მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Proverbs 1:9

8. My son, hear the instruction of thy father, and forsake not the law of thy mother:9. For they shall be an ornament of grace unto thy head, and chains about thy neck.10. My son, if sinners entice thee, consent thou not.
Proverbs თავი 1
9. For they shall be an ornament of grace unto thy head, and chains about thy neck.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. მამამთავრის სათნოებანი და სათნოების დაუჭკნობელი გვირგვინი:

...ა, ხელს გვიწვდის, ჩვენთან ერთად იბრძვის და, თითქოს თავად ყოველი მხრიდან მტერს ამარცხებს, ჩვენს ხელში მოგვცემს, ყველაფერს აკეთებს და აწყობს ისე, რომ ჩვენ ბრძოლაში გავუძლოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ, ხოლო მან ჩვენს თავზე დაუჭკნობელი გვირგვინი დაგვადგას. „რამეთუ გჳრგჳნი მადლისა, — ნათქვამია, — დაიდგა თავსა შენსა" (). ოლიმპიურ შეჯიბრებებზე გამარჯვების შემდეგ მიღებული გვირგვინი სხვა არაფრისგან შედგებოდა, თუ არა დაფნის ფოთლებისგან, ტაშისა და ხალხის ყიჟინისგან, და ეს ყველაფერი, საღამო რომ დადგებოდა, ჭკნებოდა და ქრებოდა. სათნოებისა და მისთვის გაწეული შრომის გვირგვინი კი არ არის ხელშესახები, არ ირღვევა, როგორც ყველაფერი დანარჩენი ამ ქვეყნიერებაზე; ეს არის გვირგვინი უცვლელი, უკვდავი, ყველა საუკუნეთა განმავლობაში ხანგრძლივი. შრომა მხოლოდ მცირე ხნითაა, ხოლო შრომის საზღაური დასასრულს არ იცნობს, დროის ძალას ვერ ემორჩილება, არ ჭკნება. და, რომ ამაში დარწმუნდეთ, აი, შეხედეთ: რამდენი წელი და თაობა გავიდა მამამთავრის სიცოცხლიდან, და მაინც მისი სათნოების გვირგვინები ისე ბრწყინავს, თითქოს მხოლოდ გუშინ ან დღეს დაიწყო ბრწყინვა, და ქვეყნის აღსასრულამდე ის ყველა ღვთისმოსავი ადამიანის შესაგონებლად იქნება.

2. აბრაამის მიბაძვა და ღვთის განზრახვის გამოცხადება...

სრულად ნახვა