მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 5:31

30. And if thy right hand offend thee, cut it off, and cast it from thee: for it is profitable for thee that one of thy members should perish, and not that thy whole body should be cast into hell.31. It hath been said, Whosoever shall put away his wife, let him give her a writing of divorcement:32. But I say unto you, That whosoever shall put away his wife, saving for the cause of fornication, causeth her to commit adultery: and whosoever shall marry her that is divorced committeth adultery.
Matthew თავი 5
31. It hath been said, Whosoever shall put away his wife, let him give her a writing of divorcement:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუმულ არს: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“ (5,31-32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ზემოთქუმული იგი ყოველივე კეთილად განაწესა და შუენიერად, აწ ესერა სხუაჲ სახე გჳჩუენა მრუშებისაჲ. წეს იყო ძუელსა მას შჯულსა შინა, რაჟამს მოიძულის ვინ ცოლი თჳსი რომლითაცა სახითა, ჴელ-ეწიფებოდა განშორებად მისა და სხჳსა შერთვად, გარნა არა წეს იყო ესრეთ განტევებად, არამედ მიეცინო წიგნი განსატევებელი, რაჲ-თა არღარა ჴელ-ეწიფებოდის შერთვად მისა. რამეთუ უკუეთუმცა არა ესრეთ ეთქუა, არამედ მიეცამცა ჴელმწიფებაჲ განტევებულისა მის კუალად შერთვად, ფრიადიმცა იყო შფოთი და უწესოებაჲ და განცხადებული მრუ-შებაჲ. ამისთჳს განაწესა წიგნი იგი განსატევებელი დაწერად, რაჲთა არ-ღარა ჴელ-ეწიფებოდის შერთვად განტევებულისა მის. ხოლო ესევითარი ესე რჩულის-დებაჲ ფრიადისა მის უკეთურებისათჳს ჰურიათაჲსა განეწესა, რამეთუ უკუეთუმცა აიძულა მოძულებულისა მის დამჭირვად, მოკლამცა მოძულემან მან ქმარმან ცოლი თჳსი. რამეთუ ესრეთ უკეთურ იყვნეს ჰურიანი, რომელნი-იგი შვილთა თჳსთა დაჰკლვიდეს და წინაწარმეტყუელნი მოსწყჳდნეს და ყოვლითურთ მოსისხლე და ურჩულო იყვნეს, ოდესმცა ჰრიდეს ცოლთა თჳსთა მოკლვად? ამისთჳს შეუნდო უმცირესისა ამის უწესოებისა ყოფად, რაჲთა არა უძჳრესი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:31-32 — ცოლის განტევება:

31. თქუმულ არს, რამეთუ რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი, მიეცინ მას განსატევებელი. - მოსემ ბრძანა, რომ უკეთუ ვინმე ცოლს მოიძულებდა, შეეძლო გაყროდა მას, რათა უარესი არ მომხდარიყო, რადგან ის, ვისაც მოიძულებენ, შეიძლება მოკლან კიდეც. გაყრილისათვის მას განთავისუფლების წერილი უნდა მიეცა, რომელსაც განტევების წერილიც ეწოდებოდა, რათა უკან აღარასოდეს მიბრუნებულიყო და იმის გამო, რომ ქმარი უკვე სხვასთან ცხოვრობდა, შფოთი არ წარმოშობილიყო.

32. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. - უფალი მოსეს რჯულს კი არ არღვევს, არამედ ასწორებს და ქმარს ცოლის უგუნური მიზეზით მოძულებას უკრძალავს. უკეთუ საფუძვლიანი მიზეზით, ანუ როგორც მემრუშეს გაუშვებს, არ განისჯება, ხოლო უკეთუ გაშვების მიზეზი მრუშობა არ იქნება, მაშინ სამსჯავროს გადაეცემა, რადგან სიძვისაკენ უბიძგა. მაგრამ ვინც გაშვებულს მიიღებს, ისიც მემრუშეა, რამეთუ რომ არ მიეღო, შესაძლოა, უკან დაბრუნებულიყო და ქმარს დამორჩილებოდა. ქრისტიანი კი მშვიდობისმყოფელი უნდა იყოს სხვების და, მით უმეტეს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის