თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა ზუაობასა მას მწიგნობართასა? ჭეშმარიტად მათგანი იყო, ამისთჳს არა თავს-იდებდა ერისა მის თანა შერაცხვად, არამედ გამოაჩინებდა თავსა თჳსსა სხუათა უმეტესად. ამისთჳს ესრეთ ჰრქუა, რაჲ-იგი გულსა არა აქუნდა. ვითარცა სხუასა ადგილსა გამოსცდიდა მას სხუაჲ მწიგნობარი და ეტყოდა: „რომელი მცნებაჲ არს პირველი?“ და ეგრეთცა არა შეჰრისხნა მას უფალმან ცუდისა მის და უჟამოჲსა კადნიერებისათჳს, რაჲთა გუასწაოს სულგრძელებით თავს-დებაჲ ესევითართა უწესოთა კაცთაჲ, არცა ამხილა განცხადებულად უკეთურებაჲ მისი, არამედ მიუგო სიტყუაჲ შემსგავსებული იჭჳსა მისისა, რაჲთა ეუწყოს, ვითარმედ არა დაეფარა მას ზრახვაჲ იგი გულისა მისისაჲ, და ესრეთ მხილებითა გონებისაჲთა პოოს ადგილი სინანულისაჲ, უკუეთუ უნდეს. ეგრეთვე აწ ამას მწიგნობარსა ზედა ქმნა, რამეთუ ხედვიდა რაჲ იგი მრავალთა მათ სასწაულთა და შეკრებასა მას ერისა ფრიადისასა, ჰგონებდა, ვითარმედ შეკრებაჲცა საფასეთაჲ ყოფად არს საკჳრველებათა მათგან, და ამის ჯერისათჳს ენება მას შედგომად უფლისა. ხოლო ესევითარი ესე გულისსიტყუაჲ მისი საცნაურ არს პასუხისა მისგან...
Matthew 8:19
18. ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო. - რადგან არც პატივმოყვარე იყო და, ამასთან, იუდეველთა შურსაც განერიდა.
19-20. და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. - მწიგნობარს სჯულის წიგნთა მცოდნეს უწოდებს. ამან, იხილა რა მრავალი სასწაული, იფიქრა, რომ იესოს მათგან შემოსავალი ჰქონდა და მის გაყოლასაც იმიტომ შეეცადა, რომ ქონება თვითონაც დაეგროვებინა. მაგრამ იესო განზრახვას მიუხვდა და თითქმის ეს უთხრა: "ჩემი გაყოლით შენ ქონების დაგროვებას ფიქრობ, მაგრამ ვერ ხედავ, რომ უსახლკარო ვარ? ჩემი მიმდევარიც ასეთი უნდა იყოს". უფალმა ეს მის დასარწმუნებლად თქვა, რათა განწყობილება შეცვლოდა და გაჰყოლოდა, მაგრამ მწიგნობარი გაშორდა. ზოგიერთი მელიებსა და ფრინველებში დემონებს გულისხმობს, ე. ი. უფალი მწიგნობარს ეუბნება: "შენში დემონები განისვენებენ, ამიტომ მე სულსა შინა შენსა განსასვენებელი არ მაქვს".
21-22. და სხუამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: უფალო,...
...ენოთ მოციქულის სიტყვები: „გონებით რჯულს ვემონები, საქმით კი ცოდვით რჯულს, არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არც მსურს. ჩემს ასოებში (სხეულის ნაწილებში) მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ!“ ()
ჩვენ რაღა გვეთქმის? თითოეული ჩვენგანის გულიც ასპარეზია კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა; ამასთან, უფრო სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს.
რა თქმა უნდა, არიან ისეთი პიროვნებები, თავიდანვე მტკიცე ბარიერს რომ უქმნიან საცდურს; სხვანი უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ზოგიერთნი კი საერთოდ ვერ გრძნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან.
ეშმაკის საცდურთაგან თავდახსნას კეთილნი და თავმდაბალნი შეძლებენ, - წერენ წმინდა მამები.
წმ. ანტონი დიდი კი ბრძანებს: ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეთს თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდებისმოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა; ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც: სიმართ...