ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებოდა ერთშაბა-თად, მოვიდა მარიამ მაგდანელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (28,1-3).
გუაკურთხენ, უფალო! კურთხეულ არს სუფევაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
პირველად აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და მერმეღა მოვიდა ანგელოზი, გარდააგორვა ლოდი იგი და დაჯდა მას ზედა; რამეთუ დედა-თა მათთჳს იყო მოსლვაჲ მისი, რაჲთა ახაროს მათ და აუწყოს აღდგომაჲ უფლისაჲ. და ჭეშმარიტად ღირს იყვნეს ხარებასა მას ანგელოზისასა წმიდანი იგი დედანი, რამეთუ ესევითარი აჩუენეს სიმჴნე და სარწმუნოებაჲ მჴურვალე. ჵ საკჳრველი უცხოჲ! პეტრე, თავი იგი მოწაფეთაჲ, შეშინდა ერთისა მჴევლისა სიტყუათაგან და უარ-ყო უფალი პირველ ჯუარ-ცუმისავე, და დედათა შემდგომად დაფლვისა დაივიწყეს ყოველივე უძლურებაჲ დედობრივი და მოვიდეს ახოვნებით საფლავისა ხილვად, რაჲთა ნუგეშინის-ეცეს...