მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილა ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი. და მოუჴდეს მას მოწაფენი. და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა“ (5,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით ცხორებისათჳს ჩუენისა, უფალი იესუ ქრისტე, დამბადებელი და მეუფე ყოველთაჲ, ყოველივე წესი და რჩული სათნოებისაჲ აღასრულა საქმით, რაჲთა ჩუენ მოგუცეს სახე და მოძღურებაჲ საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ. იხილეთ უკუე აქაცა წესი ესე და სახე სიმდაბლისაჲ და ამბოხებათაგან სივლტოლაჲ, რამეთუ ოდეს-იგი სასწაულთა და კურნებათა აღსრულებაჲ ჯერ-იყო, მიმოვიდოდა ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად; ხოლო იხილა რაჲ შეკრებაჲ ფრიადისა ერისაჲ, დაუტევნა იგინი და აღვიდა მთად, რაჲთა გუასწავოს ჩუენ არარაჲსა ქმნად სახილველად და საქებელად კაცთა და სახე მოგუცეს შფოთთა და ამბოხებათაგან სივლტოლად და ვითარმედ კეთილ არს და ჯეროვან უდაბნოდ განსლვაჲ.

ხოლო აღვიდა რაჲ მთასა და დაჯდა, მოუჴდეს მას მოწაფენი, რამეთუ იხილეს გემოჲ სიტკბოებისა მისისაჲ და არღარა ენება განშორებაჲ მისგან. ამისთჳს მოუჴდეს სურვიელნი სმენად საწადელთა მათ სიტყუათა მისთა, რომლისათჳს იწყო სწავლად უფალმან, რამეთუ არა ჴორციელთა ხოლო სენთა ჰკურნებდა, არამედ სულთაცა განანათლებდა და გზასა მას ჭეშმარიტებისასა უძღოდა მათ, რაჲთა ვითარცა უფალი არს და შემოქმედი ორთავე მათ არსებათა, სულისა და ჴორცთა, ეგრეთვე ორთავე უძლურებაჲ განკურნოს და ქველისმოქმედებაჲ თჳსი აჩუენოს. ამისთჳსცა ოდესმე სასწაულთა და კურნებათა მიერ ჴორციელთა სენთა განსდევნიდა კაცთაგან და ოდესმე მოძღურებითა და სწავლითა ვნებათა მწიკულევანებისაგან სულთა წმიდა-ჰყოფდა, ვითარცა ესერა აწცა იქმს, რამეთუ „აღაღო პირი თჳსი და ასწავებდა მათ“.

რაჲსათჳს თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „აღაღო პირი თჳსი“? რაჲ-თა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ დუმილიცა მისი სწავლაჲვე იყო, რამეთუ ოდესმე აღაღებდა პირსა და აღმოიტყოდა სწავლათა და ოდესმე დუმნა და საქმეთა მიერ ჴმამაღალსა მოძღურებასა წარმოიტყოდა. ხოლო გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღაღო პირი თჳსი და ასწავებდა მათ“, ნუ ჰგონებ, თუ მოწაფეთა მიმართ ხოლო იყო სწავლაჲ იგი, არამედ მათ მიერ ყოველთა მიმართ იტყოდა, რამეთუ სიმრავლე იგი ერისაჲ უგულისჴმო იყო და უსწავლელ. ამისთჳს მოწაფენი წარმოადგინნა, რაჲთა იტყოდის მათდა მიმართ, და სიტყუაჲ იგი იყოს ყოველთათჳს და ყოველთა მიმართ, რამეთუ ერიცა იგი უმჴურვალესად ისმენდა მოწაფეთა მიმართ თქუმულსა მოძღურებასა, ვიდრეღა უკუეთუმცა მათ მიმართ ეყო სიტყუაჲ იგი სწავლისაჲ.

ვიხილოთ უკუე, ვინაჲ იწყო ანუ რომელი საფუძველი დაგჳდვა ახლისა მის მოქალაქობისაჲ, და გულისჴმის-ყოფით ყურად-ვიხუნეთ სიტყუანი იგი, რამეთუ ეტყოდა უფალი მაშინ მუნ მყოფთა მათ, ხოლო მოძღურებაჲ იგი და მცნებანი ჩუენ ზედაცა დასხმულ არიან, ვითარცა შემდგომად აღდგომისა, წარავლენდა რაჲ მოციქულებად, უბრძანა მათ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა; და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“.1 რამეთუ შემდგომიცა ამისი სიტყუაჲ, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“,2 არა მათდა მიმართ ხოლო იყო, არამედ მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა მიმართ; და ოდეს ჰნატრიდეს მათ დევნულებათათჳს და ყუედრებათა, არა მათ ოდენ ეტყჳს, არამედ ყოველ-თა, რომელნი სახელისა მისისათჳს იდევნებიან და იტანჯებიან. ეგრეთვე მცნებანი ესე და მოძღურებანი, რომელნი მათ უბრძანნა, ჩუენ ყოველთა მომართ არიან, რამეთუ ყოველსავე კაცთა ბუნებასა ასწავლიდა, ვითარცა-იგი ყოვლისა მის კაცობრივისა ბუნებისა ჰნებავს ცხორებაჲ. ამისთჳს გულსმოდგინედ და გულისჴმის-ყოფით ვისმინნეთ საკჳრველნი იგი სიტყუანი და სულთა განმანათლებელნი მცნებანი, ვისმინნეთ, მორწმუნენო, და აღსრულებად ვისწრაფოთ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არიან გლახაკნი სულითა? მდაბალნი და შემუსრვილნი გონებითა, რამეთუ სულად აქა შინაგანსა მას გონებასა და ნებასა სულისასა სახელ-სდვა. ვინაჲთგან მრავალნი არიან მდაბალნი, გარნა არა გონებითა, არცა ნეფსით, არამედ იძულებით, საქმეთაგან მოწევნულთა მათ ზედა, დაუტევნა იგინი, რამეთუ არა სათნოებაჲ არს ესე, უკუეთუ ვინ იძულებით, წესისაგან საქმეთაჲსა, გარეშჱთა მით კაცითა მდაბალ იყოს და შინაგანითა ზუავ და მდრტჳნავ; არა ღირს-ყვნა იგინი ნეტარებასა, არამედ რომელნი ნეფსით თჳსით ყოვლითა გონებითა მდაბალ და შემუსრვილ არიან, მათ ჰნატრის ყოვლისა პირველად.

ხოლო რად არა თქუა: ნეტარ იყვნენ მდაბალნი, არამედ: „ნეტარ იყვნენო გლახაკნი სულითა“? რამეთუ უმეტესსა სიმდაბლესა მოასწავებს ესე სიტყუაჲ და მათ გამოაჩინებს, რომელნი სრულიად შემუსრვილ არიან სულითა, ვითარცა გლახაკნი რაჲმე და უნდონი, უჴმარნი და შეურაცხნი, და აქუს თავი თჳსი სრულიად დაგლახაკებულ ყოვლისაგანვე სულიერისა საქმისა, ცარიელ და უღონო; და ვითარცა გლახაკნი და უნდონი ძრწიან მდიდართა და ძლიერთაგან და ვერ იკადრებენ სამეუფოთა ბრძანებათა

1 მათ. 28,19-20. 2 მათ. 28,20.

გარდასლვად, ესრეთ ეშინის ამათ და ძრწიან მცნებათაგან უფლისათა, რომელთათჳს ესაიაჲსცა წინაწარმეტყუელისა მიერ იტყჳს ღმერთი: „ვის ზედა მივხედნე, გარნა მშჳდსა და მყუდროსა და რომელი ძრწის სიტყუათაგან ჩემთა“.1 რამეთუ მრავალნი არიან სიმდაბლისა სახენი: ჴსენებაჲ ცოდვათაჲ, ჴსენებაჲ სამოთხით გამორდომისა ჩუენისაჲ, ჴსენებაჲ უნდოებისა კაცობრივისა ამის ცხორებისაჲ, ბრალობაჲ თავისა თჳსისაჲ - ესევი-თარნი მრავალნი სახენი არიან სიმდაბლისანი; არამედ აწ სრულსა საზომსა სიმდაბლისასა ჰნატრის, რომელი-იგი გამოუთარგმანებელ არს სიტყჳთა, რამეთუ წესი არს სულისა შემუსრვილისა და დამდაბლებულისაჲ, რომელი არა სიმრავლისაგან ცოდვათაჲსა იქმნების (რამეთუ იგი არა სრული სიმდაბლე არს), არამედ სიმრავლესა შინა სათნოებათასა გულისაგან წმიდისა და ღმრთისმოყუარისა იშვების, ვითარცა დავით იტყჳს: „მსხუერპლ ღმრთისა არს სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“.2

ესრეთ იყვნეს სამნი იგი ყრმანი, რომელნი სიმდიდრესა მას შინა ესოდენთა სათნოებათასა მდაბალ იყვნეს და გლახაკ სულითა, შემუსრვილ და შეძრწუნებულ. ამისთჳსცა სხუასა არარას უჩუენებდეს შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, გარნა ესევითარსა მას გონებასა, და იტყოდეს: „არამედ თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკებისაჲთა შე-მცაწირულ ვართ ჩუენ“.3 ესენი იყვნეს ჭეშმარიტად გლახაკ სულითა, რომელ არს სრულისა მის სიმდაბლისა საზომი. ამას ესევითარსა საზომსა სიმდაბლისასა ჰნატრის უფალი და იტყჳს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“. რამეთუ ვინაჲთგან დიდნი იგი ბოროტნი და წარმწყმედელნი სოფლისანი ანპარტავანებისაგან მოიწინეს, ეშმაკი ანგელოზთა თანა იყო და ეშმაკ იქმნა, ვითარცა იტყჳს მოციქული და განაკრძალებს, „არა ახალნერგო, რაჲთა არა განლაღნეს და სარჩელსა შევარდეს ეშმაკისასა“,4 რომელ არს ანპარტავანებაჲ; ეგრეთვე პირველი იგი კაცი ვნებითა მით ანპარტავნებისაჲთა მოიკიცხა ეშმაკისაგან და უკუდავებაჲ წარწყმიდა და სამოთხისა მისგან საშუებლისა ექსორია იქმნა, რამეთუ ენება ღმერთ-ყოფაჲ, ვითარცა მზაკუვარმან მან აღუთქუა, და რომელი აქუნდა, იგიცა წარწყმიდა; და მიერითგან ათასეულნი იგი და ბევრეულნი ბოროტნი აღმოეცენნეს ძირისა მისგან ბოროტისა და ღუარძლისა მისგან, რომელი დასთესა ჩუენ შორის ეშმაკმან.

ვინაჲთგან უკუე ვნებაჲ იგი ანპარტავანებისაჲ იყო დედაქალაქი ყოველთა ბოროტთაჲ, წყაროჲ და ძირი ყოვლისა უკეთურებისაჲ, ამისთჳს სენისა მის შემსგავსებულსა წამალსა ძლიერსა შეჰმზადებს უფალი და, ვი-თარცა მტკიცესა რასმე შეურყეველსა საფუძველსა, სიმდაბლესა დასდებს ყოვლისა პირველად და დაწყებასავე საღმრთოჲსა მის მოძღურებისასა ამას

1 ესაია 66,2. 2 ფსალმ. 50,19. 3 დან. 3,39. 4 1 ტიმ. 3,6.

შემოიღებს კაცთა შორის. რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს აღშენებაჲ სათნოებათაჲ და სიმდაბლე დადვას საფუძველად ბრძანებისაებრ უფლისა, უც-თომელ იყოს ყოველივე შენებაჲ მისი; უკუეთუ კულა კეთილი იგი და მყარი საფუძველი არა აქუნდეს, დაღაცათუ ცადმდე აღიწიოს გოდოლი იგი სათნოებათა და მოღუაწებათა მისთაჲ, ყოველივე ადვილად დაირღუევის, და საწყალობელ და ცარიელ იქმნების მოქმედი იგი ყოვლისა მისგან შრომისა. გინა თუ მარხვაჲ სთქუა, გინა თუ ლოცვაჲ, გინა თუ მოწყალებაჲ, გინა თუ ქალწულებაჲ, ანუ თუ სხუაჲ ყოველივე სახე სათნოებისაჲ, თჳნიერ სიმდაბლისა უჴმარ არს და ამაოდ წარწყმდების, ვითარცა-იგი ფარისეველსა მას შეემთხჳა: ვინაჲთგან დედაჲ იგი ყოველთა სათნოებათაჲ არა აქუნდა, ყოვლისაგანვე ცარიელი განვიდა. რამეთუ ვითარცა ანპარტავანებაჲ ყოვლისა ბოროტისა დასაბამი არს და ძირი, ეგრეთვე სიმდაბლე დედაჲ არს ყოვლისა სათნოებისა და წყაროჲ ყოვლისა სიბრძნისაჲ.

ამისთჳსცა ჰნებავს უფალსა ძირითურთ აღმოფხურაჲ ანპარტავანებისაჲ, რომელი-იგი დაჰნერგა ეშმაკმან კაცთა შორის, და დანერგვაჲ სიმდაბლისაჲ, რომელსაცა დაწყებად და დასაბამად ნეტარებათა ჰყოფს და გჳბრძანებს ბაძვად თავადისა მის, რომელი ნეფსით დაგლახაკნა ჩუენთჳს, რომელი-იგი მხოლოჲ არს ჭეშმარიტად ნეტარი, ხოლო ჩუენდა ნეტარებისა ზიარებაჲ ბაძვითა მისითა იქმნების. ვითარ უკუე უძლოთ ჩუენ უბადრუკ-თა ამათ და მოკუდავთა ბაძვად მისა? გარნა ამით სახითა - გლახაკობითა სულისაჲთა, რომელ არს ნეფსითი და ჭეშმარიტი სიმდაბლე, რომლისათჳს თქუა უფალმან: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. რამეთუ ესევითარისა მის სიმდაბლისა სახედ მოციქული დაგლახაკებასა მას მეუფისასა გჳჩუენებს და იტყჳს, ვითარმედ: იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ ჩუენთჳს დამდაბლდა მდიდარი იგი, რაჲთა ჩუენ მისითა მით სიგლახაკითა განვმდიდრდეთ; და კუალად გუაწუევს ჩუენ მოციქული ბაძვად სიმდაბლესა მისსა და იტყჳს: „ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუს მიერ. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა თავი თჳსი სწორებად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმცირა და ხატი მონებისაჲ შთაიცუა“.1

რაჲმცა იყო უმეტეს ამის სიგლახაკისა, რომელ ღმერთმან კაცებაჲ შეიმოსა? რაჲ უმდაბლეს არს ამისა, რომელ მეუფე ყოველთაჲ ზიარებად ბუნებისა ჩუენისა გარდამოჴდა? მეუფემან მეუფეთამან და უფალმან მან უფლებათამან გლახაკი ესე ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, დამბადებელი ყოველ-თაჲ მოხარკეთა თანა მიწისაგანისა მის მეფისათა აღიწერებოდა, რომელსა ყოველნი დაბადებულნი წამის-ყოფით უპყრიან, ქუაბსა შინა იშვა და ბაგასა პირუტყუთასა მიიწვინა, რამეთუ არა იყო ადგილი სავანესა მას.

1 ფილიპ. 2,5-7.

მდიდარი იგი წყალობითა, რომლისა წინაშე ბევრისბევრეულნი ანგელოზ-თა მჴედრობანი შიშით ზარგანჴდილნი დგანან, ყოველსავე სიგლახაკესა ჩუენსა შევიდა, ვიდრეღა სიკუდილისაცა გემოჲ იხილა. ჰხედავა ნეფსითისა მის სიგლახაკისა საზომსა? ცხოელმყოფელი ყოველთაჲ და ყოველთა ცხორებისა უფალი განჩინებასა მას მოკუდავისა მთავრისასა დაემორჩილა, მეუფე უზეშთაესთა მათ ძალთაჲ და ზესკნელთა და ქუესკნელთა უფალი ჴელთა მტარვალთასა მიეცა და ჯუარსა დამოეკიდა, რომელმან „დაჰკიდა ქუეყანაჲ წყალთა ზედა და ცანი, ვითარცა კამარანი, გარდაართხნა“,1 სიკუდილი დაითმინა, რომლისა ჴელთა არს ყოველი სული, საფლავსა დაიდვა შემმუსრველი ჯოჯოხეთისაჲ. ამისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის“, ესე იგი არს, ვითარმედ: ესევითარი ესე საზომი სიმდაბლისაჲ გაქუნდინ სახედ, რომელიცა საქმით აღასრულა უფალმან და სიტყჳთცა გჳბრძანა და დასაბამ ყოვლისავე მოძ-ღურებისა ყო იგი, რაჲთა პირველითგანვე დაჰნერგოს გულსა შინა მოწაფეთასა, რაჲთა ოდეს იწყონ სასწაულთა მათ დიდებულთა და ნიშთა მათ საკჳრველთა აღსრულებად და სახელისათჳს უფლისა ბევრეული ტანჯვაჲ შეემთხუეოდის, არა აღზუავნენ ყოვლადვე, არამედ აქუნდენ თავნი თჳსნი მდაბალ და გლახაკ სულითა. ხოლო არა სახითა სწავლისაჲთა შემოიღო სიტყუაჲ იგი, არამედ სახითა ნეტარებისაჲთა, რაჲთა უფროჲსად საწადელ იყოს; არცა ერთისა ანუ ორისა პირისა მიმართ ყო სიტყუაჲ თჳსი, არამედ ყოველთა ჰნატრის მოქმედთა ამის სათნოებისათა.

აწ უკუე გინა მონაჲ იყო შენ, გინა თუ გლახაკი და დავრდომილი, გინა თუ უცხოჲ და შეურაცხი, გინა თუ უმეცარი და უსწავლელი, არარაჲ იყოს დამაყენებელ შენდა ნეტარებისაგან, უკუეთუ ესე ხოლო სათნოებაჲ წარჰმართო, რამეთუ მშობელი არს ყოველთა კეთილთაჲ. ესე არიან გლახაკნი სულითა - ჭეშმარიტნი იგი მდაბალნი.

ხოლო მეორესა მასცა სახესა გლახაკობისასა ნუ შეურაცხ-ჰყოფ, ძმაო, რომელი-იგი მომატყუებელ გექმნების ზეცისა სიმდიდრესა, რომლისათჳს იტყჳს უფალი: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ, შემომიდეგ მე; და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა“;2 რამეთუ ვჰგონებ, თუ ესევითარიცა ესე სიგლახაკე არა განყოფილ არს მისგან, რომლისათჳს თქუა უფალმან: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. ვითარცა-იგი ჰრქუა რაჲ უფალსა მოწაფემან მან, ვი-თარმედ: „ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“3 უწყით, ვითარ აღუთქუა მან ასი წილი და სასუფეველი ცათაჲ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად.

ესრეთ კეთილი რაჲ და ჯეროვანი ყო დასაბამი მოძღურებისაჲ და პირველი იგი თავი ნეტარებათაჲ მიუთხრა, მეყსეულად შემდგომი ამისი მეო-

1 შდრ. ფსალმ. 135,6; 103,2. 2 მათ. 19,21. 3 მათ. 19,27.

რე აჴსენა და შემოიღო მცნებაჲ, წინააღმდგომი გონებისა სოფლისმოყუარეთაჲსა. რამეთუ ყოველნივე კაცნი სოფლისანი საშურველ და სანატრელ ჰგონებდეს სიხარულსა და განცხრომასა შინა მყოფთა, ხოლო მწუხარებასა და გლოასა და სიგლახაკესა შინა მყოფნი საწყალობელად შეერაცხნეს. არამედ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ესენი უფროჲსად ღირს-ყვნა ნეტარებასა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“ (5,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მცნებანი ესე წინააღმდგომ იყვნეს ნებასა და ჩუეულებასა კაცთასა, ამისთჳს, ეგულებოდა რაჲ უფალსა მოცემაჲ მა-თი, მრავალნი სასწაულნი და კურნებანი აჩუენნა, რაჲთა სარწმუნო იყოს რჩულის-დებაჲ იგი. ხოლო რომელთა მგლოარეთათჳს იტყჳს? გარნა რომელნი-იგი ცოდვათა თჳსთათჳს იგლოვდენ, რამეთუ მეორე იგი გლოაჲ, რომელი იქმნებოდის სოფლიოჲსა რაჲსმე და წარმავალისა საქმისათჳს, ფრიად დაყენებულ არს და არა ბრძანებულ, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს, ხოლო საღმრთოჲ იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს“.1 ამათ ესევითართა მგლოარეთა ჰნატრის უფალი, რამეთუ კეთილ არს ესეცა მცნებაჲ და ყოვლისავე სიბრძნისა მასწავლელ, რამეთუ უკუეთუ რომელნი იგლოვდიან სიკუდილისათჳს შვილისა საყუარელისა, ანუ ძმისა, ანუ სხჳსა ვისმე საყუარელისა თჳსისა, ჟამსა მას გლოჲსასა არცა გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ ჰმძლავრობს, არცა სიყუარული საფასეთაჲ, არცა დიდებისათჳს სოფლისაჲთა სწადის, არცა შურითა მოყუსისაჲთა შეიწუებიან, არცა სხუათა მათ ვნებათაგან წარიტყუენვიან ჟამსა მას ჭირისა და სალმობისა მათისასა, რავდენ უფროჲსად, რომელნი იგლოვდენ ცოდვათა თჳსთა, ვითარ-იგი ჯერ-არს და ვითარცა შეჰგავს გლოაჲ, ყოვლისაგანვე ვნებათა მძლავრებისა და ტყუეობისა განერნენ.

ხოლო იხილე, სასყიდელიცა მათი ვითარი არს: იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენო. სადა ნუგეშინისცემულ იქმნენ, გუაუწყე, უფალო! - აქაცა და მასცა საუკუნესაო, რამეთუ ვინაჲთგან მძიმე იყო მცნებაჲ ესე და საჭირო, რამეთუ საწადელ არს კაცთა შუებაჲ და სიხარული, ხოლო საჭირო არს გლოაჲ და საწყინო, ამისთჳს ესევითარი იგი სასყიდელი აღუთქუა მგლოვარეთა, რაჲთა აღუსუბუქოს სიმძიმე იგი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რომელსაცა სურის სამარადისოჲსა მის ნუგეშინის-ცემისა პოვნად, იგლოვდინ და ნუ უცხო გიჩნს სიტყუაჲ ესე. რამეთუ ოდეს ღმერთი იყოს ნუგეშინისმცემელი, დაღაცათუ ბევრეულნი მწუხარებათა სიმრავლენი მოიწინენ, უზეშთაეს მათ ყოველთასა იქმნე შენ; რამეთუ მარადის ღმრთისა მიერ მო-

1 2 კორ. 7,10.

ცემულნი მოსაგებელნი ფრიად უმეტეს და უზეშთაეს შრომათა ჩუენთასა არიან, ვითარცა-ესე აწ სანატრელად გამოაჩინებს მგლოარეთა და ნუგე-შინის-ცემასა მას სამარადისოსა ღირს-ჰყოფს არა თუ წესითა მით ბუნებითითა, არამედ უზეშთაეს ბუნებისა, რომელ-იგი არა ღირსებისაებრ საქმისა მის იქმნების, არამედ მისისა მის კაცთმოყუარებისათჳს, რამეთუ კმა იყო მათთჳს, რომელნი ცოდვათა თჳსთა იგლოვენ, შენდობისა პოვნაჲ და სატანჯველთაგან განრომაჲ. ხოლო გარდამატებულისა მის სახიერებისა მისისათჳს არა სატანჯველთაგან ხოლო იჴსნის, არცა შენდობასა ხოლო ცოდვათასა ჰყოფს მისაგებელად, არამედ ნეტარებასა მას საწადელსა მიანიჭებს და ნუგეშინის-ცემასა მას მისმიერსა დაუმკჳდრებს.

ხოლო უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ: ვითარ იგლოვდეს, რომელსა არა უძღოდის ცოდვათა სიმრავლე, ვითარცა იყო იოვანე ნათლისმცემელი, იოვანე მახარებელი და სხუანი მსგავსნი მათნი? ნუუკუე რომელსა არა აქუნდენ ცოდვანი მიზეზად გლოისა, გარეგან საღმრთოჲსა მის ნუგეშინის-ცემისა დაშთესა? არამედ ესე სიტყუაჲ უმეცართაჲ არს, რამეთუ ჩუენ, რომელნი-ესე ცოდვათა შინა განფრდილ ვართ, არა უწყით ყოლადვე გულისსიტყუაჲ იგი, რომლისაგან წმიდანი საწუთროსა ამას შინა სამარადისოდ იგლოვენ. არამედ მსგავს ვართ კაცსა, რომელი ბნელსა შინა შობილ არნ და აღზრდილ და არცა იცინ ყოვლადვე შუენიერებაჲ საწადელისა მის ნათლისაჲ, არცა ელმინ მისთჳს, უგულისჴმოებისა მისთჳს, რომელი აქუნ უხილავისა მის და უცნაურისა კეთილისათჳს. ხოლო წმიდანი მსგავს არიან კაცსა, შობილსა და აღზრდილსა ნათელსა შინა და მერმე შეწყუდეულსა ბნელსა შინა უკუნსა, რომელსა სურინ ნათლისათჳს და დაკლებისა მისისათჳს დაუცხრომელად იგლოვნ, ვიდრემდის გამოვიდის კუალად ნათლად.

რომელი-მე არს ნათელი იგი, რომლისა გამოჴუებითა წმიდანი იგლოვენ, ხოლო ჩუენ უმეცარ ვართ და ულმობელ? პირველი იგი ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ იგი სანატრელი, რომელსა შინა იყო ბუნებაჲ ჩუენი, რომლისა ბრწყინვალებასა და შუენიერებასა მოგონებადცა ვერ შემძლებელ ვართ, რამეთუ მსგავსებაჲ იყო ღმრთისაჲ, უხრწნელებაჲ იყო და უკუდავებაჲ და ნეტარებაჲ, აზნაურებაჲ ყოვლისავე ვნებათა მონებისაგან, უჭირველი და უზრუნველი ცხორებაჲ, საღმრთოსა მას საშუებელსა შინა ყოფაჲ და გონიერად ხილვაჲ დიდებულისა მის ნათლისაჲ. ვითარმცა ვინ უძლო სიტყჳთა თჳსითა ნეტარებისა მის ღირსებით გამოჩინებად და უბადრუკებისა ამის, რომელსა შინა შთავარდა ბუნებაჲ ჩუენი? ვითარ დავმდაბლდით სიმაღლისა მისგან მსგავსებისა ღმრთისა და უკუდავებისა წილ მოკუდავ ვიქმნენით, უფლებისა წილ და მთავრობისა მონად ვნებათა გამოვჩნდით, საშუებლისა მის წილ სამოთხისა ქუეყანაჲ ესე შრომისა და სალმობისაჲ დავიმკჳდრეთ?! აწ უკუე წმიდანი მეცნიერ არიან დიდებულსა მას და სანატრელსა ცხორებასა, რომლისაგან გამოეჴუა და ექსორია იქმნა ბუნებაჲ ჩუენი, და მარადის იგლოენ, რამეთუ სურის საწადელისა მისთჳს მოქალაქობისა და ეწყინების უბადრუკი ესე ამის საწუთროჲსა დაუდგრომელობაჲ და ზე-ქუე კუეთებაჲ.

იხილე, ვითარ იგლოვს დავით და იტყჳს: „ვაჲ მე, რამეთუ განმიგრძა მე მწირობაჲ ჩემი, დავემკჳდრე მე მყოფთა თანა კედარისათა“,1 რომელ არს ბნელი, რამეთუ კედარი ბნელად გამოითარგმანების. ეხილვა გემოჲ ნათლისაჲ მის, რომლისაგან გამოვეჴუენით, ამისთჳს ამას საწუთროსა მწირობად სახელ-სდვა და სამკჳდრებელად ბნელისა და იგლოვდა განგრძობისა მისისათჳს. ისმინეთ კუალად პავლესიცა, რამეთუ იტყჳს: „ვკუნესითო და ვიგლოვთ, რამეთუ საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის, რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არა შიშუელ ვიპოვნეთ, და რომელნი-ესეღა ვართ საყოფელსა ამას, ვკუნესით და გჳმძიმს, ვიდრემდის დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან“.2

ჰხედავა, ვითარ სამარადისოსა გლოასა შინა იყვნეს წმიდანი ჴსენები-თა მიუთხრობელისა მის კეთილისაჲთა, რომლისაგან გამოვვარდით? ამის-თჳსცა ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა ქრისტესმიერსა მიემთხჳნეს. ხოლო ჩუენ, უგულისხმოთა ამათ და ზრქელთა გონებითა, რომელნი-ესე მსგავს ვართ ბნელსა შინა შობილისა მის და არა უწყით ჯეროვნად არცა ნეტარებაჲ იგი, რომელსა დავაკლდით, არცა უბადრუკებაჲ ესე, რომელსა შთავცჳვენით, გუაქუს კუალად მიზეზი გლოჲსაჲ - სიმრავლე ესე ცოდვათა ჩუენთაჲ და აურაცხელთა ამათ ვნებათაჲ, რომელნი გუმძლავრობენ და, ვითარცა მონათა და ტყუეთა, ესრეთ მორჩილებად თჳსა მიგჳზიდვენ.

ვიგლოვდეთ უკუე და ვტიროდით, რაჲთა მოგუხედნეს მეუფემან წყალობით და მოგუანიჭოს მოტევებაჲ ცოდვათაჲ და გამოჴსნაჲ მწარისა მისგან მონებისა ვნებათაჲსა და ღირს-გუყვნეს ნეტარებასა მას და ნუგეშინის-ცემასა საუკუნესა, რამეთუ „ჰნებავს მას ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“3 კაცთმოყუარებისა მისისათჳს. ხოლო გლოაჲ ბრძანებულ არს ჩუენდა არა თჳსთა ოდენ ცოდვა-თათჳს, არამედ მოყუსისათაცა, ვითარცა იქმოდეს წმიდანი იგი, ვითარცა იქმოდა მოსე და დავით და პავლე და სხუანი მრავალნი, რომელთა ვჰპოებთ, ვითარმედ დიდად იგლოვდეს და ტიროდეს ცოდვათათჳს მოყუსისა-თა. და ყოვლით კერძო კეთილ არს მცნებაჲ ესე გლოჲსაჲ და ფრიად სარგებელ, რამეთუ ვინაჲთგან ჭირი ამის საწუთროჲსაჲ საუკუნოჲსა განსუენებისა მომატყუებელ იქმნების, ხოლო შუებაჲ და განცხრომაჲ სატანჯველ-თა მიზეზ გუექმნების, ჯერ-არს გლოაჲ, რამეთუ უაღრესი არს ყოველთა მოღუაწებათა. იხილე, რასა იტყჳს სახარებაჲ ლაზარესთჳს, ვითარ ღირს იქმნა იგი ნუგეშინის-ცემასა მას, რამეთუ შეიწრებული ჭირთაგან ამის საწუთროჲსათა გლოასა შინა იყო უჭირველისა მის ცხორებისა სურვილითა.

1 ფსალმ. 119,5. 2 შდრ. 2 კორ. 5,2-4. 3 1 ტიმ. 2,4.

ამისთჳსცა ჰრქუა აბრაჰამ მდიდარსა მას: „მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად - ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“.1

ვიგლოვდეთ უკუე, ძმანო, და ვტიროდით საწუთროსა ამას, რაჲთა ჩუენცა მივემთხჳნეთ ნეტარებასა მას საუკუნოჲსა ნუგეშინის-ცემისასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა კიბე კეთილად შემზადებული წინაგჳყვნა ჩუენ ხუროთმოძღუარმან მან სულთა ჩუენთამან წმიდანი ესე და განმანათლებელნი მცნებანი აღმყვანებელად ჩუენდა ნეტარებასა მას ზეცისასა, რამე-თუ ესერა მესამეცა გჳბრძანა მცნებაჲ კეთილი და ფრიად შუენიერი, რომელ არს სიმშჳდე, ნაშობი პირველთქუმულისა მის მცნებისა სიმდაბლისაჲ, რამეთუ მისგან აქუს ამას დაწყებაჲ და მისგან იშვების და მას სრულჰყოფს. დიდ არს სიკეთე ამისი და სარგებელი და მსწრაფლ მიაწევს კაცსა საზომსა დიდსა და ღირს-ჰყოფს ნიჭთა მათ და მადლთა ღმრთისამიერთა. სიმშჳდე კლდე არს აღმაღლებული ღელვათაგან გულისწყრომისა და უკეთურებისათა, რომელსა ზედა აღეშენოს თუ გოდოლი იგი სულისაჲ, „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერსადა ერეოდიან მას“.2 მსგავსებაჲ არს ესეცა ქრისტესი, ვითარცა-იგი სიმდაბლისათჳს ვიტყოდეთ, რამეთუ თავადმან ესრეთ ბრძანა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“.3 სიმშჳდე და სიწრფოებაჲ და უმანკოებაჲ ერთ არიან საქმითა, დაღაცათუ სახელი განყოფილი აქუს მცირედისა რაჲსამე შეცვალებისა მათისათჳს. სიმშჳდე შეუცვალებელობაჲ არს გონებისაჲ, რომელი პატივსა შინა და შეურაცხებასა შეუცვალებელად ეგის. ამისთჳსცა ნეტარებისა ღირს-ყო ესევითარი გონებაჲ უფალმან და თქუა: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“.

თქუეს უპირატეს ჩუენსა სხუათა, ვითარმედ: ქუეყანასა მას საუკუნესა იტყჳს სამკჳდრებელად მშჳდთა, სადა-იგი არა არს სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, რომლისათჳს თქუა წინაწარმეტყუელმან: „ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკჳდროს მე, წყალთა ზედა განსასუენებელთა მუნ გამომზარდოს მე“,4 სადა-იგი არს სამოთხე საშუებლისაჲ, რომლისაგან საწყალობელად გამოვისხენით და სოფელსა ამას ჭირისა და სალმობისასა მოვიწიენით. და კეთილ არს სიტყუაჲ ესე და შესაწყნარებელ, რამეთუ მეტყუელნიცა ამის თარგმანებისანი ჭეშმარიტებისა თანაშემწე არიან; გარნა მე, ვინაჲთგან არა მიპოვიეს წერილთა შინა საუკუნოჲ ქუეყანაჲ, რამეთუ მრავალთა მათ სახელთა შინა საუკუნოჲსა საშუებლისათა ქუეყანაჲ არა თქუმულ არს, ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ხილულისა ამისთჳს ქუეყანისა

1 ლუკ. 16,25. 2 მათ. 16,18. 3 მათ. 11,29. 4 ფსალმ. 22,2.

იტყჳს და ამის მიერ საუკუნოსაცა ცხორებასა მოასწავებს, ვითარცა თქუა სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ნუ ჰზრუნავთ, რაჲ სჭამოთ, ანუ რაჲ ჰსუათ, ანუ რაჲ შეიმოსოთ, არამედ ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“;1 და კუალად თქუა: „რომელმან დაუტეოს მამაჲ და დედაჲ, ცოლი და შვილნი, სახლი და აგარაკი ჩემთჳს, მან ასი წილი მიიღოს“ აწ ჟამსა ამას, და საუკუნესა მას მომავალსა - „ცხორებაჲ საუკუნოჲ“.2 რამეთუ ოდესმე საუკუნესა მას საშუებელსა ხოლო აღუთქუმიდა და სასუფეველსა ცათასა და ოდესმე ზრქელთათჳს გონებითა ორკერძოვე აღრიის სწავლაჲ თჳსი - ამის ჟამისაგანცა და მერმისა; ეგრეთვე აქა სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“, ხილული ესე აუწყა ქუეყანაჲ და ამის მიერ საუკუნოჲ იგი მოასწავა ცხოვრებაჲ, ვითარცა ძუელსაცა რჩულსა წერილ არს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა იქმნე დღეგრძელ“.3 რამეთუ ზრქელთათჳს და უმეცართა ითქუმიან წერილ-თა შინა ამისვე ჟამისა მისაგებელნი. და კუალად ავაზაკმან მან ჯუარსა ზედა ჰრქუა რაჲ: „მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენი-თა“,4 არა საუკუნოჲსა მისთჳს სასუფეველისა ჰრქუა რაჲ უფალმან, არამედ შემოკლებულისა მისთჳს ჟამისა და იჭუეულისა მისთჳს გონებისა მისისა მასვე ჟამსა აღუთქუა ნუგეშინის-ცემაჲ და ჰრქუა: „დღესვე ჩემ თანა იყო სამოთხესა“.5 ეგრეთვე მოციქულიცა პავლე მრავალგზის ამის ჟამისაცა განსუენებასა წინაუყოფს მაწუეველად სათნოებისა, ვითარცა-იგი იტყოდა რაჲ ქალწულებისათჳს, არა აჴსენა სასუფეველი ცათაჲ სასყიდელად, არამედ თქუა მოწევნულისა ამისთჳს ურვისა: „და მე გერიდებიო და მნებავს უზრუნველობაჲ თქუენი“.6 ეგრეთვე აქაცა უფალმან სულიერსა თანა და უხილავსა ხილულიცა აღრია უგულისჴმოთათჳს და ზრქელთა გულითა; რამეთუ ვინაჲთგან კაცნი ჰგონებდეს, თუ მშჳდნი და წრფელნი და უმანკონი ვერ წარჰმართებენ ცხორებასა ამის საწუთროჲსასა, არამედ შეურაცხ იქმნებიან ყოველთა მიერ და საწუნელ ყოველთა არიან, და მონაგები მათი წარსატაცებელ იქმნების, და ამით სახითა სიცხარე და მანქანებაჲ უაღრეს შეერაცხა, ვიდრეღა სიმშჳდე და სიწრფოებაჲ, ამისთჳს იტყჳს უფალი, ვითარმედ არა ესრეთ არს, არამედ უფროჲსად მშჳდნი და წრფელნი არა თუ საუკუნესა ხოლო ცხორებასა ღირს იქმნენ, არამედ ქუეყანასა ზედაცა უაღრეს და უმჯობეს იყვნენ ფიცხელთა და ცხართა და მანკიერთასა, ვი-თარცა-იგი წერილ არს, ვითარმედ: „იყო ესავ მეცნიერ და მჴნე და ძლიერ, ხოლო იაკობ იყო კაცი უმანკოჲ და მყოფი სახლსა შინა. და ისაკსცა უყუარდა ესავ“,7 არამედ ღმერთმან უმანკოებისა მისთჳს იაკობისა ყოველივე მას განუმარჯუა და ყოველსა ზედა მძლე ექმნა ძმასა თჳსსა, მჴნესა მას და მეცნიერსა. ეგრეთვე იოსებ მშჳდი იყო და წრფელი და უაღრეს იქმნა ძლი-

1 მათ. 6,31,33. 2 მათ. 19,29. 3 გამ. 20,12. 4 ლუკ. 23,42. 5 ლუკ. 23,43.

6 1 კორ. 7,28,32. 7 შდრ. დაბ. 25,27-28.

ერთა მათ და მჴნეთა და მრავალღონეთა ძმათა თჳსთა. იყო დავითცა კაცი მშჳდი და წრფელი გულითა, და ძმანი მისნი უშუენიერესნი და უკეთესნი, არამედ არა სთნდეს უფალსა, ხოლო დავით სთნდა და მეფობაჲ წინაწარმეტყუელებითურთ მიანიჭა.

აჰა ესერა ჰხედავთ, ვითარმედ ზემოჴსენებულთა ამათ მშჳდთა, იაკობ და იოსებ და დავით, დაიმკჳდრეს ქუეყანაჲცა და ღირს იქმნეს ზეცისა სასუფეველსაცა; და ძუელსაცა შინა წერილსა იპოების ესევითარი ქებაჲ სიმშჳდისაჲ. ამისთჳსცა უფალმან მისვე წესისაებრ თქუა: „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“. არა თუ სასყიდელად მშჳდთა ქუეყანაჲ ესე ხოლო ხილული დადვა, არამედ ამის თანა მერმესა მასცა დაუსრულებელსა ცხორებასა მიანიჭებს, რამეთუ ნიჭნი მისნი მოუგონებელ და მიუთხრობელ არიან, და მოშიშთა მისთა აქაცა სანატრელ და უცთომელ ჰყოფს და საუკუნესა მას მკჳდრად კეთილთა მათ მიუთხრობელთა გამოაჩინებს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ“ (5,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ჴორციელსა მას ნებასა შინა არა ყოველთა კაც-თა ერთისა ჭამადისა მიმართ აქუს გულისთქუმაჲ, არამედ კაცად-კაცადსა ნებისაებრ თჳსისა სწადის, რომელსამე ტკბილი და რომელსამე პოხილი, რომელიმე ხილისმოყუარე არს და რომელიმე ღჳნისა, და ესრეთ თითოეულსა სხჳსა და სხჳსა აქუს წადიერებაჲ, ეგრეთვე სულიერთა საქმეთა შინა არს: არა ყოველთა გულისთქუმაჲ ერთსა ზედა არს, არამედ რომელთამე სურის დიდებისათჳს სოფლიოჲსა, ანუ სიმდიდრისა, ანუ სანოაგეთა სიმრავლისა, ანუ ვნებათა მიერ ჴორციელთა ძლეულ არნ; და სხუანი არიან, რომელთა სურვილი და გულისთქუმაჲ და წადიერებაჲ კეთილისა მიმართ არს, რომელ არს სათნოებაჲ, რომელსაცა ესერა სიმართლედ სახელ-სდვა უფალმან, რამეთუ სიმართლედ თქუა შემოკრებული იგი ყოველთა კეთილ-თაგან სათნოებაჲ და აღსრულებაჲ ყოველთავე მცნებათა ღმრთისათა, რომლისათჳსცა იტყჳს: „ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის“, და არა სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ სიმართლისათჳს, რაჲთა მისა მიმართ სურვიელ იყვნენ, მისა წადიერ და წყურიელ იყვნენ, რამეთუ იგინი გან-ძღენ.

სიმტკიცესა მას და განუქარვებლობასა სათნოებისა მის ღმრთისმსახურთაჲსა განძღომად სახელ-სდვა, რამეთუ ჴორციელთა ამათ საქმეთა აღსრულებაჲ ცუდ და ამაო არს, და ჭურსა შინა განჴურეტილსა შთაასხამს, რომელი ნებასა ჴორციელთა გულისთქუმათასა აღასრულებს. რამეთუ რომელი ვინ დღესა ჭამა და სუა ანუ სხუაჲ რაჲმე ნებაჲ თჳსი აღასრულა, ხვალე არარაჲ აქუს მისგან, არამედ წარჴდა და ამაო იქმნა, ხოლო მოქმედ-თა სიმართლისათა და მუშაკთა ღმრთისმსახურებისათა ყოველი საქმე და შრომაჲ მტკიცე არს და შეურყეველ, და ყოველი სარგებელ მათდა და აღმაორძინებელ ჰასაკისა მის სულიერისა იქმნების.

ნეტარ არიან უკუე, რომელთა შიოდის და სწყუროდის ქალწულებისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ შუენიერებითა მით სიწმიდისაჲთა; ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის მოწყალებისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ სასყიდლითა მით სახიერებისაჲთა, ოდეს ესმას: „მოედით, კურ-თხეულნო მამისა ჩემისანო“;1 ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიყუარულისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ სიტკბოებითა მით განუძღომელითა. ეგრეთვე ყოვლისა სათნოებისა და ყოვლისა სიმართლისათჳს მშიერნი და სურვიელნი ნეტარ არიან, რამეთუ განძღენ ნაყოფთა მათგან სიმართლისათა არა ვითარცა ჴორციელთა ჭამადთაგან, რომელ-თაგან აღმოივსის რაჲ მუცელი, მოსძაგდიან იგინი, და დაცარიელდის რაჲ, კუალად შიინ, რამეთუ ცარიელ არნ. ხოლო სულიერი იგი სიმაძღრე არცა ოდეს დაცარიელდების და განილევის, არამედ მტკიცე არს და განუქარვებელ, არცა წადიერებისა მის სიტკბოებისა მისისა ჰყოფს სიძაგულსა, არამედ მარადის საწადელ არს ღმრთისმოყუარეთა მიერ და გულისსათქუმელ და სასურველ.

ესრეთ უკუე შემოკრებულსა მას ყოველთა კეთილთაგან სათნოებასა სიმართლედ სახელ-სდვა, და კუალად ერთსა მასცა სათნოებასა, წინააღმდგომსა ანგაჰრებისასა, სიმართლედ ეწოდების, რომლისათჳსცა, ეგულებოდა რაჲ მოწყალებისათჳს თქუმად, პირველად შემოიღო სახელი იგი სიმართლისაჲ, რაჲთა გუასწაოს, თუ ვითარ ჯერ-არს ქმნაჲ მოწყალებისაჲ: არა ნატაცებისაგან, არცა მონახუეჭისა და ანგაჰრებისა, არამედ სიმართლისაგან. ამისთჳს ჰნატრის მათ, რომელნი ესოდენ მოყუარე არიან სიმართლისა, ვითარცა მშიერსა და წყურიელსა სწადინ ჭამადისათჳს და სასუმელისა.

ხოლო ვითარცა ზემო ვთქუ, ვითარმედ მრავალგზის სულიერსაცა სასყიდელსა მოასწავებენ სიტყუანი უფლისანი და ჴორციელსაცა, ეგრეთვე სიტყჳთა ამით, ვითარმედ: „იგინი განძღენ“, პირველთქუმულიცა ესე ძალი სიტყჳსაჲ მოასწავა და ხილულსაცა მისაგებელსა გამოაჩინებს. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი ჰგონებენ, თუ ანგაჰრებისა მიერ იქმნების სიმდიდრე და უნაკლულოდ ყოფაჲ, ეტყჳს უფალი, ვითარმედ უფროჲსად სიმართლისა მიერ იქმნების ესე. ნუმცა ვის უკუე მოქმედსა სიმართლისასა ეშინის სიგლახაკისაგან გინა სიყმილისა, რამეთუ მეძიებელსა სიმართლისასა მიეცეს ყოველივე კეთილი უცთომელად და უშიშად.

ამისთჳს შევიტკბოთ სიმართლე ყოვლით კერძო: ზოგადიცა იგი, ყოველთა სათნოებათა ერთობაჲ, და განყოფილიცა ესე სიმართლე, რომელ არს არასადა მიხუეჭაჲ ანუ ვნებაჲ მოყუსისაჲ, არამედ უფროჲსღა თჳსი-

1 შდრ. მათ. 25,34.

საცა მიცემაჲ ქველისსაქმედ. ვიყვნეთ მშიერ და წყურიელ ჭეშმარიტისა მისთჳს სიმართლისა, უზეშთაესისა და უსაწადელესისა ყოველთავე კე-თილთა, რომელ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელი გუექმნა ჩუენ სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე და სიწმიდე და გამოჴსნაჲ, ნეტარი იგი და მხოლოჲ ძლიერი მეუფე მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ, მხოლოჲ იგი, რომელსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა თანა მამით და სულით წმიდითურთ. „რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორი, ვითარცა ერთად, და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა“,1 რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ ერთითა სულითა მამისა მიმართ, და იგი მექმნა ჩუენ პურად ზეცით მოსრულად და წყალ ცხოელ, რომლისა სწყუროდა ნეტარსა დავითს და იტყოდა: „ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოელო! ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?“2 რამეთუ მან ნეტარმან პირველვე ისწავლა, ვითარ ვჰგონებ, მადლითა სულისა წმიდისაჲთა აღთქუმული ესე მცნებაჲ უფლისაჲ და განუძღომელი იგი განძღომაჲ ესევითართა მათ კეთილთაჲ. ამისთჳს ღაღატყო: „ხოლო მე სიმართლით ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებითა დიდებისა შენისაჲთა“.3

ესე არს ჭეშმარიტი სიმართლე და ჭეშმარიტი სათნოებაჲ და ჭეშმარიტი კეთილი სიტყუაჲ და ძალი ღმრთისაჲ, რომელმან „დაფარნა ცანი შუენიერებითა მისითა“,4 ვითარცა იტყჳს ამბაკუმ; და სამართლად ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის ესევითარისა მის საწადელისა სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ განუძღომელითა მით კეთილითა, რაჟამს აღესრულოს მათ ზედა უტყუელი იგი აღთქუმაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: „რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა სულით წმიდითურთ და სავანე მის თანა ვყოთ“.5

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“ (5,7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აღმაღლდა კიბე ესე საღმრთოჲ ამათ ნეტარებათაჲ და მიგუაახლებს ჩუენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, ნეტარსა და უზეშთაესსა ყოვლისავე ნეტარებისა, რამეთუ ესერა მოწყალებაჲცა შემოიღო შორის და ჰნატრის მოქმედთა მისთა, რომელ-ესეცა მსგავსებად ღმრთისა აღგუამაღლებს, რამეთუ მოწყალე ეწოდების ღმერთსა და სახიერ და მწყალობელ, ვითარცა წერილ არს: „მოწყალე არს უფალი და მართალ, და ღმერთი ჩუენი მწყალობელ“.6 აწ უკუე ვინაჲთგან შემსგავსებული სახელი არს

1 ეფეს. 2,14. 2 ფსალმ. 41,2-3. 3 ფსალმ. 16,15. 4 ამბ. 3,3. 5 შდრ. იოან. 14,23. 6 ფსალმ. 114,5.

ღმრთისაჲ მოწყალებაჲ და ჩუენ ესერა მოწყალებად გჳწესს უფალი, რაჲ სთქუა სხუაჲ წოდებაჲ ესე, გარნა მსგავსებად ღმრთისა წოდებაჲ, ვითარცა სხუასა ადგილსა განჩინებულად თქუა: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ მოწყალე არს“.1

ეჰა საკჳრველი გამოუთქუმელი! ეჰა საიდუმლოჲ მოუგონებელი! სადაღა აღამაღლა ქუესკნელთა ქუეყანისათა შთასრული ესე ბუნებაჲ ჩუენი! მსგავსებად და შვილებად ღმრთისა მიმიწოდნა. დიდებაჲ აურაცხელსა მას სახიერებასა და კაცთმოყუარებასა მისსა! ამისთჳს, ჵ ღმრთისმოყუარენო, ვისმინოთ ბრძანებაჲ მისი და ნეტარებაჲ ესე მოწყალებისაჲ შევიტკბოთ, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ წყალობაჲ და მობაძავ მოწყალისა მის ვიქმნეთ.

ხოლო აქა არა მათ ოდენ უწესს მოწყალედ და ჰნატრის, რომელნი საფასეთა მიერ იქმან ქველისსაქმესა, არამედ მათცა, რომელნი სიტყუათა მიერ ჰყოფენ წყალობასა, რამეთუ მრავალსახე არს წესი მოწყალებისაჲ და ვრცელ არს მცნებაჲ. ესე არს მოწყალებაჲ: მიცემაჲ საფასისაჲ გლახაკთა, შემოსაჲ შიშუელთაჲ, გამოზრდაჲ მშიერთაჲ, შეწყნარებაჲ უცხო-თაჲ, მიტევებაჲ თანამდებთაჲ და სხუაჲ ყოველივე საქმით ჴელის-აღპყრობაჲ ჭირვეულთაჲ; არს კუალად მოწყალებაჲ სიტყჳთაცა სახიერებისაჲთა: ნუგეშინის-ცემაჲ შეურვებულთაჲ, უკუეთუ საქმით ჴელის-აღპყრობაჲ ვერ ძალ-ედვას, და ესეცა არა განყოფილ არს ნეტარებისაგან, რომელი აღუთქუა უფალმან მოწყალეთა. რამეთუ არა საფასეთა და საჴმართა მიცემასა შინა შეაწყუდია უფალმან მოწყალებაჲ, უკუეთუ არა, ვერმცა ყოველთა მიერ შესაძლებელ იყო აღსრულებაჲ მისი, არამედ მდიდართა მიერ ხოლო და ქონიერთა. გარნა ნებასა შინა სულისასა იხილვების, და მას განიცდის მხედველი იგი დაფარულთაჲ და განმკითხველი გულთა და თირკუმელთაჲ; რამეთუ რომელსა აქუნდეს სული მოწყალე და წადიერ იყოს ყოფად წყალობისა, და უძლურებისაგან ანუ სიგლახაკისა დაყენებულ იქმნას ქველისსაქმედ, არარაჲთა დააკლდეს ნეტარებასა მათსა, რომელთა საქმით აჩუენეს მოწყალებაჲ, და ესოდენ მიიღოს სასყიდელი წყალობისაჲ, რაოდენცა საზომი იგი წყალობისაჲ სულსა შინა მისსა იყოს.

არს კუალად მოწყალებაჲ სიტყუათა მიერცა სწავლისათა, რომლითა გამოიზრდებიან სულნი მომყმარნი არა სიყმილითა პურისაჲთა, არამედ სიყმილითა სიტყუათა საღმრთოთაჲთა. რამეთუ უკუეთუ რომელმან ყოს წყალობაჲ ჴორციელად ჭირვეულთა მიმართ, სანატრელ არს, არა უფროჲსად სანატრელ იყოსა, რომელმან ყოს წყალობაჲ სულსა ზედა წარწყმედულსა და გამოიჴსნას ვნებისაგან და ცოდვისა? რაოდენ სული უაღრეს არს ჴორცთა, ესრეთ სულიერი მოწყალებაჲ უაღრეს არს ჴორციელსა, ვი-თარცა იტყჳს ღმერთი იერემიაჲს მიერ წინაწარმეტყუელისა: „უკუეთუ გამოიყვანო პატიოსანი არაღირსთაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო“.2 პატიოს-

1 ლუკ. 6,36. 2 იერ. 15,19.

ნად სახელ-სდვა სულსა, რამეთუ უპატიოსნეს არს ყოვლისავე, ხოლო უპატიოდ და არაღირსად უწესა ცოდვასა და თქუა: უკუეთუმცა იჴსნე სული ცოდვისაგან, „ვითარცა პირი ჩემი იყო“. ესე იგი არს, მსგავს ჩემდა იქმნე.

არს სხუაჲცა სახე მოწყალებისაჲ - შეწყალებაჲ თავთა თჳსთაჲ; რამეთუ უკუეთუ სხუათა წყალობაჲ თანაგუაც, რავდენ უფროჲსად თავთა თჳსთაჲ? ამისთჳს არა თქუა: ნეტარ არიან მოწყალენი გლახაკთანი ხოლო, არამედ განჩინებულად თქუა: „ნეტარ არიან მოწყალენი“, რაჲთა ესე ყოველნი მოწყალებისა სახენი გულისჴმა-გჳყვნეს. რაჲ არს უკუე შეწყალებაჲ თავთა თჳსთაჲ? რაჲთა ვითარცა ვიხილით რაჲ მოყუასი განსაცდელთა ფიცხელთა შთავრდომილი, შეგუეწყალის და გული გუელმინ, და უკუეთუ საყუარელ ჩუენდა არნ, ცრემლიცა ფრიადი დავსთხიით, ეგრეთვე გულისჴმა-ვყოთ და ვიხილოთ თავთა ჩუენთა განსაცდელი: პირველად - ყოვლისავე ბუნებისა ჩუენისაჲ, რაჲ-ესე შეგუემთხჳა, ვითარ გამოვისხენით მამულისა მისგან ჩუენისა, ვითარ ჴელსა ავაზაკთასა შთავვარდით, ვითარ სიმაღლისა მისგან დიდისა უფსკრულსა საჭიროჲსა ამის ცხოვრებისასა შთავცჳვენით, ვითარ აზნაურებისა მის წილ მონა ვიქმნენით მრავალ-თა და მძჳნვარეთა მძლავრთა, ვითარ უხრწნელისა მის და სანატრელისა ცხორებისა წილ ხრწნილებაჲ და სიკუდილი მოვიგეთ. ესე არს ყოვლისავე ბუნებისა ჩუენისა განსაცდელი. მერმე კუალად - კაცად-კაცადმან თავისა თჳსისაჲ უკუეთუ გულისჴმა-ყოს, ვითარ გარდავჰჴდებით დღითი-დღე მცნებათა უფლისათა, ვითარ მიდრეკილ არს გონებაჲ ჩუენი საწუთროჲსა მიმართ და ვნებათა, ვითარ ძალნი სულისა ჩუენისანი არა კეთილისა მიმართ არიან, არამედ ბოროტისა, გულისთქუმაჲ არა სასუფეველისათჳს გუაქუს და სიმართლისათჳს, არამედ ცოდვისათჳს და ბილწებისა, გულისწყრომაჲ არა ეშმაკთა მიმართ გუაქუს და ვნებათა, არამედ ძმათა მიმართ და მოყუასთა ჩუენთა, გულისსიტყუაჲ ჩუენი არა საღმრთოთა და კეთილ-თა ზრახვათა იწურთის, არამედ ამაოთა და მავნებელთა, და ესრეთ ყოვლით კერძო განფრდილ ვართ ცოდვათა შინა და მიდრეკილ მარცხენესა კერძო. ესრეთ საწყალობელ არს საქმე ჩუენი ზოგადიცა და კაცად-კაცადისაჲცა, რომელ უკუეთუ თითოეულად წარმოვიტყოდით, არა კმა-მეყოს დღე ესე უბადრუკებისა ჩუენისა თქუმად.

ნეტარ არს უკუე, რომელმან შეიწყალოს თავი თჳსი და მოაქციოს გზა-თაგან ცოდვისათა და ტიროდის მწარედ სულსა ზედა თჳსსა, ვითარცა ვინ ტირნ საყუარელსა ზედა თჳსსა მომკუდარსა, ანუ ტყუეობად მიცემულსა, ანუ მონებასა ბოროტისა მძლავრისასა შთავრდომილსა. უკუეთუ ესრეთ შეიწყალოს სული თჳსი და განბანოს ცრემლითა და სინანულითა გამოზარდოს და სათნოებით შემოსოს, არს იგი ჭეშმარიტად მოწყალე და ღირსი ნეტარებისა მის საღმრთოჲსა.

ესე ყოველნი სახენი მოწყალებისანი არიან: შეწყალებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ და ლმობიერებაჲ მას ზედა; შეწყალებაჲ თავისა თჳსისაჲ და მოქცევაჲ სინანულად და სათნო-ყოფად უფლისა; შეწყალებაჲ მოყუსისაჲ საქმით და სიტყჳთ და გონებით და კეთილის-ყოფაჲ მისი სულიერად და ჴორციელად. ამათ ყოველთათჳს იტყჳს უფალი: „ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“. ჩანს აწ სიტყუაჲ ესე, თუ სწორი მისაგებელი არს წყალობისა წილ პოვნაჲ წყალობისაჲ, გარნა ფრიად უაღრეს არს და უზეშთაეს ქველისსაქმისა მის მისაგებელი იგი. რამეთუ მოწყალენი იქმან წყალობასა, ვითარცა კაცნი, და ჰპოებენ წყალობასა ღმრთისაგან. ხოლო არა სწორ არს წყალობაჲ კაცობრივი და საღმრთოჲ, არამედ რავდენ განყოფილება არს შორის ბნელისა და ნათლისა ანუ შორის სახიერებისა და უკეთურებისა, ესოდენ უზეშთაეს არს და მოუგონებელად უაღრეს წყალობაჲ ღმრთისაჲ და მოწყალებაჲ კაცთაჲ. ნეტარ არიან უკუე ჭეშმარიტად მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ წყალობითა მით სანატრელითა, საწადელითა და მოუგონებელითა, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“.1

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (5,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს საიდუმლოჲ ესე ნიჭთა უფლისათაჲ და მიუთხრობელ, რამეთუ ესერა ხილვაჲ ღმრთისაჲ აღუთქუა წმიდათა გულითა, რომლისათჳს თქუა დიდმან იოვანე, ღმრთისმეტყუელებისა ნესტუმან, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“.2 დაამტკიცებს ნეტარი პავლეცა სიტყუასა ამას და იტყჳს: „რომელი იხილა არავინ კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების“.3 ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რომელ უფალმან თქუა: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, და ნეტართა მათ მოციქულთა თქუეს, ვითარმედ შეუძლებელ არს ხილვაჲ ღმრთისაჲ? გარნა ესე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ: არცა უფალი შეუძლებელსა რასმე იტყჳს და არაყოფადსა, არცა იგინი გარეგან ბრძანებისა მისისა რასმე ქადაგებენ. არამედ ბუნებაჲ იგი საღმრთოჲ არსებითა თჳსი-თა ყოვლისავე ბუნებისა უზეშთაეს არს, უხილავი და თუალთშეუდგამი ღმრთეებაჲ. ამისთჳსცა „გამოუკულეველად გზათა მისთა“4 იტყჳს მოციქული, რამეთუ არცა თუალითა შესაძლებელ არს ხილვაჲ, არცა გონები-თა მოგონებაჲ. არამედ უხილავი იგი და მოუგონებელი ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა სხჳთა სახითა იხილვების და გულისჴმა-იყოფების კაც-თმოყუარებისა მისისათჳს, რამეთუ შესაძლებელ არს აგებულებითა ამით დაბადებულთაჲთა მიუთხრობელისა მის სიბრძნისა მისისა ხილვაჲ, ვი-თარცა იტყჳს მოციქულივე, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ

1 1 კორ. 2,9. 2 იოან. 1,18. 3 1 ტიმ. 6,16. 4 შდრ. რომ. 11,33.

იგი ძალი მისი და საღმრთოჲ“,1 რამეთუ აგებულებისაგან სოფლისა და დაბადებისაგან კაცისა სიბრძნე და ჴელოვნებაჲ დამბადებელისაჲ იხილვების, და ესრეთ ბუნებით უხილავი იგი საქმეთაგან სიბრძნისა და ძლიერებისა და განგებულებისა მისისათა იხილვების და გულისჴმა-იყოფების. გარნა აწ წმიდათა გულითა არა ესევითარი ხოლო აღუთქუა ხილვაჲ ღმრთისაჲ გულისჴმის-ყოფითა დაბადებულთაჲთა, რამეთუ ესე შესაძლებელ არს სხუა-თა მიერცა სწავლულთა სოფლიოჲსა სიბრძნითა, უკუეთუ ენებოს ჭეშმარიტსა გულისჴმის-ყოფასა მოსლვაჲ, არამედ სხუასაცა უაღრესსა რასმე ხილვასა ნეტარებაჲ იგი მოასწავებს დამარხულსა წმიდათათჳს გულითა, რომელ-იგი ბუნებასა შინა კაცობრივსა შესაძლებელ არს დატევნად, რომელი მას საუკუნესა განმზადებულ არს წმიდათათჳს, რომელსა ვჰგონებ, თუ იგი არს უაღრესობაჲ ყოველთა მათ კეთილთა სასუფეველისათა, და უფროჲსღა ვთქუა, თუ იგი არს სასუფეველი ცათაჲ, ხილვაჲ ღმრთისაჲ, რავდენ-იგი შესაძლებელ არს, არა თუ რაჲ იგი არს, არამედ რაჲ-იგი იცის მან მხოლომან, ვითარმედ თავს-იდებს ბუნებაჲ ჩუენი ხილვად.

ხოლო მის ხილვისა ჴელმწიფებაჲ ჩუენდა მოუცემიეს, დაღაცათუ მონიჭებაჲ მისი არს, ვითარცა გამოაცხადებს სხუასა ადგილსა და იტყჳს: „სასუფეველი ცათაჲ შინაგან თქუენსა არს“,2 რაჲთა ვცნათ, ვითარმედ რომელმან წმიდა-ყოს გული თჳსი ყოვლისა ვნებისაგან და ყოვლისავე ნივთისაგან წინააღმდგომისა, შუენიერებასა შინა სულისა თჳსისასა იხილოს ხატი საღმრთოჲსა მის ბუნებისაჲ; ვითარმცა ესრეთ უბრძანებდა კაცთა ძალითა მცირეთა მათ სიტყუათაჲთა, ვითარმედ: ჵ კაცნო, რომელნიცა სურვიელ ხართ ხილვად ღმრთისა, გესმას რაჲ, ვითარმედ ამაღლდა დიდადშუენიერებაჲ მისი ზესკნელს ცათა და გამოუთქუმელ არს დიდებაჲ მისი და შუენიერებაჲ თუალთშეუდგამ და ბუნებაჲ მისი უხილავ, ნუ სასოწარკუეთილ იქმნებით ხილვად სასურველისა მის, რამეთუ რომელ-იგი შესაძლებელ არს კაცთა მიერ ხილვაჲ ღმრთისაჲ და რაოდენ ბუნებასა თქუენსა ეტევის, თქუენ შორის არს, რამეთუ ესრეთ დაიბადენით დამბადებელისა მიერ ხატად და მსგავსებად ღმრთისა. არამედ შემოვიდა ცოდვაჲ და შუენიერებაჲ იგი ბუნებისაჲ დაფარა. ხოლო აწ უკუეთუ იღუაწოთ კუალად ყოვლისა მის ნივთისა და ყოვლისა მის ნაგევისა განგდებად გულთაგან თქუენთა და განწმედად მისა ყოვლისაგანვე ბიწისა, კუალად გამოგიბრწყინდეს ღმრთივშუენიერი იგი ხატი და იხილოთ დიდებაჲ ღმრთისაჲ, ვითარცა სარკითა რაჲ იხილის კაცმან მზე, დაღაცათუ თუალთა შედგმად ვერ ჴელ-ეწიფებინ; ეგრეთვე თქუენ დაღაცათუ ვერ ძალ-გიც განცდად თუალთშეუდგამისა მის ბუნებისა ნათელსა, არამედ უკუეთუ პირველქმნული იგი შუენიერებაჲ თქუენი კუალად მოიგოთ მოღუაწებითა, მიემთხჳნეთ საწადელსა მას. რამეთუ სიწმიდე არს და სიმართლე და ჭეშმარიტებაჲ ღმერთი, სიყუარული არს და

1 რომ. 1,20. 2 შდრ. ლუკ. 17,21.

სახიერებაჲ და სიწრფოებაჲ, და ყოველივე კეთილი მის თანა არს და მის მიერ. უკუეთუ ესევითარნი ესე საქმენი მოიგნეთ თქუენ შორის, ღმერთი თქუენ შორის არს, და იხილოთ აწვე დიდებაჲ მისი სულთა შინა თქუენთა. ხოლო იხილოთ უაღრესადრე მერმესა მას საუკუნესა, ოდეს სახე წარჴდეს და ყოველივე ჭეშმარიტება იყოს. იხილოთ მაშინ, რომელნიცა წმიდა იყვნეთ გულითა, რაოდენ-იგი შესაძლებელ არს კაცთა მიერ ხილვაჲ ღმრთისაჲ. ამას მოასწავებს მოციქულიცა პავლე, ვითარცა მიწევნული სიწმიდესა გულისასა, და იტყჳს: „ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა, სახესა, ხოლო მაშინ პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე“.1 ესე იგი არს, ვითარცა შეუძლე ამიერვე სიწმიდითა გულისაჲთა შემეცნებად, რაოდენ ძალ-უც ბუნებასა ჩემსა თავს-დებად.

აწ უკუე გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ აღთქუმულ არს წმიდათათჳს გულითა ხილვაჲ ღმრთისაჲ, არა თუ ვითარ ბუნებაჲ მისი არს, არამედ ვი-თარცა ჩუენსა ამას ბუნებასა ძალ-უც. ხოლო საჴმარ არს სიწმიდე გულისაჲ ბრძანებისაებრ უფლისა, ვითარცა მოციქულიცა გუასწავლის და იტყჳს: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამეთუ ამისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“.2 რამეთუ განწმედაჲ გულისაჲ ყოვლისაგანვე ბოროტისა გულისსიტყჳსა უმეტეს ყოვლისა სათნოებისა ღირს-გუყოფს ჩუენ ხილვასა მას საღმრთოსა. ვინაჲთგან პირველ ამისა ნეტარებაჲ შეასხა მოწყალეთა და იცოდა, ვითარმედ მრავალნი იქმან მოწყალებასა და სიწმიდესა არა იმარხვენ, არამედ ერევიან ცოდვასა, რაჲთა გუაუწყოს, ვითარმედ არა კმა არს იგი, უკუეთუ ესეცა არა იყოს, ხილვად ღმრთისა, ამისთჳს ესე ხოლო შეუდგინა, ვითარმედ რომელსა სურის ხილვად ღმრთისა, არა თუ ჴორცთა ხოლო სიწმიდე თანააც, არამედ სრულიად გულისა თჳსისაჲ ყოვლისავე ბიწისაგან და ყოვლისავე ვნებისა განწმედაჲ უღირს.

ხოლო თუ ვითარ სრულ იქმნების სიწმიდე გულისაჲ, შემდგომთა მათ სიტყუათა და მოძღურებათაგან უფლისათა კეთილად გულისჴმა-იყოფების. ვისწრაფოთ უკუე, საყუარელნო, დამარხვად წმიდათა მათ მცნებათა მისთა, რაჲთა ვიქმნეთ წმიდა გულითა და ხილვად ღმრთისა ღირსად გამოვჩნდეთ და ნეტარებაჲ იგი საუკუნოჲ დავიმკჳდროთ, რამეთუ რაჲმცა იყო უსანატრელეს ხილვასა ღმრთისასა?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“ (5,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ძუელსა მას შჯულსა, რაჟამს კარავი იგი საწამებელი ბრძანებითა ღმრთისაჲთა შეუმზადა რჩულისმდებელმან მოსე ძეთა ისრაჱლისათა, სხუასა მას ყოველსავე წმიდა ეწოდებოდა, ხოლო შინაგანსა მას კრეტსაბმელისასა - წმიდაჲ წმიდათაჲ; ეგრეთვესახედ ნეტარებანი ესე,

1 1 კორ. 13,12. 2 ებრ. 12,14.

რომელნი მთასა ამას ზედა მომცნა ჭეშმარიტმან მან რჩულისმდებელმან და უფალმან ყოველთამან, ყოველნივე წმიდა და დიდებულ არიან, რომელნი-იგი ზემო სიტყუანი აჴსენნა, ხოლო რომელი-ესე აწ გჳბრძანა, უმაღლეს არს და ჭეშმარიტად წმიდა წმიდათაჲ, რამეთუ უკუეთუ ხილვაჲ ღმრთისაჲ ესრეთ მაღალ და მიუწთომელ იყო, ძედ ღმრთისა წოდებაჲ ვითარ არამცა ჭეშმარიტად უმაღლეს და უაღრეს ბუნებათა იყო? რომელმან გონებამან ანუ ვითარმან სიტყუამან გამოთქუას ღირსებით სიმაღლე და დიდებულებაჲ ამის ნიჭისაჲ? უკუეთუ კეთილ უწოდო, ანუ წმიდა, ანუ პატიოსან, ანუ მაღალ, ანუ დიდებულ მადლსა ამის ნეტარებისასა, უაღრეს და უზეშთაესვე იპოოს იგი სახელისა მის.

უზეშთაეს თხოისა არს ნიჭი ესე, უაღრეს ცნობისა არს მადლი ესე, უმაღლეს ბუნებისა არს დიდებაჲ ესე! ჵ სიმდიდრე ნიჭთაჲ დიდისა მის მეუფისათაჲ! ჵ უხუებაჲ სახიერისა მის უფლისაჲ! ჵ სიტკბოებაჲ დამბადებელისაჲ! ვითარნიღა არიან საუნჯეთა მისთა კეთილნი, რაბამითა პატივი-თა პატივ-გუცა უღირსთა ამათ მონათა მისთა, სწორებად თჳსისა პატივისა კნინღა მიუწოდს შეურაცხსა ამას ბუნებასა ჩუენსა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ გარდამატებულისა მის კაცთმოყუარებისა მისისათჳს. ამისთჳს იტყჳს: „ნეტარ არიან მშჳდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ“. არა ამას ხოლო ეძიებს ჩუენგან, რაჲთა არა ველალვოდით და ვჰბრძოდით ურთიერთას, არამედ რაჲთა სხუათაცა ურთიერთას მოლალე-თა დავაგებდეთ და მშჳდობასა ვიქმოდით მათ შორის, რაჲთა ძედ ღმრთისა ვიწოდნეთ.

ჵ საკჳრველი საკჳრველებათაჲ! რამეთუ ვინაჲთგან ესე საქმე მხოლოდშობილისა მის ძისა ღმრთისაჲ იქმნა, შეერთებაჲ განყოფილთაჲ მათ და დაგებაჲ მბრძოლთაჲ მათ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა. და დააგნეს ორნივე იგი ერთითა გუამითა ღმრთისა ჯუარისაგან, მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა, და მოვიდა და გუახარა მშჳდობაჲ შორიელთა და მშჳდობაჲ მახლობელ-თა, რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ერთითა სულითა მამისა მიმართ“.1 ამისთჳს მშჳდობისმყოფელთა ძედ ღმრთისა წოდებად ღირსჰყოფს, რამეთუ მობაძავ მისა იქმნებიან ამით საქმითა.

ხოლო მშჳდობისმყოფელი იგი არს, რომელმან სხუათა შორის მშჳდობა-ყოს, რომელმან მოყუასთა თჳსთა მისცეს მშჳდობაჲ. ვითარ უკუე მისცეს სხუათა, რომელი ვის თჳთ არა აქუნდეს? ამისთჳსცა ესრეთ გჳბრძანებს უფალი, რაჲთა პირველად ჩუენ ვიყვნეთ აღვსებულ კეთილითა მით

1 ეფეს. 2,14-18.

მშჳდობისაჲთა და ესრეთ მივსცეთ იგი ნაკლულევანთა სიკეთისა მისისათა, რამეთუ ვითარცა ნელსაცხებელნი იგი სურნელნი სურნელებითა თჳსითა აღავსებენ ჰაერსა, ეგრეთ ჰნებავს უფალსა, რაჲთა გარდამატებულად იყოს ჩუენ შორის მადლი იგი მშჳდობისაჲ, რაჲთა ცხორებაჲ ჩუენი იყოს საკურნებელ სხუათა სნეულებისა. ესე იგი არს, რაჲთა ჩუენ შორის მყოფი იგი ბრძოლაჲ სულისა და ჴორცთაჲ კაცად-კაცადმან დავჰჴსნნათ და მშჳდობა-ვყოთ ჭეშმარიტად, ოდეს-იგი არღარა ადგილ-ვსცეთ რჩულსა მას ჴორცთასა წინაგანწყობად რჩულსა მას გონებისა ჩუენისასა, არამედ დავამორჩილოთ უდარესი იგი უაღრესსა მას მონებად ბრძანებათა უფლისათა და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დავჰჴსნათ და ვქმნათ ორივე ერთად შეერთებითა მით და შეზავებითა კეთილისაჲთა. და ყოველივე იგი მძლავრებაჲ ბრძოლისა მის ვნებათაჲსა განვიოტოთ ჩუენგან: შური, ჴდომაჲ, სიძულილი, მრისხანებაჲ, ძჳრის-ჴსენებაჲ, ორგულებაჲ, ზაკუვაჲ, გულარძნილებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი, ზუაობაჲ და ყოველივე იგი ვნებათა სიმყრალე და დავაშენოთ მათ წილ შორის ჩუენსა: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, ყუდროებაჲ, მოთმინებაჲ და სხუანი იგი მსგავსნი ამათნი. მაშინ იქმნას ჩუენ შორის მშჳდობაჲ ჭეშმარიტი, და შეუძლოთ სხუათაცა მშჳდობის-ყოფად, და ღირს ვიქმნეთ ძედ ღმრთისა წოდებად, ვიყვნეთ რაჲ ჭეშმარიტნი მშჳდობისმყოფელნი; რამეთუ ესე არს სრული მშჳდობის-ყოფაჲ, რაჲთა პირველად ჩუენ შორის მყოფნი ბრძოლანი დავაცხრვნეთ და მშჳდობა-ვყოთ და მერმე სხუათაცა ვისწრაფოთ სულიერისაცა მშჳდობისა მიცემად და ჴორციელისა. და აღესრულოს ჩუენ ზედა სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი ჰრქუა მოწაფეთა: „მშჳდობასა მოგცემ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა დაგიტევებ თქუენ“.1

ხოლო ვინაჲთგან თქუა: „ნეტარ არიან მშჳდობისმყოფელნი“, რაჲთა არა ჰგონებდე, თუ ყოლადვე მშჳდობაჲ კეთილ არს, არამედ სცნა, ვითარმედ არს ჟამი ბრძოლისაჲცა, ამისთჳს შემდგომად მის ნეტარებისა ესე შეუდგინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მა-თი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინ არიან დევნულნი სიმართლისათჳს? პირველად - მოციქულნი და მოწამენი, რომელნი იდევნნეს სარწმუნოებისათჳს მეკერპეთაგან და ჰურიათა; და კუალად - რომელნიცა იდევნნეს, გინა იდევნნენ მართლაღსარებისათჳს მწვალებელთა მიერ; მერმე ყოველნი, რომელნიცა იდევნნენ სიწმიდისათჳს და სათნოებისა, გინა თუ სხუათა ჴელის-აპყრობისათჳს და შეწევნისა გლახაკთაჲსა და ყოვლისავე ღმრთისმსახურებისათჳს

1 იოან. 14,27.

და საღმრთოჲსა მცნებისა, რამეთუ ვინაჲთგან სიმართლე თქუა, ყოველივე საღმრთოჲ საქმე შემოკრიბა. რომელნიცა ესევითარისა კეთილისა საქმისათჳს და ღმრთისმსახურებისათჳს და ჭეშმარიტებისა იდევნენ, ნეტარ არიან, რამეთუ „მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (5,11-12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ოდეს თქუან თქუენდა მომართ, ვითარმედ გრძნეულნი ხართ, მაცთურნი ხართ, აღმაშფოთებელნი ხართ ერისანი, მტყუარნი ხართ და სხუაჲ ყოველივე ესევითარი, რაჲცა გიწოდონ თქუენ ჩემთჳს, ნეტარ იყვნეთ. უცხოჲ და ახალი სწავლაჲ შემოიღო, რამე-თუ ეტყჳს, რაჲთა რომელი-იგი სხუათა საწყინოდ უჩნს და ევლტიან, მათ საწადელად უჩნდეს: სიგლახაკე და გლოაჲ და დევნულებაჲ და ბოროტთა სიტყუათა დაწამებაჲ. უცხო იყო და ახალ ესევითარი ესე სწავლაჲ, გარნა თავადმან თქუა და დაარწმუნა არა ათორმეტთა ხოლო, ანუ ოცთა, გინა ასთა, ანუ ათასთა კაცთა, არამედ ყოველსავე სოფელსა. ამისთჳს ესმოდა ერსა მას უცხოჲ იგი და მძიმე სწავლაჲ და განუკჳრდებოდაო მოძღურებაჲ მისი, თქუა მახარებელმან. ესევითარი იყო ძალი მოძღურისა მის სახიერისაჲ.

ხოლო რაჲთა არა ჰგონებდე, თუ ყოვლადვე, ოდესცა ვინ თქუას ჩუენთჳს სიტყუაჲ ბოროტი, ნეტარებასა მოვიღებთ, ამისთჳს ორი მიზეზი თქუა ბოროტთა მათ სიტყუათაჲ: „სიცრუით ჩემთჳსო“, რაჲთა დაწამებაჲ იგი ბოროტთა მათ სიტყუათაჲ, ერთად, ქრისტესთჳს იყოს და, მეორედ, არა ჭეშმარიტ იყოს, არამედ სიცრუით და ტყუილით დაწამებული, რომელ არს ცილისწამებაჲ. უკუეთუ არა ესრეთ იყოს ორითა ამით სახითა, არამედ ჭეშმარიტ იყვნენ სიტყუანი იგი ბოროტისმოქმედებისა ჩუენისანი, არა ნეტარებისა ღირს ვართ, არამედ უბადრუკებისა. ხოლო რომელთა ზედა სახელისათჳს უფლისა დაედვას ცილისწამებაჲ და იდევნნენ ჭეშმარიტებისათჳს და ღმრთისმსახურებისა, ისმინე მათი იგი მისაგებელი უფლისა მიერ: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“.

ხოლო შენ დაღაცათუ არა თითოეულსა მას ნეტარებასა ზედა გესმის სასუფეველი ცათაჲ, ნუ უცხო გიჩნს და შესაწუხებელ, რამეთუ დაღაცათუ თითოფერი სახელები უწოდა მისაგებელთა მათ განმზადებულთა, არამედ ყოველნივე სასუფეველისა მომასწავებელ არიან. რამეთუ ოდეს თქუას, ვი-თარმედ: „მგლოარენი ნუგეშინისცემულ იქმნენ, და მოწყალენი შეიწყალნენ, და წმიდათა გულითა ღმერთი იხილონ, და მშჳდობისმყოფელნი ძედ ღმრთისა იწოდნენ“, - ამით ყოვლითა არარას სხუასა მოასწავებს, გარნა სასუფეველსა ცათასა. ამისთჳსცა ნუ ჰგონებ, თუ გლახაკთათჳს სულითა ხოლო განმზადებულ არს სასუფეველი ანუ დევნულთათჳს სიმართლისათჳს; არამედ რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, და რომელნი მშჳდ იყვნეს და წრფელ, და რომელნი მგლოარე იყვნენ ცოდვათა თჳსთათჳს, და სხუანი ყოველნივე აღმასრულებელნი წმიდათა ამათ მცნებათა სასუფეველსა შემავალ არიან. რამეთუ ამისთჳს ყოველთავე ზედა ნეტარებაჲ განაწესა, რაჲთა სცნა, ვითარმედ საუკუნეთა კეთილთა მოასწავებს; რამეთუ დაღაცათუ ვიეთთჳსმე ამისცა ჟამისა კეთილის-ყოფაჲ ბრძანა, არამედ მისვე საუკუნისა საშუებელთა მოასწავებდა, ვითარცა ზემო წერილ არს; რამეთუ უკუეთუმცა არა წარუვალსა მას სუფევასა მოასწავებდა, არცამცა ნეტარებასა ღირს-ყო წარმავალი იგი და საწუთროსა ამას ცხორებასა თანა დაჴსნადი და უდარეს აჩრდილისა განქარვებადი, არამედ სანატრელად უწოდა სასუფეველისათჳს მერმისა. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“, სხუაჲცა შესძინა ნუგეშინის-ცემისა სიტყუაჲ და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ეგრევე დევნეს წინაწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა“ (5,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან აღთქუმაჲ იგი სასუფეველისაჲ უხილავ იყო და სასოებითა შესაწყნარებელ, ამისთჳს ესე ნუგეშინის-ცემაჲ წინაუყო, რომელ მობაძავ წინაწარმეტყუელთა არიან და ზიარ მათისა მის ღუაწლისა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ წინააღმდგომსა რასმე წინაწარმეტყუელთასა გეგულების ქადაგებად და ამისთჳს გდევნიდენ, ვი-თარმცა ბოროტსა რასმე იტყოდეთ; არამედ ამისთჳს, რომელ იგინი უკე-თურ და ურჩულო არიან, რომელნი გდევნიდენ თქუენ. და წამებს ამას დევნულებაჲ წინაწარმეტყუელთაჲ, რამეთუ არა თუ ბრალი რაჲმე ცოდვისა და ურჩულოებისაჲ დასდვეს მათ და მისთჳს რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს და რომელნიმე განხერხნეს, რომელნიმე ძჳრ-ძჳრად მოსწყჳდნეს და რომელნიმე დევნნეს, არამედ თჳსისა უკეთურებისა და უღმრთოებისათჳს, რომლისათჳს თქუენცა გდევნნენ.

ჰხედავა, ვითარ აღამაღლნა გონებანი მათნი, რაჟამს მიამსგავსნა იგინი მოსეს და ელიას და სხუათა მათ წინაწარმეტყუელთა? ეგრეთვე პავლე ქმნა, მიუწერდა რაჲ და ნუგეშინის-სცემდა თესალონიკელთა, ვითარმედ: „თქუენ მობაძავ იქმნენით, ძმანო, ეკლესიათა მათ ღმრთისათა, რომელნი არიან ჰურიასტანს, რამეთუ ეგრევე გევნო თქუენცა თჳსთაგან ტომთა, ვითარცა-იგი მათ ჰურიათაგან, რომელთა-იგი უფალი მოკლეს იესუ და წინაწარმეტყუელნი და ჩუენ გამოგუდევნეს და ღმერთსა არა სათნო-ეყვნეს და ყოველთა კაცთა წინააღმდგომ არიან“.1 ვითარცა აქაცა უფალი

1 1 თეს. 2,14-15.

