📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა ზედა, მათეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე! და აღდგა და მისდევდა მას“ (9,9).
ქმნა რაჲ სასწაული იგი განრღუეულისაჲ უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე და იხილნა გულნი მწიგნობართა მათ უკეთურთანი, ვითარმედ აღივსნეს შურითა, არა დაადგრა მუნ, არამედ ადგილ-სცა, რაჲთა ნუგეშინის-სცეს შურსა მას მათსა და გუასწაოს ჩუენ არა წარმდებებით მიცემად თავთა ჩუენთა ჴელსა ბოროტისმყოფელთასა, არამედ ადგილ-ვსცემდეთ უკეთურებასა მათსა.
ხოლო წარ-რაჲ-ვიდოდა გზასა მას, პოვა მათეოს საზუერესა ზედა და მოუწოდა მას. და რაჲსათჳს არა პეტრეს და იოვანეს თანა უწოდა მას, არამედ აწ, უკუანაჲსკნელ? ესე ამისთჳს: ვითარცა მათ მაშინ უწოდა, ოდეს იცოდა, თუ ჰრწმენეს, ეგრეთვე მათეოსს მაშინ უწოდა, ოდეს იცოდა, ვი-თარმედ შეუდგეს მას. და კუალად პავლე შემდგომად აღდგომისა მოინადირა, რამეთუ მეცნიერმან მან გულთამან და მხედველმან დაფარულთამან უწყოდა, თუ კაცად-კაცადსა ოდეს ეგულების მოსლვად მისა. ამისთჳს არა პირველითგან უწოდა მას, ოდეს-იგი ჯერეთ ფიცხელღა იყო, არამედ შემდგომად ბევრეულთა მათ სასწაულთა და მრავლისა მის ჰამბვისა მისისა, რომელი განისმა ყოველთა შორის. მაშინ მოუწოდა, რაჟამს იცოდა, ვითარმედ ჰრწმენეს მისი.
ხოლო შენ გიკჳრდინ სიმდაბლე იგი მახარებელისაჲ ამის, ვითარ არა ჰფარავს პირველსა მას ცხორებასა მისსა, არამედ სახელსაცა თჳსსა წარმოიტყჳს, რომელი-იგი სხუათა მახარებელთა დაფარეს და სხჳთა სახელი-თა აღწერეს წოდებაჲ მისი. არამედ მან განცხადებულად თქუა: „იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა ზედა, მათეოს სახელი მისი“. რაჲსათჳს თქუა: „რომელი ჯდაო საზუერესა ზედა“? რაჲთა უმეტესად გულისჴმა-გჳყოს ძალი მწოდებელისაჲ მის, რამეთუ არა განშორებული და განყოფილი ბოროტისა მის მიხუეჭისაგან, არამედ შორის მისა მყოფი და სიღრმესა შინა მისსა დანთქმული აღმოიყვანა იგი, ვითარცა-იგი ნეტარი პავლეცა ჟამსა მებრ სიფიცხისა მისისასა მოაქცია, ვითარცა იგივე იტყჳს გალატელთა მიმართ: „რამეთუ გესმინა თქუენ სლვაჲ ჩემი ოდესმე ჰურიებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვსტყუენევდი მათ“.1
ეგრეთვე მეთევზურთა მათ, ჴელოვნებასა მას მათსა შინა რაჲ იყვნეს, უწოდა, გარნა იგი არა საბრალობელი რაჲმე ჴელოვნებაჲ იყო, არამედ სი გლახაკისა მომასწავებელი; ხოლო ესე ღონე იყო სავსე ფრიადითა უჯე-
1 გალ. 1,13.
როებითა და სახე მტაცებლობისა და მოხუეჭისა უსამართლოჲსაჲ, გარნა არავე სირცხჳლ-იჩინა სახიერმან მან წოდებად მისა. და რად ვიტყჳ, თუ მეზუერისა წოდებაჲ არა სირცხჳლ-იჩინა? მეძვისაღა წოდებაჲ არა სირცხჳლ-იჩინა, არა ხოლო წოდებაჲ, არამედ ამბორის-ყოფადცა ფერ-ჴთა და დალტობად ცრემლითა შეუნდო. რამეთუ ამისთჳს მოვიდა - არა ჴორცთა ხოლო კურნებად, არამედ უფროჲსღა სულთა მოუძლურებულ-თა განცოცხლებად, ვითარცა-იგი ქმნა განრღუეულსა მას ზედა და აჩუენა განცხადებულად, ვითარმედ ჴელმწიფებაჲ აქუს მიტევებად ცოდვათა. და მერმეღა უწოდა მეზუერესა, რაჲთა არავინ აღშფოთნეს, იხილოს რაჲ მეზუერე მოწაფეთა შორის. რამეთუ რომელი-იგი უფალ არს მიტევებად და სრულიად აჴოცად ცოდვათა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ესე მოციქულებად განაწესა, ვითარცა უფალმან ყოველთამან?
ხოლო ჩუენ ვითარცა ვიხილეთ ძალი იგი მწოდებელისაჲ მის, ეგრეთვე ვიხილოთ მორჩილებაჲ წოდებულისაჲ ამის, რამეთუ არა უდებ იქმნა, არცა შეორგულდა და თქუა: რაჲ არს წოდებაჲ ესე? ნუუკუე ბასრობით მიწოდებს, ნუუკუე საცთურ-რასმე-მიგებს. არარაჲ ესევითარი თქუა, არცა მოიგონა, არამედ მეყსეულად მისდევდა მას და არცა თუ სახედ თჳსა ინება წარსლვად და თჳსთა მისთა განზრახვად, არამედ მეყსეულად აღდგა და მისდევდა მას. ვითარცა-იგი მეთევზურთა მათ ქმნეს და ვითარცა-იგი მათ დაუტევეს მეყსა შინა ბადენი და ნავი და მამაჲ, ეგრეთვე ამან დაუტევა საზუერე და საფასენი და განაშორა თავი თჳსი ყოვლისავე სოფლიოჲსა ზრუნვისა და ამბოხებისაგან და გულსმოდგინედ მისდევდა უფალსა, ეწამებოდა წოდებასა მას, ვითარ ჟამსა ჯეროანსა იქმნა, თჳსითა მით მორჩილებითა.
ხოლო რაჲსათჳს არა გჳთხრობენ მახარებელნი სხუათაცა მოწაფეთა წოდებასა, თუ ვითარ ანუ რომლითა სახითა იწოდნეს? არამედ პეტრესთჳს ხოლო და ანდრიაჲსთჳს, იაკობ და იოვანესთჳს, მათეოს და ფილიპესთჳს; და სხუათა მათთჳს დაიდუმეს. ესე ამისთჳს, რამეთუ ესენი იყვნეს ყოველ-თა უმეტესად უდარესთა საქმეთა შინა, რამეთუ არარაჲ იყო უძჳრეს მეზუერეობისა, არცა უგლახაკეს მეთევზეობისა. და ეგრეთვე ფილიპეცა ფრიად გლახაკთაგანი იყო, ვითარცა მამულიცა მისი საცნაურ-ჰყოფს. ამისთჳს მახარებელნი ამათსა წოდებასა და ამათთა საქმეთა გჳთხრობენ, რაჲთა ვცნათ, ვითარ ჭეშმარიტებისმოყუარე არიან ყოველსა შინა; და ვითარცა უდარესთა ამათ საქმეთა უტყუელად იტყჳან, ეგრეთვე მაღალთა მათ და დიდთა უტყუელად გჳთხრობენ. რამეთუ რომელნი-იგი საყუედრელად საგონებელთა მათ საქმეთა არარას დაჰფარვენ, არამედ ყოველსავე იტყჳან მოძღურისათჳსცა და მოწაფეთათჳსცა, ვითარმცა იჭუეულ ვინ იყო დიდებულთა მათთჳს საქმეთა, თუ არაჭეშმარიტსა იტყჳან ყოველსავე; და უფროჲსღა სასწაულთა მრავალთა თანაწარჴდებიან, ხოლო ყუედრებათა მათ და შეურაცხებათა ჯუარ-ცუმისათა თითოეულად იტყჳან და სიგლახაკესა მას დედისასა და სიმდაბლით შობასა მას ჴმამაღლად ქადაგებენ, ეგრეთვე სიგლახაკესა მას მოწაფეთასა და საქმეთა მათთა შეურაცხთა განცხადებულად წარმოიტყჳან. ამის ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ მოსწრაფე იყვნეს იგინი ჭეშმარიტებისა თქუმად და არარას თუალთ-ღებით ანუ კაცთმოთნეობით აღსწერდეს. ხოლო აწ, უწოდა რაჲ მათეს და პოა ესრეთ მჴურვალედ მორჩილი, პატივ-სცა მას პატივითა მით დიდითა, რამეთუ მეპურისტედ თჳსად ღირს-ყო იგი, რაჲთა უმეტესი სასოებაჲ და კადნიერებაჲ მისცეს მას; რამეთუ არა სიგრძესა ჟამისასა, არამედ მეყსა შინა ყოველივე ბრალი მისი აჴოცა და სული მისი წმიდა-ყო ყოვლისაგან ბიწისა. და არა იგი ხოლო ღირს-ყო დაჯდომად მის თანა, არამედ სხუანიცა მრავალნი, ვი-თარცა იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს იესუჲს თანა ინაჴით და მოწაფეთა მისთა თანა“ (9,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა ბრალობად მისა შერაცხილ იყო, რომელ ცოდვილთა დაიახლებდა; გარნა არცა ამას დაჰფარვენ მოწაფენი ესე და მახარებელნი. ხოლო შეკრბეს მაშინ მათესა მეზუერენი, ვითარცა თჳსსა მოყუასსა თანა, რამეთუ იხარებდა რაჲ იგი და იქადოდა ქრისტესსა სახედ მისა შესლვასა, ყოველთავე მოუწოდა სიხარულსა მას, რამეთუ ქრისტე ყოვლით კერძო განჰკურნებდა წყლულებათა მათ სულიერთა არა ხოლო თუ სასწაულთა მიერ და სწავლათა, არამედ დაჯდომაჲცა მისი ტაბლად სწავლაჲ იყო სათნოებისაჲ და მოქცევაჲ შეცთომილთაჲ, რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ უკუეთუ გუენებოს, ყოველსავე ადგილსა და ყოველსავე საქმესა შინა შესაძლებელ არს სარგებელისა სულიერისა მოგებად. დაღაცათუ წინადაგებული იგი მაშინ ანგაჰრებისაგან იყო და მონახუეჭისა, არამედ არა უღირს-იჩინა ქრისტემან ჭამად, რამეთუ ხედვიდა ამის საქმისაგან ფრიადსა სარგებელსა; და მეპურისტედ იყვნეს მის თანა მეზუერენი. რამეთუ მკურნალმანცა უკუეთუ არა თავს-იდვას სულმყრალობაჲ წყლულისაჲ და არა შეახოს ჴელი წუთხსა და წალასა, ვითარ უძლოს განკურნებად წყლულებისა მის? ეგრეთვე სახიერმან მკურნალმან სულთა და ჴორცთამან თავს-იდვა შესლვად ცოდვილთა და მეზუერეთა თანა, რაჲთა აცხოვნნეს იგინი. დაღაცათუ მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი აბრალობდეს და იტყოდეს: „აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ“,1 გარნა თავადი არა მათსა მას უჯეროსა ბრალობასა ზრუნვიდა, არამედ საქმესა მას ჭეშმარიტებისასა აღასრულებდა.
ისმინეთ, მაჩუენებელნო, რომელნი მოსწრაფე ხართ, რაჲთა სახელი მმარხველობისაჲ მიიღოთ და ამის მიერ იდიდნეთ; ისმინეთ, ვითარ
1 მათ. 11,19; ლუკ. 7,34.
მეუფესა ჩუენსა მჭამელ და ღჳნისმსუმელ უწოდეს, და არა ჰრცხუენოდა მას, არცა ზრუნვიდა ამისთჳს, არამედ ენება ცხორებაჲ მრავალთაჲ, და ეგრეთცა იქმნა. რამეთუ აჰა ესერა ერთი ესე მეზუერე მოინადირა და განიყვანა მეზუერეობისაგან და ანგელოზთა თანამოდასე-ყო და ზიარებითა მით ტაბლისაჲთა არა იგი ხოლო, არამედ სხუანიცა აცხოვნნა. და ისმინეთ სიტყუაჲ ზაქესი, სხჳსა მის მეზუერისაჲ, რამეთუ ესმა რაჲ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: „დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“,1 აღივსო სიხარულითა და იტყოდა: „აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“. ამისთჳსცა ჰრქუა მას უფალმან: „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისა ამის“.2 თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი პავლესი, რომელსა იტყჳს: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ, ანუ ანგაჰრ, ანუ მომთრვალე, ანუ მტაცებელ, ესევითარისა მის თანა ნუცა სჭამთ“?3 ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველად ესე მებრ არა ჩანს, თუ მოძ-ღუართა ეტყჳს ამას, არამედ ძმათა ხოლო; მერმე ესეცა საცნაურ არს, ვი-თარმედ ესე მეზუერენი ჯერეთ არა განსრულებულთაგანნი იყვნეს, არცა ძმად შერაცხილნი; და კუალად პავლე მათ ძმათაგან იტყჳს გარემიქცევასა, ოდეს თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნენ, ხოლო ამათ დაეტევა ბოროტისა გზაჲ და მოქცეულ იყვნეს ქრისტესა. ამისთჳსცა არა ჯერ-იყო გარემიქცევაჲ მათგან პირისა მისისაჲ, არამედ უფროჲსად შეწყნარებაჲ წყალობით. გარნა უღმრთოთა მათ ფარისეველთა არა სთნდა ესე; ამისთჳსცა ეტყოდეს მოწაფეთა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძ-ღუარი თქუენი?“ (9,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინივე სხუასა ადგილსა მოწაფეთათჳს ეტყოდეს მას: „იხილე, რასა იქმან მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად“;4 და აწ კუალად მოწაფეთა თანა მოძღუარსა შეასმენენ, რამეთუ ყოვლითავე უკეთურებითა სავსე იყვნეს და ენება, რაჲთამცა კრებული იგი მოწაფეთაჲ განაშორეს მოძღურისა მისგან სახიერისა. ხოლო ვისმინოთ, რაჲ მიუგო აურაცხელმან მან სიბრძნემან და მეცნიერებისა წყარომან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“ (9,12-13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინი აბრალობდეს მიახლებასა ცოდვილთასა, ხოლო მან გამოუცხადა, ვითარმედ: უფროჲსად გარემიქცევაჲ მათგან ესე არს საქმე უჯეროჲ და უღირსი კაცთმოყუარებისა მისისაჲ; და არა თუ ბრა-
1 ლუკ. 19,5. 2 ლუკ. 19,8-9. 3 შდრ. 1 კორ. 5,11. 4 მათ. 12,2.
ლისაგან ხოლო განშორებულ არს განკურნებაჲ იგი უძლურთაჲ, არამედ უფროჲს მრავლისა ქებისა და გალობისა ღირს არს. ვინაჲთგან უკუე სნეულად უწოდა ცოდვილთა მათ, რაჲთა არა მეინაჴენი იგი და შემოკრებულნი მეზუერენი შეწუხნენ, ამისთჳს თქუა: „წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. აყუედრა სიტყჳთა ამით უგულის-ჴმოებაჲ მათი წერილთათჳს. ამისთჳს შერისხვისსახედ ჰრქუა, არა თუ იგი განრისხნა, - ნუ იყოფინ! - არამედ რაჲთა მათ შეიკდიმონ; რამეთუ აქუნდა ჟამი მაშინ თქუმად, ვითარმედ: არა გულისჴმა-ჰყავთა, ვითარ აღვჴოცენ ცოდვანი იგი განრღუეულისანი, ვითარ განვკურნე გუამი იგი დაჴსნილი? გარნა არარას ესევითარსა ეტყჳს, არამედ პირველად ბუნებითნი საქმენი სახედ მოართუნა და მერმე სიტყუაჲ წერილისაჲ წინაუყო. პირველად ჰრქუა, ვითარმედ: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“, რაჲთა გულისჴმა-ყონ უგულისჴმოთა მათ, ვითარმედ იგი არს მკურნალი სულთა და ჴორცთაჲ; და მერმეღა შესძინა: „წარვედით და ისწავეთო, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. მოაჴსენა მათ პირველად უძლურებაჲ იგი ბუნებისა ჩუენისაჲ და უჩუენა, ვითარმედ იგინიცა სნეულ არიან და უჴმს მკურნალი, რომელნი-იგი ესოდენითა უგულისჴმოებითა შეპყრობილ არიან და არცა თუ სიტყუათა წერილისათა გულისჴმა-ჰყოფენ, არამედ ყოველივე სათნოებათა საქმე შეურაცხ-უყოფია და მსხუერპლთა ზედა ხოლო იქადიან, რომლისათჳსცა ყოველთავე წინაჲსწარმეტყუელთა მიერ თქუმული მოკლითა სიტყჳთა წარმოუთხრა და ჰრქუა: ვინაჲთგან ესოდენთა ჟამთა აღმოგიკითხვან წერილნი და ვერ გისწავიეს, აწ წარვედით და ისწავეთ, თუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, ვითარმედ: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“.1
წარვედით, უსწავლელნო, ისწავეთ! წარვედით, უგულისჴმონო, გულისჴმა-ყავთ, რაჲ არს ძალი ამის სიტყჳსაჲ, და მერმე სცნათ, ვითარმედ არარაჲ უჯეროჲ ვქმენ შეწყალებაჲ ესე და შეწყნარებაჲ ცოდვილთაჲ; მერმე სცნათ, ვითარმედ არა მე ვარ გარდამავალ შჯულისა, არამედ თქუენ, რომელნი წყალობისათჳს ცოდვილთაჲსა მაბრალებთ; არა მე ხოლო მაბრალებთ, არამედ მამასაცა ჩემსა. ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“,2 ეგრეთვე აწ თქუა: „წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“. ვითარცა მამამან წინაჲსწარმეტყუელთა პირითა თქუა, ვითარმედ წყალობაჲ ჰნებავს, ვიდრეღა მსხუერპლნი, ეგრეთვე მე წყალობაჲ მნებავს, ვიდრეღა მსხუერპლები, რომელი თქუენ ვითარცა დიდად რაჲმე შეგირაცხიეს, რამეთუ იგი უჴმარ არს ჩემდა, ხოლო წყალობაჲ - სათნო და კეთილ. არა თქუა, თუ: წყალობაჲ მნებავს და მსხუერპლი, არამედ: „წყალობაჲ მნებავ-
1 ოსე 6,6. 2 იოან. 5,17.
სო და არა მსხუერპლი“. განაგდო სახე იგი მსხუერპლთაჲ და შემოიღო წყალობაჲ და უჩუენა, ვითარმედ რომელი-იგი მათ საბრალობელად შეჰრაცხეს, არა ხოლო თუ უბრალო არს, არამედ პირველითგანვე რჩულისა მიერ საღმრთოჲსა განწესებულ უფროჲს მსხუერპლთაჲსა, ვითარცა ესერა წამებაჲ ძუელისა მისგან შჯულისა შემოიღო განცხადებულად.
ესრეთ რაჲ ამხილა მათ წესთაგანცა ბუნებითთა და სიტყუათაგანცა წერილთაჲსა, მერმე შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (9,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუაჲ ბასრობისსახედ თქუა მწიგნობართა მათ მიმართ და ფარისეველთა, მათთა მათ გონებათა შემსგავსებულად, ვითარცა-იგი წერილ არს დაბადებასა შინა, ვითარმედ: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვი-თარცა ერთი ჩუენგანი“,1 ბრალობისა და ბასრობისა სახედ; ვინაჲთგან ეშმაკმან გუელისა მიერ ეგრეთ აღუთქუა ევას, ვითარმედ: „იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი“,2 აბრალებს მათ ღმერთი ესევითარისა ამის სიტყჳსა სახითა და იტყჳს: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი“; ვითარმცა იტყოდა: ეჰა უგუნურებაჲ ადამისი, რომელიღა საქმე ჰრწმენა გუელისაგან! - რაჲთამცა გემოჲს-ხილვითა მით იქმნა ღმერთ. და კუალად ფსალმუნსა შინა წერილ არს: „შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი“,3 - საკდემელად უგუნურისა მის ერისა; ვითარმცა ეტყოდა, თუ: რასა ჰგონებთ, შემემშიამცა? ანუ ჭამადი საჴმარ არს ჩემდა? ჵ უგუნურნო და ცოფნო! ეგრეთვესახედ ამასცა ადგილსა, ვინაჲთგან უგუნურნი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი მართალ ჰგონებდეს თავთა თჳსთა და აბრალებდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს მეზუერეთა და ცოდვილთა შეწყნარებისათჳს და მათისა მიახლებისათჳს, ამხილა პირველად სახითა ბუნებითითა და მერმე წამებითა წერილთაჲთა, და აწ კუალად გონებისა მათისაებრ კდემისა და ბასრობისა სახედ ჰრქუა: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“; რამეთუ მართალი არავინ იყო ქუეყანასა ზედა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებასა ღმრთისასა“.4 ესევითარი უკუე სახე აქუს სიტყუასა უფლისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე ვიხილენ ყოველნივე კაცნი, შთავრდომილნი და შეპყრობილნი ცოდვათა შინა და ყოველნივე მწარედ ცოდვილნი, და მოვედ წოდებად სინანულად. ვინაჲთგან უკუე თქუენ თავნი თჳსნი არა ცოდვილად შეგირაცხიან, შებღალულნო ცოდვათაგან, არამედ ცუდად იქადით სიმართლესა ზედა, რომლისა კუალიცა არა წაგივლიეს, არა ხართ წოდებულთა ჩემთაგანნი, რამეთუ დაყროლებულნი ცოდვათაგან არა ეძიებთ კურნებასა წყლულებათა თქუენთასა. ხოლო ამათ სიტყუა-
1 დაბ. 3,22. 2 დაბ. 3,5. 3 ფსალმ. 49,11. 4 რომ. 3,23.
თა მიერ მუნ შემოკრებულთაცა მეზუერეთა ნუგეშინის-სცა, რაჟამს აუწყა, ვითარმედ ცხორებისათჳს მოვიდა ცოდვილთაჲსა, რაჲთა მოუწოდოს მათ სინანულად. ხოლო თქუა რაჲ, თუ: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“, რაჲთა არა უდებ იქმნენ ცოდვილნი მოქცევად, ამისთჳს არა დაიდუმა, არამედ შესძინა, ვითარმედ: „სინანულად“; არა თუ ამისთჳს მოვედო წოდებად, რაჲთა ცოდვათავე შინა ეგნენ, არამედ რაჲთა სინანულად მოვიდენ და ქმნან კეთილი. ვინაჲთგან უკუე ყოვლით კერძო პირი დაუყო მათ და ამხილა, ვითარმედ შეცოდებულნი არიან და გარდამავალნი შჯულისანი, დაუტევეს მისი ბრალობაჲ და კუალად მოწაფეთა მიმართ მიიყვანებენ ბრალობასა.
და ლუკა იტყჳს, ვითარმედ ფარისეველთა ჰრქუეს უფალსა სიტყუაჲ ესე, ხოლო მათე მოწაფეთათჳს იოვანესთა იტყჳს. მსგავს არს უკუე, ვი-თარმედ ორთავე ჰრქუეს, რამეთუ ფარისეველნი რაჲ სირცხჳლეულ იქმნეს სიტყუათა მათგან უფლისათა, წარიყვანნეს მათ თანა მოწაფენი იგი იოვანესნი, ვითარცა კუალად სხუასა ადგილსა ჰეროდიანელნი წარიყვანნეს, რამეთუ მოწაფენი იოვანესნი მარადის ეშურებოდეს უფალსა და წინააღმდგომად იყვნეს; მაშინ ოდენ დამდაბლდეს, ოდეს იოვანე საპყრობილედ მიეცა და ჰეროდეს მიერ მოიკლა, და მოვიდეს, უთხრეს იესუს; და ამისა შემდგომად პირველსავე მიიქცეს შურსა და არა დაიცვნეს მცნებანი და სიტყუანი იოვანესნი, რომელთა ეტყოდა და ამცნებდა მონებად ქრისტესა და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ. ხოლო იგინი უგულისჴმოებასავე შინა დაადგრეს. ისმინეთ უკუე, რასა-ესე აწ ეტყჳან უფალსა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ? ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისა-თა გლოაჲ, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენ დღენი, რაჟამს აღმაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ“ (9,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს სენი იგი, რომელი პირველვე განაწესა ქრისტემან აღმოფხურად, ოდეს-იგი იტყოდა: „რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად“;1 რამე-თუ უწყოდა, რავდენისა ბოროტისა აღმომაცენებელ იყო. ამის სენისაგან შეპყრობილ იყვნეს იგინიცა, რომელნი აწ ბრალობასა დასდებენ მოწაფე-თა ზედა უფლისათა. გარნა ეგრეთცა არა შეჰრისხნა მათ უფალმან, არცა ჰრქუა: ჵ მზუაობარნო და მაჩუენებელნო, რაჲსა ესრეთ ცუდადჰმეტყუელებთ? არამედ სახიერებით მიუგო: „ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოად?“ ოდეს-იგი მეზუერეთათჳს აბრალეს, უფიცხესად შეჰრისხნა მაბ-
1 მათ. 6,17-18.
რალობელთა მათ, რაჲთა ნუგეშინის-სცეს მოწყლულთა მათ სულთა მათ-თა, რომელნი, ვითარცა ცოდვილნი, არაღირსად მიახლებისა თქუეს მწიგნობართა მათ. ხოლო აქა, ვინაჲთგან მოწაფეთა მისთათჳს იყო ბრალობაჲ, სიტკბოებით მისცა პასუხი. ხოლო სიტყუაჲ იგი მაბრალობელთაჲ მათ ესევითარი არს: იყავნ ესე შენთჳსო, რამეთუ იტყჳ, ვითარმედ: კურნებისა მა-თისათჳს და სარგებელისა სჭამ და სუამ მეზუერეთა თანა, მოწაფენი შენნი რაჲსათჳსღა დაუტეობენ მარხვასა და ესევითართა ტაბლათა ერევიან და არა გუბაძვენ ჩუენ და ფარისეველთა, რომელნი-ესე ვიმარხავთ?
ხოლო უფალმან ჰრქუა მათ: „ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე?“
პირველად მკურნალ უწოდა თავსა თჳსსა და აწ - სიძედ, რაჲთა სახელთა ამათ მიერ საიდუმლონი იგი დაფარულნი გამოაცხადნეს; რამე-თუ იგი არს მკურნალი განწირულისა მის ბუნებისა კაცთაჲსა, და იგი არს სიძე სულთა მათ ღმრთისმოყუარეთაჲ, რომელმან არა უღირს-იჩინა წარმართთაგან ეკლესიაჲ შეერთებად თავსა თჳსსა, რომელიცა მოიყიდა პატიოსნითა მით სისხლითა მისითა. სამართალ იყო თქუმად მათა მიმართ მხილებით, ვითარმედ: თქუენ ვინაჲ გაქუს ჴელმწიფებაჲ ესევითართა სიტყუათა თქუმად? ანუ რაჲ სარგებელ არს მარხვაჲ, ოდეს გონებაჲ ყოვლი-თავე უკეთურებითა სავსე იყოს, ოდეს სხუათა განიკითხვიდეთ და თქუენ დირე თუალთა შინა გეტჳრთოს და ყოველსავე მაჩუენებლობით იქმოდით? რამეთუ პირველ ყოვლისა ჯერ-არს, რაჲთა ზუაობისაგან შორს-ჰყვნეთ თავნი თქუენნი, რაჲთა მოიგოთ სიყუარული, სიმშჳდე, სიმდაბლე. ხოლო ვიდრემდის ამათგან შორს იყვნეთ, მარხვაჲ თქუენი უჴმარ არს და საძაგელ. გარნა არარაჲ ამისგანი ჰრქუა მათ, არამედ სიმშჳდით მიუგო: „ჴელმე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა მარხვად და გლოად, ვიდრემდის მათ თანა არს სიძე?“ ამათ სიტყუათა მიერ აღუჴსენა მათ სიტყუაჲ იგი იოვანესი, ვითარ ეტყოდა მათ, ვითარმედ: „რომელსა აქუს სძალი, სიძე არს, ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს“.1
და კუალად ამასცა გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ სიხარულისაჲ არს ჟამი ესე და მხიარულებისაჲ: რაჲსათჳს უკუე იგლოვდენ, რომელნი-ესე ღირს იქმნეს შეწყნარებად სიტყჳსა ჩემისა და იქმნეს შვილ ჩემდა? რაჲსათჳს აიძულებთ გლოად, რამეთუ მარხვაჲ გლოჲსა სახე არს, არა ბუნებით, არამედ უძლურებისათჳს ბუნებისა მოწაფეთაჲსა. არამედ არა უჴმს მათ აწ მარხვაჲ, რამეთუ არა არს ჟამი ამის საქმისაჲ.
„მოვლენ დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ“. ამით სიტყჳთა გულისჴმა-უყო, ვითარმედ არა ნაყროვანებისათჳს ჭამდეს, არამედ განგებულებითა საკჳრველითა და ბუნებისა უაღრესითა,
1 იოან. 3,29.
და ვნებისა თჳსისათჳსცა მოასწავა. და ვითარცა-იგი ზემო, აბრალობდეს რაჲ მეზუერეთა ცოდვილთა თანა ჭამისათჳს, და არწმუნა, ვითარმედ უფროჲსად ღირს ქებისა იყო საქმე იგი, ეგრეთვე აქა, ენება რაჲ უგუნურთა მათ მხილებად, ვითარმედ არა კეთილად უმოძღურის მოწაფეთა თჳსთა, ამხილა, ვითარმედ უფროჲსად მათნი სიტყუანი შესწამებენ მათ უმეცრებასა და უგულისჴმოებასა მწყსად მოწაფეთა. და მერმე შესძინა და ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არავინ დაადგის სამოსელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის“ (9,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ბუნებითთა სახეთაგან შეჰმზადებს სიტყუასა თჳსსა. ხოლო ესევითარი არს სიტყუაჲ ესე: ჯერეთ არა მიწევნულ არიან მოწაფენი საზომსა მას სისრულისასა, ჯერეთ არა განახლებულ არიან სულისა მიერ წმიდისა; ამისთჳს აწ უჴმს უღელი ესე სუბუქი, რაჲთა არა ფრიად დაუმძიმდეს მცნებათა მიერ ფიცხელთა, და უფროჲსღა, რომელ ჩემ თანა არიან და ჯერ-არს ნუგეშინის-ცემაჲ მათი; რამეთუ სხუანი არიან უმეტესად სათანადონი მცნებანი, რომელთა ვასწავებ, ხოლო რაჟამს-იგი ყოველნი ისწავლნენ, და მე ავმაღლდე მათგან და მოუვლინო სული წმიდაჲ, რომელმანცა სრულიად განაახლნეს იგინი და განაძლიერნეს, მაშინ იმარხვიდენცა და მოქალაქობაჲ მოღუაწებისაჲ მოიგონ.
ხოლო ამათ სიტყუათა მიერ წმიდათა მათცა მოწაფეთა თჳსთა რჩულსა უდებდა, რაჲთა შეიწყნარნენ რაჲ მოწაფენი ყოვლისა სოფლისაგან, სახიერებით ექცეოდინ მათ და არა ფრიადითა სიფიცხითა. ამისთჳს სხუაჲცა სახე თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან“ (9,17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველთქუმულისაებრ სახისა ესეცა გულისჴმა-იყოფების, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ყოველივე საქმე მაღალი და ძნელი უკუეთუ დაუმძიმოს ვინ სულსა, რომელსა ჯერეთ ძუელისა მის კაცისა ნივთი აქუნდეს, ვერ თავს-იდებს. ხოლო მოასწავა ყოფადი იგი განახლებაჲ და სრულებაჲ იგი დიდი წმიდათა მოციქულთაჲ, ვითარმედ უკუეთუ არა მიიწინენ ყოფადსა მას განახლებასა, არა ჯერ-არს უღელთა მძიმეთა მათ ზედა დადებად, რამეთუ რომელი ეძიებდეს პირველ ჯეროვნისა ჟამისა სწავლათა მაღალთა სწავლად, უჴმარ იქმს იგი საქმესა მას, რაჲთა არცა ჟამსა თჳსსა მიემთხჳოს, რომელსა იგი ეძიებს. ხოლო ესე არა თუ უჴმარებისაგან ღჳნისა მის იქმნების ანუ თხიერთაჲსა, არამედ უჟამოდ შთასხმისაგანო.
ამათ იგავთა მიერ გუასწავა მიზეზი მდაბალთა სიტყუათა მისთაჲ, ვი-თარ-იგი მრავალგზის ეტყოდა მოციქულთა უძლურებისათჳს მათისა სიტყუათა მდაბალთა და არა შემსგავსებულთა დიდებისა მისისათა, რომლისათჳს იტყჳს იოვანე, ვითარმედ ჰრქუა მათ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღა ძალ-გიც ტჳრთვად აწ“;1 რამეთუ ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ იგი ხოლო არს, რომელი ესმის, არამედ გულისჴმაყონ, ვითარმედ უმაღლესნი და უდიდებულესნი სიტყუანი და საქმენი ჯერეთ დაფარულ არიან, ესრეთ ჰრქუა მათ და უძლურებაჲ გონებათა მათ-თაჲ შორის შემოიღო და აღუთქუა, ვითარმედ: ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ და განაძლიერნეს, მაშინ ყოველივე დაფარული ეუწყოს მათ, და ყოველივე ცნან მათ.
ამისვე პირისა და ამის მიზეზისათჳს თქუა აწცა, რაჲ-ესე თქუა, ვი-თარმედ: ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი და მოუვლინოს მადლი ზეგარდამო სულისა მიერ წმიდისა, მაშინ მარხვაჲცა და ყოველივე სათნოებაჲ წარჰმართონ.
სწავლაჲ ლ ჴსენებაჲ შრომათა და მოღუაწებათაჲ წმიდათა მოციქულთა და მოწამეთაჲ
აწ უკუე ჩუენცა ნუ ყოველსავე ყოველთაგან მსწრაფლ წარმართებად ვეძიებთ, არამედ ძალისაებრ კაცად-კაცადისა, და ესრეთ თუ ვიქმოდით, ადრე წარვემართნეთ უაღრესისა მიმართ. დაღაცათუ ვინ ამას ზედა გუაბრალობდეს, ნუ აღვიძრვით ზომისა უმეტეს მოსწრაფებად, რაჲთა არა უმეტესი დაყოვნებაჲ შეგუემთხჳოს. რამეთუ მაშინცა ფარისეველნი იგი აბრალებდეს მოწაფეთათჳს, არამედ ვერ დაარწმუნეს უფალსა წესიერებისა მისგან შეცვალებად; არცა თქუა, თუ: სირცხჳლ არს, რაჲთა ესენი იმარხვიდენ და მოწაფენი ჩემნი არა იმარხვიდენ. არამედ ვითარცა მენავეთმოძღუარი ჴელოანი არა ღელვათა მათ აღტეხილებასა, არამედ თჳსისა ჴელოვნებისა წესიერებასა ხედავნ, ეგრეთვე ქრისტემან ქმნა, რამეთუ სირცხჳლ იყო არა თუ იგი, რომელ არა იმარხვიდეს, არამედ უკუეთუმცა მარხვისათჳს უაღრესი იგი დასჭირდა.
ხოლო იხილე ჭეშმარიტებაჲ თქუმულთა მათ უფლისათაჲ, ვითარ იქმნეს შემდგომად ამაღლებისა მისისა წმიდანი იგი მოციქულნი, ვითარი მოქალაქობაჲ აჩუენეს, ვითარი მოღუაწებაჲ მოიგეს, ვითარცა-იგი პავლე წამებს ყოველთათჳს და იტყჳს, ვითარმედ: „აქა ჟამამდე გუშიისცა და გუწყურისცა და ვიქენჯნებით და განუსუენებელ ვართ და ვშურებით“.2 და
1 იოან. 16,12. 2 1 კორ. 4,11.
მცირედ ზემორე ამათ სიტყუათასა იტყოდა, ვითარმედ: „თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა“.1 რაჲ არს თითისსაჩუენებელ? ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ერთსა ყურესა სოფლისასა ანუ ერთსა ადგილსა აღესრულნეს ღუაწლნი ჩუენნი, არამედ ყოველთავე სახილველ და საცნაურ იქმნნეს. ხოლო რაჲ არს „ანგელოზთა და კაცთა“? ესე იგი არს, ვითარმედ იქმნების საქმე სახილველი კაცთაჲ ხოლო და არა ანგელოზთაცა ხილვისა ღირსი, ოდეს უნდოჲ რაჲმე და მცირე იყოს; ხოლო ჩუენნი მოღუაწებანიო და შრომანი ესოდენნი იქმნნეს და ესევითარნი, ვიდრეღა ანგელოზნიცა შემოკრბეს ხილვად გარდამატებულისა მის შრომისა და სათნოებათა და ღუაწლთა სიმრავლისა. და ვითარცა ოდეს საკჳრველსა რასმე და უცხოსა საქმესა ხედვიდენ კაცნი, თითითა უჩუენებენ ურთიერთას, ეგრეთვე ანგელოზთა თითისსაჩუენებელ იქმნა მოღუაწებაჲ და ახოვნებაჲ მოციქულთაჲ და განკჳრვებულნი ხედვიდეს კაცთა მათ, შემოსილთა ჴორცითა, ვითარ აღასრულებდეს საქმეთა უაღრესთა ანგელოზებრივისა მის ბუნებისათა. ამისთჳსცა ყოველი სოფელი მოინადირეს და ყოველთა მნათობ იქმნეს, კაცთა ათორმეტთა, გლახაკთა და უსწავლელთა, ყოველნივე დაიმორჩილნეს მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა და მათისა მის სათნოებისა სიმაღლითა და ახოვნად და უშიშად თავს-ისხნეს სიმძაფრენი სატანჯველთანი და ფერად-ფერადნი სიკუდილნი. და არა იგინი ხოლო იქმნეს მძლე სატანჯველთა და შეურაცხმყოფელ სიკუდილისა, არამედ მოწაფენიცა მათნი მითვე ახოვნებითა და უშიშობითა შეჭურნეს, რამეთუ მოწამენი მოციქულთა მოწაფენი არიან. აწ უკუე ოდეს მოწაფენი იხილნე ყოველთავე სატანჯველთა და ყოველთა ძჳრ-ძჳრად სიკუდილთა შეურაცხისმყოფელად, მოძღუართათჳს რაჲღა საძიებელ არს?
გულისჴმა-ყავ ახოვნებაჲ მოწამეთაჲ, რაჲთა მათ მიერ მოციქულთაცა სათნოებისა გულისჴმის-ყოფად უძლო და ორთავე მიერ მოძღუართმთავარი იგი ყოველთაჲ ქრისტე ადიდო.
იხილე განწყობილი იგი მოწამეთაჲ, ვითარ ერეოდეს განწყობილსა მას უღმრთოთასა. და ჭეშმარიტად ბრძოლაჲ იყო და განწყობილებაჲ მათ შორის: ერთკერძო განწყობილი მოწამეთაჲ და ერთკერძო - უშჯულოთაჲ.
გარნა მწყობრი იგი უშჯულოთაჲ აღჭურვილ იყო, ხოლო მოწამენი ში-შუელნი შევიდოდეს ბრძოლასა მას, არამედ ძლევაჲ შიშუელთა მათ გუამ-თა მიეცემოდა და არა აღჭურვილთა. ვინ არა განკჳრდეს ამას ზედა, რომელ ტანჯულნი მტანჯველთა მათ ერეოდეს, შეკრულნი - შემკრველთა, დაწუადნი - დამწუველთა, მოკლვადნი მკლველთასა უძლიერეს იყვნეს? რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველივე ესე მადლისა მის ზეგარდამოჲსა საქმე იყო. რაჲმცა იყო ამის ბრძოლისა უძნელეს და უსამართლოებითა სავსე? ბრძოლათა მათ შინა სოფლისათა ორნივე კერძნი მბრძოლთანი აღჭურვილ
1 1 კორ. 4,9.
არიან, ხოლო აქა არა ესრეთ, არამედ დასი იგი მოწამეთაჲ შიშუელი მდგომარე არს, ხოლო უღმრთოთაჲ - აღჭურვილი; მბრძოლნი სოფლისანი ორნივე ფლობილ არიან ჴელითა და ურთიერთას ეკუეთებიან, ხოლო აქა გუნდი იგი მოწამეთაჲ შეკრული წარმოდგომილ არს, და უღმრთონი ნებიერად ჰგუემენ; არამედ ეგრეთცა ერეოდეს მოწამენი მტერთა მათ ხილულთა და მთავარსა მას მათსა უხილავსა, სოფლისმპყრობელსა მას ბნელისასა. და ვითარცა რომელი სცემდეს ანდამანტსა ქვასა, არა თუ მას ავნებს, არამედ თჳთ შეიმუსრვის, ეგრეთვე უშჯულონი იგი, რაოდენცა ჰგუემდეს მოწამე-თა მათ, უფროჲსადღა განაბრწყინვებდეს და თავთა თჳსთა სირცხჳლეულ და საცინელ ჰყოფდეს. დამოჰკიდნეს იგინი ძელთა და ხუეტდეს გუერდთა მათთა უწყალოდ, ვითარმცა ურნატთა ქუეყანისათა განაპებდეს და არა ჴორცთა. და იხილენმცა მუნ ძუალნი განშიშულებულნი, გუერდნი განღებულნი, მკერდნი განპებულნი, და არავე კმა-იყვეს ესე სისხლისმჭამელთა მათ მჴეცთა, არამედ გარდამოიყვანიან ძელისაგან და დააწვინიან ლანძუ-თა ზედა რკინისათა განჴურვებულთა. და იხილემცა კუალად უსაშინელესი პირველისა ხილვაჲ: ორნი მდინარენი მათგან გამომდინარენი: ერთი იგი სისხლისაჲ და მეორე - ჴორცთა მათ, ცეცხლისაგან განლეულთაჲ. ხოლო წმიდანი, ვითარცა ვარდსა ზედა მწოლარენი, ნაკუერცხალთა მათ ესრეთ წადიერად და გულისთქუმით შეიწყნარებდეს, და ვითარმცა სხჳსა გუამ-თა ზედა აღესრულებოდეს ტანჯვანი იგი, ესრეთ ულმობელად იყვნეს და შეურყეველად ეგნეს კეთილისა მის აღსაარებისაგან და ყოველსავე ზედა ბრწყინვალედ აჩუენებდეს ახოვნებასა თჳსსა და მადლსა მას ღმრთისასა, მოფენილსა მათ ზედა.
გიხილავსა, განთიად აღმობრწყინდის რაჲ მზე და შუენიერნი იგი შარავანდედნი მოჰფინნის სოფელსა ზედა? ესრეთ ბრწყინვალე და შუენიერ იყვნიან გუამნი იგი მოწამეთანი, შეღებულნი სისხლითა და აღვსებულნი მრავლითა წყლულებითა. სისხლი იგი მათგან გარდმომდინარე იხილეს რაჲ მოწამეთა, აღივსნეს სიხარულითა, ხოლო ეშმაკნი შეძრწუნდეს და ივლტოდეს, რამეთუ არა სისხლი იყო ლიტონი, არამედ სისხლი წმიდაჲ, სისხლი პატიოსანი, სისხლი, ღირსი ზეცისა სავანეთაჲ, სისხლი, განმანათლებელი ეკლესიათაჲ.
იხილა ეშმაკმან სისხლი მოწამეთაჲ და შეძრწუნდა, რამეთუ მოეჴსენა სხუაჲ იგი საშინელი სისხლი მეუფისაჲ, რომელმან დაწუა ყოველივე ძალი მისი და სრულიად შემუსრა. მის სისხლისათჳს ესე სისხლნი დაითხინეს, რამეთუ ვინაჲთგან განეპო გუერდი მეუფისაჲ, არღარავინ გონიერთა და ახოვანთაგანი ჰრიდებს ჴორცთა თჳსთა. რამეთუ ვინმცა არა სურვილით შევიდა ღუაწლსა მას, ვინაჲთგან ხედვიდამცა, ვითარმედ თანაზიარ იქმნების ვნებისა მის ქრისტესისა და თანანერგ იქმნების მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა? რამეთუ კმა არს ესე ნაცვალი, და ფრიად უაღრეს შრომისა მის არს პატივი ესე, და უზეშთაეს ღუაწლთასა არს დიდებაჲ ესე მსგავსებისა ვნებათა ქრისტესთაჲსა. ხოლო უკუეთუ ამისა შემდგომად ყოფადიცა იგი მოწამეთა ზედა გნებავს სმენად, სიტყუაჲ არა იპოების გამომეტყუელი, რამეთუ „არცა თუალმან იხილა, არცა ყურსა ესმა, არცა გულსა კაცისასა მოუჴდა, რომელი-იგი განუმზადა ღმერთმან მოყუარე-თა მისთა“.1
ხოლო არავინ ესრეთ შეიყუარა ღმერთი, ვითარ მოციქულთა და მოწამეთა. ვინ უკუე უძლოს მათთჳს განმზადებულისა მის დიდებისა თქუმად, რამეთუ სატანჯველნი ესე ამის საწუთროჲსანი მცირედ ჟამ აღესრულნეს მათ ზედა; ხოლო შემდგომად ამიერ განსლვისა აღვიდეს ზეცად, წინაუძღოდეს მათ ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, და ყოველნივე ზეცისა ძალნი მოეგებვოდეს და აქებდეს მათ და ამბორს-უყოფდეს ესოდენისა მის ახოვნებისათჳს. და ესრეთ დიდითა ქებითა და დიდებითა შეიყვანნეს წინაშე ყოველთა მეუფისა, სადა-იგი მჯდომარე არს საყდართა ზედა დიდებისა მისისათა და იდიდების ქერობინთა მიერ და სერაბინთა. ხოლო შე-რაჲ-ვიდეს, თაყუანის-სცეს უფალსა მათსა და ღმერთსა და მეუფესა; და შეიწყნარნა იგინი დიდითა პატივითა არა ვითარცა მონანი, არამედ ვითარცა მეგობარნი, ვითარცა ეტყოდა სახარებასა შინა, ვითარმედ: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონა“.2 და ესე ღირს არს და სამართალ, რამეთუ თავადმან თქუა, ვითარმედ: „ამისა უმეტესი სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას ვინმე მეგობართა თჳსთათჳს“.3 აწ უკუე ვინაჲთგან ამათ სული თჳსი უფლისა თჳსისათჳს დადვეს, შეიწყნარნა მან იგინი, ვითარცა მეგობარნი, და მიერითგან ვითარი მისცა მათ დიდებაჲ, ანუ რაბამსა სიხარულსა ღირს-ყვნა, მან მხოლომან უწყის, მიმცემელმან ესევითართა მათ ნიჭთამან, რამეთუ გონებაჲ კაცობრივი ვერ შემძლებელ არს მოგონებად, ვერცა ენაჲ - გამოთქუმად.
აწ უკუე, საყუარელნო, ვისწრაფოთ ჩუენცა ბაძვად მათდა. დაღაცათუ ვერ ძალ-გჳც ბაძვაჲ მოციქულთაჲ, არამედ მოწამეთა ვჰბაძვიდეთ. თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ ვჰბაძვიდე მოწამეთა, რამეთუ არა არს ჟამი დევნულებისაჲ? - უწყი მეცა, ვითარმედ ჟამი დევნულებისაჲ არა არს, გარნა ჟამი წამებისაჲ არს; არა იპოების ჟამი ესევითართა სატანჯველთაჲ, არამედ გჳრგჳნოსნობისაჲ არს; არა გუდევნიან კაცნი, არამედ გუდევნიან ეშმაკნი, უძჳრესნი იგი ყოვლისავე მძლავრისა; არა ჰხედავ ნაკუერცხალთა დაფენილთა, არამედ ჰხედავ შენ შორის ალსა მას გულისთქუმათასა მოტყინარესა; მათ დათრგუნნეს ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დათრგუნე შენ მჴურვალებაჲ იგი ბუნებისაჲ; განძლიერდეს იგინი მჴეცთა მიმართ, ეწყვე შენცა გულისწყრომასა და აღჳრ-ასხენ მჴეცსა მას ბოროტსა; წინააღუდგეს იგინი სატანჯველთა მათ მოუთმენელთა, წინააღუდეგ შენცა ბილწთა
1 1 კორ. 2,9. 2 იოან. 15,14-15. 3 იოან. 15,13.
და ბოროტთა გულისსიტყუათა, რომელნი აღიძრვიან გულსა შინა შენსა. ესრეთ თუ იქმოდი, იქმნე შენ მობაძავ მოწამეთა. რამეთუ პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლისმპყრობელთა მიმართ ამის ბნელისათა, სულთა მათ მიმართ უკეთურებისათა“.1 ცეცხლი არს გულისთქუმაჲ ბუნებისაჲ, ცეცხლი უშრეტი, სამარადისოჲ, მსგავს არს ძაღლსა განცოფებულსა; დაღაცათუ ბევრეულგზის გარემიაქციო, კუალად ურცხჳნოდ და ლირბად მოგიჴდის და არა განგეშორის, რამეთუ არაოდეს გუაქუს მოცალებაჲ ამის ბრძოლისაგან, არაოდეს გუაქუს განსუენებაჲ, ვიდრეღა სოფელსა ამას შინა ვიყვნეთ, არამედ სამარადისო არს ბრძოლაჲ იგი, რაჲთა რომელნიცა მჴნედ წინააღუდგენ, ბრწყინვალედ გჳრგჳნოსან იქმნენ. ამისთჳს მოციქული მარადის ყოვლადსაჭურველითა მით აღგუჭურავს, რამეთუ მარადის ბრძოლისა ჟამი არს, და მარადის მტერი იგი ჩუენი დაუძინებელად გუებრძვის.
ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ უფიცხეს ალისა ცეცხლისა არს ბრძოლაჲ ჴორცთაჲ; რამეთუ ვითარცა შეუძლებელ არნ, თუმცა შეეხო ვინ ცეცხლსა და არა დაიწუა, ეგრეთვე უფიცხეს ცეცხლისა პირთა მათ შუენიერთა ხილვაჲ ვნებულად მხედველსა მას სულსა აღატყინებს; რამეთუ ვითარცა ნივთი რაჲმე შესაწუველი აღმატყინებელ ცეცხლისა იქმნების, ეგრეთვე პირნი იგი სავნებელნი გულთა მათ მწინკულევანთა ნივთ ბრძოლისა ექმნებიან. ამისთჳს ჯერ-არს არა მიცემად ცეცხლსა მას გულისთქუმათასა უმეტესისა ნივთისა გარეშეთა ხილვითა, არამედ ყოვლით კერძო გჳღირს შეკრძალვაჲ თავთა ჩუენთაჲ და დაშრეტად ალისა მის გულისსიტყუათა მიერ საღმრთოთა და აღჳრ-სხმად გულთა ჩუენთა, რაჲთა არა წარემატებოდინ ცოდვასა შინა, არცა მიუშუებდეთ სიმტკიცესა მას გონებისა ჩუენისასა დაცემად. რამეთუ ყოველივე გულისთქუმაჲ ჟამსა მას თჳსისა ბრძოლისასა ცეცხლისა უმძაფრეს არს, შემწუველ გონებისა, უკუეთუ არა ფრიადითა მოსწრაფებითა იღუაწოს ვინ მოთმინებით თითოეულისა ვნებისა წინააღდგომად.
კუალადცა და მრავალგზის გრქუა ზემოწერილი იგი სიტყუაჲ: ემსგავსე ღუაწლსა მოწამეთასა, რაჲთა სასყიდელსაცა მათსა ღირს იქმნე. შეურაცხყვეს მათ საწუთროჲ ესე ცხორებაჲ, შეურაცხ-ყავ შენ შუებაჲ და ფუფუნებაჲ ჴორცთაჲ; მისცნეს მათ ჴორცნი თჳსნი ცეცხლსა, მიეც შენ მონაგები შენი გლახაკთა; დათრგუნეს მათ ნაკუერცხალნი ცეცხლისანი, დათრგუნენ შენ გულისთქუმანი ბოროტნი. უკუეთუ ძნელ გიჩნს ესე, სარგებელიცა ამის სიძნელისაჲ გულისჴმა-ყავ, რომელი მოცემად არს შენდა მერმესა მას საუკუნესა. ნუ საწუთროსა ჰხედავ, არამედ საუკუნოჲ მოიგონე; ნუ შრომასა და ჭირსა ჰხედავ, არამედ გჳრგჳნნი და საშუებელნი გულისჴმა-ყვენ;
1 ეფეს. 6,12.
რამეთუ ესე ფრიად კეთილი ღონე არს და გზაჲ სათნოებისა მიმართ, რაჲ-თა კაცი არა აწინდელთა ამათ ჭირთა ხედვიდეს, არამედ სასყიდელსა მას შრომისასა გულისჴმა-ჰყოფდეს. ოდეს ქველისსაქმესა იქმოდი, ნუ წარგებასა მას საფასისასა ჰხედავ, არამედ ნაყოფი იგი მოწყალებისაჲ გულის-ჴმა-ყავ, რამეთუ იტყჳს წერილი: „განაბნია, მისცა გლახაკთა, სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე“.1
უკუეთუ იმარხვიდე, ნუ შრომასა მას მარხვისასა ჰხედავ, არამედ განსუენებასა მას მოცემადსა იგონებდი; უკუეთუ იღჳძებდე და ილოცვიდე, ნუ სიმძიმესა მას მღჳძარებისასა მოიწყინებ, არამედ კადნიერებასა მას ეძიებდი, რომელი მოგეცემის ლოცვისა მიერ. არა ჰხედავა, რამეთუ მჴედარნიცა ეგრეთვე იქმან? არა წყლულებათა ჰხედვენ, არამედ ძლევასა, არა მკუდართა მათ დაცემულთა, არამედ - მძლეთა მათ გჳრგჳნოსანთა. ეგრეთვე შენ იქმოდე, საყუარელო, ნუ შრომასა ჰხედავ სათნოებისასა, არამედ სასყიდელი გულისჴმა-ყავ. იხილე, ვითარ კეთილ არს, ოდეს-იგი შუაღამეს, რაჟამს ყოველთა ეძინოს და არნ მყუდროებაჲ დიდი, აღსდგი და შესწირვიდი ლოცვათა შენთა მეუფესა კადნიერებით. უკუეთუ კულა ტკბილად გიჩნს ძილი და მიმოქცევაჲ ცხედარსა ზედა ლბილად გარდაგებულსა, გულისჴმა-ყვენ ცხედარნი იგი რკინისანი განჴურვებულნი, რომელთა ზედა დააწვენდეს მოწამეთა. და არამცა შეიკდიმეა, უკუეთუ ამას იგონებდე სარეცელსა ზედა შენსა? დაღაცათუ ფრიად უდებ იყო, არა ეგების, თუმცა არა განიფრთხვე და არა აღსდეგ ლოცვად.
ხოლო ნუ ლანძუთა მათ და ცხედართა ხოლო რკინისათა განჴურვებულთა ვიგონებთ, არამედ სხუანიცა იგი სატანჯველნი მოწამეთანი გამოვწერნეთ გულთა შინა ჩუენთა, რამეთუ დიდად სარგებელ გუეყოს ამათ ხატთა გამოსახვაჲ. გამოვხატნეთ უკუე სულთა შინა ჩუენთა მოწამენი, ვითარ რომელნიმე ტაფაებითა შეიწუებოდეს, რომელნიმე ნაკუერცხალ-თა ზედა განრთხმულ იყვნეს, რომელნიმე სიავთა შინა აღდუღებულთა შთაითხეოდეს, რომელნიმე ზღუად შთაცჳოდეს, რომელთამე გუერდნი იხუეტებოდეს, სხუანი ურმისთუალთა ზედა დაეკრვოდეს, სხუანი კლდე-თა მაღალთა შთავარდებოდეს, სხუანი მჴეცთა მიეცემოდეს, სხუანი ძელ-თა დამოეკიდებოდეს და სხჳთა მრავლითა და თითოფერითა სიკუდილითა აღესრულებოდეს, რაჲთა მრავალფერითა ამით გამოხატვითა განვაშუენოთ ტაძარი სულისა ჩუენისაჲ და მოუმზადოთ იგი სავანედ მეუფისა ზეცათაჲსა. რამეთუ უკუეთუ იხილოს მეუფემან მან დიდებისამან გონება-თა შინა ჩუენთა ესევითარნი ხატნი, მოვიდეს და სავანე-ყოს ჩუენ თანა თანა მამით და სულით წმიდითურთ; და იყოს მიერითგან გონებაჲ ჩუენი ტაძარ სამეუფო, და ვერღარა ეძლოს შესლვად მუნ ბოროტსა გულისსიტ-
1 ფსალმ. 111,9.
ყუასა, ვინაჲთგან ჴსენებაჲ იგი ღუაწლთა მათ მოციქულთა და მოწამეთაჲ გუექმნას ჩუენ წურთად სამარადისოდ, და მადლი წმიდისა სამებისაჲ დაემკჳდროს ჩუენ თანა.
ხოლო შევიწყნაროთ თუ მეუფე ყოველთაჲ ჩუენ შორის, შეგჳწყნარნეს მანცა საუკუნეთა მათ სავანეთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ ყოვლადწმიდით და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.