...ს დიდ სიადვილეს, თუკი ოღონდ ფხიზლები ვიქნებით. ნუთუ არ იცით, რომ მათ, ვინც ასე უგულებელყოფს თავის ცხონებას და ხან აქ მოდის, ხან კი ეშმაკის მახეებშში ეხვევა, საღვთო წერილი ძაღლებს ადარებს? ადამიანი, ამბობს, რომელიც ცოდვისგან მოიქცევა და კვლავ მას უბრუნდება, მსგავსია ძაღლისა, რომელიც თავის ნარწყევზე მობრუნდება (). აი, ვის დაემსგავსნენ ისინი, ვინც იმ უკეთურ სანახაობაზე გაიქცა. ნუთუ არ გსმენიათ, რა თქვა ქრისტემ: „და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა... და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად" (მათ 7:26–27)? ხოლო ცხენის სარბიელზე გაქცეულნი ამ ადამიანზეც უარესნი გახდნენ. მისი სახლი მაინც ძლიერი შემოტევის შემდეგ (მდინარეთა და ქართა) დაინგრა; ხოლო მდინარეთა და ქართა სახელით (ქრისტე) ჩვენ გვაგებინებს არა წყლის სიმრავლეს და ქართა სიძლიერეს, არამედ განსაცდელთა მძლავრ მოქმედებას, და სახლის ნგრევა ჩვენ უნდა მივაწეროთ არა გრძნობით სახლს, არამედ სულს, რომელიც უბედურებათა შემოტევისგან ეცემა და ვერ უდგება მათ წინ. ხოლო თქვენზე არც ქარი მოვარდნილა, არც მდინარეები დატრიალ...
Proverbs 26:1
1. As snow in summer, and as rain in harvest, so honour is not seemly for a fool.2. As the bird by wandering, as the swallow by flying, so the curse causeless shall not come.
Proverbs თავი 26