მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 28:16

15. So they took the money, and did as they were taught: and this saying is commonly reported among the Jews until this day.16. Then the eleven disciples went away into Galilee, into a mountain where Jesus had appointed them.17. And when they saw him, they worshipped him: but some doubted.
Matthew თავი 28
16. Then the eleven disciples went away into Galilee, into a mountain where Jesus had appointed them.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეად, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. და იხილეს იგი და თაყუანისსცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს“ (28,16-17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ხილვაჲ გალილეაჲსაჲ უკუანაჲსკნელი არს, ოდესიგი უბრძანა განსლვაჲ ქადაგებად. ამისთჳს სხუანი იგი ყოველნი ხილვანი დაიდუმნა მათე: ჴშულთა მათ კართაჲ, და თევზობასა მას ტიბერიისა ზღჳსასა, და სხუაჲ რავდენიცა იყო, და ამას ხოლო აჴსენებს, რამეთუ მაშინ იხილეს იგი ყოველთა და თაყუანის-სცეს და მიიღეს ჴელმწიფებაჲ ნათლის-ცემად.

ხოლო რომელ იტყჳს, თუ: „რომელნიმე შეორგულდეს“, იხილე აქაცა ჭეშმარიტებისმეტყუელებაჲ მისი, ვითარ არცა ერთსა ნაკლულევანებათა მათთაგანსა დაჰფარავს. გარნა იგინიცა გულსავსე იქმნეს სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა ესერა იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
28:16-20 — ქრისტეს ხელმწიფება და მოციქულთა გაგზავნა:

16-20. ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. - იოვანეს მიხედვით, იესო მოწაფეებს პირველად აღდგომის დღეს გამოეცხადა, როცა კარები დახშული იყო, შემდეგ მერვე დღეს, როცა თომამაც ირწმუნა; შემდეგ, როცა მათ გალილეაში წასვლა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ყველანი ერთად შეკრებილნი ჯერ კიდევ არ იყვნენ, და ზოგიერთი მათგანი ტიბერიადის ზღვაში თევზაობდა, მაშინ მხოლოდ იმათ გამოეცხადა, რომელნიც თევზაობდნენ და ესენი იყვნენ შვიდნი. რასაც ახლა მათე გადმოსცემს, იგი შემდგომად იმისა მოხდა, რის შესახებაც იოვანე გვიყვება, რადგან ორმოცი დღის განმავლობაში ხშირად ეცხადებოდათ, წარმოუდგებოდათ და დაშორდებოდათ, ისე რომ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის