თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ ბრძოლაჲ ეშმაკისაჲ და ძლევაჲ არა სასწაულთმოქმედებითა გჳღირს, არამედ სიმდაბლითა, სიმშჳდითა და სულგრძელებითა, და რაჲთა არარას ვიქმოდით მაჩუენებლობით და ზუაობით. ხოლო იხილე მზაკუვარებასა თანა და უკეთურებასა წარწყმედილისა მის და შეჩუენებულისა ფრიადიცა იგი უგუნურებაჲ მისი სიტყუათა მათგანცა, რომელნი შემოიხუნა წამებად თჳსა, რამეთუ ესმა რაჲ, ვითარ მოიღო უფალმან წამებად წერილთაგან სიტყუანი ჯეროანნი და შემსგავსებულნი, მოიღო მანცა წამებაჲ ცუდი და შეუმსგავსებელი წინამდებარისა მის პირისა. რამეთუ არა თუ წერილი იგი, ვითარმედ: „ანგელოზთა მისთა უბრძანებიეს შენთჳს“, ამას აწუევს: შთაგდებად თავისა სიღრმედ ანუ გარდაგდებად სიმაღლეთაგან, და არცა უფლისათჳს თქუმულ არს სიტყუაჲ ესე, ვითარ სხუანი იგი უფლისათჳს თქუმულნი სიტყუანი.
ხოლო უფალმან არავე ამხილა, არცა შეჰრისხნა ესევითარისა უგუნურისა და ამაოჲსა სიტყჳსათჳს და ფრიად წინააღმდგომისა, რამეთუ არა არს საქმე ესე ძისა ღმრთისაჲ, გარდაგდებაჲ თავისაჲ, არამედ ეშმაკისაჲ და მსახურთა მისთაჲ, ხოლო ღმრთისა საქმე არს...