თ ა რ გ მ ა ნ ი: და კუალად ესეცა მადლისა მისისა საქმე იყო, რამე-თუ უმეტესად აღშფოთებაჲ შეჰგვანდა; რამეთუ უკუეთუ საქმით ხედვიდეს სასწაულთა მისთა და დაქოლვაჲ მისი ენება მწიგნობართა და ფარისეველთა და გულისწყრომით სდევნიდეს, ვითარ აწ, ოდესღა დაწყებაჲ ოდენ იყო მოძღურებისა მისისაჲ და სასწაული არარაჲ უჩუენა მთასა მას ზედა, არამედ სიტყჳთ ხოლო წარმოუთხრა სწავლაჲ იგი მაღალი, და არა ვითარცა მწიგნობარნი; რად ვიტყჳ მწიგნობართა? არამედ არცა თუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნი; არამედ ყოველსავე ჴელმწიფებითა ღმრთივშუენიერითა ეტყოდა, ვითარმედ ესე რაჲმე ითქუაო პირველთა მათ მიმართ, ხოლო მე ესრეთ გეტყჳ; და კუალად თავი თჳსი მოასწავა მსაჯულად და განმკითხველად ყოველთა. ვითარმცა არა უმეტესად შეჰგვანდა განკრთომაჲ მოძღურებასა ამას ზედა? გარნა არარაჲ ესევი-თარი შეემთხჳა, არამედ უფროჲსად განკჳრვებულ იყვნეს. ესე ამისთჳს: პირველად, რამეთუ მადლი უფლისაჲ განუღებდა კარსა გულთა მათთასა, და მეორედ, რამეთუ არა იყვნეს მუნ უღმრთონი იგი და უკეთურნი მწიგნობარნი და ფარისეველნი, არამედ ერი იყო მარტივი და წრფელი; ხოლო ოდეს ესრეთ სული წრფელი იპოოს, ადრე შეიწყნარებს სარწმუნოებასა...
Matthew 7:29
28-29. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ იყო სწავლაჲ იგი მისი მათა მიმართ, ვითარცა-იგი ვის ჴელმწიფებაჲ აქუნ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი და ფარისეველნი. - არა მთავარნი დარჩნენ გაკვირვებულნი, რადგან, როგორღა გაუკვირდებოდათ, როცა შურდათ მისი? არამედ უბოროტო (უწყინარი) ხალხი. უკვირდათ არა წარმოთქმული სიტყვები, არამედ თავისუფლება მისი, რადგან უფალმა თავი წინასწარმეტყველებზე მაღლა წარმოაჩინა. ისინი ამბობდნენ: "ამას უფალი ამბობს", ხოლო ქრისტე, ვითარცა ღმერთი, ამბობდა: "მე გეუბნებით თქვენ".
_1 - პირდაპირი მნიშვნელობით "წუელი" (τό καρφος) კილის ფხას უნდა ნიშნავდეს. ესაა ნემსივით წვრილი წინაზარდი თავთავის კილზე, ანუ მარცვლის ბუდეზე.
2 - შლამის ბალახია, იგივე ტატაში, ლელი. _
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის