მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Matthew 9:17

16. No man putteth a piece of new cloth unto an old garment, for that which is put in to fill it up taketh from the garment, and the rent is made worse.17. Neither do men put new wine into old bottles: else the bottles break, and the wine runneth out, and the bottles perish: but they put new wine into new bottles, and both are preserved.18. While he spake these things unto them, behold, there came a certain ruler, and worshipped him, saying, My daughter is even now dead: but come and lay thy hand upon her, and she shall live.
Matthew თავი 9
17. Neither do men put new wine into old bottles: else the bottles break, and the wine runneth out, and the bottles perish: but they put new wine into new bottles, and both are preserved.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან“ (9,17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველთქუმულისაებრ სახისა ესეცა გულისჴმა-იყოფების, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ყოველივე საქმე მაღალი და ძნელი უკუეთუ დაუმძიმოს ვინ სულსა, რომელსა ჯერეთ ძუელისა მის კაცისა ნივთი აქუნდეს, ვერ თავს-იდებს. ხოლო მოასწავა ყოფადი იგი განახლებაჲ და სრულებაჲ იგი დიდი წმიდათა მოციქულთაჲ, ვითარმედ უკუეთუ არა მიიწინენ ყოფადსა მას განახლებასა, არა ჯერ-არს უღელთა მძიმეთა მათ ზედა დადებად, რამეთუ რომელი ეძიებდეს პირველ ჯეროვნისა ჟამისა სწავლათა მაღალთა სწავლად, უჴმარ იქმს იგი საქმესა მას, რაჲთა არცა ჟამსა თჳსსა მიემთხჳოს, რომელსა იგი ეძიებს. ხოლო ესე არა თუ უჴმარებისაგან ღჳნისა მის იქმნების ანუ თხიერთაჲსა, არამედ უჟამოდ შთასხმისაგანო.

ამათ იგავთა მიერ გუასწავა მიზეზი მდაბალთა სიტყუათა მისთაჲ, ვი-თარ-იგი მრავალგზის ეტყოდა მოციქულთა უძლურებისათჳს მათისა სიტყუათა მდაბალთა და არა შემსგავსებულთა დიდებისა მისისათა, რომლისათჳს იტყჳს იოვანე, ვითარმედ ჰრქუა მათ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღა ძალ-გიც ტჳრთვად აწ“; რამეთუ ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ იგი ხოლო არს, რომელი ესმის,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი IX
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
9:14-17 — რატომ არ მარხულობდნენ ქრისტეს მოწაფეები?:

14. მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?- შურდათ რა ქრისტეს დიდება, იოვანეს მოწაფენი მას იმის გამო საყვედურობენ, რომ არ მარხულობდა. შესაძლოა, მათ ისიც აკვირვებდათ, თვინიერ ღვაწლისა, ვნებებზე როგორ იმარჯვებდა, რაც იოვანემ ვერ შეძლო. მათ არ იცოდნენ, რომ იოვანე ჩვეულებრივი კაცი იყო, რომელიც სათნოებისაგან განმართლდა, ხოლო იესო, ვითარცა ღმერთი, სათნოება თვითონ იყო.

15. ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. - ახლა, ამბობს უფალი, ვიდრე მე ჩემს მოწაფეებთან ვარ, სიხარულის ჟამია. სიძეს თავის თავს უწოდებს, რომელიც, რადგან ძველი მოკვდა, ახალ კრებულზე დაიწინდა, ხოლო "ძეთა სიძისათა"- მოციქულებს. დადგება დრო, - ამბობს, - როცა ისინიც, შემდგომად ჩემი ტანჯვისა და ამაღლებისა, იმარხულებენ, დამთმენელნი შიმშილისა და წყურვილისა და დევნილები. აჩვენებს რა მოწაფეთა არასრულყოფილებას, იგი დასძენს: 16-17. არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის