მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 3:6

5. Then went out to him Jerusalem, and all Judaea, and all the region round about Jordan,6. And were baptized of him in Jordan, confessing their sins.7. But when he saw many of the Pharisees and Sadducees come to his baptism, he said unto them, O generation of vipers, who hath warned you to flee from the wrath to come?
Matthew თავი 3
6. And were baptized of him in Jordan, confessing their sins.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ განვიდოდა მისა იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა ზედა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა“ (3,5-6).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რავდენ უძლო მოსლვამან მან წინაწარმეტყუელისამან? ვითარ ერი იგი განაღჳძა ძილისა მისგან მცონარებისა, ვითარ მოიყვანნა იგინი ჴსენებასა ცოდვათა თჳსთასა? რამეთუ საკჳრველებისა ღირს იყო საქმე მისი, რომელსა იქმოდა ჴორცითა ამით მოკუდავითა და კადნიერებითა კეთილითა: მხილებაჲ ერისაჲ მის და მადლი იგი საღმრთოჲ, რომელი იყო პირსა ზედა მისსა. განაკჳრვებდა კუალად ერსა გამოჩინებაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელი არა ეხილვა მრავლით ჟამითგან, რამეთუ მოკლებულ იყო მათგან მადლი ესე და აწ ოდენ გამოჩინებულ, და სახეცა ქადაგებისა მისისაჲ უცხოჲ იყო და შეცვალებული, რამეთუ არა ესმოდა მისგან, რასა-იგი ჩუეულ იყვნეს სმენად სხუათაგან წინაწარმეტყუელთა: ჰომთა და ბრძოლათა და ძლევათა ერისათა, სიყმილთა და სიკუდილთა, წარტყუენვასა ქალაქისასა, ბაბილოვნელთათჳს და სპარსთა და სხუაჲ იგი, რომელი საწინაწარმეტყუელოთა შინა წერილ არს. არამედ ესმოდა ამის ნეტარისაგან საქმეთათჳს ზეცისათა და სასუფეველისათჳს და სატანჯველისა მისთჳს გეჰენიისა, და ყოველნი შეკრბებოდეს მისა.

არა მცონარე იქმნა ერი დიდძალი შეკრებად, არცა შეშინდეს მოწყუედისა მისგან, რომელი შეემთხჳა პირველ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:5-6 — ხალხი იორდანეზე მიდის, მაგრამ იოანეს ნათლობა ცოდვებს არ მიუტევებს:

5-6. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. - თუმცა ინათლებოდნენ, მაგრამ იოვანესაგან ნათლობა ცოდვათა მიტევებას არ ნიშნავდა. იოვანე მხოლოდ სინანულს ქადაგებდა და ცოდვათა შენდობისაკენ ანუ ქრისტესგან ნათლობისკენ მიჰყავდა, რომლითაც ცოდვები მოგვეტევება.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის