თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს-იგი მოწყალებისათჳს იტყოდა, ცუდადმზუაობრობისა და მაჩუენებლობისაგან ოდენ განგუაკრძალნა და სხუაჲ არარაჲ შესძინა, არცა თქუა, თუ ვინაჲ ჯერ-არს ქმნად ქველისსაქმისა ანუ ვითარ, - რაჲთა არა მონახუეჭისა და ნატაცებისაგან იყოს, არამედ შრომათაგან სიმართლისათა მოგებული, - რამეთუ ესე საცნაურცა იყო ყოველთა მიერ, და არა უჴმდა ამისთჳს უწყებაჲ, და კუალად თავადმანცა აჴსენა ზემორე, რაჟამს ჰნატრიდა მშიერთა და წყურიელთა სიმართლისათჳს; ხოლო აწ ლოცვისათჳს რაჲ იწყო სწავლად, წესსაცა გუაუწყებს, თუ ვითარ ჯერარს ლოცვაჲ: „ნუ მრავალსა იტყჳთო, ვითარცა-იგი წარმართთაგანნი“. ვი-თარცა ზემო ორგულნი მოიხუნა სახედ უწესოებისა და მაჩუენებლობისა, ეგრეთვე აქა წარმართნი აჴსენნა სახედ მრავალმეტყუელებისა, რაჲთა მიბაძვითა შეურაცხთა მათ და წარწყმედისა მეძიებელთა კაცთაჲთა გულის-ჴმა-გჳყოს არა ბაძვად მათდა.
ხოლო რაჲ არს მრავლისმეტყუელებაჲ ესე? ყოველსავე ცუდსა და ამაოსა სიტყუასა მრავლისმეტყუელება ეწოდების, ოდეს-იგი რაჲ არა ჯერარნ, მას ვითხოვდით ღმრთისაგან. მრავლისმეტყუელება და ცუდადმეტყუელება არს, ოდეს ვითხოვდით ძლიერებასა და დიდებასა ჴორციელსა, სიმდიდრესა და...