მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 4:8

7. Jesus said unto him, It is written again, Thou shalt not tempt the Lord thy God.8. Again, the devil taketh him up into an exceeding high mountain, and sheweth him all the kingdoms of the world, and the glory of them;9. And saith unto him, All these things will I give thee, if thou wilt fall down and worship me.
Matthew თავი 4
8. Again, the devil taketh him up into an exceeding high mountain, and sheweth him all the kingdoms of the world, and the glory of them;
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად წარიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერ-თსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (4,8-10).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან სიტყუაჲ გმობისაჲ თქუა და იკადრა თჳსად წოდებად, რომელსა ზედა არაჲ აქუს ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ყოველივე ჴელმწიფებასა შინა ღმრთისასა არს, და ენება ურცხჳნოსა მას და დაწყეულსა ჩემებად თავისა თჳსისა პატივსა მას საღმრთოსა, მერმეღა შეჰრისხნა და არავე რისხვით, არამედ მიუგო სიმშჳდით: „წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო“, რომელ-იგი ბრძანებაჲ იყო უფროჲსად, ვიდრეღა შერისხვაჲ. რამეთუ ჰრქუა რაჲ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ“, მუნქუესვე იოტა იგი და განდევნა და ვერღარა უძლო განცდად.

ხოლო ვითარ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი“? ესე ამისთჳს, რამეთუ თავნი რაჲ და დასაბამნი ყოველთა ბრძოლათა და განსაცდელთანი თქუნა, ამისთჳს დაურთო, ვითარმედ: „ყოველნი განსაცდელნი“. სამთა ამათ ყოველთა სახელი უწოდა, რამეთუ ესენი არიან შესაკრებელნი ყოველთა ბრძოლათა და ყოველთა განსაცდელთანი: მონებაჲ მუცლისაჲ და ცუდადმზუაობრობაჲ და სიყუარული საფასეთა და საჴმართაჲ, რომელ-ესე, ვითარცა უძლიერესი ბრძოლაჲ, უკუანაჲსკნელ წინაუყო; რამეთუ ესრეთ არს წესი ბრძოლისა მისისაჲ, რაჲთა რომლითა ჰგონებდეს ძლევად,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
4:8-11 — ცდუნება მაღალ მთაზე:

8-9. კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. - ზრგიერთნი ფრიად მაღაღ მთაში ანგარებისმოყვარეობას გულისხმობენ, რომლისკენაც მტერს იესოს მიდრეკა სურდა. მაგრამ არასწორად ფიქრობენ, რადგან ეშმაკი მას გრძნობადად ეჩვენა, უფალმა კი ზრახვანი არ შეიწყნარა; ნუმც იყოფინ! გრძნობადად უჩვენა მას მთაზე **ყოველნი სუფევანი,**წარმოუდგინა რა ისინი წინაშე თვალთა ვითარცა მოლანდება და უთხრა: **ესე ყოველი მიგცე შენ.**ქედმაღლობის გამო იგი სამყაროს თავის საკუთრებად მიიჩნევს და ანგარებისმოყვარეთ ახლაც ამას ეუბნება, სახელდობრ, რომ ვინც მას თაყვანს სცემს, სამყაროს მპყრობელი გახდება.

10. მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. - იხილა რა, რომ ღმერთობას იჩემებდა და ეუბნებოდა "ესე ყოველი მიგცე შენ", თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო, უფალი მას განურისხდა; ხოლო შენ შეიცანი სარგებლობა წმინდა წერილისა, რადგან უფალმა მტერი მისით...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის