მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ. იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს (3,1).

თარგმანი: რაჲსა "ამიერთგან"? — არამედ მიმივლინებიეს ტიმოთე და გაქუს ეპაფროდიტე. არღა მოვკუდები, არამედ მომავალ ვარ მეცა. ამის ყოვლისათჳს გიხაროდენ, რამეთუ არღარაჲ გაქუს მიზეზი მწუხარებისაჲ, ვინაჲთგან ყოვლით კერძო გესმა წარმართებაჲ სახარებისაჲ, რომელ-ესე არს ჭეშმარიტი სიხარული უფლისა მიერი და საღმრთოჲ, თქუენ შორის ძმად წოდებულთა მაგათ კეთილად წარმართებულებისათჳს. ესე აქამომდე იყავნ უკუზღვაჲ ზემოჲსა თავისაჲ. ხოლო შემდგომისა ამის დაწყება არს მათვე სიტყუათა სწავლისათაჲ, რომელთა მრავალგზის წარმოთქუმაჲ უცონელობა არს მოძღურისა, და კრძალულება - მოწაფეთა.

მოციქულისაჲ: ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან; ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა (3,2).

თარგმანი: ძაღლ ოდესმე წარმართთა ეწოდებოდა, ვითარმედ: "არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (), ხოლო აწ — წინაუკუმო; ვინაჲთგან შვილებისაგან განვარდეს ჰურიანი, მათ ძაღლ უწოდს, რამეთუ იყვნეს ვინმე მათგანნი, რეცა მოქცეულნი სარწმუნოებად, რომელნი კუალად ძაღლ იქმნებოდეს მიქცევითა ნათხევარსა მას ჰურიაობისასა. ამისთჳს, ვითარცა არა ხოლო თავისა თჳსისა, არამედ სხუათაცა მავნებელთა ბოროტად მუშაკად სახელ-სდვა, რამეთუ მოქმედებდეს კეთილად დანერგულთა სულთა აღმოფხურად სარწმუნოებისაგან ქრისტესისა და მიზიდვად მათდა კუალად მათვე ძუელთა წესთა ჰურიაობისათა.

მოციქულისაჲ: ჰხედევდით განკუეთილებასა მას, რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმერთსა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ (3,2-3).

თარგმანი: კეთილად უწოდს მათ, რომელნი შემდგომად ქრისტეს მოსლვისა წინა-დაიცუეთდენ განკუეთილებად, რამეთუ წინადაცუეთილებაჲ იგი ძუელისა შჯულისაჲ სახე იყო ჩუენი ქრისტეს მიმართ მოქადულთა ამათ მორწმუნეთაჲ, რომელნი მოვიკუეთთ ნამეტავსა ჴორციელთა გულისთქუმათასა და სულიერად ღმერთსა ვჰმსახურებთ. ამისთჳსცა, ვინაჲთგან შემოვიდა ქრისტეს მიერ აღსრულებაჲ სახეთა მათ წინადაცუეთისათაჲ, რომელ არს სულიერად ღმრთისმსახურებაჲ, ამიერითგან, უკუეთუ ჰყოფდესღა ვინ ძუელსა მას, სახედ მოცემულსა საქმესა, ესევითარისა მის წინადაცუეთილებაჲ განკუეთილებად იწოდების, რამეთუ მოიკუეთს თავსა თჳსსა მორწმუნეთა სავსებისაგან, რომელთა რადღა უჴმან სახენი, ვინაჲთგან მათ შორის არს საქმე აღსრულებული სახეთა მათ. ესე იგი არს სულიერად ღმრთისმსახურებაჲ და ამას ზედა სიქადული, რაჲთა, რაჟამს ვყოთ ყოველი მწყობრი მცნებათა, ქრისტეს მიერ ბრძანებულთაჲ ჩუენდა, მაშინ ვთქუათ: მონანი ვართ უჴმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ.

მოციქულისაჲ: და არა ჴორცთა ვესავთ, დაღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ, უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს სხუად სასოებად ჴორცითა, მე — უფროჲსღა (3,3-4).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა წარმართთაგანი ვიყავ, წინადაუცუეთელი, სთქუმცა, ვითარმედ: მით მმაგებელ ვარ წინადაცუეთისა, რამეთუ მე თჳთ არა მაქუს იგი; არამედ აწ, ოდეს მე თჳთ, რომელსა-ესე მაქუს ჴორცთაგან სასოებაჲ, რომელ არს რეცა სიქადული ჴორციელსა მას ზედა აზნაურებასა წინადაცუეთისასა, შეურაცხ-ვჰყოფ და არღარა ვესავ ჴორცთასა მას წინადაცუეთასა, რომელი არარაჲ იყო. ცანთ, რამეთუ არა ვითარცა უღონოჲ მისგან, ვსძაგებ მას, არამედ ვითარცა მქონებელი მისი და გამოცდილებით მეცნიერი, წინა-დაგიდებ ურგებობასა მისსა და ვიტყჳ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, უკუეთუ ვინმე სხუაჲ ჰგონებს სასოებად ჴორცითა, მე — უფროჲსღა. ესე იგი არს, ვითარმედ: "უკუეთუ ვისმე სხუასა ჰგონიეს არად საგონებელი იგი, არცა რად შესარაცხელი ქონებაჲ ჴორცთა წინადაცუეთილებისა მიერისა მის აზნაურებისაჲ, ესე თჳთ მე უფროჲს მისსა მაქუს". იხილე, ვითარ არა სახელ-სდებს მქონებელსა ამისსა, რაჲთა არა სახელდებულად მხილებითა უურცხჳნოეს ყოს იგი.

მოციქულისაჲ: წინადაცუეთილებაჲ რვა დღისამან, ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისსა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი (3,5).

თარგმანი: ესე იყვნეს სიქადულნი ჰურიათა ნათესავისანი, რომელთათჳს იტყჳს, ვითარმედ: "არა სხჳთ ნათესავით მწირი მოსრულ ვარ ჰურიაობად და უკუანაჲსკნელსა ჰასაკსა შინა მამაკაცებისასა, არამედ რვა დღისასა წინა-დამიცუეთიეს შჯულისაებრ მოსესისა. არცა მე ოდენ ვარ სიყრმითგან ჰურია, ხოლო მშობელთა უცხოთესლთაჲ, არამედ პირველთა ნათესავთაჲთგან მაქუს ისრაიტელობაჲ, შთამომავალი ზემოით მიერ ბენიამენით, ვიდრე ჩემდამდე. არცაღა კუალად ერთი ვარ მათგანი, რომელნი-იგი დაღაცათუ ისრაიტელ იყვნიან, არამედ მიმოგანთესვითა წარმართთა შორის უმეცარ იყვნიან ენასა ებრაულსა, და მის ძლით ვერ-მსმენელ წიგნებსა მათსა. გარნა მე, ვითარ-იგი ნათესავისა მათისაჲ ვარ, ეგრეთვე ენისაცა მათისა და წიგნებისა წურთილ ვარ, ვითარცა შუენის ებრაელსა, ებრაელთავე მშობელთა შობილსა და განსწავლულსა. ამას ყოველსა თანა შჯულითაცა ფარისეველ ვარ" (რამეთუ ესენი ხოლო მართლმადიდებელ იყვნეს შორის სხუასა მას მრავალწვალებად განყოფილსა ერსა ჰურიათასა, ვითარცა თქუმულ არს მათთჳს საქმესა შინა მოციქულთასა, ვითარმედ: აღიარებდეს აღდგომასა მკუდართასა და იტყოდეს ყოფასა ანგელოზისა და სულისა, რომელსა სადუკეველნი უვარ-ჰყოფდეს. ვინაჲცა უმჯობესისა ამის შჯულისა აღრჩევაჲ უფროჲს არს პირველ თქუმულთა მათ ქებათა მოციქულისათა, რამეთუ იგი მშობელთა და პაპთა საქმენი იყვნეს, ხოლო ესე — ოდენ თჳთ მისისა მის ნებისა თჳთმფლობელისაჲ).

მოციქულისაჲ: შურით ვსდევნიდ ეკლესიათა, და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ მე უბრალო (3,6).

