მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Proverbs 26:2

1. As snow in summer, and as rain in harvest, so honour is not seemly for a fool.2. As the bird by wandering, as the swallow by flying, so the curse causeless shall not come.3. A whip for the horse, a bridle for the ass, and a rod for the fool's back.
Proverbs თავი 26
2. As the bird by wandering, as the swallow by flying, so the curse causeless shall not come.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელთამე უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა“ (7,44).:

...,15) რამეთუ ესევითარი არს უკეთურებაჲ, არავისი ჰნებავს მორჩილებაჲ და მოდრეკაჲ, არამედ ერთისა მიმართ ოდენ მოსწრაფე არს: რაჲთამცა სიბოროტჱ თჳსი დაამტკიცა, რომლისათჳს იზრახა ბოროტი, იგიმცა მოკლა. არამედ ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი, ვითარმედ: „რომელმან უთხაროს მოყუასსა თჳსსა მთხრებლი, შთავარდეს მას შინა“, რომელი-იგი მათ ზედაცა მოიწია; რამეთუ მათ ენება მოკლვაჲ მისი, რაჲთამცა ქადაგებაჲ იგი მისი დაშრტა, და იქმნა წინააღმდგომი ამის საქმისაჲ, რამეთუ მადლი იგი ბრწყინავს ქრისტჱს მადლითა, ხოლო მათი იგი ყოველივე დაშრტა და წარწყმდა, და განცჳვეს იგინი მამულისაგანცა და აზნაურებისა და განსუენებისა და მსახურებისა ღმრთისა და ყოვლისა კეთილისაგან გამოეჴუნეს და იქმნნეს მონა და ტყუე.

სწავლაჲ ნა არა ბოროტის-ყოფისათჳს

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი უწყით, ნუმცა ოდეს განვიზრახავთ ბოროტსა სხჳსათჳს, რამეთუ გულსავსე იყვენით, რომელნი ამას იქმოდით, თავთა თჳსთათჳს ჰლესავთ მახჳლსა და უბოროტესად მოიწყლვით თქუენითავე ჴელითა. არამედ უკუეთუ ვინ შეგაწუხოს და გენებოს ნაცვალისა მიგებაჲ, ნუ მიაგებ ბოროტსა, და მიგიგიეს; უკუეთუ კულა ბოროტი უყო, არა მიგიგიეს. და ნუ ჰგონებ, თუ ცუდად ვიტყჳ სიტყუასა ამას, რამეთუ ჭეშმარიტ არს ესე. და უკუეთუ იტყჳ, თუ: ვითარ იყოს ესე? ის...

სრულად ნახვა