მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 28:2

1. In the end of the sabbath, as it began to dawn toward the first day of the week, came Mary Magdalene and the other Mary to see the sepulchre.2. And, behold, there was a great earthquake: for the angel of the Lord descended from heaven, and came and rolled back the stone from the door, and sat upon it.3. His countenance was like lightning, and his raiment white as snow:
Matthew თავი 28
2. And, behold, there was a great earthquake: for the angel of the Lord descended from heaven, and came and rolled back the stone from the door, and sat upon it.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთშაბა-თად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (28,1-3).:

გუაკურთხენ, უფალო! კურთხეულ არს სუფევაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

პირველად აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და მერმეღა მოვიდა ანგელოზი, გარდააგორვა ლოდი იგი და დაჯდა მას ზედა; რამეთუ დედა-თა მათთჳს იყო მოსლვაჲ მისი, რაჲთა ახაროს მათ და აუწყოს აღდგომაჲ უფლისაჲ. და ჭეშმარიტად ღირს იყვნეს ხარებასა მას ანგელოზისასა წმიდანი იგი დედანი, რამეთუ ესევითარი აჩუენეს სიმჴნე და სარწმუნოებაჲ მჴურვალე. ჵ საკჳრველი უცხოჲ! პეტრე, თავი იგი მოწაფეთაჲ, შეშინდა ერთისა მჴევლისა სიტყუათაგან და უარ-ყო უფალი პირველ ჯუარ-ცუმისავე, და დედათა შემდგომად დაფლვისა დაივიწყეს ყოველივე უძლურებაჲ დედობრივი და მოვიდეს ახოვნებით საფლავისა ხილვად, რაჲთა ნუგეშინის-ეცეს მწუხარებასა მათსა. მოვიდეს ხილვად საფლავისა და ეშინოდა მიახლებად შიშისა მისთჳს მცველთაჲსა. ამისთჳს შორითვე ცრემლოდეს და ურთიერთას ესევითართა სიტყუათა ეტყოდეს: ჵ საქმე საკჳრველი! ვი-თარ იკადრეს უღმრთოთა მათ მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა ესრეთ მიცემაჲ უფლისაჲ სიკუდილად, რომელსა ზედა ვერცა ერთი შეჰჴადეს ბრალი? ვითარ არა შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმად, რომლისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
28:1-10 — აღდგომა და გამოცხადება დედებისთვის:

1-8. ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილ ვად საფლავისა მის. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. - მწუხრი შაბათისა იგივეა, რაც ლუკას მიერ ნათქვამი ცისკარსა მსთუად და მარკოზის - აღმოსლვასა ოდენ მზისასა, რადგან აქ მზეში დილის მზის სხივები უნდა ვიგულისხმოთ. ღამის...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1984 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს::

...ოწაფეებმა მსწრაფლ დაივიწყეს თავიანთი მოძღვრის დარიგებანი, დაივიწყეს ის სასწაულნი, რისი მომსწრენიც თავად იყვნენ. მწუხარება და გულგატეხილობა დაეუფლა მათ... „და აჰა ძრვაჲ იყო დიდი“ და გარდამოხდა ზეცით სხივმოსილი ანგელოსი უფლისა, „ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (). და იქმნა იგი მოწმე სახილველისა განსაკრთომელისა:

ქრისტე აღდგა!

აღორძინდა რწმენა მოციქულთა, განახლდა იმედი.

რა საოცარი და უჩვეულო ძალისაა ეს სიტყვები, ასე ხშირად რომ წარმოვთქვამთ ამ დღეებში:

ქრისტე აღდგა!

ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა ამ მოვლენის სიდიადესა და განსაკუთრებულობაშია. იგია სასწაული სასწაულთა შორის, რომელიც კი ოდესმე უხილავს ან სმენია კაცობრიობას; იგია ქვაკუთხედი ქრისტიანობისა, რამეთუ „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ ().

„დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!“

ზატიკის ამ ბრწყინვალე დღეებში ჩვენს წინაშე კვლავ მთელი სიმძაფრით დგება რთული, ზოგიერთისთვის გადაუჭრელი კითხვები, დასაბამიდან რომ აღელვებდა ადამის ძეს: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვართ მოწოდებულნი და - საით მივემართებით...

„რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი...

სრულად ნახვა