მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა“ (6,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მიუთხრა ყოველი წესი საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ და უჩუენა გზაჲ სისრულისაჲ, აწ კუალად ჴელ-ჰყოფს ვნებასა მასცა, ყოველთა ვნებათა უმძლავრესსა, უჩინო-ყოფად კაცთაგან, რომელ არს ცუდადმზუაობრობაჲ, რომელი-იგი შეუდგს და თანაჰყვების მოქმედთა სათნოებისათა, რაჲთამცა ცუდ-ყვნა შრომანი მათნი. ხოლო პირველითგან არარაჲ თქუა ამისთჳს, რამეთუ არცა საჴმარ იყო პირველ სწავლისა ყოფად კეთილისა თქუმად, თუ ვითარითა გონებითა უჴმს ქმნაჲ. ხოლო ვინაჲთგან ასწავლა სათნოებაჲ, აწ იოტებს ვნებასაცა, მავნებელსა სათნოებათასა, რამეთუ მაშინ მოვალს ესე ბრძოლად ჩუენდა, ოდეს ვაჩუენოთ მოღუაწებაჲ და მოქალაქობაჲ სულიერი. და კეთილად ყო მაცხოვარმან: პირველად დაჰნერგა სათნოებაჲ, და აწ აღმოჰფხურის ეკალსა მას და კუროჲსთავსა, განმაჴმობელსა სულიერისა მის ნერგისასა. და იხილე, ვინაჲ იწყო: მარხვისაგან და ლოცვისა და მოწყალებისა, რამეთუ უფროჲს ყოვლისა ამათ სათნოებათა თანა ჩუეულ არს ზუაობაჲ მახლობელობად და განრყუნად მა-თისა მის სიკეთისა, ვითარცა ფარისეველსა მას შეემთხჳა, რომელი იტყოდა: „ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა“;1 და ლოცვასა მას შინა ზუაობდა და მაჩუენებლობით იქმოდა. და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე უფლისაჲ, ვითარ იწყო, ვითარცა მჴეცისა რაჲსამე მძჳნვარისათჳს ანუ მპარვისა ღამით მკრეხველისა. ესრეთ განგუაკრძალებს და იტყჳს: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა“, რამეთუ მჴეცი ესე და მპარავი უცნაურად მოვალს და ყოველსა ნამუშაკევსა ჩუენსა წარიპარავს და საუნჯესა მას სულისა ჩუენისასა სრულიად ცარიელსა დაუტეობს.

ვინაჲთგან უკუე მრავალი წარმოთქუა მოწყალებისათჳს უფალმან და ღმრთისა სახიერებაჲ სახედ მოგუცა, რომელმან აღმოაბრწყინვის მზე ბოროტთა ზედა და კეთილთა,2 და ყოვლით კერძო გუამცნო შემკობაჲ სულთა ჩუენთაჲ ყუავილითა მოწყალებისაჲთა, ამისთჳს განგუაკრძალებს სიმყრალისა მისგან ზუაობისა და იტყჳს: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა“. და საგონებელ არს ორივე ესე ერთად - „წინაშე კაცთა“ და „სახილველად მათა“. გარნა არა ერთ არს, არამედ ფრიადითა სიბრძნითა და სახიერებითა განგუაკრძალებს, რამეთუ იქმნების წინაშე კაცთაცა არა სახილველად მათდა, და კუალად იქმნების არა წინაშე კაცთა სახილველად მათდა. ამისთჳს არა საქ-

1 ლუკ. 18,12. 2 შდრ. მათ. 5,45.

მესა მას, არამედ გონებასა გჳრგჳნისა გინა თუ საშჯელისა ღირს-ჰყოფს. რამეთუ უკუეთუმცა არა ესრეთ გამოწულილვით ეთქუა, მრავალნიმცა უდებ იქმნნეს ყოფად მოწყალებისა, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს მარადის დაფარვაჲ ქველისსაქმისაჲ, რაჲთამცა ვერვინ იხილა. ამისთჳს აღი-ღებს ამას სიძნელესა და არა საქმესა, არამედ გონებასა მას მოქმედისასა მისცემს ბრალსაცა და მადლსაცა; და რაჲთა არა სთქუა, ვითარმედ: რაჲ ვყო მე, უკუეთუ ვინ იხილოს? ამისთჳს გეტყჳს: არა ამას ვეძიებო, გარნა გონებასა შენსა და სახესა მას საქმისასა, რამეთუ მე სულისა შენისაჲ მნებავს ვნებათაგან განწმედად; ამისთჳს ვთქუ: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა არა ყოფად წინაშე კაცთა სახილველად მათდა“. უკუეთუ სახილველად კაცთა იქმოდით, გინა თუ წინაშე კაცთა ჰქმნეთ, გინა თუ არა, ცუდ არს შრომაჲ თქუენი და ამაო, რამეთუ სასყიდელი არა გაქუს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა. სრულიად განაგდო მაჩუენებლობისა საქმე და გამოაჩინა დიდი იგი ზღვევაჲ, ოდეს საქმე კეთილი ვქმნათ და სასყიდელი არა მოვიღოთ. ხოლო მამაჲცა ზეცათაჲ აჴსენა, რაჲთა უმეტესად საკდემელ-ყოს სიტყუაჲ იგი, რომელ სასყიდელი დაგუჭირდების; და სასყიდელი ვისგან? მამისა მისგან ზეცათაჲსა. და სამართლად, ვინაჲთგან იგი არს სასყიდლისმომცემელი, და ჩუენ სხუათა ვეჩუენებით და არა მას, რომელი სასყიდელსა მოგუცემს. ესრეთ გჳჩუენა რაჲ ზღვევაჲ იგი და სავნებელი მაჩუენებლობისაჲ, კუალად განავრცელებს მოძღურებასა მას და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო რაჟამს იქმოდი ქველისსაქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი“ (6,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად და სამართლად ორგულ უწოდა მათ, რამეთუ გარეშე სახე მათი ჩანს, თუ ღმრთისათჳს იქმან, ხოლო გონებაჲ მათი ქებასა კაცთასა ეძიებს; პირი მათი მოწყალებისაჲ არს და გული მაჩუენებლობისაჲ. აჩუენებენ, თუ მოყუსისა წყალობისათჳს იქმან, ხოლო იგინი თჳსისა ქებისათჳს მისცემენ ქველისსაქმესა; ამისთჳსცა მიუღებიეს სასყიდელი მათი მათგან, რომელთაცა ეჩუენებიან, რამეთუ არა მიცემასა საფასისასა ეწოდების ქველისსაქმე, არამედ ოდეს ვითარ-იგი ჯერ-არს, ეგრეთ მიეცემოდის.

ესრეთ გამოაჩინა რაჲ მაჩუენებელთა ორგული ქველისსაქმე და საცნაურ-ყო, ვითარმედ მიუღებიეს აქავე სასყიდელი მათი, კუალად იტყჳს, თუ ვითარ ჯერ-არს მიცემაჲ ქველისსაქმისაჲ; ისმინე და ისწავე, ძმაო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი, რაჲთა იყოს ქველისსაქმე შენი ფარულად“ (6,3-4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად აქა არა ჴელსა გუაუწყებს მარჯუენესა გინა მარცხენესა, არამედ ჰნებავს ჩუენებად, ვითარმედ ეგოდენ გარდამატებულად თანანადებ არს ფარულად ქმნაჲ ქველისსაქმისაჲ, ვიდრეღა შესაძლებელ თუ იყო, რაჲთამცა თავსაცა შენსა დაუფარე, ნუ უდებ იქმნები; დაღაცათუ ჴელთა მებრ შენთაგან, რომელნი ჰმსახურებენ ქველისსაქმესა, ძალ-გედვას დაფარვად, დაფარე, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ უკუეთუ თავ-თაცა თჳსთაგან კეთილ არს დაფარვაჲ, უკუეთუ შესაძლებელ იყოს, რაჲ ვინ თქუას გარეშეთა კაცთათჳს?

ხოლო არა ესრეთ არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარცა ვიეთმე თქუეს, ვითარმედ: მარცხენისა მიერ უკეთურთა კაცთა მოასწავებს, რაჲთა მათ არა ვაუწყებდეთ ქველისსაქმესა ჩუენსა; რამეთუ ბრძანებაჲ მისი ყოველ-თაგან დაფარვასა ქველისსაქმისასა გუამცნებს: „რაჲთა იყოსო ქველისსაქმე შენი ფარულად“. და მერმე გჳჩუენებს მომცემელსა მას სასყიდლისასა და მხედველსა დაფარულთასა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ ყოველსა ადგილსა არს ღმერთი, და არარაჲ დაეფარვის მას; და ვითარმედ საქმეთა ჩუენთა მოსაგებელი არა ამას საწუთროსა განწესებულ არს, არამედ საშინელი საბჭოჲ მიმელის, გან-რაჲ-ვიდეთ ამიერ, და მოსაგებელი ყოველთა საქმეთა ჩუენთაჲ, კეთილთაცა და ბოროტთაცა, მუნ დამარხულ არს, და არარაჲ დაშთების მუნ გამოუცხადებელად, დაღაცათუ კაცთაგან დაფარულ იყოს; რამეთუ ესე ყოველი მოასწავა სიტყჳთა მით, რომელი თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულსა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი და პატიოსანი სახილველი შეგიმზადა შენ, ვითარმცა გეტყოდა: რაჲ გნებავს, კაცო, ესე გწადისა, რაჲთა ქველისსაქმესა შენსა მრავალნი ხედვიდენ? მე გიჩუენნე მხილველნი სათნოებისა შენისანი, არა ანგელოზნი ხოლო და მთავარანგელოზნი, არამედ თავადი ღმერთი ყოველთაჲ ხედავს ქველისსაქმესა მას; უკუეთუ კაცთა ჩუენებაჲ გნებავს, არცა იგი დაგაკლოს ჟამსა მარჯუესა, რამეთუ უკუეთუ აწ უჩუენებდე კაცთა, ათსა კაცსა ანუ ოცსა, გინა თუ ასსა უჩუენო საქმე იგი, ხოლო აქა თუ ესწრაფო დაფარვად, მაშინ ქადაგოს ღმერთმან სათნოებაჲ შენი, ოდეს შეკრბენ ყოველნი ანგელოზნი და კაცნი ერთბამად.

აწ უკუე გნებავს თუ, რაჲთა კაცნი ხედვიდენ ქველისსაქმესა შენსა, დაფარე იგი ამას ჟამსა, რაჲთა მაშინ დიდითა პატივითა იხილონ იგი ყოველთა, ოდეს ღმერთი ქადაგებდეს მას და უჩუენებდეს შესაკრებელსა მას დიდსა; და წინაშე ყოველთასა გჳრგჳნოსან-გყოს, რაჲთა უკჳრდეს ყოველ-თა ბრწყინვალებაჲ შენი. ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს და ღმერთი ხედავს ყოველსავე და ეგულების მას დღესა სასყიდლისაცა მრავალწილისა მოცემად და ყოველთა ზედა გამოცხადებად სათნოებათა შენთა, დიდი უგუნურებაჲ არს, უკუეთუ ეჩუენებოდი ხუთთა გინა ათთა კაცთა და იგი ყოველი დაგჭირდეს და გესმას: „მიგიღებიეს სასყიდელი შენი“.

არავისი ჯერ-არს უკუე ჩუენებად, გარნა მამისა მის ზეცათაჲსა, რომელი ხედავს დაფარულთა და უფალ არს გჳრგჳნისა მოცემად და სასყიდლისა მოუგონებელისა. უკუეთუ არა მას უჩუენოთ, არამედ კაცთა, ყოველივე წარვწყმიდოთ, ყოველივე დაგუჭირდეს, დაღაცათუმცა დაჭირვებაჲ არა იყო. არავე სიცოფე არს დატეობაჲ სახილველისა მის უხილავთა მხილველ-თაჲსა და სახილველისა ამის ხილულთა და მოკუდავთა კაცთაჲსა რჩევად?

ვინ არს უბადრუკი იგი, რომლისა სიქველესა მეფე მივიდოდის ხილვად, და მან დაუტეოს იგი და წარვიდეს სახილველსა გლახაკთა და შეურაცხთა კაცთასა და მათ ეჩუენებოდის? ამისთჳს უფალი გჳბრძანებს არა ხოლო მაჩუენებლობისაგან რიდებად, არამედ ყოვლითაცა მოსწრაფებითა დაფარვად ყოველთავე კეთილისსაქმეთა ჩუენთა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცევდ მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (6,5-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათცა ორგულად სახელ-სდებს, და სამარ-თლად, რამეთუ იჩემებენ ღმრთისა მიმართ ლოცვასა და კაცთა ეჩუენებიან; არა მვედრებელთა უპყრიეს სახე, არამედ მოკიცხართაჲ, რამეთუ რომელსა ენების ჭეშმარიტად ვედრებაჲ, დაუტევნის ყოველნივე და მას ოდენ ხედავნ, რომელი-იგი უფალ არს მოცემად სათხოელისა მის; უკუეთუ იგი დაუტეოს და სხუათა მოქენე იქმნას, მისგან ვერარაჲ მოიღოს, არამედ ცარიელითა ჴელითა მართლუკუნიქცეს, რამეთუ ესრეთ ინება მან.

ამისთჳსცა არა თქუა უფალმან, ვითარმედ: არა მიიღონ ესევითართა მათ სასყიდელი, არამედ „მიუღებიესო“. ესე იგი არს, ვინაჲცა ეძიებდეს სასყიდელსა, მათ მიერცა მიუღებიეს. არა თუ ღმერთსა ესე ენება, არამედ თჳსითა მით საუკუნოჲთა სასყიდლითა უნდა პატივ-ცემაჲ მათი, ხოლო მათ ვინაჲთგან კაცთაგან ინებეს სასყიდელი, არღარა ღირს არიან ღმრთისაგან მიღებად, რამეთუ არა ენება მათ.

ესრეთ განაქიქა რაჲ და განაგდო მაჩუენებლობით და უწესოებით ლოცვაჲ ადგილისათჳსცა შესაკრებელთა და უბანთაჲსა და გონებისათჳსცა მათისა კაცთმოთნისა და გამოაჩინნა იგინი, ვითარმედ საწყალობელ და საკიცხელ არიან, გუასწავლის ჯეროანსა მას წესსა ლოცვისასა და იტყჳს: „შევედ საუნჯესა შენსა“. სთქუა შენ სადმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე, ეკლესიასა შინა არა ჯერ-არსა ლოცვაჲ? ჰე, ფრიადცა ჯერ-არს, და არავინ არს მაყენებელ, გარნა გონებითა ესევითარითა, ვითარ-იგი ჰნებავს ღმერთსა, რამეთუ მარადის და ყოველსა ადგილსა გონებისა საქმესა ეძიებს ღმერთი. უკუეთუ არა, დაღაცათუ საუნჯესა შეხჳდე და მაჩუენებლობაჲ გენებოს, შემძლებელ ხარ, და არარაჲ სარგებელ გეყოს დაჴშვითა კარისაჲთა, უკუე-თუ ესრეთ ილოცვიდე, ვითარცა ორგულნი იგი, რაჲთა ეჩუენო კაცთა.

აწ უკუე პირველ ყოვლისა გონებისა კარნი დაჰჴშენ, რაჲთა არა შევიდეს მუნ სული ზუაობისა და მაჩუენებლობისაჲ, და მერმე გინა თუ ეკლესიასა ილოცვიდე, გინა თუ საუნჯესა შენსა, ყოველივე კეთილ იყოს და სასმენელ ღმრთისა. უკუეთუ კულა სული ზუაობისაჲ შეერთოს ლოცვასა თანა, ვერღარა ჴელ-ეწიფების ლოცვასა მას სასმენელთა ღმრთისათა მიწევნად. გარნა ამათ ესევითართა ბრძანებათა ზედა არიან ვიეთნიმე ესრეთ უგულისჴმონი და უგუნურნი და ესრეთ უშუერებით აღასრულებენ ლოცვასა, რომელ დაღაცათუ გუამი მათი შინაგან სენაკისა არნ და არა იხილვებინ კაცთა მიერ, არამედ აღამაღლიან ჴმაჲ და ყოველთა აუწყიან, ვითარმედ ილოცვენ, უწესოდ ჴმობდიან და ყვნიან თავნი თჳსნი სახითაცა და ჴმითა საკიცხელ ყოველთა.

არა ჰხედავა, ვითარ უბანთაცა ზედა უკუეთუ მთავარი ვინმე დიდებული წარჰვლინ და მოუჴდის გლახაკი თხოად, უკუეთუ სასტიკითა და საწყინოჲთა ჴმითა მოუჴდის, უფროჲსად შეჰრისხნის მას დიდებულმან მან; უკუეთუ კულა მდაბლითა და ლმობიერითა ჴმითა ევედრებინ, შეიწყალის იგი და მისცის თხოვაჲ მისი.

აწ უკუე ჩუენცა ნუ სახითა ჴორციელითა კაცთა საჩუენებელად, ნუცა ჴმამაღლობითა ჴორჴისაჲთა აღვასრულებთამცა ლოცვათა, რაჟამს თჳსაგან ვილოცვიდეთ სენაკთა ჩუენთა, ავაჯითა და ჴმატკბილობითა სასმენელად კაცთა, არამედ მჴურვალებითა გულისა და გონებისაჲთა ვილოცვიდეთ, გულითა შემუსრვილითა და სულითა სიმდაბლისაჲთა, დინებითა ცრემლთა მჴურვალეთაჲთა.

უკუეთუ იტყჳ, ვითარმედ: ელმის შინაგან გულსა ჩემსა და ვერ ძალმიც დუმილი, უწყოდე, ვითარმედ გულისა ლმობიერისა ლოცვაჲ ესე არს, რომელ ესერა ვთქუ; რამეთუ მოსესცა ელმოდა და მჴურვალედ ილოცვიდა, გარნა ჴმაჲ მისი არა ისმოდა. ხოლო ისმინე, რასა ეტყოდა ღმერთი: „რაჲსა ჰღაღადებო ჩემდა მომართ?“1 ჴმაჲ მისი არა ისმოდა ჴორციელად, ხოლო ესოდენ ჴმამაღლად ილოცვიდა სულითა, ვიდრეღა ღმერთმან ჰრქუა: „რაჲსა ესოდენ ჰღაღადებ ჩემდა მომართ?“

ეგრეთვე კუალად ანაჲსთჳს წერილ არს, ვითარმედ: ილოცვიდა, ცრემლნი მისნი დიოდეს, ხოლო ჴმაჲ მისი არა ისმოდა; და ესოდენ ესმა ღმერთსა, რომელ მასვე ჟამსა მისცა თხოაჲ მისი.2

ხოლო აბელი არა დუმილითა ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ილოცვიდა, და სისხლი მისი საყჳრისა უძლიერესსა ჴმასა აღუტე-

1 გამ. 14,15. 2 შდრ. 1 მეფ. 1,10-17.

ობდა.1 აწ უკუე შენცა, უკუეთუ გული გელმის, სულთ-ითქუენ, ვითარცა წმიდამან მან, რომელმან თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“;2 დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“;3 სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათა შინა; ამისთჳს ფრიადი გიჴმს შენ წესიერებაჲ, ფრიადი შიში და ძრწოლაჲ, ანგელოზთა თანამოდასე ხარ, მთავარანგელოზთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობასა ჰგალობ. ესე ყოველნი განწყობილნი, რომელნი ვაჴსენენ, რომელთა თანა განწყობილ ხარ შენ, დიდითა კრძალულებითა და წესიერებითა დგანან, დიდითა შიში-თა და მოწიწებითა წმიდასა მას გალობასა ძლევისასა სანატრელითა მით ღაღადებითა უგალობენ ყოველთა ღმერთსა და მეუფესა.

ამათ უჴორცოთა ძალთა შეერთე, ძმაო, რაჟამს ილოცვიდე, და მათსა მას ჰბაძევდ წესიერებასა, რამეთუ შენცა არა კაცთა უგალობ და შეასხამ, არცა კაცთა ევედრები, არამედ ღმერთსა, რომელი ყოველგან არს და ყოველსა ხედავს, რომელსა თჳნიერ ჴმისაცა ყოველივე ესმის, რომელმან დაფარულნი გულისანი იცნის! უკუეთუ ესრეთ ილოცვიდე შიშით და ძრწოლით და სასმენელად მხოლოჲსა ღმრთისა, დიდი სასყიდელი მიიღო, ვითარცა ესერა მაცხოვარი გუასწავებს და იტყჳს: „და მამაჲ შენი რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“.

არა თქუა, თუ: მოგანიჭოს შენ, არამედ - „მოგაგოსო“, რამეთუ თანამდებად შენდა ჰყოფს თავსა თჳსსა ღმერთი, ვითარმცა მიეღო რაჲმე შენგან და თანაედვამცა ნაცვლისა მოგებად, რაჲთა ესრეთ დიდად პატივ-გცეს შენ; ხოლო ვინაჲთგან იგი უხილავ არს, ეგრეთვე ჰნებავს, რაჲთა თხოვაჲცა შენი უხილავ იყოს, ვითარცა ესერა გჳბრძანა. და სახეცა ლოცვისაჲ გუასწავა, თუ რაჲ გჳჴმს თხოად ღმრთისაგან ლოცვასა შინა, და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანნი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავალმეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი. ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამე-თუ იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა“ (6,7-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს-იგი მოწყალებისათჳს იტყოდა, ცუდადმზუაობრობისა და მაჩუენებლობისაგან ოდენ განგუაკრძალნა და სხუაჲ არარაჲ

1 დაბ. 4,10. 2 ფსალმ. 6,7. 3 შდრ. ფსალმ. 129,1.

შესძინა, არცა თქუა, თუ ვინაჲ ჯერ-არს ქმნად ქველისსაქმისა ანუ ვითარ, - რაჲთა არა მონახუეჭისა და ნატაცებისაგან იყოს, არამედ შრომათაგან სიმართლისათა მოგებული, - რამეთუ ესე საცნაურცა იყო ყოველთა მიერ, და არა უჴმდა ამისთჳს უწყებაჲ, და კუალად თავადმანცა აჴსენა ზემორე, რაჟამს ჰნატრიდა მშიერთა და წყურიელთა სიმართლისათჳს; ხოლო აწ ლოცვისათჳს რაჲ იწყო სწავლად, წესსაცა გუაუწყებს, თუ ვითარ ჯერარს ლოცვაჲ: „ნუ მრავალსა იტყჳთო, ვითარცა-იგი წარმართთაგანნი“. ვი-თარცა ზემო ორგულნი მოიხუნა სახედ უწესოებისა და მაჩუენებლობისა, ეგრეთვე აქა წარმართნი აჴსენნა სახედ მრავალმეტყუელებისა, რაჲთა მიბაძვითა შეურაცხთა მათ და წარწყმედისა მეძიებელთა კაცთაჲთა გულის-ჴმა-გჳყოს არა ბაძვად მათდა.

ხოლო რაჲ არს მრავლისმეტყუელებაჲ ესე? ყოველსავე ცუდსა და ამაოსა სიტყუასა მრავლისმეტყუელება ეწოდების, ოდეს-იგი რაჲ არა ჯერარნ, მას ვითხოვდით ღმრთისაგან. მრავლისმეტყუელება და ცუდადმეტყუელება არს, ოდეს ვითხოვდით ძლიერებასა და დიდებასა ჴორციელსა, სიმდიდრესა და ჴელმწიფებასა, ძლევასა მტერთასა და შურის-გებასა მო-ძულეთასა და სხუასა ყოველსავე ჴორციელსა და სოფლიოსა, ცუდსა და ამაოსა საქმესა, რომელი არარას სარგებელ ეყოფოდის სულსა ჩუენსა. ამის ესევითარისა არარაჲსა ჯერ-არს ლოცვასა შინა თხოად, რაჲთა არა მრავლისმეტყუელებად და ცუდადმეტყუელებად შეგუერაცხოს.

„რამეთუ იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოადმდე თქუენდა მისგან“. ამისთჳს არა ჯერ-არს ესევითარისა მრავლისმეტყუელებისა ლოცვასა შინა შემოღებად და თხოად, რაჲ-იგი არა ჰნებავს ღმერთსა, არცა არს სარგებელ სულთა ჩუენთა.

ხოლო ამას თანა ესეცა გუესწავების, ვითარ ვჰგონებ, რაჲთა ოდესიგი ვდგეთ საუნჯეთა შინა ჩუენთა, რომელ არიან სენაკნი და ადგილნი ფარულად ლოცვისანი, და ვევედრებოდით ღმერთსა და ვითხოვდეთ მისგან წყალობასა და მოტევებასა ცოდვათასა, არა ვზრუნვიდეთ გრძელთა სიტყუათა შეწყობასა და ბევრეულისა სიბრძნისმეტყუელებისა შემზადებასა, არამედ მარტივითა და შემოკლებულითა სიტყჳთა ლმობიერებისაჲთა ვითხოვდეთ ცრემლით და სულ-თქუმით წყალობასა და მოტევებასა ცოდვათასა და ცხორებასა სულთა ჩუენთასა.

არა ვიტყჳ, თუ მოკლედ ვილოცვიდეთ ჟამითა, რამეთუ ლოცვაჲ სამარადისოჲ ბრძანებულ არს ჩუენდა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ლოცვასა განკრძალულ იყვენით“.1 და კუალად იტყჳს: „მარადის გიხაროდენ, მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინა ჰმადლობდით“.2 და თავადმან უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე იგავითა მით მის ქურივისაჲთა, რომელი დაუცადებელად ვედრებითა აწყინებდა და შრომასა შეამთხუევდა

1 რომ. 12,12. 2 1 თეს. 5,16-18.

უშიშსა მას მსაჯულსა, ვიდრემდის ლმობიერ-ყო იგი წყალობად მისა,1 და კუალად სხჳთა მით იგავითა შუაღამეს მისრულისა მეგობრისაჲთა, რომელმან აღადგინა მწოლარე იგი სარეცელსა ზედა მიცემად მისა თხოაჲ მისი არა მეგობრობისათჳს, არამედ წყინებისათჳს მისისა,2 ამას გუასწავებს, რაჲთა დაუცხრომელად ვევედრებოდით მას, რაოდენცა ძალ-გუედვას. რამეთუ ლოცვაჲ შემაერთებელი არს კაცისაჲ ღმრთისა თანა, ლოცვაჲ მცველი არს სიწმიდისაჲ, გულისწყრომისა მაოტებელი არს, ამპარტავნებისა დამამხობელი, ძჳრის-ჴსენებისა განმწმედელი, შურისა განმაქარვებელი, სიცრუისა მკლველი, ღმრთისმსახურებისა კარი.

ლოცვაჲ ძლიერებაჲ არს სულისა და ჴორცთაჲ, საჭურველი არს უძლეველი, სიმტკიცე არს მშჳდობისაჲ, შემაერთებელი არს განყოფილებისაჲ, აღდგომაჲ არს დაცემულთაჲ და მდგომარეთა სიმყარე. ლოცვაჲ ბეჭედი არს ქალწულებისაჲ, საცოჲ არს სიწმიდით ქორწინებულთაჲ, საგზალი არს კეთილი მოგზაურთაჲ, მცველი არს მძინარეთაჲ და სიმჴნე მღჳძარეთაჲ, ნაყოფიერებაჲ არს მუშაკთაჲ, ნავთსაყუდელი არს ღელვაგუემულთაჲ. ლოცვაჲ თანაშემწე არს სინანულისაჲ, განმჴსნელი არს საკრველისა ცოდვათაჲსა, განსუენებაჲ არს დამაშურალთაჲ, ნუგეშინისმცემელი არს მწუხარე-თაჲ, განმახარებელი მგლოარეთაჲ და წესიერებაჲ მხიარულთაჲ. ლოცვაჲ წარდგომაჲ არს წინაშე ღმრთისა, განმღებელი არს კართა წყალობისათა, ხილვაჲ არს უხილავთაჲ, გულისჴმის-ყოფაჲ მიუწთომელთაჲ, მოდასეობაჲ ანგელოზთაჲ, გზაჲ არს სათნოებისაჲ, მომაქცეველი არს ცოდვილთაჲ, სასოებაჲ არს მერმეთა მათ კეთილთაჲ.

ამისთჳს ესევითარისა ამის კეთილისაგან არასადა ჯერ-არს დაკლებად, არამედ მარადის ვედრებად ღმრთისა, გარნა არა ესრეთ, რაჲთა სიმრავლესა შეწყობილთა და ულმობელთა სიტყუათა წარმოვიტყოდით, გულისაგან განგრილებულისა აღმომავალთა, და ვჰგონებდეთ, თუ მრავლისმეტყუელებისა მისთჳს შეისმინოს ჩუენი; რამეთუ არა თუ ამისთჳს წარვდგებით, რაჲთა ვასწაოთ მას, რაჲ-იგი არა იცის, ანუ განვაზრახოთ, რომელსა არა მეცნიერ არს, რამეთუ აჰა ესერა გუესმა უფლისაგან: „რამეთუ იცისო მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს თქუენ პირველ თხოადმდე თქუენდა მისგან“. არა სწავლად უკუე მისა წარვდგებით, არცა უწყებად, რომელსა არა მეცნიერ არს, არამედ რაჲთა შეგჳწყალნეს, რაჲთა დაგჳტკბეს, რაჲთა მოგჳტევნეს ცოდვანი, რაჲთა შემწე-მეყოს უძლურებასა ჩუენსა, რაჲთა გჳჴსნეს მძლავრებისაგან ეშმაკისა. ხოლო ამათ საქმეთათჳს არა სიმრავლე ჯერ-არს ულმობელთა და შეწყობილთა სიტყუათაჲ (არა სიღრმითა გულისაჲთა, არამედ წუერითა ენისაჲთა თქუმულთაჲ), არამედ სიმჴურვალე უჴმს ლმობიერთა და მარტივთა ვედრებათაჲ, შეზავებულთაჲ ცრემლითა და სულ-თქუმითა, და მდუღარეთაჲ ცეცხლითა მით მჴურვალებისა გულითადისაჲთა.

1 ლუკ. 18,2-5. 2 ლუკ. 11,5-8.

ესრეთ თუ ვილოცვიდეთ და ვევედრებოდით ღმერთსა გულითა მჴურვალითა, გონებითა წმიდითა და სულითა სიმდაბლისაჲთა, მსწრაფლ ისმინოს ჩუენი, ვიდრეღა-იგი ვიტყოდით, გურქუას ჩუენ: ესერა აქა ვარ.

ხოლო ვინაჲთგან გუასწავა, ვითარ ჯერ-არს ლოცვაჲ, აწ კუალად იტყჳს, რაჲ-იგი კეთილ არს ლოცვად:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ (6,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ მეყსეულად განაღჳძა გონებაჲ სიწმიდით მლოცველისაჲ მის და დაწყებასავე ლოცვისასა მოაჴსენა ყოველნივე ქველისმოქმედებანი, რომელნი ქმნნა ჩუენ თანა? რამეთუ რომელმან ხადოს ღმერთსა მამად, ერთითა ამით სიტყჳთა ყოველსავე აჴსენებს და აღიარებს: მოტევებასა ცოდვათასა, და ჴსნასა სატანჯველთაგან, და სიმართლესა, და სიწმიდესა, და გამოჴსნასა, და შვილებასა ღმრთისასა, და მკჳდრობასა სასუფეველისასა, და ძმად მხოლოდშობილისა წოდებასა, და სულისა წმიდისა მონიჭებასა და სხუათა მათ მიუთხრობელთა კეთილთა სიმრავლესა, რომელნი აჩუენნა ჩუენ ზედა ღმერთმან. რამეთუ რომელი არა ღირსქმნილ იყოს ამას ყოველსა, ვერცა ძალ-უც მას წოდებად ღმრთისა მამად თჳსა. ორკერძოვე უკუე აღამაღლნა გონებანი მსმენელთანი უფალმან, დიდებულებისათჳსცა მამად მათდა წოდებულისა და სიმრავლისათჳსცა დიდთა მათ და მოუგონებელთა ნიჭთაჲსა, რომელთა ღირს იქმნეს საკჳრველითა მით შვილებითა.

რამეთუ ვითარ არა აღივსოს კაცი სიხარულითა და განცჳბრდეს განკჳრვებითა, ოდეს მოიგონოს, ვითარმედ შვილ ღმრთისა ეწოდების და აურაცხელთა მათ კეთილთა ღირსქმნულ არს მოკუდავი იგი და მიწისაგანი?

ხოლო ოდეს თქუას: „რომელი ხარ ცათა შინა“, არა თუ მუნ შეწყუდევასა მოასწავებს ღმრთისასა, რამეთუ ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველნივე დაბადებულნი სავსე არიან დიდებითა მისითა, არამედ მეტყუელსა მას ლოცვისასა განაშორებს ქუეყანისაგან და აღამაღლებს ზეცად და მოქალაქობასა მას შინა ზეცისასა დაამკჳდრებს და ამასცა ასწავებს, რაჲთა ზიარად აღასრულებდეს ლოცვასა თავისა თჳსისათჳს და ძმათათჳს, რამეთუ არა ესრეთ ბრძანა თქუმად: მამაო ჩემო, რომელი ხარ ცათა შინა, არამედ: „მამაო ჩუენო“, რაჲთა ზიარისა მისთჳს ყოველთა გუამისა იქმოდის ვედრებასა და არა თავისა ხოლო თჳსისასა გამოჰნახვიდეს, არამედ მოყუსისაცა ყოვლადვე.

ხოლო ესევითარითა ამით წესითა მტერობასაცა ყოველსავე დაჰჴსნის, და ზუაობასა დაამდაბლებს, და შურსა განსდევნის, და სიყუარულსა შემოიღებს, დედასა მას ყოველთა კეთილთასა, და უწესოებასა მას კაცობრივთა საქმეთასა განაქარვებს და გამოაჩინებს ფრიადსა მას სწორებასა პატივისასა, მეფეთა და გლახაკთასა, ზიარებითა მაღალთა მათ და დიდებულთა საქმეთაჲთა. რამეთუ რაჲ სავნებელ არს განყოფილებაჲ მიწისაგანისა ამის თჳსებისაჲ, ვინაჲთგან თჳსებითა მით ზეცისაგანითა ყოველნი ერთ ვართ და არავის აქუს რაჲ უმეტესი მეორისა? არცა მეფესა აქუს უმეტეს გლახაკისა, არცა უფალსა - უმეტეს მონისა, არცა მთავარსა - უმეტეს გლეხისა, არცა მდიდარსა - უმეტეს დავრდომილისა, არცა ფილოსოფოსსა - უმეტეს უსწავლელისა; რამეთუ ყოველთავე ერთი აზნაურებაჲ მოგუანიჭა და ყოველთავე სწორად ჯერ-იჩინა მამად წოდებაჲ.

ხოლო მოგუაჴსენა რაჲ ესევითარი ესე სულიერი და ჭეშმარიტი აზნაურებაჲ და ზეგარდამოთა ნიჭთა მოღებაჲ და სწორებაჲ პატივისაჲ ყოველთა მორწმუნეთაჲ და ქუეყანისაგან აღგუამაღლნა და გონებანი ჩუენნი ზეცად აღიყვანნა, ამის ყოვლისა შემდგომად გუასწავა, რაჲ-იგი ჯერ-არს ღმრთისაგან თხოად.

კმა იყო დაწყებაჲცა სიტყჳსაჲ გულისჴმის-ყოფად ყოვლისა სათნოებისა მოყვანებად. რამეთუ რომელმან უწოდოს ღმერთსა მამად, თანააც ესევითარისა მოქალაქობისა ჩუენებად, რაჲთა არა უღირსად გამოჩნდეს წოდებისა მის; რომელმან არა წმიდა-ყოს თავი თჳსი ყოვლისაგანვე ცოდვისა და ყოვლისაგანვე ბილწებისა სულისა და ჴორცთა და არა იღუაწოს სავანე ყოვლისა სათნოებისა ყოფად სული თჳსი, ვითარ იკადროს მან ღმრთისა მამად თჳსა წოდებად? რამეთუ ვერ შესაძლებელ არს უკეთურისა და არაწმიდისა და ცოდვათა შინა განფრდილისა მამად წოდებად სახიერსა მას და ყოვლადწმიდასა, უხილავსა და ნათელსა მას შინა სამარადისოსა მყოფსა. რამეთუ ძედ ნათლისა ეწოდების, რომელთა საქმენი ნათლისანი ჰქონან, ხოლო ვნებულ-თა და ბილწთა შვილ რისხვისა და წარწყმედისა სახელ-სდვა მოციქულმან.1

აწ უკუე ბრძანებითა ამით, რომლითა გჳბრძანა უფალმან მამად ჩუენდა სახელ-დებად ღმრთისა ლოცვასა შინა, სრულსა მას და მაღალსა მოქალაქობასა გუაუწყებს, რაჲთა ყოვლითავე საქმითა კეთილითა განვაბრწყინვნეთ სულნი ჩუენნი. და კმა იყო, ვითარცა ვთქუ, ესე ხოლო სიტყუაჲ სწავლად ჩუენდა ყოვლისავე კეთილისა, არამედ აჰა ესერა სხუაჲცა წინაგჳყო მოძღურებაჲ სიწმიდისაჲ და გუაუწყა, თუ რაჲ ჯერ-არს თხოად ღმრთისაგან, და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (6,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ღირს არს და მართალ ესევითარისა ამის ლოცვისა შეწირვად ღმრთისა, რაჲთა რომელნი-იგი ღირს ვიქმნენით მამად ჩუენდა წოდებად მეუფისა მის და დამბადებელისა, არარაჲ იყოს პირველ ყოვლისა თხოაჲ ჩუენი, გარნა მისი იგი დიდებაჲ და ქებაჲ და ამაღლებაჲ, და ესე იყოს ჩუენდა საწადელ და სასურველ უფროჲს ყოვლისა.

რამეთუ სიტყუაჲ ესე, თუ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“, ამას მოასწავებს, ვითარმედ: დიდებულ იყავნ და ქებულ და ამაღლებულ, რამეთუ თჳსი იგი

1 შდრ. ეფეს. 2,3.

დიდებაჲ აქუს მარადის სავსებით და შეუცვალებელად, ხოლო ჩუენ გჳღირს ბრძანებისაებრ უფლისა ვედრებად, რაჲთა ჩუენითაცა მოქალაქობითა იდიდებოდის, ვითარცა ზემორე იტყოდა, ვითარმედ: „ესრეთ ბრწყინევდინ ნა-თელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“.1 რამეთუ სერაბინნი ადიდებდენ მარადის ღმერთსა და ესრეთ იტყჳან: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს“.2

აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ „წმიდა იყავნ სახელი შენი“ ესე არს: იდიდენ სახელი შენი ჩუენ მიერ, ღირს-გუყვენ ესევითარისა სათნოებისა და სიწმიდით ცხორებისა მოგებად, რაჲთა ყოველნი, რომელნი გუხედვიდენ, ჩუენ მიერ ადიდებდენ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, რამეთუ უძლურ არს ბუნებაჲ ჩუენი და ვერ შემძლებელ კეთილისა რაჲსმე თავით თჳსით აღსრულებად, არამედ შენ მიერ უჴმს შეწევნაჲ.

ხოლო ვინაჲთგან თავი ყოველთა კეთილთაჲ ესე არს და სრულებაჲ ჭეშმარიტი, რაჲთა ესევითარი ცხორებაჲ ვაჩუენოთ, ვიდრეღა ყოველნი ჩუენთა მათ საქმეთა მხედველნი გადიდებდენ შენ, და არა მოიწიოს ჩუენ ზედა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ვაჲ არს მათდა, რომელთა მიერ სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის“,3 არამედ უფროჲსად ჩუენ მიერ იქებოდის და იდიდებოდის სახელი შენი; ამას ვითხოვთ შენგან და ამისთჳს შეგივრდებით: წმიდა იყავნ და დიდებულ ჩუენ შორის სახელი მეუფებისა შენისაჲ, წოდებული ჩუენ ზედა; გუყვენ ჩუენ შეწევნითა შენითა უბიწო, მართალ, განშორებულ ყოვლისაგანვე ბოროტისა, მეტყუელ ჭეშმარიტებისა და მოქმედ სათნოებისა, უმანკოებით და სიწრფოებით მავალ და სი ბრძნითა და მეცნიერებითა შემკობილ.

ესევითარი არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“, ვითარცა ესერა წარმოგითხარ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოედინ სუფევაჲ შენი“ (6,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა სიტყუაჲ მონისა ერთგულისაჲ არს, რაჲთა არა შემსჭუალულ იყოს გონებაჲ მისი სხუასა რასმე ცუდსა და წარმავალსა და უცხოსა საქმესა, არცა ენებოს შორს-ყოფაჲ ღმრთისა თჳსისაგან, არამედ სუროდის ადრე ხილვად მეუფისა მის სახიერისა, რომელ ღირს იქმნა მამად თჳსა წოდებად და სუფევისა მის საუკუნისა მკჳდრ-ყოფად.

ესე გულისსიტყუაჲ გონებისაჲ არს წმიდისაჲ და სულისა განშორებულისაჲ ყოველთაგან საქმეთა წარწყმედისათა და განყოფილისაჲ სოფლიოჲსა ამის ვერაგობისაგან.

ამის მიმართ ტკბილისა მის მამისა და ღმრთისა და მეუფისა სურვიელ იყო ნეტარი პავლე და სუფევისა მისისა მოსლვად სწადოდა მარადღე; ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „თჳთ ჩუენცა, რომელთა-ესე პირველი ნაყო-

1 მათ. 5,16. 2 ესაია 6,3. 3 შდრ. ეზეკ. 36,20-22; რომ 2,24.

ფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა ჴორცთა ჩუენთასა“.1

რამეთუ რომელსა ესევითარი ესე სურვილი აქუნდეს და მჴურვალებითა მით საღმრთოჲთა მოტყინარე იყოს, მას ვერცა კეთილნი ამის სოფლისანი შემძლებელ არიან აღზუავნებად, ვერცა ჭირნი და განსაცდელნი დამდაბლებად, არამედ ვითარცა სიმაღლესა შინა ცათასა დამკჳდრებული, ორკერძოჲსა ამის უწესოებისაგან თავისუფალ არს.

და ამასცა გუასწავებს ძალი ამის სიტყჳსაჲ: რამეთუ ვინაჲთგან კეთილისაგან მიდრკა ბუნებაჲ კაცობრივი ცოდვისა მიერ და ბოროტისა მიმართ მიიზიდვის ნებისაგან თჳსისა, მიერითგან ბევრეულნი მიზეზნი ცოდვისანი გუეუფლნეს ჩუენ, და ვითარცა მტარვალნი უწყალონი და მბრძოლნი მრისხანენი, სიმრავლენი ვნებათანი გუეწყვებიან და ჰნებავს ტყუე-ყოფაჲ ჩუენი და ჴელითა სიკუდილისაჲთა სიღრმედ ჯოჯოხეთისა შთაჴდად.

ამისთჳს სამართლად გჳჴმს ვედრებად მოსლვად ჩუენ ზედა სუფევაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა ბოროტისა მის მძლავრებისაგან გჳჴსნნეს, რამეთუ შეუძლებელ არს სხჳთა სახითა განრომად მწარისა მის ტყუეობისაგან, არა თუ ცხოელსმყოფელი იგი ძალი მოვიდეს სუფევად ჩუენ ზედა. კეთილ არს უკუე და სამართალ, რაჲთა ვედრებით ვიტყოდით: მოვედინ სუფევაჲ შენი, მეუფეო, ჩუენ ზედა, და გჳჴსნენინ სიკუდილისა მისგან სულიერისა, გჳჴსენინ ხრწნილებისაგან ცოდვათაჲსა და საკრველთა მათგან უკეთურისათა, ნუღარამცა მიგჳყვანებს ეშმაკი ტყუედ ცოდვისა მიერ, არამედ მოედინ სუფევაჲ შენი ჩუენ ზედა, რაჲთა ივლტოდინ, რომელნი-ესე აწ უფლებულ არიან ვნებანი, და ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდეს, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ მაჭირვებელნი იგი ჩუენნი.2

მოვედინ სუფევაჲ შენი, რაჲთა უჩინო იქმნას ყოველივე განწყობილი წინააღმდგომთაჲ, რაჲთა დაიჴსნას ბრძოლაჲ ჴორცთაჲ სულისა მიმართ, რაჲ-თა დაეცნენ ათასეულნი იგი და ბევრეულნი უკეთურთა ეშმაკთანი; ძლიერ არს ეშმაკისა მძლავრებაჲ, გარნა მათ ზედა ძლიერ არს, რომელნი ოჴერ არიან შენისა შეწევნისაგან; ხოლო მო-თუ-ვიდეს ჩუენ ზედა სუფევაჲ შენი და ძალი და შეწევნაჲ, მეყსეულად ივლტოდის ყოველი სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, და იყოს ცხორებაჲ და მშჳდობაჲ და სიხარული.

რამეთუ უკუეთუ შენ ჰსუფევდე ჩუენ ზედა, მამაო სახიერო, ძითურთ და ყოვლადწმიდით სულით, და სავანე-ჰყო ჩუენ თანა, ნეტარ იყოს ჩუენდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“ (6,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა შეწყობილებაჲ ესე შუენიერი ლოცვისაჲ? რამე-თუ სურვილი გჳბრძანა საუკუნეთა მათ კეთილთაჲ და უშფოთველისა მის

1 რომ. 8,23. 2 შდრ. ფსალმ. 67,3.

ცხორებისაჲ, გარნა ამასცა ცხორებასა შინა მოსწრაფებაჲ გუამცნო ბაძვად მოქალაქობასა მას ზეცისასა, რაჲთა ქუეყანაჲ ცად იქმნას აღსრულებითა მას ზედა მცნებათა ქრისტესთაჲთა.

ამისთჳს განაწესა ამის ჯერისათჳსცა შეწირვად ვედრებისა ღმრთისა მიმართ, რამეთუ მოვიდეს თუ ჩუენ ზედა სუფევაჲ მისი და შეწევნაჲ, არარაჲ იყოს დამაყენებელ აწვე მიწევნად მოქალაქობასა მას ზეცისა მჴედრობათასა, და ვიდრეღა ქუეყანასა ზედა ვიქცევით, საქმეთა ზეცას დამკჳდრებულთასა აღსრულებად.

ესრეთ უკუე გჳბრძანებს ვედრებად ღმრთისა: „იყავნ ნებაჲ შენი ვი-თარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“; რაჲთა ვითარცა ზეცას დამკჳდრებულნი იგი ბევრეულნი განწყობილნი არა რომელსამე ნებასა შენსა აღასრულებენ და რომელსამე გარდაჰჴდებიან, არამედ ყოველთავე ბრძანებათა შენთა დაუკლებელად იქმან, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუათა მისთა, სმენად ჴმაჲ ბრძანებისა მისისაჲ. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა“;1 ეგრეთვე ღირს-მყვენ ჩუენცა, ქუეყანასა ზედა მყოფნი ესე კაცნი, ყოველსავე ნებასა შენსა აღსრულებად, და არა ერთკერძო აღსრულებად და სხჳთ კერძო გარდასლვად, არამედ ესრეთ ქმნად ყოველთავე საქმეთა ჩუენთა, ვითარცა შენ გნებავს და ვი-თარცა შენდა სათნო არს, რამეთუ არარაჲ ძალ-გჳც თავით თჳსით ქმნად კეთილი, უკუეთუ შენ არა შემწე და ჴელისამპყრობელ გუექმნა.

ამისთჳსცა, ვინაჲთგან პირველითა მით ურჩებითა და ნეფსითითა მით განდრეკილებითა ჩუენითა განგეშორენით შენ, აღივსო ცხორებაჲ ჩუენი ყოვლითავე ბოროტითა, და ნებაჲ ბოროტისაჲ მის მძლავრისაჲ და კაცისმკლველისა მის მტერისაჲ აღვასრულეთ; არამედ აწ მოვედინ შეწევნაჲ მეუფებისა შენისაჲ ჩუენ ზედა, და ღირს-მყვენ ყოვლადწმიდისა მის ნებისა შენისაებრ სლვად. რამეთუ ვითარცა სახლსა შინა ბნელსა შე-რაჲ-ვიდის ნათელი ბრწყინვალე, განაქარვის წყუდიადი იგი ბნელისაჲ, ეგრეთვე უკუეთუ ნებაჲ შენი იყოს ჩუენ ზედა, ყოველივე ბოროტი და უწესოჲ აღძრვაჲ უკეთურთა მათ ნებათა ჩუენთაჲ განქარდეს და უჩინო იქმნას, ნებათა მათ ვნებულთაჲ, რომელნი მთესვარმან მან ღუარძლისამან დასთესნა ჩუენ შორის წარსაწყმედელად ჩუენდა; ხოლო აწ იყავნ ნებაჲ შენი ჩუენ ზედა, რაჲ-თა მრავალნი იგი და ბოროტნი ნებანი და ვნებანი ივლტოდინ, და არმურმან საეშმაკოჲსა მის ზრახვისამან ადგილი ჩუენ თანა არღარა ჰპოოს.

ხოლო ესეცა გულისჴმა-ყავ, ვითარ უბრძანებს კაცად-კაცადსა ლოცვად ყოვლისა სოფლისათჳს წესიერად და ჯეროვნად, რამეთუ არა ესრეთ გუამცნო ლოცვად: იყავნ ნებაჲ შენი ჩემ შორის ანუ ჩუენ ზედა, არამედ ყოველსა ქუეყანასა ზედაო, რაჲთა დაიჴსნას საცთური და დაენერგოს

1 შდრ. ფსალმ. 102,20-21.

ჭეშმარიტებაჲ, რაჲთა განიდევნოს ყოველივე უკეთურებაჲ და განეფინოს ღმრთისმსახურებაჲ, და ესე რაჲ იქმნას, არღარაჲთა განყოფილ იყოს ქუეყანაჲ ცათაგან, დაღაცათუ ბუნებით განყოფილ არს, არამედ საქმითა მყოფნი იგი ქუეყანისანი იქმნენ ანგელოზ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“ (6,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს პური არსობისაჲ? არსებისა ამის ჴორცთაჲსა დღითი-დღე გამომზრდელი. რამეთუ ვინაჲთგან გჳბრძანა ვედრებად, ვი-თარმედ: „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“, ხოლო იცოდა სახიერმან მან, ვითარმედ კაცთა მიმართ არს მოძღურებაჲ მისი, ჴორციელთა, რომელნი-იგი ბუნებითისა მის უძლურებისაგან ვერ შემძლებელ არიან უვნებლობასა მას ანგელოზთასა მიწევნად, ამისთჳს, რომელ-იგი იცოდა, ვითარმედ შემძლებელ არს ბუნებაჲ ჩუენი აღსრულებად, გუამცნო ბაძვად ანგელოზთა, ხოლო რომელი უზეშთაეს იყო უძლურებისა ჩუენისა, მას ზედა შენდობა-ყო ჩუენდა და არა ძიება-ყო სრულიადი უვნებელობაჲ ჩუენგან, რაჲთამცა არცა საზრდელი ვიჴმარეთ.

რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა შეგჳნდობს ამას ყოფად მძლავრებაჲ იგი ბუნებისაჲ, არამედ საჴმარ არს ჩუენდა საზრდელი, რომლისათჳსცა გჳბრძანა სულიერად და წესიერად თხოად საზრდელისა; არა საფასეთა, ანუ სანოაგეთა საშუებლისათა, ანუ სამოსელთა მრავალსასყიდლისათა, ანუ სხჳსა რაჲსმე ესევითარისა, არამედ პურისაჲ ოდენ გჳბრძანა თხოად ლოცვასა შინა, და პურისა მდღევრისაჲ, რაჲთა არარას ვზრუნვიდეთ ხვალისათჳს. რამეთუ ამისთჳს თქუა „პური არსობისაჲ“, რომლითა დღითიდღე არსებაჲ ჴორცთაჲ გამოიზრდების, და არა კმა-ყო ესე ხოლო სიტყუაჲ, არამედ სხუაჲცა შესძინა: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს“; რომლითაცა გუასწავლის, რაჲთა არა შევჰმუსრვიდეთ თავთა ჩუენთა ზრუნვითა უმეტეს დღისა მის, რომელსა შინა ვიყვნეთ, რამეთუ რად საჴმარ არს ზრუნვაჲ მომავალთა დღეთაჲ, ანუ რაჲსა ვიურვოდით დღისათჳს, რომლისა არა უწყით, თუ ვიხილოთ სარბიელი მისი?

ხოლო ესე ქუემორე უვრცესადრე გუაუწყოს სიტყჳთა მით, ვითარმედ: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისა“, და სხჳთა მრავლითა სწავლითა, რომლითა გუასწავებს არა შემსჭუალვად თავთა თჳსთა ზრუნვათა ჴორციელთა, არამედ რაჲთა ვიყვნეთ თავისუფალ და სუბუქ სიმძიმისაგან მრავალთა ზრუნვა-თაჲსა და ფრთოან სარბიელისა მიმართ ზეცათაჲსა და ესოდენ ვჰმორჩილებდეთ ბუნებასა, რავდენ-იგი ეძიებს თანაწარუვალისა საჴმრისა იძულებაჲ, რომელ არს საზრდელი იგი მდღევარი.

რამეთუ რომელმან მიგუაწინეს ხვალისა დღესა, გინა მომავალთა დღე-თა, მან საზრდელიცა გჳზრუნოს. რომელმან აღმოაბრწყინვის მზე დღითიდღე, რომელმან განაქარვის სიბნელე ღამისაჲ, რომელი მოჰფენს ჰაერსა სამშჳნველად ჩუენდა, რომელსა უპყრიან ყოველნი არსნი წამის-ყოფითა ძლიერებისა მისისაჲთა, რომელი ზრდის ყოველთა მცენარეთა ქუეყანისა-თა, მფრინველთა ცისათა და თევზთა ზღჳსათა, რომელსა ყოველივე ძალუც და ყოველთა განაგებს, მისა საჴმარ არსა ჩუენი ზრუნვაჲ საზრდელისა ჩუენისათჳს? ნუ იყოფინ!

ამისთჳს გჳბრძანა, ვითარმედ: „ნუ ზრუნავთ ხვალისა“,1 ნუცა ითხოვთ ღმრთისაგან საშუებელთა და სიმდიდრეთა, არამედ პურისათჳს ოდენ მდღევრისა შეწირეთ თხოაჲ უძლურებისა თქუენისათჳს და ნურარას უმეტეს ამისასა ჰზრუნავთ, ნუცა ითხოვთ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაჲ გიჴმს, და მან გიზრუნოს, ვითარცა ჰნებავს.

ესრეთ სიტყჳთა ამით ლოცვისაჲთა გუასწავა, რაჲთა ყოველნივე თხოანი ჩუენნი ღმრთისა მიმართ იყვნენ, და რაჲთა არარას უმეტეს მდღევრისა მის და საჭიროჲსა საზრდელისა ვითხოვდეთ. ხოლო ესე რაჲ აღასრულა სულიერისა სწავლისა ლოცვაჲ, მერმე სხუასა სახესა გჳჩუენებს აურაცხელისა მის სახიერებისა მისისასა.

ხოლო იცოდა უძლურებაჲ და უდებებაჲ ჩუენი, ვითარ-იგი შემდგომად ნათლის-ღებისაცა შემთხუევად იყვნეს ჩუენდა ცოდვანი; ამისთჳს კაცთმოყუარებისა მისისათჳს გჳბრძანა თხოად მოტევებისა ცოდვათაჲსა სახიერისა და მრავალმოწყალისა ღმრთისაგან და თქუმად:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“ (6,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა გარდამატებული ესე კაცთმოყუარებაჲ? შემდგომად აჴოცისა ესოდენთა მათ ბოროტთაჲსა და მოცემისა ესევითართა მათ ნიჭთაჲსა უკუეთუ კუალად ვცოდოთ და შეუვრდეთ, შენდობასა ღირსგუყოფს.

დიდებაჲ მიუთხრობელსა მას მოწყალებასა და სიტკბოებასა მისსა! „ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა და სასმენელ-ყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?“2 ვინ უძლოს ღირსებით გულისჴმის-ყოფად და მიწთომად უფსკრულსა მას ძჳრუჴსენებლობისა მისისასა? არაარსისაგან არსად მომიყვანნა, პატივ-გუცა უფროჲს ყოველთა ხილულთა მათ დაბადებულ-თასა; არა შევიშუენეთ პატივი იგი, არამედ ნებსით ექსორია ვიქმნენით სა-შუებლისა მისგან ურჩებითა ჩუენითა და განვეშორენით სახიერსა მას დამბადებელსა ჩუენსა და ვჰმონეთ ბოროტსა მას და უკეთურსა მტერსა.

არა თავს-იდვა კაცთმოყუარემან მან მეუფემან ყოფაჲ ჩუენი ესრეთ დაცემასა მას და წარწყმედასა შინა, არამედ მოვიდა ქუეყანად ნები-თა მამისაჲთა და ჴორცნი შეიმოსნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და ყოველივე განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ აღასრულა, ვიდრეღა სიკუდილი დაითმინა სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა და ვნები-

1 მათ. 6,34. 2 ფსალმ. 105,2.

თა მისითა ვნებანი ჩუენნი და ცოდვანი აჴოცნა, და წყლულებითა მისითა წყლულებანი ჩუენნი განკურნნა, და აღდგომითა მისითა დაცემულნი ესე აღმადგინნა, ზეცას აღმიყვანნა და სასუფეველი ცათაჲ მოგუანიჭა, რამე-თუ მოგუცა ჩუენ მოტევებაჲ ყოველთავე ცოდვათაჲ და წმიდა-გუყვნა განბანითა მით მეორედ შობისაჲთა.

ხოლო არა კმა-ეყო ესოდენი ესე მოუგონებელი და გამოუთქუმელი სახიერებაჲ, რომელი ქმნა ჩუენ ზედა, არამედ ესერა მიბრძანა: შემდგომად ესევითარისა მის ქველისმოქმედებისა და განწმედისა მის წყლისა მიერ და სულისა მოწევნულთათჳსცა ცოდვათა შენდობისა თხოაჲ, რამეთუ უკუე-თუმცა არა შეგჳნდობდა, არცამცა ებრძანა თხოად.

ხოლო ესე საცნაურ არს და ცხად, რომელ მორწმუნეთა და ნათელღებულთადა მოუცემიეს ლოცვაჲ ესე და თხოაჲ მოტევებისაჲ. და ამას წამებენ ყოველნივე წესნი და კანონნი ეკლესიისანი, რამეთუ უნათლავსა არცა შეჰგავს ღმრთისა მამად თჳსა წოდებად, არამედ ნათელღებულთაჲ არს ლოცვაჲ ესე.

ვინაჲთგან უკუე ლოცვაჲ ესე ნათელღებულთა შეჰგავს, ხოლო უბრძანებიეს თხოვად მოტევებისა ცოდვათაჲსა, საცნაურ არს, ვითარმედ არს შემდგომად ნათლის-ღებისაცა შენდობაჲ ცოდვათაჲ სინანულისა მიერ.

და უკუეთუმცა არა ენება ღმერთსა უწყებად ჩუენდა ესევითარისა ამის საიდუმლოჲსა, არამცა განეწესა ლოცვაჲ ესე, არამედ ამისთჳს აჴსენნა ამას ლოცვასა შინა თანანადებნი, რომელ არიან ცოდვანი, და გჳბრძანა მოტევებისა თხოად და გუასწავა გზაჲ ადვილი და სუბუქი პოვნად შენდობისა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს აურაცხელი იგი სიმრავლე მოწყალებისა მისისაჲ, ვითარმედ არს შემდგომად ემბაზისაცა მოწევნულთა ცოდვათა მოტევებაჲ მის მიერ, უკუეთუ მჴურვალედ შევინანოთ და ყოვლითა გულითა შეუვრდეთ.

მოგუაჴსენნა თანანადებნი ცოდვათანი, რაჲთა სიმდაბლე და შემუსრვილებაჲ გულისაჲ გუასწაოს; გჳბრძანა მიტევებაჲ თანამდებთა ჩუენთაჲ, რაჲთა განგუათავისუფლნეს ყოვლისავე ძჳრის-ჴსენებისაგან. აღგჳთქუა ამის წილ მოტევებაჲ ჩუენთა მათ აურაცხელთა თანანადებთაჲ, რაჲთა მოგუცეს ჩუენ სასოებაჲ კეთილი და გამოუთქუმელი კაცთმოყუარებაჲ მისი გულისჴმა-გჳყოს ტკბილმან მან მეუფემან.

ხოლო ესე გულისჴმა-ყავთ, ვითარ ყოველთავე სიტყუათა მიერ ყოვლადწმიდისა ამის ლოცვისათა სრულებაჲ სათნოებისაჲ აჴსენა, და სრულებასა მას შინა სათნოებათასა ძჳრუჴსენებლობაჲცა შეერთებულ იყო. რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“, სრულისა მოქალაქობისა მომასწავებელ არს; და „იყავნ ნებაჲ შენი“ ამასვე გამოაჩინებს; და მამად წოდებაჲ ღმრთისაჲ უბიწოდ და უცოდველად ცხორებისა გამომაჩინებელ არს. ამათ ყოველთა სიტყუათა თანა შეკრბებოდა მიტევებაჲცა მოყუსისაჲ ყოველთავე ბრალთაჲ.

გარნა არა კმა-ეყო ყოველივე იგი, არამედ ენება გამოჩინებად, რაოდენ სათნო არს მისდა და საყუარელ საქმე ესე. ამისთჳს სახელ-დებით და თჳსაგან უფროჲს ყოვლისა ესე ხოლო სათნოებაჲ აჴსენა ლოცვასა შინა.

და ესე მოგუცა მცნებად - მიტევებაჲ შეცოდებულთაჲ ჩუენდა ყოვლისავე ბრალისა და ყოვლისავე თანანადებისაჲ; და შემდგომად ლოცვისა ამის ესე ხოლო აჴსენა მცნებაჲ და თქუა: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცა-თამან. უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“.1

და კუალად სხუასა ადგილსა იგავით იტყჳს მეუფესა მას, რომელსა წარმოუდგინეს თანამდები იგი ბევრეულისა შანთისაჲ. და შეუნდო მას, რა-ჟამს დავარდა და ევედრებოდა; და მერმე, ექმნა რაჲ იგი უწყალო მოყუასსა თჳსსა, კუალად განურისხდა მეუფე და მისცა ჴელთა მტანჯველთასა.2

და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ დიდად სათნო არს ღმრთისა მიტევებაჲ მოყუსისა ბრალთაჲ, ვიდრეღა ჩუენ გუყოფს უფალ შენდობისა ცოდვათა ჩუენთაჲსა მოღებად მის მიერ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ესრეთ განგიკითხავ მე, ვითარცა შენ ჰყო თავისა შენისათჳს განჩინებაჲ; უკუეთუ მიუტეო ბრალი მოყუასსა შენსა, მიიღო ჩემ მიერცა მიტევებაჲ ცოდვათა შენთაჲ.

აწ უკუე შენსა ჴელმწიფებასა შინა არს აჴოცაჲ ცოდვათა შენთაჲ, გინა თუ უმტკიცესად დაწერაჲ მათი. ისმინეთ ესე, და კაცად-კაცადმან მიუტევენ ყოველი ბრალი და ყოველი თანანადები მოყუსისაჲ, რაჲთა მანცა პოოს მოტევებაჲ თჳსთა მათ თანანადებთაჲ.

და აწ იხილე, კაცო, ვითარ არა სწორ არს ორივე ესე: რამეთუ შენ, მიუტევო თუ თანანადები, გიჴმს უმრავლესისა მოტევებაჲ, და არა უსასყიდლო არს შენი ეგე საქმე, არამედ მცირედითა მრავალსა მოიყიდი; ხოლო ღმერთსა არარაჲ უჴმს შენგან, არამედ უსასყიდლოდ მოგმადლებს მოტევებასა ცოდვათასა. კუალად, შენ შეუნდობ მოყუასსა თჳსსა და ძმასა, ხოლო ღმერთი შეგინდობს შენ, მონასა მაგას გლახაკსა; შენ თანაგაც უმრავლესი, ხოლო ღმერთსა არარაჲ თანააც შენი, არამედ ეგრეთცა შეიწირავს შენგან თანანადებსა მას ძღუნად და მოგცემს ნაცვალსა მრავალწილსა. ამისთჳსცა მცნებაჲ ესე მოგცა, რაჲთა იქმნე შენცა სახიერ და კაცთმოყუარე და მიემსგავსო ქველისსაქმითა და სათნოებითა მით ძჳრუჴსენებლობისაჲთა ღმერთსა. რამეთუ თანანადებთა მიტევებაჲ საქმე არს ღმრთისაჲ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „არავის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა“.3 აწ უკუე რომელი ყოვლითა გულითა მიუტევებდეს ბრალთა და თანანადებთა მოყუსისათა, მიემსგავსების იგი ღმერთსა ძალისაებრ თჳსისა, და მოიღებს იგიცა მოტევებასა ყოველთა

1 მათ. 6,14-15. 2 მათ. 18,23-34. 3 შდრ. მარკ. 2,7; ლუკ. 5,21.

ცოდვათა თჳსთასა. ამისთჳს მოგცა მცნებაჲ ესე, რაჲთა მიუთხრობელსა ამას კეთილსა ღირს-გყოს, რაჲთა გიჴსნას უშუერებისაგან, მრისხანებისა და ძჳრის-ჴსენებისა, რაჲთა შეგაერთოს ასოსა შენსა თანა, რამეთუ მოყუასი შენი ასოჲ შენი არს.

ვითარ უკუე იკადრო არა მიტევებად ყოველთა ბრალთა ასოჲსა მის და ძმისა შენისათა, რაჲ სთქუა? თუ უსამართლოდ რაჲმე გავნოა? ესე არს თანანადები და შეცოდებაჲ. უკუეთუ არა, რომელი-იგი სამართლად რაჲმე გავნოს, ესე არა შეცოდება არს ყოვლადვე, არცა თანანადებ. არამედ უსამართლოდ ქმნულთა ბრალთა გიჴმს შენდობაჲ, რამეთუ შენცა ესევი-თართავე უსამართლოდ ქმნილთა ბრალთასა ეძიებ შენდობასა და მრავალ-თა თანანადებთა ითხოვ მოტევებასა; მიუტევენ ყოველნი თანანადებნი და შეუნდვენ ყოველნი ბრალნი მოყუსისანი, რაჲთა შეუძლო შენცა თქუმად ღმრთისა მიმართ: მომიტევენ თანანადებნი ჩემნი, ვითარცა მე მიუტევებ თანამდებთა ჩემთა; ვითარცა ვქმენ მე მოყუსისა მიმართ, ქმენ შენ ჩემ ზედა, უფალო; ვითარცა მე მონამან ვყავ ჩემ თანამონისა მიმართ, ქმენ შენ ჩემდა მომართ, მეუფეო. მე გლახაკმან მივანიჭე, შენ მდიდარმან წყალობითა არა მომანიჭოა?

ნუ მომჴდი მე თანანადებსა, ვითარცა-ესე მე არა მოვჰჴადე თანამდებსა ჩემსა; შევისმინე მე ვედრებაჲ მვედრებლისა მის ჩემისაჲ, შეიწირე შენცა ვედრებაჲ ჩემი; ვითარცა-იგი სიხარულით წარვგზავნე მე, ახარე შენცა სულსა ჩემსა. იგი ვინმე ჩემი თანამდები იყო, და მე შენი თანამაც, სახიერო; ვითარ-იგი მე ვაჩუენე მას წყალობაჲ, შენცა მე მაჩუენე; შეუნდევ მას, შენცა მე შემინდვე; სახიერ ვექმენ მას, შენცა სახიერ მექმენ მე.

არამედ სთქუა, თუ: მძიმე არიან ჩემნი ესე შენდა მომართ ცოდვანი, ვიდრე მისნი ჩემდა მომართ, - ჰე, ჭეშმარიტად უწყი ესე და მეცნიერ ვარ. გარნა იგიცა შეჰრაცხე, თუ რავდენ უმდიდრეს ხარ შენ წყალობითა და ყოვლითავე კეთილითა, ჯერ-გიჩნდინ უკუე შემსგავსებულად ძლიერებისა და სიმდიდრისა წყალობათა შენთაჲსა მოცემად ჩემდა წყალობისა; მცირედი ვაჩუენე მე სახიერებაჲ მოყუასსა მას, რამეთუ უმეტესი ვერ შემეძლო. ხოლო შენ რავდენიცა გენებოს, არა დაეყენების უხუად მომნიჭებელობისა მადლი შენი, არამედ ყოველივე ძალ-გიც, რომელიცა გინდეს ყოფად, უფალო.

უკუეთუ გეწამებოდის გონებაჲ თქუმად სიტყუათა ამათ ღმრთისა მიმართ, გესმას სახიერისა მისგან: ეჰა მონაო სახიერო და სარწმუნოო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, წარვედ მშჳდობით, გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. ესრეთ გრქუას და ყოველნივე ჴელისწერილნი ცოდვათა და თანანადებთა შენთანი აჴოცნეს და მოგცეს შენ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად.

ხოლო უკუეთუ გარდამავალ ვიქმნეთ ამის სანატრელისა მცნებისა, ვაჲ ჩუენდა იყოს, რაჟამს მივეცნეთ ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდე გარდავიჴადოთ ყოველი იგი თანანადები ჩუენი. ხოლო პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ და შემდგომი იგი სიტყუაჲ ლოცვისაჲ ვისმინოთ და გულისჴმავყოთ, ვინაჲ იწყო და სადა სრულ-ყო.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ, ამენ“ (6,13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ კუალად სიმდაბლესა გუასწავებს ჩუენ, რაჲთა ვიცოდით უძლურებაჲ ჩუენი და ვევედრებოდით არა შესლვად განსაცდელსა; რამეთუ შორს რაჲ ვიყვნეთ განსაცდელთაგან, არა ჯერ-არს შთაგდებად თავთა ჩუენთაჲ, არამედ ვედრებად, რაჲთა არა შთავვარდეთ, ხოლო მო-რაჲ-იწინენ განსაცდელნი, მერმე ახოვნად გჳჴმს დადგომად, რაჲთა ორკერძოვე სათნოებაჲ ჩუენი გამოჩნდეს, სიმდაბლისა და სიმჴნისაჲ, და ორკერძოვე ეშმაკი იძლიოს ჩუენ მიერ, რომელი-იგი სავსე არს ყოვლითა სიბოროტითა; ამისთჳსცა ბოროტ ეწოდების, და მისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ: „გჳჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“. რამეთუ ეშმაკსა უწოდა ღმერთმან ბოროტ და გჳბრძანებს დაუგებელისა ბრძოლისა ქონებად მისა მიმართ; არა თუ ბუნებით ბოროტად დაიბადა, - ნუ იყოფინ! - არამედ ნებსით შეიცვალა ბოროტად, და იქმნა ესე სახელი მის ზედა შემსგავსებულად ბოროტისა მის ნებისა მისისაჲ. და ვინაჲთგან არაჲ შემთხუეულ იყო მისდა ჩუენ მიერ ძჳრი და ესრეთ სამარადისოჲ ბრძოლაჲ მიიღო ჩუენდა მომართ, ამისთჳს გუამცნებს უფალი ლოცვად, ვითარმედ: „მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“. არა თქუა, თუ ბოროტთაგან, არამედ „ბოროტისაგან“, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ იგი ხოლოჲ არს ბოროტი და სხუაჲ არავინ. არამედ დაღაცათუ შეგუემთხჳოს კაცთაგან ძჳრი, იგივე არს ყოვლისავე ბოროტისა მომპოვნებელი და მოქმედი, და მისა მიმართ გჳჴმს მტერობისა მოგებად, ვითარცა ყოველთა ბოროტთა მიზეზისა.

ხოლო აჴსენა რაჲ სახელი იგი მტერისაჲ და შეურვებულ-გუყვნა მისთა მათ მანქანებათათჳს და მრავალღონეთა ბოროტთათჳს, რაჲთა არა უდებ ვიყვნეთ, არამედ მღჳძარე და ფრთხილ ბრძოლასა შინა მისსა, კუალად განაძლიერებს და განამტკიცებს გონებათა ჩუენთა ჴსენებითა მეუფისა მის ჩუენისაჲთა, რომელი მარადის გუცავს და გუფარავს ჩუენ; და გჳჩუენებს, ვითარმედ იგი არს ყოველთა უძლიერესი, და მისა მიმართ ვღაღადებთ მონანი მისნი და ვიტყჳთ: „რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ, ამენ“.

ხოლო ვინაჲთგან მისი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, არა გუეშინოდის ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს, და ვერვის ჴელ-ეწიფების წინააღდგომად მისდა, არამედ იგი მხოლოჲ არს უფალი ყოვლისაჲვე.

რამეთუ ოდეს გესმას, ვითარმედ: „შენი არს სუფევაჲ“, ცან, თუ მბრძოლიცა იგი ჩუენი ერჩის მას. დაღაცათუ წინააღმდგომად საგონებელ არს მიშუებითა ღმრთისაჲთა წუთერთ, არამედ მონაჲ არს იგიცა შეურაცხი და რისხვეულად განვრდომილი და ვერვის ჰკადრებს ვნებად მონათა ღმრთისათა, არა თუ ზეგარდამო მოეცეს მას ჴელმწიფებაჲ. და რად ვიტყჳ მონათა ღმრთისათა? ვერცა თუ ღორთა ჰკადრა ვნებად, ვიდრემდე უფალმან არა უბრძანა, ვერცა სამწყსოთა ცხოვართა და ზროხათასა, ვიდრემდის ზეცით მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მათ ზედა. აწ უკუე დაღაცათუ ბევრეულითა უძლურებითა დავრდომილ იყო, ნუ გეშინინ! ვინაჲთგან ესევითარი გაქუს მეუფე ყოვლისავე შემძლებელი, რომლისაჲ არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ, ამენ.

რამეთუ არა ხოლო თუ განსაცდელთაგან ჴელ-ეწიფების ჴსნად შენდა, არამედ დიდებისაცა და ბრწყინვალებისა დიდისა შემძლებელ არს მოცემად; რამეთუ ვითარცა ძლიერებაჲ მისი დიდ არს, ეგრეთვე დიდებაჲ მისი გამოუთქუმელ არს, და ყოველივე იგი საუკუნო არს და დაუსრულებელ. ესრეთ უკუე აღასრულა მოძღურებაჲ ესე და წესი ლოცვისაჲ და გუასწავა, ვითარ ჯერ-არს ლოცვად, ანუ რაჲ გჳჴმს თხოად, და განგუამტკიცნა, რაჲ-თა მისა მიმართ ვესვიდეთ და არა გუეშინოდეს ბოროტისაგან, რომელ არს ეშმაკი, არამედ შეწევნითა მისითა მძლე ვექმნათ მას.

ხოლო ვითარცა ზემო ვთქუ, ვითარმედ უფროჲს ყოვლისა საძულელ არს მისდა ძჳრის-ჴსენებაჲ და სათნო არს ძჳრუჴსენებლობაჲ, ამისთჳს აღასრულა რაჲ სწავლაჲ იგი ლოცვისაჲ, მეყსეულად ამის ჯერისათჳს შემოიღო სიტყუაჲ და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. უკუეთუ არა მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (6,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სახელი მამისაჲ აჴსენა, რაჲთა ძჳრისმოჴსენე თუ ვინ იყოს, შეაშინოს არაშენდობითა ცოდვათაჲთა, უკუეთუ მან არა შეუნდოს შეცოდებანი მოყუსისანი, და შეარცხჳნოს სახელის-დებითა მით სახიერისა მის მამისაჲთა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა გრცხუენისა, რომელი-ეგე ღირს-გყავ შვილ ღმრთისა წოდებად, და აწ გონებაჲ მჴეცისაჲ შეგიმოსიეს? რომელი ზეცას წოდებულ ხარ, და ქუეყანისასა ჰზრახავ? მე მადლითა უსასყიდლოჲთა გყავ შენ შვილ ღმრთისა, აწ თანაგაც შენცა საქმით მსგავსებად მისა, რამეთუ არარაჲთა შემძლებელ არს კაცი ესრეთ მიმსგავსებად ღმრთისა, ვითარ ოდეს-იგი შემნდობელ იყოს შეცოდებულთა მიმართ და ძჳრუჴსენებელ მტერთა მიმართ.

ვისმინოთ ესე, ქრისტესმოყუარენო, შვილნო ეკლესიისანო, და გულის-ჴმა-ვყოთ, ვითარმედ თანამდებ არს ესე ჩუენ ზედა - მიტევებაჲ შეცოდებისაჲ მოყუასთაჲ. ამისთჳს ყოველნივე იგი სიტყუანი ლოცვისანი ზიარად გჳბრძანა თქუმად: „მამაო ჩუენო“, და „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“, და „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ“, და „მომიტევენ თანანადებნი ჩუენნი“, და „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“, და „გჳჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან“.

ყოველივე ლოცვაჲ ვითარცა მრავალთა მაგიერ განაწესა აღსრულებად, რაჲთა კაცად-კაცადი ყოველთავე მოყუასთა და ძმათათჳს ილოცვიდეს, არა თავისა თჳსისათჳს ოდენ; და ესრეთ საკრველითა სიყუარულისაჲ-თა შევიკრნეთ ურთიერთას, და არცა თუ კუალი რისხვისა და ძჳრის-ჴსენებისაჲ იქცეოდის ჩუენ შორის.

სწავლაჲ ით ძჳრუჴსენებლობისათჳს და წესიერად დგომისათჳს ეკლესიასა შინა

აწ უკუე რავდენისა სატანჯველისა ღირს არიან, რომელნი ესევითარ-თა ამათ მცნებათა შეურაცხ-ჰყოფენ და არა ხოლო თუ გულსა შინა ძჳრსა იჴსენებენ, არამედ სწყევენცა მოყუასსა და ყოველსავე ბოროტსა განიზრახვენ მისთჳს და ყოვლითურთ მოსწრაფე არიან ქრისტეს მიერ დადებულისა ამის რჩულისა დაჴსნად; რამეთუ მან დიდითა სიმტკიცითა განაწესა ესე და დიდად სათნო-იჩინა ჩუენი ურთიერთას შეერთებაჲ წესითა მით სულიერისა სიყუარულისაჲთა, რამეთუ სიყუარული არს ძირი ყოველთა კეთილთაჲ, და ესე მოგუცა მცნებად უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან; პირველად თავისა მიერ თჳსისა მოგუცა სახე მსგავსებისაჲ და მერმე სიტყჳთაცა მცნებათა მისთაჲთა გჳბრძანა ურთიერთას სიყუარული.

ხოლო ვითარ მოგუცა თავისა მიერ თჳსისა სახე სიყუარულისაჲ? გულისჴმა-ყავ, რასა იტყჳს წმიდასა სახარებასა შინა: „ესრეთ შეიყუარაო ღმერთმან სოფელი, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას“;1 და კუალად იტყჳს: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, ეგრეთ თქუენცა იყუარებოდეთ ურთიერთას“.2

და ნანდჳლვე დიდად შემიყუარნა ჩუენ, ვიდრეღა სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, უკეთურთა ამათ და განდგომილთა მონათათჳს, და მომიყიდნა პატიოსნითა სისხლითა თჳსითა წარწყმედისაგან და მონებისა მისგან ეშმაკისა, პატივსა მას მიუთხრობელსა ღირს-მყვნა.

და აწ დღითი-დღე აჩუენებს ქველისმოქმედებასა თჳსსა ყოველთაცა ზედა ზიარად და კუალად კაცად-კაცადსაცა ზედა, უკუეთუ გულისჴმავყოფდეთ, რამეთუ არავინ არს ცარიელ კეთილთაგან ღმრთისათა, არამედ რომელმანცა შემოიკრიბოს გონებაჲ თჳსი და ინებოს გულისჴმის-ყოფად ქველისმოქმედებათა მისთა, აურაცხელნი პოვნეს სიყრმითგან მისით აღსრულებულნი მის ზედა ჴსნანი მრავალთა განსაცდელთაგან, მონიჭება-

1 იოან. 3,16. 2 იოან. 13,34; 15,12.

ნი კეთილთა ფრიადთანი, სულიერთაცა და ჴორციელთა; და უკუეთუ ვინ უგულისჴმოებით იჴსენებდეს მოწევნულთაცა მის ზედა განსაცდელთა და მწუხარებათა სოფლიოთა, მოეგენ გონებასა თჳსსა და მოიჴსენენ, თუ რავდენსა დღითი-დღე ცოდვასა შთავარდების, რავდენგზის განარისხებს სახიერსა მას უფალსა; და რაჲსათჳს უცხო უჩნს, უკუეთუ იგიცა მოავლენს მცირედთა რათმე ჭირთა და განსაცდელთა საკურნებელად სენთა მათ, ცოდვისა მიერ მოწევნულთა სულსა ზედა?

გარნა ესოდენ უგულისჴმო ვართ და გულფიცხელ, რომელ ესევითარსა არარას გულისჴმა-ვჰყოფთ, არამედ უკუეთუ რაჲ ძნელოვანი, ანუ რაჲმე ჭირი, გინა თუ განსაცდელი შეგუემთხჳოს, მას ვხედავთ და ვიჴსენებთ და ვდრტჳნავთ, ხოლო ცოდვათა ჩუენთა, რომლითა დღითი-დღე განვამწარებთ უფალსა, არა ვიჴსენებთ ყოვლადვე. ხოლო უკუეთუმცა ერთისა მებრ დღისა ცოდვანი ჩუენნი გულისჴმა-ვყვენით, ვითარცა ჯერ-არს, მაშინმცა ვცანთ, თუ რავდენთა ბოროტთა თანამდებ ვართ და რავდენთა განსაცდელთა და სატანჯველთა ღირს ვართ. რამეთუ თანაწარვჰჴდე მრავალთა მათ და დიდთა ცოდვათა, რომელნი უკუეთუ ვის უქმნიან, იცნის გონებასა შინა თჳსსა, რომელ არს კაცის-კლვაჲ, სიძვაჲ, მრუშებაჲ და სხუანი იგი საქმენი ბილწებისანი, ანგაჰრებაჲ და მოხუეჭაჲ გლახაკთაგან და სხუანი მსგავსნი ამათნი; ესევითართა ამათ თანაწარვჰჴდე, კაცად-კაცადსა უკუეთუ რაჲ ამათგანი უძღჳს, ამხილოს გონებამან მისმან, ხოლო მე დღითიდღედნი ესე ვთქუნე: ვინ არს ჩუენგანი, რომელი არა უდებ იქმნა ლოცვასა შინა? ვინ არს, რომელი არასადა აღზუავნა? ვინ არს, რომელმან არა ძჳრი უზრახა ძმასა თჳსსა? ვინ არს, რომელმანმცა არასადა შეიწყნარა ბოროტი გულისთქუმაჲ? ვინ არს, რომელსამცა არასადა მიეხედნეს ვნებულითა თუალითა? ვინ არს, რომელსამცა არა მოეჴსენა ძჳრი რაჲმე მეორისაჲ? და ესე ყოველნი საქმენი არიან ცოდვისანი და ღირსნი სატანჯველისანი; გარნა ამის ყოვლისა და სხუათა მათ მრავალთა ცოდვათა შენდობისა მოკლე და ადვილი გზაჲ გჳჩუენა ჩუენ ღმერთმან, რომელსა შრომაჲ ყოვლადვე არარაჲ აქუს. რამეთუ რაჲ შრომაჲ აქუს შენდობასა შემაწუხებელისა მოყუსისასა ბრალისა მის, რომელი აქუნდეს ჩუენდა მომართ? უფროჲსად შრომაჲ და ჭირი და ურვაჲ ფრიადი აქუს არაშენდობასა და მტერობისა დამარხვასა, ხოლო განთავისუფლებასა გულისწყრომისა და რისხვისაგან ფრიადი აქუს მხიარულებაჲ და განსუენებაჲ და ფრიად ადვილ არს ყოვლისავე, რომელსაცა ენებოს; რამეთუ არავის უჴმს ამისთჳს არცა წიაღსლვაჲ ზღუათაჲ, არცა სლვაჲ გზათაჲ, არცა გარდასლვაჲ მთათაჲ, არცა წარგებაჲ საფასეთაჲ, არცა შრომაჲ ჴორციელი, არამედ ნებაჲ ოდენ საჴმარ არს, და ყოველივე სრულ არს. ხოლო უკუეთუ არა შენ ოდენ იჴსენებდე ძჳრსა და არა შეუნდობდე ბრალთა მოყუსისათა, არამედ ღმერთსაცა ევედრებოდი, რაჲთა ბოროტი უყოს მას, სადაღა გაქუნდეს შენ სასოებაჲ ცხორებისაჲ? რამეთუ ოდეს-იგი ჯერ-იყო, რაჲთამცა მოწყალე-ჰყავ ღმერთი შენ ზედა ჟამსა მას ლოცვისასა, მაშინ უფროჲსად განარისხებ მას: სახე გმოსიეს მვედრებელისაჲ და სიტყუათა აღმოიტყჳ მჴეცისათა, რამეთუ დიდი ბოროტი არს წყევაჲ მოყუსისაჲ ლოცვასა შინა.

ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „მნებავს აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულისწყრომისა“.1 რამეთუ უკუეთუ ჟამსა მას ლოცვისასა ვერ ძალ-გიც მიტევებაჲ შეცოდებათა მოყუსისათა, სხუაჲ ოდეს-მე შეუძლო? უკუეთუ ოდეს-იგი შენდობისა ცოდვათა შენ-თაჲსა გიჴმდა თხოვაჲ, მაშინ მოყუასსა სწყევდე, ვითარ არა განრისხნეს ღმერთი შენ ზედა, რამეთუ რჩულსა მისსა შეურაცხ-ჰყოფ და მცნებათა მისთა გარდაჰჴდები? მან ბრძანა, მიუტევეო მოყუასსა, რაჲთა მიგეტევნენ შენ ცოდვანი, და შენ უფროჲსად მასვე ეტყჳ: მიაგე ბოროტი მტერსა ჩემსა; ვითარ იკადრებ ამას ესევითარსა სიტყუასა? არა თუ დაჰვიწყებიეს მას სიტყუაჲ თჳსი, არა თუ არა აჴსოვს, რაჲ-იგი გუამცნო, ამისთჳსცა თავსა ზედა შენსა მოაწევ რისხვასა მისსა ესევითარითა მაგით ძჳრის-ჴსენებითა.

ვითარ უკუე იკადრო ზიარებად უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა მაგით გონებითა? ვითარ მოიკითხო ძმაჲ შენი, რომლისათჳს ღმრთისა წინაშე წყევაჲ აღმოსთქუ? უწყოდე, უკუეთუ ამას იქმოდი, უძჳრეს ხარ კაცისმკლველთასა. არამედ ისმინეთ, მორწმუნენო, და ესევითარი ესე სენი სრულიად აღმოვფხურათ სულთაგან ჩუენთა და ვაჩუენოთ შემაწუხებელ-თა მიმართ ჩუენთა წყალობაჲ და სრულიადი ძჳრუჴსენებლობაჲ, რაჲთა ვიქმნეთ მსგავს მამისა ჩუენისა ზეცათაჲსა; მოვიჴსენნეთ ცოდვანი ჩუენნი, გულისჴმა-ვყვნეთ ბრალნი ჩუენნი კეთილად, რომელნი გჳქმნიან საქმით და სიტყჳთ და გონებით, და ესრეთ ადვილ იყოს ჩუენდა ბრალთა მოყუსისათა მიტევებად, ვითარცა-ესე ჩუენ ვითხოვთ ღმრთისაგან მოტევებასა მრავალთა ამათ ცოდვათასა.

უკუეთუ უდებებანი ოდენ და უწესოებანი, რომელნი გუქონან, წარვდგეთ რაჲ ლოცვად, მოვიჴსენნეთ, რიცხჳ მათი არა იპოოს. ვითარ შეურაცხებით და დაჴსნილობით ვისმენთ სიტყუათა ღმრთისათა, და არცა თუ ვისმენთ, არამედ უბნობთ და ვლაღობთ და ვიცინით და გულისსიტყუათა ბოროტთა ვიგონებთ; და არცა თუ ესოდენსა პატივსა ვაჩუენებთ სიტყუათა ღმრთისათა, ვითარ წიგნთა მათ მიწისაგანისა მეფისათა, რამეთუ აღმოიკითხვოდის თუ წიგნი მეფისაჲ, მთავარნი და ჴელმწიფენი ში-შით ისმენენ, ხოლო აქა ბრძანებანი მეუფისა მის ზეცათაჲსა აღმოიკითხვიან, და ჩუენ უშიშად და უკრძალველად ვდგათ და არა გულისჴმა-ვჰყოფთ კრებულისა მის პატიოსნებასა, რამეთუ ანგელოზნი და მთავარანგელოზნი კაცთა თანა შემოკრბებიან გალობად უფლისა, ვითარცა იტყჳს წერილი: „აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა; აკურთხევდით ცანი და ანგელოზნი უფლისანი უფალსა“;2 რამეთუ არა მცირე არიან საკჳრველებანი

1 შდრ. 1 ტიმ. 2,8. 2 შდრ. ფსალმ. 102,20-22.

იგი, რომელნი დღითი-დღე იქადაგებიან ეკლესიასა შინა, არამედ უაღრეს ყოვლისავე გონებისა და ცნობისა: დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ, წამოტყუენვაჲ ჯოჯოხეთისაჲ, განთავისუფლებაჲ ჩუენი მონებისაგან ეშმაკისა, შეკრვაჲ მძლავრისა მის უკეთურისაჲ; და ამას ყოველსა წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი ქადაგებენ, და კუალად - კეთილთა მათცა საუკუნეთა, რომელნი განმზადებულ არიან მართალთათჳს, და სატანჯველთა მათ, რომელნი დამარხულ არიან ცოდვილთათჳს.

ესე ყოველი ეკლესიასა შინა იქადაგების, და ჩუენ უდებებით და დაჴსნილებით და გარეწარად ვისმენთ, და ვითარმცა არა ჩუენდა მომართ იყო სიტყუაჲ იგი; და ამას თანა სხუათა მათ ბოროტთა ჩუენთა რიცხჳ ვინ-მე წარმოთქუას? და ამას ყოველსა ზედა უკუეთუ ძჳრის-ჴსენებაჲცა და მანკიერებაჲ შევსძინოთ, ვინ იყოს მწყალობელ ჩუენდა, ანუ რომელი სასოებაჲ გუაქუნდეს ცხორებისაჲ? რამეთუ სხუათა მათ ცოდვათა ჩუენთათჳს ღირს ვართ რისხვისა და ბევრეულთა სატანჯველთა, გარნა ღმერთი მრავლისა მის წყალობისა მისისათჳს სულგრძელ არს ჩუენ ზედა და დღითი-დღე გუწყალობს; უკუეთუ კულა ძჳრის-ჴსენებისაცა გესლი იყოს ჩუენ თანა, რაჲღა სიტყუაჲ მიუგოთ უფალსა?

ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ბოროტი ესე გესლი წარმოვსთხიოთ და გულნი ჩუენნი ესევითართა უკეთურებისა ზრახვათაგან განვიწმიდნეთ, რაჲთა საწუთროჲცა ესე ცხორებაჲ მშჳდობით და ყუდროებით წარვლოთ და, მი-რაჲ-ვიწინეთ მას საუკუნესა, ვპოოთ უფალი სახიერ და ტკბილ ჩუენდა მომართ, ვითარცა-იგი ჩუენ ვექმენით მოყუასთა ჩუენთა; და რომელი-იგი ვერ ვქმენით სრულიადითა ცოდვათაგან მოწყუედითა, ვპოოთ ძჳრუჴსენებლობითა ძმათა მიმართ. რამეთუ უკუეთუ სახიერ და ძჳრუჴსენებელ ვიყვნეთ, სოფელსაცა ამას საყუარელ ყოველთა კაცთა ვიქმნეთ, და ღმერთმანცა შემიყუარნეს ჩუენ და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირსმყვნეს, რომელთა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ლოცვა-ყავთ გლახაკისა ევთჳმისთჳს, წმიდანო ღმრთისანო.

ესე ზემოჲ სიტყუაჲ თჳთ მამისა ეფთჳმესია. ჩუენ კულა ვიტყჳთ: ქრისტე, ძეო ღმრთისაო, აკურთხე და ადიდე ორსავე ცხორებასა არა გლახაკი, არამედ დიდი და ნებისმყოფელი შენი მამაჲ ეფთჳმე და დიდებულ-ყავ სული წმიდისა მამისა იოვანესი, ამენ.