თარგმანი: იყვის ვინმე ფარისეველ, ხოლო არა მოშურნე შჯულთა წინამბრძოლ-ყოფად. და კუალად, ჰბრძავნ ვინმე და სდევნინ ეკლესიათა, არამედ — მთავრობის მოყუარებით და არა საღმრთოჲთა შურითა. ხოლო მოციქული ორსავე ამას დაგჳმტკიცებს თავისა თჳსისათჳს, რამეთუ რომლით უბრალო იყო ყოვლითავე სიმართლითა, რაოდენი ოდენ დაეტეოდა შჯულისა მიერსა განმართლებასა. ამისთჳს რადღა საძიებელ არს, ვითარმედ საღმრთოჲთა შურითა ჰყოფდა, რასა-იგი ჰყოფდა!

მოციქულისაჲ: არამედ, რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად, არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისაჲთა (3,7-8).

თარგმანი: მაშინდელსა მას შესაძინელად ქონებულსა შჯულსა, უკუეთუ აწ იპყრობდეს-ღა და მის ძლით არა მოცალე იყოს აღებად შესაძინელსა ამას უმეტესისა მადლისასა, რომელი მოგუეცა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, უსრულესად მეცნიერებად, ესოდენ ზღვევად შეჰრაცხს, ვითარ-იგი ღამესა შინა განათლებული სანთლისა მიერ — დაჭირვებად შეჰრაცხს შემდგომად მზისა აღმოსლვისა ჴმარებასა სანთლისასა; ანუ მქონებელი ბრპენისაჲ ვერ-დატევებითა მისითა შემთხუეულსა ვერ-აღებასა ოქროჲსასა, რომლისათჳს არა თუ იძაგებიან სანთელი და ბრპენი, არამედ უზეშთაეს მათსა არიან მზე და ოქროჲ.

მოციქულისაჲ: რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო (3,8).

თარგმანი: იტყჳან მწვალებელნი, ვითარმედ: აჰა, მოციქული ზღვევა და ბრე უწოდს ძუელსა მას შჯულსა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: და შემირაცხიეს იგი ბრედ, რაჲთა ქრისტე შევიძინო. და ვითარ თქუენ ღმრთისა მიერ მოცემულად იტყჳთ მას? ხოლო ჩუენ მიუგებთ, ვითარმედ: არა ზღვევად უწოდს, არამედ ზღვევად შეჰრაცხს, რამეთუ, რომელი წერილსა შეემშჭუალოს და ქრისტესა არა მოუჴდეს, ძუელისა მის წერილისა პყრობაჲ ზღვევა ექმნების მას. არათუ ბუნებისაგან საქმეთაჲსა, არამედ უმეცრებისაგან მჴმარებელისა მისისა, იგავისაებრ ზემოთქუმულისა სანთლისა და ბრპენისა. რამეთუ წიგნი იგი ძუელისა შჯულისაჲ იტყჳს მოსეს მიერ: "წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარ-ესე მე (ესე იგი არს, მსგავს ჩემდა ქმნილი ჴორცთშესხმითა; მისი ისმინეთ" (). აწ, უკუეთუ არა ისმინო ქრისტესი, და შეუდგე მოსეს, ზოგად განვრდომილ ხარ: მოსესგან — ვითარცა ურჩი სიტყჳსა მისისაჲ, და ქრისტესაგან — ვითარცა ურწმუნოჲ მისი. ვინაჲცა ჩუენ პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ ბრედ არა ძუელსა შჯულსა უწოდს, არამედ სოფლიოთა საქმეთა. და, დაღათუ შჯულსა უწოდს, ისმინე გულისჴმის-ყოფით განმარტებაჲ მაგისი: ბრე უწოდიან უმსხჳლესსა მას წულილისა ბზისასა, და უწულილესსა ჩელხისასა, რომელი ვერ წარიღებვის ქარითა, არამედ ზედა-მოეჴადების ცხრილითა. აწ უკუე, საჴმარ ვიდრემე იყო ბრე, ვიდრე აღზრდადმდე და განსრულებად იფქლისა, ხოლო სრულ იქმნეს რაჲ მარცუალი, მიერითგან არღარად უჴმან საბურველნი. ამისთჳს განილეწვის და განინქრევის, და — განწმედილი ბზისაგან და ბრისა და ჩელხისა — თჳსსა საუნჯესა დაიუნჯების. ესრეთვე გულისჴმა-ყავ ძუელისა შჯულისათჳს, ვითარმედ: ვიდრე ქრისტეს განკაცებადმდე საჴმარ იყო, ვითარცა მისსა მიმართ მომყვანებელი, რამეთუ საშუვალი იყო იგი, გამომყვანებელი კერპთმსახურებისაგან, და ვითარცა ჩჩჳლთა, მცირედ-მცირედ აღზრდითა წარმომავლებელი თჳსისა სიზრქისაჲ და შემომყვანებელი ქრისტესსა, რაჲთა წინა-განმსწავლნეს შეტკობად ქრისტესსა. ხოლო მიგუაწინა რაჲ ქრისტესსა, მიერითგან ესოდენ უჴმარ არს პყრობაჲ მისი, ვითარცა სრულთა მამაკაცთადა შეუტყუებელ არს ქმნად რათმე ძუელთა ჩუეულებათა სიჩჩოებისათა.

მოციქულისაჲ: და ვიპოვო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგანი არამედ სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე (3,10-11).

თარგმანი: სარწმუნოებასა შინა ქრისტესსა მყოფი და მის მიერ განმართლებული პავლე გარემიაქცევს თჳსსა საქმეთაგან შჯულისათა განმართლებასა, რაჲთა სასოებაჲ მისცეს წარმართთა, არა უსასო ყოფად ქრისტეს მიერისა განმართლებისაგან, ვითარცა უღონოთა შჯულისა მიერისა განმართლებისაგან. რამეთუ უკუეთუ საქმეთა მიერ შჯულისათა შრომით და ჭირით განმართლებული ოდენ ცხოვნდების სარწმუნოებისა მიერ, რაჲ-მე უკუე ყონ, რომელთა ესე არა აქუნდეს? ამისთჳს მხოლოდ სარწმუნოებაჲ ოდენ ქრისტესი და მადლი ნათლისღებისაჲ, სწორებით განამართლებს პირველ ქმნილთა ბრალთაგან, სწორებით უღონოთა სიმართლისაგან — ჰურიათა და წარმართთა. და არა პირველ ქმნულთა, არამედ შემდგომად ნათლისღებისა ქმნულთა ცოდვათათჳს განვიკითხვით, უკუეთუ არა შეუდგინოთ სარწმუნოებასა მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ.

მოციქულისაჲ: სარწმუნოებით ცნობად მისსა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა, თანახატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა (3,11-12).

თარგმანი: ღმრთისა მიერი სიმართლე ქრისტეს მიერად გულისჴმა-იყოფების, რამეთუ ყოველივე მამისაჲ — ძისაჲ არს, და ამას მამისა მიერ ცნობასა ძისასა, რომელ არს მოსლვაჲ სარწმუნოებად ქრისტესსა, ჯეროვნად შეუდგს სარწმუნოებასავე თანა და სარწმუნოებითა ქრისტესითა ცნობასა მის მიერ განმართლებულთასა ცნობაჲ მამისაჲ, რამეთუ რომელმან იცის ძე, მან იცის მამაჲ, რომელი-იგი ძისა შორის იხილვების. ესრეთ უკუე, ქრისტეს მიერისა სარწმუნოებისა ნაყოფ არს ცნობაჲ წმიდისა სამებისაჲ და უკუეთუ არა სარწმუნოებით გრწმენეს აღდგომაჲ იგი, რომელი მოგემადლა აღდგომითა ქრისტესითა, რომელმან სიტყუამან წარმოგიდგინოს შენ იგი! და უკუეთუ არა გრწმენეს მის თანა აღდგომაჲ და სუფევაჲ, რაისათჳსმცა დაითმინე მის თანა ვნებაჲ და ვიდრე სიკუდილადმდე ყოვლითურთ ხატ და სახე ყოფაჲ ყოვლისავე მის თავს-დებისაჲ, რაოდენი მან თავს-იდვა შენთჳს!

მოციქულისაჲ: რაჲთა მი-ვითარ-რაჲთ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა (3,13).

თარგმანი: არა ზოგადსა მას გუამთა აღდგომასა საეჭუელ ჰყოფს, არამედ შემდგომად ესოდენთა წარმატებათა და ქრისტეს მსგავსად კაცთათჳს ვნებისა თავს-დებათა, ესევითარითა დიდებითა აღდგომასა თჳსსა ვერ მკადრე არს თქუმად, ვითარი შეეტყუების ქრისტეს თანა ჯუარცუმულსა და მოკლულსა, რომელ არს მის თანა აღდგომაჲ და აღსლვაჲ სიმაღლედ ზეცისა. რამეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ უეჭუელ არს, ვითარმედ ყოველნი აღვდგებით, ხოლო თუ ცხორებად და არა საშჯელად საუკუნოდ, ამას ვინ კადნიერ იქმნეს თავისა თჳსისათჳს თქუმად ვიდრე უკუანაჲსკნელად განჩინებადმდე?

მოციქულისაჲ: არათუ ვითარმედ აწვე მიმიღებიეს, ანუთუ აწვე სრულ ქმნულ ვარ, ხოლო ვსდევ ეგრე, რაჲთა ვეწივო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ (3,12).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვიდრე ჴორცთა შინა იყოს კაცი, არა უქმს თქუმად, ვითარმედ: "აწვე სრულ ქმნილ ვარ", ანუ "მიმიღებიეს რაჲმე", არამედ უჴმს შეურაცხ-ყოფაჲ ყოვლისა სოფლისაჲ, რაჲთა არარას მიხედვიდეს ამაოებათა მისთაგანსა, და მხოლოდ შეემშჭუალოს დევნასა და ძიებასა ღონისა მოსწრაფისასა, რომლითა მიემთხჳოს გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა, ვითარ-ესე მე ვჰყოფ, რამეთუ დაუცხრომელად ვსდევ, რაჲთა ვეწიო ქრისტესა, და სრბითა ამით ჩემითა აღვასრულო თანანადები მისი, რომელი-იგი მეწია მე, მლტოლვარესა მისგან გზასა ზედა დამასკოჲსასა, და მიმიზიდა მისსა.

მოციქულისაჲ: ძმანო, მე არა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად (3,13).

თარგმანი: იხილე სიმდაბლე მისი, რომელსა ზეეტჳრთა სახელი ქრისტესი წინაშე მეფეთა და მთავართა! ვითარ იტყჳს, ვითარმედ: არღა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად გჳრგჳნსა მას, რომლისათჳს დასასრულსა ცხორებისსა იტყჳს: "ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი" (). ხოლო უკუეთუ პავლე იტყჳს ვერ მიწევნასა, ვინ კაცთაგანმან სხუამან იკადროს თქუმად, ვითარმედ: მიწევნულ ვარ.

მოციქულისაჲ: ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ (3,13-14).

თარგმანი: იხილე და კეთილიდ ისწავე მოუწყინებელი და აღუზუავებელი მოქმედებაჲ სათნოებისაჲ ყოვლად ბრძენთა ამათგან სიტყუათა მოციქულისათა, რამეთუ ერთი ოდენ ესე არს გზაჲ, რაჲთა გარდასრულთა შრომათა დაივიწყებდეს კაცი და წინამდებარისა მიმართ რბიოდის მოღუაწებისა, რაჲთა ესრეთ აღუზუავებელ იყოს გარდასრულთათჳს, და სიმდაბლისა მიერ მოიზიდოს თანა-შეწევნაჲ ღმრთისაჲ, მიწდომად წინამდებარესა მისდა გჳრგჳნსა, რომელსა ნუ ვითარცა მახლობელსა ნელიად სლვით, არამედ ვითარცა ფრიად შორიელსა კრძალულებით სრბითა მარჯულ და მარცხლ მიუდრეკელითა სდევდეს და ნუ ოდეს დაავიწყდების იგი, ვითარცა სამარადისოდ წინაშე თუალთა მისთა მყოფი. ხოლო თუ რაჲ არს გჳრგჳნი იგი, ცხად არს, ვითარმედ ზეცისა სასუფეველი, რომლისა მიმართ ღმრთისა მიერ წოდებულ არიან ყოველნი კაცნი, დაღაცათუ მისლვაჲ მცირედთაჲ არს ცხოვნებულთაჲ, ხოლო მისლვაჲ იგი და უცთომელად სლვაჲ სათნოებისა გზასა ვერ ვინაჲთ მიემადლების სხჳთ, თჳნიერ ქრისტეს მიერ, რომელმან განმიღო ჩუენ გზაჲ იგი ზეცათაჲ. და იგივე არს კარ და შემყვანებელ მისა მიმართ.

მოციქულისაჲ: რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ეზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ვზრახვიდეთ, იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ (3,15).

თარგმანი: ამას დასდებს საზღვრად სისრულისა, რაჲთა მარადის კაცსა უსრულ და ნაკლულევან ეგონოს თავი თჳსი და გჳრგჳნისა მისგან ზეცისა ჩინებისა. ესევითარნი სრულნი ამას ზრახვენ უკუანაჲსა დავიწყებასა, და წინამდებარისა მიმართ სრბასა. ხოლო შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: და სხუაჲ თუ რაჲმე იზრახებოდის, იგიცა ღმერთმან გამოგიცხადოს თქუენ; რამეთუ ესე მიფარულად-რე მხილებაჲ იყო ვიეთიმე, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე სისრულისა გზად ერთი ესე უწყი, რაჲთა მარადის ნაკლულევან და შორიელ ეგონოს კაცსა თავი თჳსი გჳრგჳნისა მისგან ზეცისა ჩინებისაჲსა, და ესრეთ, სამარადისოდ რბიოდის და სდევდეს მოსწრაფებით, შიშითა ვერ-მიწევნისაჲთა. ხოლო უკუეთუ ვისმე ესე არა ესრეთ ეგონოს, არამედ სხუებრ ჰგონებდეს ამის პირისათჳს, იგიცა ღმერთმან გამოგიცხადოს თქუენ, ვითარმედ: არა კეთილ არს არავისთჳს ამისი გონებაჲ, ვითარმედ მიწევნულ არს იგი გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა.

მოციქულისაჲ: გარნა, რომელსა-ესე მივსწუედით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ (3,18).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან შორიელ და ძნიად მისაწევნელ არს სათნოებაჲ და გჳრგჳნი სათნოებისაჲ, ვიდრე სისრულესა მას მიწევნადმდე, ერთი ესე შევიკრძალოთ, რაჲთა სარწმუნოებით ვდგეთ შრომასა ჩუენსა შინა, და მოველოდით მიმთხუევასა სასურველისა მის ჩუენისასა, მალიად დევნითა, ვითარმცა სიშორისათჳს საშიშ იყო ვერ-წევნაჲ მისი; რამეთუ მახლობელობისა მისისა გონებაჲ დაჴსნილ და უდებ ჰყოფს კაცსა მოქმედებისა მიმართ კეთილთაჲსა. ამისთჳს მასვე ვზრახვიდეთ, ესე იგი არს, ვითარ-იგი პირველ ვიწყეთ, მასვე ვმოქმედებდეთ, ვითარ თუმცა აწღა გუეწყო მოღუაწებად, და მასვე კანონსა ზედა ვეგნეთ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს. რამეთუ ვითარ-იგი კანონი, რომელ არს ილისტიკი, არა თავს-იდებს მეტობასა და ნაკლულევანებასა. ეგრეთვე ჩუენ, ნუ მივდრკებით გზისგან სამეუფოჲსა მარჯულ გინა მარცხლ; ნუცა შევჰმატებთ გინა დავაკლებთ შჯულსა სარწმუნოებისასა, რომელი მოგჳღებიეს კათოლიკე ეკლესიისაგან.

მოციქულისაჲ: მობაძავ ჩუენდა იქმნენით, ძმანო და ჰხედევდით, რომელნი-იგი ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა (3,17).

თარგმანი: არა ხოლო სიტყჳთ, არამედ საქმით სახის ჩუენებით მისცემდა მათ ნეტარი ესე სწავლასა სარგებელისასა, ამისთჳს უბრძანებს, რაჲთა მათითა მახლობელობითა და მხედველობითა წარიმართონ მათ ბაძვაჲ მოციქულისაჲ, რომელნი მათვე კუალთა მოციქულისათა შეუდგენ და მსგავსად მისსა შემძლებელ იყვნენ სახე კეთილის ყოფად მხედველთა მათთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალგზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა, რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს, რომელთა ღმერთ მუცელი არს, და დიდებაჲ —სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ (3,18-19).

თარგმანი: არარაჲ არს კაცისა უცხო მყოფელ ქრისტიანობისაგან, ვითარ ძიებაჲ უზომოჲსა შუებისა და განსუენებისაჲ, რომელთა აწ მოციქული მტერად ქრისტეს ჯუარისა უწოდს, ვითარცა დამვიწყებელთა მეუფისა ჩუენისა ვნებათა და ჯუარცუმისათა, რამეთუ ქრისტიანობასა შინა წარმართებრ წარჴსნილად ცხოვნდებოდეს, რომელთა ტირილად აიძულეს მარადის საღმრთოდ მოხარულსა მას სულსა პავლესსა, უწესოებითა საქმეთა მათთაჲთა, რამეთუ ესოდენ ძმათ მოყუარე იყო და თანალმობილ, რომელ სხჳსა ცთომათათჳს ესრეთ ტიროდის, ვითარცა თჳსთათჳს. ვინაჲცა თჳთ მებრ სიტყჳთა ამით განაქიქებს, ვითარმედ მრავალნი ვლენან, რაჲთა ამსგავსოს უფალსა თჳსსა სიტყუაჲ თჳსი, რომელი-იგი მრავლად იტყჳს მავალთა გზისა ფართოჲსათა. ხოლო ჯუარისა მტერობაჲ არს, რაჟამს კაცსა საწყინოდ უჩნდეს მოღუაწებითა აღკრძალვაჲ, და ჯუარისა აღებაჲ იწროჲსა გზისა სლვითა და შედგომითა უფლისაჲთა, რომელ არს მსგავსებაჲ ვნებათა მისთაჲ. ესევითარი იგი ღმერთ ჰყოფს მუცელსა, და უაღჳროჲთა შუებითა განიმრავლებს კერპებსა ვნებათასა, და აღსასრულადმდე მოუქცეველობითა ცოდვისაგან წარწყმედად მიიწევის და ბოროტისა მიერ წარიპარვის და სირცხჳლსა მას ცოდვისასა ჰყოფს დიდება თჳსსა, წარმდებებით მოქმედებითა მისითა. ხოლო ქუეყანისასა ზრახვაჲ ესე არს, რაჟამს ყოვლად ჴორციელისა ზრუნვითა არცა ერთი რაჲ სულიერისა ზრუნვაჲ აქუნდეს.

მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანახატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა, შეწევნისაებრ ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისსა ყოველი (3,20-21).

თარგმანი: ვიეთ "ჩუენი"? — არამედ რომელთა გუნებავს, რაჲთა ქრისტიანე ვიყვნეთ და გუეწოდებოდის, მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, და არარას გჳჴმს ქუეყანისასა და აქა დაშთომადსა მოგებაჲ. არამედ ყოველსავე მას, რაოდენისა წინა წარცემაჲ და მუნ უკუანა წარტანებაჲ ჴელგუეწიფებოდის, სადაჲთ-იგი მოველით მეორედ დიდებით მოსლვასა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელი-იგი გარდასცვალებს ჴორცთა ამათ ჩუენთა სიმდაბლისაგან სიმაღლედ, ესე იგი არს —ხრწნილებისაგან უხრწნელებად, და თანახატ ჰყოფს ჴორცთა მათ თჳსთა, რომელ-იგი მან ადიდა შეერთებითა ღმრთეებისაჲთა, და განღმრთობილი აღამაღლა და დასუა მარჯუენით მამისა, რაჲთა მის თანა თაყუანის-იცემებოდის ყოველთაგან ზეცისა მჴედრობათა. ხოლო თანახატ ყოფაჲ ესე არს, რაჲთა საუკუნოდ ეგნენ შემკობილნი უხრწნელებითა, რამეთუ ესევე გუამი ჩუენი განხრწნილი კუალად უხრწნელ იქმნების შემდგომად აღდგომისა, და მიიღებს ქრისტეს თანა შუებასა საუკუნოდ. ვინაჲცა, ვაჲ განვრდომილთა ესევითარისა ამის პატივისაგან და დამონებულთა მიწისა და თიჴისათა, მიდევნებითა გემოთა და გულისთქუმათაჲთა, რამეთუ არა ხოლო საუკუნოჲსა შუებისაგან განვარდებიან, არამედ საუკუნესა და დაუსრულებელსა სატანჯველსა მიეცემიან; ხოლო შენ, გესმოდის რაჲ საუკუნოჲსა აღდგომისა და უხრწნელებით შუებისათჳს გუამთაჲსა, უეჭუელად და მტკიცედ გრწმენინ, ვითარმედ ყოვლისავე შემძლებელ არს ყოვლად ძლიერებით მოქმედი იგი, რომელი შეწევნითა ძლიერებისა მისისაჲთა განაძლიერებს უძლურებასა ჩუენსა, რამეთუ ყოველივე მას ჰმორჩილობს და ჴელმწიფებით განჴდითა ხრწნილებისა და მოკუდავებისაჲთა შემოიყვანებს უხრწნელებასა და უკუდავებასა.

მეთოდისი: მრავალნი ჰგონებენ, ვითარმედ სხუაჲ გუამი აღდგების და არა ესევე, რომელი აწ განიხრწნების, ამისთჳს ცხად ყო მოციქულმან, ვითარმედ: არა სხუასა, არამედ ამასვე გუამსა ჩუენსა გარდასცვალებს შემდგომად აღდგომისა და უხრწნელ ჰყოფს ხრწნილებისა წილ, ჴორცად სიმდაბლისა, გინათუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ჴორცად დამდაბლებისა უწოდს ჴორცთა ამათ ჩუენთა. არა თუ, რამეთუ ესრეთ მდაბლად დაბადებულ იყვნეს მეუფისაგან, არამედ რამეთუ ჩუენ მდაბალ ვყვენით შემდგომად მცნებისა გარდასლვისა, ბუნებით მაღლად დაბადებულნი იგი მეუფისაგან. სიმაღლე არს უხრწნელებაჲ, ხოლო სიმდაბლე — შთავრდომაჲ ხრწნილებასა. ამისთჳს მარადის მდაბლად მყოფსა არა ეწოდების დამდაბლებულ, მაჲ არა ითქუმის, არამედ მდგომარისა; და კუალად, სულიერი დაცემაჲ არს, რაჟამს მართლმდგომარებისაგან დაეცეს კაცი შთავრდომითა ცოდვასა. ამითვე გულისჴმის-ყოფითა უწოდა მოციქულმან ჴორცთა ამათ ჩუენთა ჴორცად დამდაბლებისა, რამეთუ ჩუენ დავამდაბლენით იგი სიმაღლისაგან უხრწნელებისა, ურჩებითა მცნებისაჲთა და მიდევნებითა ცოდვისაჲთა. ამისთჳს მეუფე ჩუენი ქრისტე მასვე პირველ დაბადებულსა ხატსა ჩუენსა განაახლებს და უხრწნელ ჰყოფს, რომლისათჳს ჴორცნი შეისხნა და ვნებაჲ და სიკუდილი თავს-იდვა და ზეცად აღვიდა შემდგომად აღდგომისა, და ზეცად მიმიწოდს ჩუენ, სადა-იგი აღუყვანებიეს მას დასაბამი თბისა ჩუენისაჲ. ხოლო უკუეთუ ვისმინოთ წოდებისა მისისაჲ და შეურაცხ-ვყოთ ქუეყანაჲ და საქმენი მისნი, მსხემ და წარმავალ ყოფითა მას ზედა, მან თავადმან, რაჟამს ზეცით მოვიდეს მეორედ, განშჯად ყოველთა, ყოვლითურთ ხატ ჴორცთა მათ, ჩუენგან მიღებულთა, მყვნეს უხრწნელებითა და თანაზიარ ყოფითა სუფევისა მისისაჲთა.