მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 1:15

14. And many of the brethren in the Lord, waxing confident by my bonds, are much more bold to speak the word without fear.15. Some indeed preach Christ even of envy and strife; and some also of good will:16. The one preach Christ of contention, not sincerely, supposing to add affliction to my bonds:
Philippians თავი 1
15. Some indeed preach Christ even of envy and strife; and some also of good will:
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნიმე შურით და ჴდომით, რომელნიმე სათნოებისათჳსცა ქრისტესა ქადაგებენ. რომელნი-იგი ჴდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნად კრულებათა ამათ ჩემთა; ხოლო რომელნიმე — სიყუარულით: უწყიან, რამეთუ სიტყჳსგებად სახარებისა მისთჳს ვდგა მე (1,15-17).:

თარგმანი: ჟამთა მათ მოციქულისა პყრობილებისათა იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი შურითა და ჴდომითა მოციქულისაჲთა მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს სახარებასა ქრისტესსა; კაცნი ყოვლად ურწმუნონი და უცხონი ქრისტესგან; გარნა იგინი ამისთჳს ჰყოფდეს მას სიდრკუითა გონებისაჲთა, რაჲთა, ესმეს რაჲ ნერონს, ვითარმედ აწცა მოწაფენი პავლესნი მიმოვლენ და ქადაგებენ ქრისტესა, უმეტესად განძჳნებულმან უმძაფრესითა გუემითა მალიად მოაკუდინოს იგი, ვითარცა მიზეზი ესევითართაჲ. რამეთუ მზაკუვარებით ქადაგნი იგი ჭეშმარიტებისანი მოწაფედ მოციქულისა და მის მიერ წარმოვლინებულად სახელ-სდებდეს თავთა თჳსთა, რაჲთა ესრეთ მათ ძლით უმეტეს იტანჯოს მოციქული, რომელი-ესე დიდი პატივი იყო პავლესი, ვითარ მიზეზითა ჴორცთა მისთა ტანჯვისაჲთა ურწმუნოთაცა მიერ იქადაგებოდა ქრისტე. ხოლო იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი სიყუარულით, არა პირველთა მათებრ არაწმიდებით, არამედ ფრიადითა სიწმიდითა გონებისაჲთა მეცნიერ იყვნეს მოციქულისასა, ვითარმედ უხარის მოციქულსა ყოველი ჭირი და შრომაჲ, რომელი შეემთხჳოს ქრისტეს ქადაგებისათჳს, რომლისათჳს-იგი ჩინებულ არს ღმრთისა მიერ და სიტყუაჲ მიეჴადების, არათუ მრავალნაწილად პირებისა მიერ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის