუ ჯაჭჳთა რკინისაჲთა შეკრვაჲ, შეკართ კარი იგი საფლავისაჲ. ნუ იტყჳთ უკუანაჲსკნელ, თუ: ესე რაჲმე დავაკლეთ ცვასა მას. წარვედით, დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. უკუეთუ ვინ მოწაფეთაგანი ნაზარეველისაჲთა მოვიდეს, მახჳლითა მოკალთ. დადეგით და სცევდით უცთომელად, რაჲთა არარაჲ იყოს მიზეზი ანუ შიში წარპარვისაჲ გუამისა მის იესუჲსი.

მაშინ მიიხუნეს მთავრისაგან დასისაგანნი იგი მტერთა მათ ჭეშმარიტებისათა, მიიწინეს საფლავად უფლისა, დაჰკრძალეს ლოდი იგი და დაჰბეჭდეს, დაუტევნეს მცველნი ცვად და წარვიდეს. და ყოველივე ესე იქმნებოდა უფროჲსად საწამებელად ჭეშმარიტებისა. უკუეთუ არა, რაჲ მოსაგონებელი იყო საქმე ესე, ვითარმედ: მოიპარონო მოწაფეთა გუამი მისი „და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით“? ვიდრე მათ თანაღა იყო იესუ, იხილეს რაჲ შეპყრობილი, დაუტევეს და ივლტოდეს; და შემდგომად სიკუდილისა და დაფლვისა მოვიდესმცაა წარპარვად? ანუ იგინი, რომელთა ესმა მისგან, ვითარმედ მესამესა დღესა ეგულების აღდგომად, უკუეთუმცა არა იხილეს აღდგომილი, არამცა უფროჲსად მტერობად მისა აღდგესა და თქუესმცა, ვითარმედ: გუაცთუნნა ჩუენ და გუყვნა მტერ ყოვლისა ერისა? და რაჲსათჳსღამცა ჰწმასნიდეს მისთჳს ესევითართა ტყუილთა, რომელი არავის სადა უთქუამს დასაბამითგან? ანუ რომლითა საქმითა ჴელ-ყვესმცა ესევითარისა პირისა ქადაგებად? რომლისა ძალსა მინდობილ იყვნეს? თავთა თჳსთასა? რომლისა სიმდიდრესა, რომლისა ფილოსოფოსობისა სიტყუათა? კაცნი გლახაკნი და უსწავლელნი და მცირედნი და უნდონი. რომელი-იგი თავ იყო კრებულისა მათისა, ერთისა მჴევლისა სიტყუათაგან იძლია, და სხუანი იგი განიბნინეს მეოტნი. აწმცა ვითარ მოიგონეს განსლვაჲ კიდეთა ქუეყანისათა და ქადაგებაჲ ტყუვილით აღდგომისა მისისაჲ და წარდგომაჲ წინაშე მეფეთა და მთავართა და განწყობაჲ ბევრეულთა სატანჯველთა მიმართ? ჵ უღმრთონო ჰურიანო! ვითარმცა შეუძლეს მლევანსა ამას საქმესა ჴელ-ყოფად, უკუეთუმცა არა ჭეშმარიტად აღდგომილ იყო უფალი და მიეცა მათდა ძალი უშიშობისა და კადნიერებისაჲ? ესოდენნი სასწაულნი ქმნა უფალმან, და არა ჰრწმენა ერსა მას ჰურიათასა, არამედ ჯუარს-აცუეს იგი, და აწ რომელითამცა სასოებითა ენება მოწაფეთა დარწმუნებად მათდა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით? არა ეგებოდა ესე. ნუ იყოფინ! არამედ აღდგა უფალი ჭეშმარიტად და მადლმან მისმან დაარწმუნა ყოველსა სოფელსა აღდგომაჲ მისი. გარნა უკეთურებაჲ ყოვლადვე ბრმა არს და მაცილობელ და უპირულთა საქმეთა მეტყუელ, ვი-თარ-იგი იყვნეს ჰურიანი, რომელთა დაჰკრძალეს და დაჰბეჭდეს საფლავი იგი და მცველნი დაადგინნეს ვიდრე მესამედ დღედმდე. ამისთჳსცა უფალი უადრეს აღდგა, რაჲთა ყოველივე სიტყუაჲ მიეღოს მათ. რამეთუ უადრეს აღდგომასა ბრალობაჲ არა აქუნდა, ხოლო ნელიად აღდგომას იჭჳ შეუჴდებოდა. რამეთუ უკუეთუმცა არა მაშინ აღდგომილ იყო, ვიდრეღა მცველნი იგი მუნ სხდეს, არამედ აღსრულებულმცა იყო სრულიად მესამე დღე და წარსრულმცა იყვნეს მცველნი იგი, ჰპოებდეს უღმრთონი ჰურიანი უმეტესსა სიტყუასა.

ამისთჳს უსწრვო აღსრულებასა მას მესამისა დღისასა, რამეთუ ჯერიყო, ვიდრეღა მცველნი სცვიდეს, ყოფად აღდგომისა, რაჲთა ყოველი სიტყუაჲ მიეღოს მათ. ამისთჳს დაჰკრძალეს მღდელთმოძღუართა თჳსი-თა ჴელითა საფლავი იგი და დაჰბეჭდეს და მცველნი დაადგინნეს. და არა ჰგლოდა შაბათსა შინა ესევითართა საქმეთა ჴელ-ყოფად, არამედ ერთი ხოლო იყო საძიებელ მათა, რაჲთამცა თჳსი შური და უკეთურებაჲ აღასრულეს და მძლე ექმნესმცა იესუს. გარნა ფრიად ბრმა იყვნეს და ცოფ, რომელ ამას ჰგონებდეს. არამედ რაჲთა გამოჩნდეს, ვითარმედ ნეფსით ივნო, ამისთჳს საფლავიცა დაიბეჭდა და მცველნი დადგეს, და ყოვლით კერძო ვერ უძლეს დაყენებად მისა, არამედ აღდგა ბრწყინვალედ და სუფევს უკუნისამდე.

სწავლაჲ პთ მადლობისათჳს ღმრთისა და სიყუარულისათჳს მისისა

არამედ ჵ დიდებული იგი და საკჳრველი სიყუარული ღმრთისაჲ, რომელი აჩუენა ჩუენ ზედა, განდგომილთა ამათ და ბოროტისმოქმედთა კაცთა. ჩუენთჳს გარდამოჴდა ზეცით მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ; იშვა წმიდისაგან ქალწულისა; იქცეოდა კაცთა შორის სრული ღმერთი და სრული კაცი; შეემშია ბუნებითა კაცობრივითა, მოეწყურა, დაშურა, პყრობილ იქმნა, წარდგა სამშჯავროდ, იგუემა ჩუენთჳს, განიკიცხა, ჯუარს-ეცუა, ნავღელი და ძმარი მიიღო, ლახურითა იგუმირა, მოკუდა, დაეფლა; მაცთურით ხადოდეს მას ჰურიანი; დაებეჭდა საფლავი მისი; და ესე ყოველი ჩუენთჳს თავს-იდვა. აღდგა და მაცხოვნნა ჩუენ - წარწყმედულნი ესე. ეჰა რავდენი დიდებული ქმნა სიყუარულმან მისმან. მტერნი ესე და შეურაცხნი მეყსა შინა მყვნა შვილ ღმრთისა, განწმედილ ყოველთაგან ბოროტთა ჩუენთა. დიდებაჲ სახიერებასა და კაცთმოყუარებასა მისსა!

და აწ, საყუარელნო, ღირსად ნიჭთა მათ და ქველისმოქმედებათა მის-თა და სიყუარულისა მის, რომელ შემიყუარნა ჩუენ, ვაჩუენოთ ჩუენცა მოქალაქობაჲ. დავიცვათ მშჳდობაჲ იგი და სიწმინდე, რომელი მან მოგუცა. რამეთუ დიდ არიან პატივნი ესე და საღმრთო, და ჭეშმარიტად პატივნი არიან. ხოლო ამის სოფლისა პატივნი საწუთრო არიან და წარმავალ, საფასითა სყიდულნი და კაცთა მიერ მოკუდავთა მოცემულნი. ამისთჳს არცა ღირს არიან პატივად სახელის-დებად; რამეთუ სამოსელთა შინა და ერისა სიმრავლეთა არს ყოველი ძალი მათი. ხოლო ესე პატივი მშჳდობისა და სიწმიდისა და შვილებისა ღმრთისაჲ არცა სიკუდილისა მიერ დაიჴსნების, არამედ აქაცა სანატრელ-გუყოფს და მას საუკუნესა უმეტესად გამობრწყინდების ჩუენ ზედა. რამეთუ რომელმან მოცემული იგი ქრისტეს მიერ მშჳდობაჲ და სიწმინდე და მადლი შვილებისაჲ უბიწოდ დაიცვას, ფრიად უმდიდრეს და უბრწყინვალეს არს მეფეთა ქუეყანისათა, რამეთუ ამასვე ცხორებასა სასოებითა კეთილითა ცხონდების და თავისუფალ არს ყოვლისავე შფოთისა და ამბოხებისაგან და აქუს სიხარული იგი სულიერი სამარადისოდ. და ნანდჳლვე ჭეშმარიტსა სიხარულსა და მხიარულებასა სულისასა არა მთავრობაჲ სოფლისაჲ იქმს, არცა საფასეთა სიმრავლე, არცა დიდებაჲ კაცობრივი, არცა ძალი ჴორციელი, არცა სამკაული სამოსელთაჲ, არცა გარდარეულნი სანოაგენი, არცა სხუაჲ რაჲმე კაცობრივთა და წარმავალთა საქმეთაგანი, არამედ სათნოებაჲ სულიერი და გონებაჲ კეთილი და წმიდაჲ. ესენი იქმან ჭეშმარიტსა სიხარულსა. რამეთუ რომლისა გული წმიდა იყოს და გონებაჲ მისი არა დასჯიდეს, იგი დაღაცათუ ძონძითა მოსილ იყოს და სიყმილითა იჭირვოდის, მარადის სიხარულსა შინა არს; ვითარცა-იგი შებღალული ცოდვითა, რომლისა გონებაჲ დასჯილ იყოს, დაღაცათუ ყოვლისა სოფლისა დიდებაჲ და სიმდიდრე აქუნდეს, ყოველთა უუბადრუკეს არს და უსაწყალობელეს.

ამისთჳსცა პავლე შიმშილითა და შიშულობითა გარდაიჴდიდა დღეთა თჳსთა და დღითი-დღე იტანჯებოდა, გარნა იხარებდა და მხიარულ იყო სულითა უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა და სანატრელ იყო ყოველთა მიერ. ხოლო აქაბ მეფე იყო და შუებითა მრავლითა ცხონდებოდა, გარნა ცოდვითა დაშჯილ იყო, იგლოვდა და სულთ-ითქუმიდა, და პირი მისი მჭუნვარე იყო. ამისთჳს ვიტყჳ, საყუარელნო: უკუეთუ გუნებავს სიხარულსა შინა სამარადისოსა ყოფად, განვეშორნეთ ყოვლისავე ცოდვისა და ყოვლისავე უკეთურებისაგან და მოვიგოთ სათნოებაჲ, რამეთუ ესრეთ იტყჳს ნეტარი პავლე, ვითარმედ: „ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმშჳდე, მარხვაჲ“.1 აწ უკუე, საყუარელნო, ესე ნაყოფნი მოვიგნეთ ჩუენ შორის, რაჲთა აქაცა სიხარულითა და მხიარულებითა სულიერითა ვცხონდებოდით და მას საუკუნესა მივემთხჳნეთ სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ღმერთო წყალობააურაცხელო, ამის ტკბილად მასწავლელისა მეოხებითა წყალობაჲ და შენდობაჲ ჩუენ ცოდვილთა მოგუმადლენ. ლოცვა-ყავთ, ძმანო.!

1 გალ. 5,22-23.