თარგმანი: ამას დასდებს საზღვრად სისრულისა, რაჲთა მარადის კაცსა უსრულ და ნაკლულევან ეგონოს თავი თჳსი და შორიელ გჳრგჳნისა მისგან ზეცისა ჩინებისა. ესევითარნი სრულნი ამას ზრახვენ უკუანაჲსა დავიწყებასა, და წინამდებარისა მიმართ სრბასა. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: და სხუაჲ თუ რაჲმე იზრახებოდის, იგიცა ღმერთმან გამოგიცხადოს თქუენ; რამეთუ ესე მიფარულად-რე მხილებაჲ იყო ვიეთიმე, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე სისრულისა გზად ერთი ესე უწყი, რაჲთა მარადის ნაკლულევან და შორიელ ეგონოს კაცსა თავი თჳსი გჳრგჳნისა მისგან ზეცისა ჩინებისაჲსა, და ესრეთ, სამარადისოდ რბიოდის და სდევდეს მოსწრაფებით, შიშითა ვერ-მიწევნისაჲთა. ხოლო უკუეთუ ვისმე ესე არა ესრეთ ეგონოს, არამედ სხუებრ ჰგონებდეს ამის პირისათჳს, იგიცა ღმერთმან გამოგიცხადოს თქუენ, ვითარმედ: არა კეთილ არს არავისთჳს ამისი გონებაჲ, ვითარმედ მიწევნულ არს იგი გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა.
Philippians 3:15
14. I press toward the mark for the prize of the high calling of God in Christ Jesus.15. Let us therefore, as many as be perfect, be thus minded: and if in any thing ye be otherwise minded, God shall reveal even this unto you.16. Nevertheless, whereto we have already attained, let us walk by the same rule, let us mind the same thing.
Philippians თავი 3