მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Philippians 2:1

1. If there be therefore any consolation in Christ, if any comfort of love, if any fellowship of the Spirit, if any bowels and mercies,2. Fulfil ye my joy, that ye be likeminded, having the same love, being of one accord, of one mind.
Philippians თავი 2
1. If there be therefore any consolation in Christ, if any comfort of love, if any fellowship of the Spirit, if any bowels and mercies,
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რავდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ და რავდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ; რავდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ; რავდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ; აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს (2,1-2).:

თარგმანი: ზემო ესოდენ აღმატებულ ყო ქრისტესთჳს ვნებაჲ უფროჲს ყოველთა სასწაულთა და მკუდართა აღდგომისასა, რომლითა საცნაურ არს, ვითარმედ სასწაულთათჳს ჩუენ თანამდებ ვართ ღმრთისა; და უკუეთუ არა ფრიად განვეკრძალნეთ, უძჳრესად დავისაჯნეთ, ვითარცა თანამდებნი დიდისა მადლობისანი, და ვერარაჲთ გარდამჴდელნი თანანადებისანი. ხოლო რაჟამს ქრისტესთჳს გუევნებოდის, მაშინ იგი თავადი თანამდებ არს ჩუენდა, რომელსა უხუებით ძალ-უც ბევრწილ-ყოფაჲ მისაგებელისაჲ. ხოლო აწ ეტყჳს სიტყუასა საკჳრველსა, ვითარმედ: რაოდენი რაჲ გულს-გიც ჩემთჳს ნუგეშინის-ცემაჲ ქრისტეს მიერი, მისთჳს შემთხუეულთა ამათ ჭირთათჳს; რაოდენი რაჲ გასმიეს ჩემთჳს და გნებავს მისითა მობაძავ-ყოფითა სიყუარულით ნუგეშინის-ცემაჲ ჩემი; რაოდენითა რაჲთ გნებავს, რაჲთა ზიარ ჩემ თანა იქმნნეთ სულისა წმიდისა; რაოდენი რაჲ გაქუს ნაწილი მოწყალებისა მამებრივისა და წყალობისა ძმებრივისაჲ — ესე ყოველი მაშინ აღავსოთ განმამხიარულებელად ჩემდა, რაჟამს ვითარ-ეგე აწ გიწყიეს, მასვე წესსა ზედა სრულ-ჰყოთ ურთიერთას სიყუარული და ერთნებობაჲ ძმობისა მაგის თქუენისაჲ. ვითარ თუმცა მოკლედ ეტყოდა, ვითარმედ: რაჲცა რაჲ თანა-გაც ჩემდა მოგებად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის