ჰხედავთა, ვითარ ძჳრუჴსენებელად ძმად ჩემდა ვხადი, რომელთა დამიტევეს მე ჟამსა ჯუარ-ცუმისასა? რამეთუ უწყი სულგრძელებაჲ, უწყი ტჳრთვაჲ უძლურებისა მონათა ჩემთაჲსა, უწყი ცოდვილთა მოქცეულთა შეწყნარებაჲ და შეწყალებაჲ.
„წარვედით, უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ მე“.
წარვიდენ გალილეად, იხილონ ტბაჲ იგი, ვინაჲ მოვინადირენ იგინი და ვყვენ მესათხევლე და მონადირე კაცთა.
ესრეთ აღავსნა უფალმან სიხარულითა გულნი მათნი და ნათესავი იგი დასჯილი პატივსა დიდსა ღირს-ყო და წარავლინნა ხარებად მოციქულთა.
გარნა აწ, ვინაჲთგან მადლითა ქრისტესითა ამას ადგილსა მოვიწიენით და აღდგომისათჳს მისისა ვიწყეთ სიტყუად, ვთქუათ სხუაჲცა პირი, რომელსა ზედა ვიეთნიმე მორწმუნეთაგანნი უმეცრებისაგან შეორგულდებიან, რამეთუ იტყჳან, თუ: ვითარ ერთისა ამის საქმისათჳს არა ერთი თხრობაჲ აღწერეს წმიდათა მახარებელთა, არამედ რეცა წინააღუდგებიან ურთიერთას? ანუ რომლისაჲ ჯერ-არს დარწმუნებაჲ, რამეთუ არა ერთ არს სიტყუაჲ მათი?
მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა“; და იოვანე იტყჳს: „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ლუკა...