მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 6:23

22. The light of the body is the eye: if therefore thine eye be single, thy whole body shall be full of light.23. But if thine eye be evil, thy whole body shall be full of darkness. If therefore the light that is in thee be darkness, how great is that darkness!24. No man can serve two masters: for either he will hate the one, and love the other; or else he will hold to the one, and despise the other. Ye cannot serve God and mammon.
Matthew თავი 6
23. But if thine eye be evil, thy whole body shall be full of darkness. If therefore the light that is in thee be darkness, how great is that darkness!
მათეს სახარების განმარტება - თავი VI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
6:19-24 — მიწიერი საუნჯე, ბნელი გონება და ორი ბატონი:

19-21. ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.- განაგდებს რა პატივმოყვარეობის სენს, უფალი არამომხვეჭელობაზე საუბრობს, რადგან ადამიანები, პატივმოყვარეობისა გამო, ქონების გამრავლებაზე ზრუნავენ, იგი მიწიერი საუნჯის უსარგებლობას გვიჩვენებს. საჭმელსა და სამოსს ხომ ჩრჩილიცა და მჭამელიც გაანადგურებს, ხოლო ოქროსა და ვერცხლს მპარავნი მოიპარავენ. შემდეგ, ვინმეს რომ მისთვის არ ეთქვა: ყველაფერს ხომ ვერ მოიპარავენო, ამბობს: მსგავსიც რომ არაფერი მოხდეს, ქონებაზე ზრუნვით, რომ მასზე მიჯაჭვული ხარ, განა უკვე არ არის უბედურება? ამიტომატ ამბობს: სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.

22-23. სანთელი გუამისაჲ არს თუალი. უკუეთუ თუალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს. უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. მრისხანების ძლევა და მძიმეგულთა მხილება:

..., მაღლა აეწია და ზეცისკენ აეყვანა, თვითონვე ქვევით ითრევა სნეულებათა უმძიმესი ტვირთით. როცა მეეტლე ანდა მესაჭე ასეთია, ცხონების რა სასოება რჩება? როგორც მაშინ, როცა ამბობს: „უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?“ () როცა მესაჭე მთვრალია და ტალღებისა და ქარების უწესრიგობას ბაძავს, როგორ გადარჩება ხომალდი?

6. ამაოების უარყოფა და ღვთის შემეცნება

მაშ, რას შეუძლია სული მსუბუქად აქციოს? საოცარი ცხოვრება: აქაურთაგან არაფერს ხარბად არ მივჩერებოდეთ და საკუთარ ფეხებზე არ მივიბათ ის, რაც ქვევით მიექანება და სხვასაც ქვევით მიათრევს. რადგან სხეულთაგან ზოგს ქვევით სვლა სჩვევია, როგორც ქვებს, ხეებსა და ყოველ ასეთ რამეს; ზოგს კი ზევით, როგორც ცეცხლს, ჰაერს და მსუბუქ ფრთათა ბუნებას. ამიტომ, თუ მსუბუქს რაიმე ქვევით წამღებს მიაბამ, ვერც ფრთები გამოგადგება და ვერც ჰაერი, რადგან სიმძიმე ზომას გადააჭარბებს, სძლევს და იმარჯვებს. ასევე, თ...

სრულად ნახვა