ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილა ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი. და მოუჴდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა“ (5,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით ცხორებისათჳს ჩუენისა, უფალი იესუ ქრისტე, დამბადებელი და მეუფე ყოველთაჲ, ყოველივე წესი და რჩული სათნოებისაჲ აღასრულა საქმით, რაჲთა ჩუენ მოგუცეს სახე და მოძღურებაჲ საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა წესი ესე და სახე სიმდაბლისაჲ და ამბოხებათაგან სივლტოლაჲ, რამეთუ ოდეს-იგი სასწაულთა და კურნებათა აღსრულებაჲ ჯერ-იყო, მიმოვიდოდა ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად; ხოლო იხილა რაჲ შეკრებაჲ ფრიადისა ერისაჲ, დაუტევნა იგინი და აღვიდა მთად, რაჲთა გუასწავოს ჩუენ არარაჲსა ქმნად სახილველად და საქებელად კაცთა და სახე მოგუცეს შფოთთა და ამბოხებათაგან სივლტოლად და ვითარმედ კეთილ არს და ჯეროვან უდაბნოდ განსლვაჲ.
ხოლო აღვიდა რაჲ მთასა და დაჯდა, მოუჴდეს მას მოწაფენი, რამეთუ იხილეს გემოჲ სიტკბოებისა მისისაჲ და არღარა ენება განშორებაჲ მისგან. ამისთჳს მოუჴდეს სურვიელნი სმენად საწადელთა მათ სიტყუათა მისთა, რომლისათჳს იწყო სწავლად უფალმან, რამეთუ არა...