გამოაჩინებს და მიბაძვითა მით წინაწარმეტყუელთაჲთა ნუგეშინის-სცემს მოციქულთა. და სხუათა მათ ნეტარებათა ესრეთ იტყოდა: „ნეტარ არიან გლახაკნი, და ნეტარ არიან მოწყალენი და სხუანი იგი ყოველნივე“; ხოლო აქა არა ესრეთ განუჩინებელად თქუა, არამედ მათა მიმართ ყო სიტყუაჲ თჳსი, ვითარმედ: „ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთჳს“,1 რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ესე განთჳსებულად და განჩინებულად მათი არს უაღრეს ყოველთა, და რომელნი მსგავსად მათსა იდევნებოდინ სახელისა მისისათჳს და სწავლისა მისთჳს საღმრთოჲსა, და რაჲთა გულისჴმა-ყონ დიდებაჲ მისი და სწორებაჲ მამისა თანა; რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელნი მამისათჳს, ეგრეთვე მოციქულნი ძისათჳს დევნნეს ჰურიათა, ურჩულოთა მათ და მოსისხლეთა. ხოლო ოდეს ჰრქუა, ვითარმედ: „წინაწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა“, მოასწავა, ვითარმედ იგინიცა წინაწარმეტყუელვე წოდებულ არიან. და არა თქუა, ვითარმედ: მე დავაყენნე ანუ წინააღუდგე მდევართა და მაჭირვებელთა თქუენთა, არამედ ახოვნებით თავს-დებაჲ უბრძანა, რომელი-იგი უაღრეს მისა არს და უმეტესად გამომაჩინებელ სიმჴნისა მათისა, რომლისათჳს საუკუნოჲ მისაგებელი აღუთქუა, ვითარმედ: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“.2

ხოლო ლუკა უმეტესადცა იტყჳს: „ოდეს განჴადონო სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა, გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი დიდ არს ცა-თა შინა“.3 არა დევნულებათა მათთჳს, რომელთა მოითმენდეს, და სატანჯველთათჳს ხოლო, არამედ გინებათა მათთჳსცა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა დიდსა სასყიდელსა განუმზადებს. ამისთჳსცა არა თქუა: რაჟამს გტანჯნენ თქუენ და მოგწყჳდნენ, არამედ: „რაჟამს გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთჳს“; რამეთუ ნანდჳლვე ყუედრებანი და შესმენანი და ბოროტისმეტყუელებანი უძჳრესადღა ტანჯვისა და გუემისა შეაწუხებენ გულსა, რამეთუ ტანჯვასა შინა მრავალნი ნუგეშინის-სცემდეს, მრავალნი აქებდეს და გჳრგჳნოსანჰყოფდეს, ხოლო ყუედრებათა შინა და შეურაცხებათა და ცილისწამებათა ესეცა ნუგეშინის-ცემაჲ არა ეპოებოდა და უმეტესადღა შეაურვებდა მათ. და იხილეთ იობ, გოდოლი იგი შეურყეველი, რაჟამს ყოველივე მონაგები წარუწყმდა და მეყსა შინა უშვილო იქმნა და წყლულებაჲ იგი სასტიკი შეემთხჳა და მეუღლე განმამრავლებელ მწუხარებათა ზედაადგრა, ყოველივე ადვილად მოითმინა, ხოლო იხილნა რაჲ, მეგობარნი იგი ვითარ აყუედრებდეს და ზედაშეუჴდებოდეს და ეტყოდეს, ვითარმედ ცოდვათა მისთათჳს შეემთხჳა ესევითარი იგი წყლულებაჲ და განსაცდელი, და ურ-

1 მათ. 5,11. 2 მათ. 5,12. 3 ლუკ. 6,22-23.

ჩულოებისა მისაგებელი არს ყოველი იგი, მაშინღა შეწუხნა და შეშფოთნა ახოანი იგი კაცი. და კუალად დავით დაუტევა ყოველივე იგი, რომელი შეემთხჳა, და ძჳრისმეტყუელებისა მისთჳს სემიესა მისაგებელსა ეძიებდა ღმრთისაგან და იტყოდა: „აცადეთ, მგმობდეს და მწყევდეს. ვინ უწყის, უფალსა თუ ურქუამს, ვითარმედ ძჳრისმეტყუელად აღუდეგ დავითს, რაჲთა იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ“.1

ეგრეთვე პავლე არა ტანჯვათა ხოლო და დევნულებათა, არამედ ყუედრებათაცა დიდად საქებელ-ჰყოფს და მიუწერს: „მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ, ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით“.2 ვინაჲთგან უკუე ესრეთ საჭირო არს და შესაწუხებელ საქმე ესე, ამისთჳს სასყიდელი ფრიადი აღუთქუა უფალმან არა ამას საწუთროსა, არამედ ცათა შინა, სასოებითა მით საუკუნოჲთა, დაუსრულებელითა მით და წარუვალითა. და იხილე, რავდენთა მცნებათა შემდგომად დადვა ესე. არა თუ ცუდად ქმნა, არამედ რაჲთა აუწყოს, ვითარმედ უკუეთუ ვინ არა პირველად იგი ყოველივე მოიგოს და ყოვლითავე შეიჭუროს, ვერ ჴელ-ეწიფების ამას ასპარეზსა შესლვად. ამისთჳსცა პირველითგან იწყო და შემდგომითი შემდგომად ვითარცა ჯაჭჳ ოქროჲსა შეგჳთხზნა, რამეთუ რომელი მდაბალ იყოს და შემუსრვილ გულითა, უეჭუელად იგლოვს იგი ცოდვათა თჳსთათჳს; რომელი მგლოარე იყოს, იგი მშჳდ არს და დაშნ და უმანკო; ესევითარი იგი სამართლად მოწყალე არს, ხოლო მოწყალე და მართალი და ლმობიერი სიწმიდესა მოიგებს გულისასა; ეგევითარი იგი მშჳდობისმყოფელ არს სახითა მით ზემოთქუმულითა. ხოლო რომელმან ესე ყოველი წარჰმართოს, იგი განწყობილ არს და განმზადებულ ყოვლისავე განსაცდელისა და ყოვლისა ყუედრებისა და ძჳრისსიტყჳსა თავს-დებად სახელისათჳს უფლისა და არცა თუ სულსა თჳსსა ჰრიდოს მიცემად ქრისტესთჳს.

ესრეთ უკუე ასწავა რაჲ, რაოდენი ჯერ-იყო, კუალად აქებს სამარ-თლად სიკეთესა მათსა. რამეთუ ფრიად მაღალ იყვნეს სწავლანი იგი და უზეშთაეს ძუელისა მის რჩულისათა, რაჲთა არა შეშინდენ და თქუან: ვი-თარ უძლოთ წარმართებად ძნელოვანთა ამათ საქმეთა? ისმინე, რასა ეტყჳს და განაძლიერებს მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი“ (5,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენა, ვითარმედ სამართლად უბრძანა ყოველივე იგი, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ ყოვლისა სოფლისა მოძღურებაჲ გიღირს, რამეთუ არა ათ ქალაქად ანუ ოც ქალაქად მიგავლენ, ვითარ-იგი წინა-

1 შდრ. 2 მეფ. 16,11-12. 2 ებრ. 10,32-33.

წარმეტყუელნი მიივლინნეს, არამედ ყოვლისავე სოფლისა მოძღურად დაგადგინებ, სოფლისა მის მრავლითა ბოროტითა აღვსებულისა; ამისთჳსცა „თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი“, რამეთუ დამპალ არს ყოველივე კაც-თა ბუნებაჲ და დაყროლებულ ცოდვათაგან, ამისთჳს ჯერ-არს მცნებათა ამათ აღსრულებაჲ თქუენ მიერ, რაჲთა ესრეთ სხუათაცა ასაწოთ დამარხვაჲ მათი. რამეთუ კეთილად თუ წარჰმართნეთ სათნოებანი ესე მაღალნი: სიმდაბლე და სიმშჳდე, გლოაჲ და სიმართლე, სიწმიდე გულისაჲ და მშჳდობაჲ, იქმნენ ესენი თქუენ შორის წყარო წყლისა ცხოელისა, რომლისაგან სუან წარმართთა და ცხონდენ, რამეთუ ღუაწლსა და ასპარეზსა დიდსა და საღმრთოსა გეგულების თქუენ შესლვად, და არა მცირე არს სრბაჲ იგი თქუენისა მის მოციქულებისაჲ.

„თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი“. ვითარ არს სიტყუაჲ ესე? დამპალნი იგი და დაყროლებულნი მათ განაახლნესა? ნუ იყოფინ! არა არს ესე საქმე მარილისაჲ, რაჲთამცა დამპალნი განაახლნა, არამედ მრთელნი იგი დაამარილნეს და არა შეუნდოს დაყროლებად. აწ უკუე დამპალი იგი და დაყროლებული ბუნებაჲ ჩუენი უფალმან განაახლა და მიუთუალა მათ, მიიღეს მათ და დაამარილეს, რაჲთა არღარა დალპეს და დაყროლდეს; რამეთუ განყენებაჲ სიმპალისა მისგან და სიმყრალისა ცოდვათაჲსა ქრისტეს მიერ მოგუეცა, ხოლო არღარა შთავრდომაჲ მას შინა მათისა მის მოძღურებისა და მოსწრაფებისაგან იქმნა. ამისთჳს ეტყჳს სწავლათა ამათ, რომელ-იგი უჴმს ყოველთა მოძღუართა სმენად. რამეთუ ვითარცა ზემოთქუმულნი იგი სწავლანი და ნეტარებანი მოციქულთა მიუთხრნა, არამედ ყოველთა მიმართ მორწმუნეთა იყო სიტყუაჲ მისი, ეგრეთვე აქა სიტყუაჲ ესე მოძღუართა და წინამძღუართა მიმართ მიაქცია, დაღაცათუ მოციქულთა ეტყოდა, რამეთუ იგინი იყვნეს მოძღუარნი ყოველთანი, დადგინებულნი ქრისტეს მიერ, და მათდა მიმართ იყო სიტყუაჲ და მათ მიერ ყოველთა წინამძღუართა ერისათა, რომელნი შემდგომად მათსა ყოფად იყვნეს. ამის-თჳსცა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე შეიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ“ (5,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ სხუანი დაღაცათუ განქარდენ ცოდვისა მიერ, ვითარცა მარილი მიახლებითა წყლისაჲთა, არამედ შესაძლებელ არს კუალად მოქცევაჲ და თჳსსავე წესსა მოსლვაჲ, ხოლო წინამძღუართათჳს ეკლესიისათა ძნელ არს შთავრდომაჲ ცოდვასა, რამე-თუ იქმნებიან დასაბრკოლებელ მრავალთა და წარსაწყმედელ; და ამისთჳს ღირს არიან განგდებად გარე, ვითარცა მარილი განრყუნილი, რაჲთა არა წარწყმედისათჳს სხუათაჲსა საუკუნოჲსა მის სატანჯველისა მკჳდრად გამოჩნდენ. რამეთუ ესმა რაჲ, ვითარმედ: „გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ“,1 რაჲთა არა შეშინდენ შესლვად ასპარეზსა მას მოძღურებისასა, ამისთჳს ეტყჳს მათ და მათ მიერ ყოველთა მოძღუართა ეკლესიისათა, ვითარმედ: უკუეთუ არა ამის ყოვლისა თავს-დებად განმზადებულ ხართ, ცუდად შეხუალთ წესსა მას მოძ-ღურებისა და წინამძღურობისასა, რამეთუ არა ამისგან უჴმს შიში წინამ-ძღუარსა, ნუუკუე თქუან მისთჳს ბოროტი, ანუ დევნონ, გინა აყუედრონ, არამედ ამისგან უჴმს შიში, უკუეთუ წადიერებითა მით წინამძღურობისა და პატივისაჲთა იპოოს თანააღმყოლელ და არა მაბრალობელ მოქმედთა ბოროტისათა, რამეთუ მაშინ განქარდეს, ვითარცა მარილი, და უჴმარ იქმნას. უკუეთუ კულა ეგოს წინააღდგომასა და მხილებასა შინა ბოროტისმოქმედთაჲსა, მაშინ უხაროდენ, რამეთუ ესე არს საქმე მარილისაჲ, რაჲთა შეუჴდებოდის და ატკივნებდეს წყლულებასა და ამით სახითა იცვას იგი დალპობისაგან და სიმყრალისა. და მერმე ტკივნეულთა მათგან და მოწყლულთა მრავალგზის იქმნის ბოროტის-ზრახვაჲ და გინებაჲ მკურნალისა მის და წამლისა მის მატკივნებელისაჲ, არამედ არას ავნებს ესე ჭეშმარიტსა მას წინამძღუარსა და უფროჲსადღა გამოაჩინებს ძლიერებასა და სიკეთესა მისსა. ხოლო უკუეთუ შიშითა მით ბოროტისსიტყჳსა და შეურაცხებისაჲ-თა იქმნეს განმცემელ ჭეშმრიტებისა და ჯეროვნისა მის სიფიცხისა, აქაცა ფრიად უძჳრესი შეემთხჳოს, რამეთუ საწუნელ და შეურაცხ და უმეტესად საყუედრელ იქმნას, რამეთუ ესე მოასწავა სიტყჳთა მით, ვითარმედ: „დათრგუნვად კაცთა მიერ“, და მერმესა მას საუკუნესა სასყიდლით დადგინებულთა მათ მწყემსთა თანა შეირაცხოს, განმრყუნელთა სამწყსოჲსათა.

ესე რაჲ ჰრქუა მოციქულთა და წინამძღურობისა წესი გამოაჩინა იგავითა მით მარილისაჲთა, კუალად უაღრესი მიუთხრა იგავი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი“ (5,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სოფელი აუწყა მათ. არა ერთისა ქუეყანისა ანუ ქალაქისა, არამედ ყოვლისავე სოფლისა ნათლად უწოდა, ნათლად საცნაურად და სულიერად და ხილულისა ამის ფრიად უაღრესად. პირველ მარილად სოფლისა უწოდა და აწ ნათლად. იგი ამისთჳს, რამეთუ სიმყრალისა მისგან და სიმპალისა ცოდვათაჲსა მამხილებელითა მით სიტყჳთა თჳსითა იჴსნიდეს კაცთა, ხოლო ესე კუალად ამისთჳს, რამეთუ ბნელი იგი საცთურისაჲ განაქარვეს და ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ უჩუენეს ყოველთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა“ (5,14-15).

1 მათ. 5,11.

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიტყუათა ამათ მიერ ასწავლის მათ და მათ მიერ ყოველთა წინამძღუართა, რაჲთა მოშიშ იყვნენ და განკრძალულ და ყოველივე საქმე სათნოებისაჲ შეიტკბონ, რამეთუ თუალნი ყოველთანი მათ ზედა არიან, და სახილველსა მას შორის სოფლისასა აღესრულების ღუაწლი და სრბაჲ მათი; რამეთუ ესრეთ საცნაურ იყვნეთ ყოველთა მიერო, ვი-თარცა ქალაქი, არა ჴევსა შინა დაშენებული, არამედ თავსა ზედა მთისასა, სახილველად ყოველთა; და ვითარცა სანთელი, სასანთლესა ზედა მდებარე, სახილველ არნ ყოველთა მიერ სახლსა მას შინა მყოფთა.

ისმინეთ ესე ყოველთა და თაყუანის-ეცით ძალსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვითარ თჳსსაცა სოფელსა უცნაურნი იგი ესრეთ საცნაურ-ყვნა, რომელ ზღუაჲ და ჴმელი აღივსო მეცნიერებითა მათითა, და „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“;1 რომელ-ესე აწვე აუწყა და, რაჲ-იგი თქუა, საქმით აღესრულა, რამეთუ არა თუ ჰამბავი მათი განისმა ყოველსა სოფელსა, არამედ ბრწყინვალებაჲ საქმეთა მათთაჲ იხილვა, და ვითარცა ფრთოანთა მოირბინეს ყოველი ქუეყანაჲ უმახჳლეს ნათელსა მას მზისასა და განჰფინეს ყოველთა ზედა ნათელი იგი ღმრთისმეცნიერებისაჲ.

ამისთჳსცა ქალაქსა მიამსგავსნა იგინი უფალმან, მთასა ზედა დაშენებულსა, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ ვითარცა ვერ შესაძლებელ არს დაფარვაჲ ესევითარისა მის ქალაქისაჲ, ეგრეთვე არა შესაძლებელ არს დადუმებაჲ ქადაგებისა მათისაჲ. რამეთუ ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „გყუედრიდენ და გდევნიდენ“,2 რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ შეუძლონ მაყუედრებელთა მათ და მდევართა დაყოფად პირისა მათისა, ამისთჳს განაძლიერებს მათ და ეტყჳს, ვითარმედ უმეტესად განბრწყინდენ და სახილველ ყოველთა იყვნენ, რაჲთა აუწყოს მათ ძალი შეწევნისა თჳსისაჲ. ხოლო შემდგომითა მით სიტყჳთა მათ აწუევს კადნიერებისა მის საღმრთოჲსა ჩუენებად და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (5,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველითა მით სიტყჳთა თჳსი ძალი გულისჴმა-უყო, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: არა მნებავს დაფარულად ყოფაჲ თქუენი, არამედ განგაბრწყინვო და სასანთლესა მას ზედა დაგადგინო მოძღურებისასა; და ესე ჩემდა იყავნ, მე ნათელ სოფლისა გყვნე და სასანთლესა ზედა დაგადგინნე; ხოლო დადგრომაჲ ბრწყინვალებასა მასვე ზედა ესე თქუენდა იყავნ, არა თავთა თჳსთათჳს ხოლო, არამედ მათთჳსცა, რომელ-თა ეგულების ნათლისა მის ხილვად და ჭეშმარიტებისა მიმართ მისლვად

1 ფსალმ. 18,5. 2 მათ. 5,11.

წინამძღურობითა თქუენითა, რამეთუ ვერ უძლოს ბოროტისმეტყუელებამან წინააღმდგომთა თქუენთამან ნათლისა თქუენისა დაფარვად, უკუეთუ თქუენ ყოველივე კეთილისსაქმე შეიკრძალოთ, ვითარცა მოძღურებად და ქადაგებად ყოვლისა სოფლისა მივლინებულთა ჩემ მიერ. აწ უკუე ღირსი მადლისა მის მოცემულისა თქუენდა მოიგეთ მოქალაქობაჲ, რაჲ-თა ვითარცა მადლი იგი იქადაგებოდის ყოველსა ქუეყანასა, ეგრეთვე მის თანა მოქალაქობისაცა თქუენისა ბრწყინვალებაჲ იხილვებოდის.

ამას ზედა სხუაჲცა მიზეზი მისცა მათ კეთილად ცხორებისაჲ, რაჲთა მოშიშ იყვნენ და განკრძალულ, რამეთუ ეტყჳს, ვითარმედ: კეთილთა საქმეთა თქუენთა მიერ არა თუ სოფელი ხოლოჲ მოაქციოთ, არამედ დიდებადცა ღმრთისა აღადგინნეთ ყოველნი; ვითარ-იგი უკუეთუ ბოროტად იქცეოდით, არა თუ კაცთა ხოლო წარწყმედისა მიზეზ ექმნეთ, არამედ მგმობარცა ჰყვნეთ იგინი სახელსა ღმრთისასა დასასჯელად თქუენდა.

და ვითარ იდიდებოდის ღმერთი ჩუენ მიერ, უფალო, ვინაჲთგან უფროჲსად მბრძოლ და ძჳრისმეტყუელ ჩუენდა ყოფად არიან კაცნი? ანუ ვითარ ბრწყინვიდეს ნათელი ჩუენი წინაშე კაცთა? მაჩუენებლობითა და სათნოებითა კაცთაჲთა გჳბრძანება მოქალაქობად? ჰე, მბრძოლ თქუენდა და ძჳრისმეტყუელ-ყოფად არიან კაცნი, ეტყჳს მათ უფალი, არამედ არა ყოველნი, რამეთუ მრავალნი ერჩდენ მოძღურებასა და ქადაგებასა თქუენსა, და იგინიცა, რომელნი წინააღმდგომ თქუენდა იყვნენ, მხილებულთა გონებისაგან უკჳრდეს სათნოებისა თქუენისა უძლეველობაჲ. ხოლო მაჩუენებლობით მოქალაქობად არა გიბრძანებ. ნუ იყოფინ! რამეთუ არა ესრეთ გარქუ, თუ ისწრაფდით ჩუენებად კაცთა სათნოებისა თქუენისა, ანუ მიუთხრობდით და აუწყებდით ქველისსაქმესა თქუენსა, არამედ გარქუ თქუენ: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“, ესე იგი არს, დიდ იყავნ სასოებაჲ თქუენი, მდიდრად ეგზებოდენ ცეცხლი ღმრთისმსახურებისა თქუენისაჲ, ელვარედ ბრწყინევდინ ნათელი სიწმიდისა თქუენისა; და ოდეს სიმაღლე სათნოებათა თქუენთაჲ ესოდენ ამაღლდეს, შეუძლებელ არს დაფარვაჲ მისი, დაღაცათუ ბევრეულითა ღონის-ძიებითა გენებოს დაფარვაჲ. ბრალიმცა ნუ იპოების მოქალაქობასა შინა თქუენსა, რაჲთა შემასმენელთა და წინააღმდგომთა თქუენთა ჭეშმარიტისა შესმენისა მიზეზი ვერ პოონ; და ბევრეულნი თუ იყვნენ შემასმენელნი სიცრუისანი, თქუენ ვერარაჲ გავნონ, არამედ უფროჲსად ბრწყინვიდეს ნათელი თქუენი.

და კეთილად უწოდა საღმრთოჲსა მოქალაქობისა შუენიერებასა ნათლად, რამეთუ არარაჲ ესრეთ განცხადებულ და სახელოან ჰყოფს კაცსა, დაღაცათუ იგი ყოვლითა ძალითა მალვიდეს თავსა თჳსსა, ვითარ სათნოებაჲ. რამეთუ ვითარცა ვის ემოსის ბრწყინვალებაჲ მზისაჲ, დაღაცა-თუ ბევრეულითა ღონითა ენებოს დაფარვაჲ თავისა თჳსისაჲ, შეუძლებელ არს ესე, ეგრეთვე არს კაცი ღმერთშემოსილი და მადლითა მისითა შემკობილი, რომელ-ესე იქმნების საღმრთოჲთა მით მოქალაქობითა სიწმიდისაჲთა. ამას ესევითარსა მოქალაქობასა ასწავებს უფალი მოწაფეთა და ეტყჳს: „ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ კეთილნი საქმენი თქუენნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“; უკჳრდეს დიდებაჲ უფლისა თქუენისაჲ ახოვნებისა მის თქუენისაგან; ხედვიდენ საქმეთა თქუენთა და ადიდებდენ მოძღუარსა თქუენსა თანა მამით და სულით წმიდითურთ, რამეთუ საკჳრველებითა საქმეთა თქუენთაჲთა ისწაონ თქუენ მიერ დიდებაჲ ღმრთისაჲ, და ესრეთ ორკერძოვე განგიმრავლდებოდის თქუენ სასყიდელი, ოდეს-იგი ღმერთი თქუენ ძლით და თქუენ მიერ იდიდებოდის, და ოდეს თქუენ ღმრთისათჳს იყუედრებოდით და იდევნებოდით. და ჭეშმარიტად ესრეთ არს, რამეთუ ვინაჲთგან თქუა: „ნეტარ იყვნეთ, რაჟამს ბოროტსა იტყოდინ თქუენთჳს კაცნი“,1 რაჲთა არავინ თქუას, თუ: ვიქმოდი უწესოებასა, რაჲთა ბოროტსა იტყოდინ ჩემთჳს და მაქუნდეს სასყიდელი, ამისთჳს გამოაჩინა, თუ ოდეს მიეცემის სასყიდელი: რაჲჟამს სიტყუანი იგი ცილისწამებით იყვნენ, და რაჲ-ჟამს ცილისწამებაჲ იგი ღმრთისათჳს დაგუეწამებოდის. ამისთჳს თქუა: „რაჲჟამს თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთჳს“.2 და კუალად ესეცა გამოაჩინა, ვითარმედ არა თუ ბოროტისსიტყუაჲ ხოლო მომატყუებელ არს სასყიდლისა, არამედ კეთილისსიტყუაჲცა, ოდეს გარდამატებულებითა სათნოებათა ჩუენთაჲთა ითქუმოდის ჩუენთჳს; არა თუ ნებითა და ძიებითა ჩუენითა, არამედ გარდარეულითა მით სიმაღლითა საღმრთოჲსა მოქალაქობისა ჩუენისაჲთა იდიდებოდის ღმერთი ჩუენ მიერ, დიდივე მოგუეცემის სასყიდელი, ვითარცა ესერა მოციქულთა უბრძანებს და იტყჳს: ნუ გეშინინ უკეთურებათა და ბოროტისმეტყუელებათაგან, რამეთუ უკუეთუ თქუენ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ვერ ძალ-უც ბოროტისმეტყუელებასა უკეთურთასა დაფარვად ნათლისა თქუენისა, რაჲთამცა ვერ იხილეს სხუათა და შეურაცხ იქმნენითმცა, რამეთუ ესე მაშინ იქმნების, ოდეს განქარდეს მარილი იგი მოღუაწებისა თქუენისაჲ და იქმნას დასათრგუნველ კაცთა. ხოლო უკუეთუ ბრწყინვიდეს ნათელი თქუენი, არა თუმცა დაფარვად ვინ უძლო, არამედ უფროჲსად მრავალნი განათლდენ თქუენ მიერ „და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“. არა თქუა, თუ: ადიდებდენ ღმერთსა, არამედ: „მამასა თქუენსა ზეცათასა“, რამეთუ აუწყებდა დიდებასა მას, რომლისა ეგულებოდა მინიჭებად მათდა, და რაჲთა სწორებაჲ მამისა და ძისაჲ გულისჴმა-უყოს სულითა წმიდითა. ამისთჳსცა ზემო ეტყოდა: „ნეტარ იყვნეთ თქუენ, რა-ჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ ჩემთჳს“,3 ხოლო აქა მოქალაქობაჲ მათი კეთილი და ღუაწლი, რომელი მისთჳს მოიღუაწეს, სადიდებელად მამისა თქუა, რაჲთა სწორებაჲ მოასწავოს.

1 შდრ. მათ. 5,11. 2 შდრ. მათ. 5,11. 3 შდრ. მათ. 5,11.

სწავლაჲ იე სათნოდ ღმრთისა მოქალაქობისათჳს

ვიხილოთ უკუე, მორწმუნენო, სარგებელი მოსწრაფებისაჲ და სავნებელი უდებებისაჲ და ვისწრაფოთ დაუბრკოლებელ-ყოფად ჰურიათა და წარმართთა და ეკლესიასა ღმრთისასა, რაჲთა არა ჩუენ ძლით იგმობებოდის სახელი ღმრთისაჲ და მიგუეჴადოს ჩუენ სასჯელი გარეშე ცოდვათა ჩუენ-თასა. ამისთჳს გლოცავ, საყუარელნო, ვაჩუენოთ მოქალაქობაჲ კეთილი და უბრწყინვალესი მზისა, რაჲთა უფროჲსად იდიდებოდის ღმერთი ჩუენ მიერ. ესრეთ თუ ვიქცეოდით, დაღაცათუ მრავალნი იყვნენ შემასმენელ ჩუენდა, არაჲსადა გუევნოს ჩუენ; დაღაცათუ ყოველი სოფელი ბრძოლად აღგჳდგეს, ყოველთავე ვერეოდით, უკუეთუ ღმერთი იყოს ჩუენ კერძო. უკუეთუ კუალად ბოროტად ვიქცეოდით, დაღაცათუ ყოველნი მაქებელ ჩუენდა იყვნენ, უბადრუკ და საწყალობელ ვართ ჩუენ. რამეთუ სათნოებაჲ მარადის უბრწყინვალეს მზისა არს, დაღაცათუ მრავალნი იყვნენ მტერ და შემასმენელ მისა.

მოვიგოთ უკუე სათნოებაჲ, ვიქმნეთ მშჳდ და მდაბალ სულითა, ვიქმნეთ მოწყალე და წმიდა გულითა და მშჳდობისმყოფელ. უკუეთუ ესრეთ ვიყვნეთ, უმეტესღა სასწაულთა საქმისა მოვიდენ ყოველნივე ჩუენ მიერ დიდებად ღმრთისა. დაღაცათუ ვინმე წინააღმდგომ და მაგინებელ ჩუენდა იქმნენ, ვერარაჲ გუავნონ, არამედ უფროჲსად გულსა შინა მათსა იგინიცა მაქებელ ჩუენდა იქმნენ. იხილე, ვითარ ნაბუქოდონოსორ, მტერი იგი და მბრძოლი სამთა ყრმათაჲ, მაქებელ და მადიდებელ მათდა იქმნა, იხილნა რაჲ იგინი ახოვნად წინააღმდგომნი ბრძანებასა მისსა სიყუარულისათჳს ღმრთისა. ესრეთ ყოველთა ღმრთისმოყუარეთა მბრძოლნიცა მაქებელ იქმნებიან, რამეთუ იხილის რაჲ ეშმაკმან, ვითარმედ უფროჲსად გჳრგჳნსა მოატყუებს მუშაკთა მათ სათნოებისათა, მიჰრიდის ბრძოლად მათდა, და მერმე აღეხილნიან თუალნი წინააღმდგომთა მათთანი და იხილიან ჭეშმარიტებაჲ და უფროჲსად მაქებელ იქმნიან მოყუარეთა მათ და მონათა ღმრთისათა; უკუეთუ არა, და ეგნიან ბრძოლასა შინა და შესმენასა მათსა, უფროჲსად თავთა თჳსთა დასასჯელად ქმნიან საქმე იგი. ხოლო მონათა მათ ღმრთისათა სასყიდელი ფრიად აღორძნდის და განმრავლდის ცათა შინა, ვითარცა-იგი წმიდათა მოციქულთა ზე იქმნა აღთქუმისა მისებრ და ბრძანებისა ღმრთისა.

აწ უკუე ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ, ძმანო, და ესრეთ განვაგოთ ცხორებაჲ ჩუენი, რაჲთა სულნიცა ჩუენნი ვაცხოვნნეთ და მსხდომარეთა ბნელსა შინა ცოდვისასა ნათელ ვექმნეთ და წინამძღუარ ცხორებისა მიმართ საუკუნოჲსა, რამეთუ გჳხილნენ რაჲ ურწმუნოთა შეურაცხისმყოფელ სოფლისა, განმზადებულ საუკუნოჲსა მის ცხორებისა მიმართ, განყენებულ ყოვლისაგანვე საქმისა ბოროტისა, უშიშ სიკუდილისაგან, მახჳლისაგან და ცეცხლისა და სხჳსა ყოვლისავე ბოროტისა სატანჯველისა სახელისათჳს ქრისტესისა, გულისჴმა-ყონ და თქუან: ჭეშმარიტად ღმერთი თქუენ შორის არს, და გულსავსე იქმნენ, ვითარმედ გუაქუს საუნჯე დამარხული ცათა შინა. კუალად უკუეთუ გჳხილნენ შემსჭუალულნი ამის საწუთროჲსადა და მოქმედნი ყოვლისა ბოროტისანი, ვითარ ჰრწმენეს მათ ქადაგებაჲ ჩუენი, ანუ ვითარ არა საკიცხელ მათა ვიქმნეთ, რაჟამს სხუასა ვქადაგებდეთ და სხუასა ვიქმოდით? არა ვხედავთა, ვითარ წარმართთა მათ ფილოსოფოს-თა შორის იპოვნეს მრავალნი, რომელთა ქებისათჳს კაცთაჲსა საფასენი და მონაგებნი შეურაცხ-ყვნეს და სიკუდილიცა არად შეჰრაცხეს, რაჲთა საქებელ კაცთა იქმნენ? ამისთჳსცა ცუდ და ამაო იქმნა სასოებაჲ მათი; და აწ ჩუენ, სწავლულნი ესევითართა ამათ საიდუმლოთა და განმტკიცებულნი სასოებითა უტყუელისა მის აღთქუმისა ღმრთისაჲთა, უკუეთუ მათ ოდენცა არა ვაჩუენოთ სიმჴნე და ახოვნებაჲ სათნოებათა შინა, რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა, რაჟამს არა თავთა ჩუენთა ხოლო, არამედ სხუათაცა დასაბრკოლებელ ვიქმნეთ? რამეთუ არავის ესრეთ ევნების და დაბრკოლდების, იხილოს თუ ურწმუნოჲ ბოროტისა საქმესა შინა, ვიდრეღა იხილოს თუ ქრისტეანე უჯეროებისა მოქმედად. და სამართლად არს ესე, რამეთუ იგინი ყოველთავე იციან შვილად წარწყმედისა, ხოლო ჩუენისა ამის სარწმუნოებისა ქებაჲ და დიდებაჲ მადლითა ღმრთისაჲთა ყოველსა სოფელსა განსმენილ არს. ამისთჳსცა, იხილონ რაჲ ურწმუნოთა ჩუენგანი ვინმე უწესოებასა რასმე შინა, მეყსეულად იტყჳან: აჰა ეგერა ქრისტეანე რასა-ღა იქმს! უკუეთუმცა არა ქებულ და დიდებულ იყო სარწმუნოებაჲ ჩუენი, არამცა ესრეთ იტყოდეს; ხოლო ურწმუნოჲსათჳს არას ვინ იტყჳს ესევი-თარსა, რამეთუ იციან, ვითარმედ ურჩულოებაჲ და ცოდვაჲ განჩინებული საქმე არს მათი.

ვეკრძალნეთ უკუე, ძმანო მორწმუნენო, რაჲთა არა ჩუენ მიერ სარწმუნოებაჲ ჩუენი შეურაცხ იქმნებოდის, ყურად-ვიხუნეთ მცნებანი ქრისტესნი, გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ მათ ყოველთა აღსრულებაჲ თანაგუაც და ჩუენ ყოველნივე უდებ გჳქმნიან და მოსწრაფე ვართ სოფლისა საქმეთათჳს: შეკრებასა ოქროჲსასა, განმრავლებასა მონათასა, მოგებასა ჭურჭელთა ოქროჲსა და ვეცხლისათა, შემკობასა თავთა ჩუენთასა სამოსლითა შუენიერითა, განმრავლებასა საცხოართასა, მორეწასა სოფელ-თა და აგარაკთასა, სიმრავლესა ვახშთა და აღნადგინებთასა, მიხუეჭასა მოყუასთაგან და ძმათა, ძჳრის-ყოფასა გლახაკთა და დავრდომილთასა. ამას შინა რაჲ ვიყვნეთ, ვითარ უძლოთ კარსაცა მცნებათა ქრისტესთა შესლვად? და ამას ყოველსა ზედა უკუეთუ ვინმე ჩუენგანმან, უდებთა ამათ და დაჴსნილთა, ქმნას მცირედ რაჲმე ქველისსაქმე, მოწყალებაჲ გინა სხუაჲ რაჲმე კეთილი, ანუ მაჩუენებლობით იქმს, ანუ ზუაობით, რაჲთა მცირედიცა იგი არარაჲვე იყოს, არამედ ნავთსაყუდელსაცა შინა ღელვაგუემულ იქმნას.

რასა იქმ, ჵ კაცო? უკუეთუ ქველისსაქმე რაჲმე ჰქმნა, რად უჩუენებ კაცთა და არა ღმერთსა, რომელმან თქუა: „ავასხებდით, ვინაჲ-იგი არარას მოელით მოღებასა“,1 რამეთუ ღმერთსა ავასხებ, რომლისაგანცა მიიღო სასყიდელი; რად დაუტეობ მას და კაცთა ეჩუენები გლახაკთა და უბადრუკთა? არა თუ მოვალე იგი შენი გლახაკი არს და ვერ ძალ-უც გარდაჴდად, არა თუ უარ-ჰყოფს სესხსა მას. არა ჰხედავა მიუთხრობელთა მათ საუნჯეთა მის-თა? არა ჰხედავა გამოუთქუმელსა მას უხუად მიმნიჭებელობასა მისსა? მას მოჰჴადე სესხი იგი, რომელი ავასხე გლახაკსა. უკუეთუ მას მოჰჴდიდე თანანადებსა მას, უხარის და უხუად მოგცემს აღნადგინებითურთ. ხოლო გიხილოს თუ, ვითარმედ არა მისგან, არამედ სხჳსაგან ეძიებ, განრისხნების და შეურაცხებად უჩნს. ამისთჳსცა გრქუას შენ რისხვით: რომელი უმადლოებაჲ იხილე ჩემ თანა, ჵ უგუნურო? რომელი სიგლახაკე გესმა ჩემი, რომელ მე თანაწარმჴედი და სხუათაგან ეძიებ ნაცვალსა? მე მავასხე და სხუათა მოჰ-ჴდი ვალსა შენსა? ამისთჳს არღარა ღირს ხარ ჩემთა მათ უშურველთა ნიჭთა მიმთხუევად. ესრეთ სირცხჳლეულ იქმნე შენ და დასასჯელ, რამეთუ წადიერ არს ღმერთი ნაცვლისა ასწილად მოცემად ყოვლისა მისთჳს, რომელი ჰყო გლახაკთა თანა, და ბევრეულსა მიზეზსა მოგცემს შენ, რაჲთამცა მისგან ითხოვდი მოსაგებელსა. ნუ დაუტეობ უკუე უხუად მიმნიჭებელსა მას მეუფესა და ჩემგან ეძიებ ნაცვალსა ქველისსაქმისა შენისასა, გინა თუ მსგავსისა ჩემდა კაცისაგან. რაჲსათჳს მიჩუენებ მე ქველისსაქმესა შენსა? არა თუ მე გამცენ საქმე იგი, არა თუ ჩემგან გესმა და მე მიჩუენებ? ღმერთმან თქუა: რომელმან შეიწყალოს გლახაკი, მე მავასხებსო. ღმერთსა ავასხე, ღმერთსაცა ეჩუენე, ნუ კაცთა; არამედ ჰყოვნისა მოცემად? ესეცა შენისა უმჯობესისათჳს არს, რაჲთა დაგიმარხოს იგი ჟამსა მას ფრიად საჭიროსა, ოდეს-იგი უმჯობეს იყოს შენდა ორი დანგი, ვიდრე აწ ბევრეული ოქროჲ.

ამისთჳს გლოცავ, ჵ ღმრთისმოყუარენო, უშურველად ვიქმოდით ქველისსაქმესა, ვაჩუენოთ მოწყალებაჲ და სხუათა მათ მცნებათა ყოველთავე ზემოწერილთა აღსრულებაჲ. და ყოველსავე სახილველად ღმრთისა ვიქმოდით და ნუ საჩუენებელად კაცთა, რაჲთა მოგუეცეს მის მიერ მრავალწილად სასყიდელი. ვაჩუენოთ მოწყალებაჲ და კაცთმოყუარებაჲ საქმით და სიტყჳთ და გონებით. უკუეთუ ვიხილოთ ვინ ჭირვეული, ანუ ღელვაგუემული, ანუ პყრობილი, შეწყუდეული დილეგსა, გინა გუემული უჯეროთა კაცთაგან, ჴელი აღუპყრათ, რაოდენცა ძალ-გუედვას, გინა თუ საფასისა მიცემითა, უკუეთუ გუაქუნდეს, გინა თუ სიტყჳთა კეთილითა, რამეთუ არს სიტყჳსაცა კეთილისა სასყიდელი და უფროჲსად სულ-თქუმისაჲცა სახიერისა მის მეუფისა მიერ. და ამას მოასწავებდა ნეტარი იობ და იტყოდა: „რამეთუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილი რაჲ კაცი ურვასა შინა“.2 ხოლო უკუეთუ სულ-თქუმისათჳს სასყიდე-

1 შდრ. ლუკ. 6,35. 2 იობ 30,25.

ლი განმზადებულ არს, რაჟამს სიტყუათა მიერცა და საქმეთა ვისწრაფოთ ქველისსაქმედ, გულისჴმა-ყავ, რაოდენი კეთილი გჳყოს ჩუენ ღმერთმან.

ვისწრაფოთ უკუე გამოჴსნად ყოველთავე ჭირვეულთა, რაოდენცა ძალ-გუედვას, რამეთუ ჩუენცა მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან გჳჴსნა ტყუეობისა მისგან და მონებისა მწარისა და მტერობაჲ იგი დაჰ-ჴსნა, რამეთუ მტერ ვიყვენით ღმრთისა. ხოლო იგი შორის შემოვიდა და დამაგნა ჩუენ, რაჟამს-იგი თავს-იდვა ჩუენთჳს წყლულებაჲ და სიკუდილი; ამისთჳსცა მშჳდობისმყოფელთა მობაძავ თჳსა უწოდა. ჯერ-არს უკუე ჩუენდაცა შეკრძალვაჲ ამის სათნოებისაჲ, რამეთუ ესეცა დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გუექმნების ღმრთისა მიერ. ვიქმნეთ მშჳდობისმყოფელ, რაჲთა ძედ ღმრთისა გუეწოდოს. მშჳდობა-ვყოთ პირველად შინაგან ჩუენსა, შორის სულისა და ჴორცთა, დაუმორჩილოთ ზრახვაჲ იგი ჴორციელი ზრახვასა მას სულიერსა, განვაქარვოთ ამბოხებაჲ იგი და შფოთი ბრძოლისაჲ მის ვნებათაჲსა მოღუაწებითა და საღმრთოთა საქმეთა წურ-თითა. მერმე კუალად, ვიხილნეთ რაჲ ძმანი ჩუენნი ურთიერთას მოლალედ და ურთიერთას მბრძოლად, ვისწრაფოთ ყოვლითა ძალითა მშჳდობის-ყოფად. ნუ ვიხარებთ და გუეჰამების მათი ურთიერთას ბრძოლაჲ, რამეთუ ესე საქმე არს კაცთა უწესოთაჲ და უშიშთა ღმრთისათაჲ. არა თუ პირუტყუნი არიან ანუ მჴეცნი, რაჲთამცა არარაჲ გუელმოდა. ძმანი და ასონი ჩუენნი არიან, და ვითარ არა გუელმოდის და მწუხარე ვიყვნეთ, ებრძოდინ რაჲ ურთიერთას? ვითარ არა ვისწრაფოთ ყოვლითა ღონის-ძიებითა დაჴსნად ბრძოლისა მის და შფოთისა და თავს-დებად ამის ჯერისთჳს ყოვლისავე შრომისა და ჭირისა, ანუ თუ სხუაჲ რაჲმე უძჳრესიცა შეგუემთხჳოს. გულისჴმა-ვყოთ, რამეთუ მშჳდობისა ჩუენისათჳს ქრისტემან ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდვა, და რაჲ საკჳრველი არს, უკუეთუ ჩუენცა მშჳდობისათჳს ძმათაჲსა ძჳრი რაჲმე შეგუემთხჳოს, რაჲ-თა შეგუერაცხოს წამებად. ყოვლითა ღონის-ძიებითა ვისწრაფოთ ბრძოლისა ურთიერთას მოლალეთაჲსა განქარვებად სიტყჳთა კეთილითა, სიტყჳთა მშჳდობისაჲთა, ვედრებითა კაცად-კაცადისაჲთა და სხჳთა ყოვლი-თავე სახითა და სიტყჳთა და საქმითა. ეგრეთვე კუალად, ვიხილოთ რაჲ ძმაჲ ვინმე და მოყუასი ჩუენი ბრძოლისა რაჲსმე და ვნებისა საეშმაკოჲსაგან მიმძლავრებული, ვიღუაწოთ მშჳდობისა მიცემად მისდა, განვაქარვოთ ბრძოლაჲ იგი და მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ სწავლითა და ნუგეშინისცემითა საღმრთოჲთა და ყოვლითა ღონის-ძიებითა.

მივხედნეთ მენავეთა, ვითარ იხილიან რაჲ ნავი გარდაქცეული, შევიდიან ჴუამალდთა და მირბიოდიან დანთქმადთა მათ გამოჴსნად; დაღაცათუ აღძრულ არნ ზღუაჲ და განძჳნებულ იყვნიან ღელვანი მისნი, არავე ჰრიდიან თავთა თჳსთა მისლვად და გამოყვანებად ძმათა და მოყუასთა მათ-თა დანთქმისაგან, მრავალგზის უცნაურნიცა იყვნიან სრულიად. ეგრეთვე ჩუენ, ვიხილოთ რაჲ ძმაჲ ვინმე ღელვაგუემული ცოდვისა რაჲსმე და ვნებისაგან, გინა თუ გულისწყრომისაგან, გინა თუ გულისთქუმისა, გინა თუ სხჳსა რაჲსმე ბოროტისაგან და დანთქმად მიახლებული, არა ვისწრაფოთა გამოჴსნად სიკუდილისა მისგან სულიერისა, რაოდენცა ძალ-გუედვას, და მიცემად მისა მშჳდობაჲ საღმრთოჲ, რაჲთა მშჳდობისმყოფელ ვიქმნეთ და სასყიდელი იგი საკჳრველი მოვიღოთ ღმრთისა მიერ? არა გუესმისა, რაჲ უბრძანა ქრისტემან მოსეს მიერ უგულისჴმოთა მათ ჰურიათა? - „უკუეთუ კარაული მტერისა შენისაჲ იხილო დაცემული, ნუ თანაწარჰჴდები, არამედ აღადგინე იგი“;1 უკუეთუ კარაულისა დაცემულისაჲ აღდგინებაჲ ბრძანებულ არს და არა უგულებელს-ყოფაჲ, არა უფროჲსად თანაგუაცა სულისა დაცემულისაჲ ძმისა და მოყუსისა ჩუენისაჲ და ხატად ღმრთისა დაბადებულისაჲ ჴელისა მიცემად და აღდგინებად, რაჟამს დამძიმებულ არნ ტჳრ-თისა მისგან ვნებათაჲსა და ბრძოლისა მისგან საეშმაკოჲსა და დაცემულ არნ მწჳრესა შინა ცოდვისასა, შთამყვანებელსა ჯოჯოხეთად, და მტერი იგი სულთა ჩუენთაჲ მდგომარე არნ მის ზედა და უღრმესად მთხრებლად შთაუძალებნ შთაგდებად? არა ვისწრაფოთ შეწევნად მისა ლოცვითა და სწავლითა და ყოვლითავე ღონის-ძიებითა, რაჲთა მტერი იგი ბოროტი ვიოტოთ და ძმაჲ ჩუენი დაცემისა მისგან აღვადგინოთ?

გულისჴმა-ვყოთ იგავი იგი უფლისაჲ, რომელი თქუა მიცემულისა მისთჳს ჴელთა ავაზაკთაჲსა, რომელი ბოროტად წყლულ იყო და მწყუდარად დაცემული, ვითარ მღდელი იგი და ლევიტელი თანაწარჰჴდეს, და არა აქო უფალმან საქმე მათი; ხოლო სამარიტელი იგი საქებელ-ყო, ვითარ შეიწყალა უცხოჲ და უცნაური, რომელსა არა აქუნდა მისა მიმართ თჳსებაჲ: აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მიიყვანა ყოველთა სადგურსა და კეთილად იღუაწა და სასყიდელი კურნებისა მისისაჲ მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და უმეტესისაცა მიცემაჲ აღუთქუა.2 ეგრეთვე ჩუენცა თანაგუაც ყოფად ძმათა მიმართ, რამეთუ ჩუენცა ვიყვენით წყლულ და მომწყდარ, და უფალმან გჳღუაწნა წყალობით. ვითარ უკუე არა ვიღუაწნეთ ჩუენცა ძმანი და მოყუასნი ჩუენნი, გინა თუ ჴორციელად ვიხილნეთ წყლულნი და ჭირვეულნი, გინა თუ სულიერად? არამედ თანაწარვჴდეთ უწყალოდ? და ვითარ მოვიღოთ ჩუენ ღმრთისაგან წყალობაჲ?

ესევითარი ესე წესი შევიკრძალოთ, ძმანო: პირველად ჩუენ შორის მყოფთა ბრძოლათა შფოთი განვაქარვოთ შეწევნითა უფლისაჲთა და ჴორცნი სულსა დავამორჩილნეთ და ვყოთ მათ შორის მშჳდობაჲ კეთილი, მერმე გარეშეცა მშჳდობაჲ მოვიგოთ ძმათა მიმართ, და კუალად ბრძოლისა მის და შფოთისა მოყუასთა ჩუენთაჲსა, გინა თუ სულიერისა, გინა თუ ჴორციელისა, განქარვებად ვისწრაფოთ, რაჲთა ვიყვნეთ ყოვლით კერძო მშჳდობისმყოფელ და ძედ ღმრთისა ვიწოდნეთ ბრძანებისა მისებრ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.

1 შდრ. გამ. 23,5. 2 ლუკ. 10,30-37.

ისმინეთ თქუენცა, მეშფოთენო და მოლალენო მოყუასთა მიმართ! ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ მშჳდობაჲ ბრძანებულ არს და არა შფოთი და სიტყჳს-გებაჲ და ამბოხებაჲ. ვითარ უკუე არა გრცხუენის, კაცო, შფოთისა ყოფად და გინებად მოყუსისა და მრავალგზის ჴელის-მიყოფადცა ცემად მისა და მოწყლვად? და მიემსგავსები მჴეცთა ველურთა და მძჳნვარეთა და უფროჲსღა მათსაცა უძჳრეს ხარ, რამეთუ უმრავლესნი მჴეცნი ურთიერთას ზოგად იქცევიან ერთისა მის ბუნებისანი და არა ებრძვიან; ხოლო შენ, კაცო პირმეტყუელო, აგინებ ძმასა შენსა და სცემ და შეაშთობ მას. არა უწყია, რაჲ შეემთხჳა თანამდებსა მას ბევრეულისა შან-თისასა, რომელმან შემდგომად განტევებისა უფლისა მიერ ფრიადისა მის თანანადებისა პოა მოყუასი თჳსი, რომელსა თანაედვა მისი ასი დრაჰკანი, შეიპყრა იგი და შეაშთობდა, ვითარ განურისხდა მას უფალი და მისცა იგი საუკუნესა სატანჯველსა?1 არა სძრწია იგავისა მისგან? არა გეშინისა, ნუუკუე შენცა ესრეთვე შეგემთხჳოს? არა უწყია, ვითარმედ დიდთა თანანადებთა თანამდებ ვართ ჩუენ მეუფისა მიმართ ჩუენისა, და ყოველსავე ზედა სულგრძელ გუექმნების და არა გუაჭირვებს, არცა გუაშთობს, ვი-თარ-ესე ჩუენ მოყუასთა ჩუენთა? უკუეთუმცა მეასედიცა ანუ მეათასედი თანანადებთა ჩუენთაჲ იძია ჩუენგან, ვაჲ ჩუენდამცა იყო, რამეთუ აწმცა ადრევე გეჰენიად ცეცხლისა მიცემულ ვიყვენით.

ესე ყოველი, საყუარელნო, გულისჴმა-ვყოთ და ჩუენცა მიუტევნეთ თანანადებნი თანამდებთა მათ ჩუენთა, რაჲთა ჩუენცა მოტევებაჲ ვპოოთ, მცირედისა წილ ფრიადი. ვიქმნეთ მშჳდობისმყოფელ ურთიერთას, საკრველითა მით სიყუარულისა და მშჳდობისაჲთა შევიკრნეთ, მიუტეოთ ურთიერთას თანანადებნი და ბრალნი და შეცოდებანი, და მშჳდობაჲ ქრისტესი იყავნ ჩუენ შორის, რაჲთა განწმედილნი ყოვლისა თანანადებისაგან ცოდვათაჲსა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს პატივი და დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მათ. 18, 23-34.