📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუანაჲსკნელსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღად-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,37-38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელნი მოუჴდებოდიან ქადაგებასა ამას საღმრთოსა და ისმენდენ სარწმუნოებასა, უჴმს მათ, რაჲთა სურვილსა მას, რომელი აქუს წყურიელსა წყლისა მიმართ, აჩუენებდენ, და ესრეთ რაჲ იქმოდიან, მაშინ შეუძლონ სიტყუათა მათ საღმრთოთა დამტკიცებად გულთა შინა მათთა. რამეთუ წყურიელთა რაჟამს წყალი მიიღონ, ფრიადითა გულისთქუმითა სუმენ მას, ვიდრემდის მათ შორის მყოფი იგი წყურილისა სიმჴურვალჱ დააცხრონ. ეგრეთვე რომელნი ისმენდენ საღმრთოთა სიტყუათა, უკუეთუ წყურილითა ფრიადითა მიიღებდენ მათ, არა დაშურენ სასუმელისა მის ესევითარისა სუმად. რამეთუ ჯერარს ამის ესევითარისა მის საქმისა მიმართ შიმშილი და წყურილი, ვი-თარცა უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს“;1 და კუალად აჰა ესერა ამას ადგილსა ღაღადებს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“ (7,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არავის მოვიყვანებ იძულებით და უნებლიაჲთ, არამედ რომელსა აქუს გულსმოდგინებაჲ და შეიწუვის სურვილითა, იგი მოვედინ, და მას მოუწოდ მე. ხოლო რაჲსათჳს თქუა მახარებელმან, თუ: „უკუანაჲსკნელსა მას დიდსა დღესა“? ამისთჳს, რამეთუ იგი იყო დიდი დღესასწაული, და შორის პასექისა და მისა და სხუათა მათ დღეთა შუებასა შინა წარჰვლიდეს, და მაშინ ყოველნივე შეკრბებოდეს. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს, თუ: „უკუანაჲსკნელსა“? რაჲთა სცნა, ვითარ ყოველსა მას სიმრავლესა ასწავებდა კადნიერებით; რამეთუ პირველსა მას დღესასწაულსა არა მივიდა და მიზეზი ჰრქუა ძმათა თჳსთა, თუ რაჲსათჳს არა მივიდა, და მეორესა არავე მივიდა, და მესამესა არღარაჲ ჰრქუა ესევითარი, რაჲ-თა არა დაიჴსნას სიტყუაჲ მისი შუებისა მის მიერ მათისა და უსარგებლო იქმნეს. ხოლო უკუანაჲსკნელსა მას დღესა, რაჟამს წარსლვაჲ ენება თითოეულსა სახედ თჳსა, მაშინ მისცემს მათ საგზალსა ცხორებისასა და იტყჳს ღაღადებით, ერთად, რაჲთა კადნიერებაჲ თჳსი აჩუენოს, რომელი
1 მათ. 5,6.
აქუნდა ჭეშმარიტებისათჳს, და უშიშოებაჲ, და მეორედ, სიმრავლისა მისთჳს ერისა მის შეკრებულისა. და რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ სულიერისა სასუმელისათჳს იტყჳს, ამისთჳს თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (7,38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო „მუცლად“ ამას ადგილსა გულსა იტყჳს, ვი-თარცა სხუასა ადგილსა წერილი იტყჳს, ვითარმედ: „შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა“.1 არამედ სადა თქუა წერილმან, თუ: „მუცლისა მისისაგან მდინარენი დიოდიან წყლისა ცხოველისანი“? არასადა უთქუამს წერილსა ესე სიტყუაჲ, არამედ გულისხმა-ყავთ, თუ ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რამე-თუ ესრეთ ჯერ-არს წერაჲ და კითხვაჲ ამის სიტყჳსაჲ, რაჲთა თქუას რაჲ, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან“, - და ამას ადგილსა ჯერ-არს განკუეთაჲ სიტყჳსაჲ და დასუენებაჲ, რაჲთა სიტყუაჲ ესე, თუ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან“, არღარა მისვე გან-ჩინებისაჲ იყოს. რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი იტყოდეს, თუ: „ესე არს ქრისტე“,2 და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა?“3 ამისთჳს ენება, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ: სიმართლჱ ჯერ-არს გონებისაჲ, რაჲთა არა სასწაულთათჳს ოდენ, არამედ წერილთა მიერცა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ჩემდა მომართ. ხოლო მრავალთა სასწაულნიცა მისნი იხილნეს და არა ჰრწმენა; და იტყოდეს, ვითარმედ: „არა იტყჳსა წერილი, თუ ქრისტე თესლისაგან დავითისა მოვალს?“4 ამისთჳს წერილთა იტყოდა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა ევლტის იგი მათსა წამებასა, და მიავლენს მათ წერილთა მიმართ. რამეთუ პირველცა იტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“;5 და კუალად იტყჳს, ვი-თარმედ: „წერილ არს წინაჲსწარმეტყუელთასა“;6 და კუალად, ვითარმედ: „ყოველნი იყვნენ ღმრთივსწავლულ“;7 და კუალად: „მოსე შეგასმენსო“;8 და აქა უკუე იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემდა მომართ, ვი-თარცა თქუა წიგნმან, ესევითარისა მისგან გამოდიოდიან მუცლისაგან მისისა (რომელ არს გული) მდინარენი წყლისა ცხოველისანი“, რამეთუ სიმდიდრესა მას და უშურველობასა მას მის მადლისასა მოასწავებდა; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „წყაროჲ წყლისა მდინარისაჲ ცხორებად საუკუნოდ“,9 ესე იგი არს, ვითარმედ მრავალი აქუნდეს მას მადლი. ხოლო სხუასა ადგილსა „ცხორებასა საუკუნესა“ იტყჳს მოქმედსა მას. რამეთუ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ რაჟამს გონებასა შინა კაცისასა დაემტკიცოს, უმეტეს ყოვლისა წყაროჲსა აღმოეცენების და არა მოაკლდების, არცა დაცალიერდების, არცა დასწყდების; და რაჲთამცა
1 ფსალმ. 39,9. 2 იოან. 7,41. 3 იოან. 7,31. 4 შდრ. იოან. 7,42. 5 იოან. 5,39. 6 იოან. 6,45. 7 იოან. 6,45. 8 შდრ. იოან. 5,45. 9 იოან. 4,14.
მოუკლებელობაჲცა იგი მისისა მადლისაჲ მოასწავა და მიუწდომელობაჲცა, ამისთჳს წყაროდ წყლისა და მდინარედ სახელ-სდვა, არა ერთად მდინარედ, არამედ მრავლად და ურიცხუად, და კუალად მუნ დინებისა მიერ სიმდიდრჱ იგი და სივრცჱ მისი აჩუენა. და უკუეთუ გნებავს, იხილე სიბრძნჱცა იგი სტეფანჱსი, ანუ თუ ენაჲ იგი პეტრესი, გინა თუ წინადაუდგრომელობაჲ სიბრძნესა პავლესსა, ანუ თუ თჳთ მეტყუელისა ამის, რომელმან სახარებაჲ ესე დაწერა იოვანესი. იხილე, უკუეთუ გნებავს, სივრცჱ იგი და სიღრმჱ მისისა მის სიბრძნისაჲ, ვითარ ვერრომელი რაჲ შემძლებელ იქმნა წინადადგომად მდინარეთა მათ, რომელნი მათგან აღმოდიოდეს, ვითარ ვერარაჲ თავს-იდებდა მათსა მას ბრძოლასა: არა გულისწყრომაჲ ერთაჲ, არცა ზედააღდგომაჲ მძლავრთაჲ, არცა მოსწრაფებანი ეშმაკთანი, არცა სიკუდილნი მარადღეთანი; არამედ ვითარცა მდინარეთა, ძალითა დიდითა მავალთა, ესრეთ წარიტაციან ყოველივე სასუფეველისა მიმართ და წარვიდიან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგეს პირველ, უკუეთუ სული წმიდაჲ არღა იყო მოცემულ? რამეთუ მოციქულნი ეშმაკ-თა მათ, რომელთა მაშინ განასხმიდეს, არა სულისა მიერ წმიდისა განასხმიდეს, არამედ ჴელმწიფებითა მით მის მიერ მოცემულითა, ვითარცა თავადი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ, ძენი თქუენნი რომლითა განასხმენ ეშმაკთა?“1 ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა მოასწავა, ვითარმედ არა სულისა მიერ განასხმიდეს უწინარეს ჯუარცუმისა, არამედ მისმიერითა მით ჴელმწიფებითა; და რაჟამს-იგი ეგულებოდა წარვლინებაჲ მათი ქადაგებად, მაშინ ეტყოდა მათ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“;2 და კუალად: „მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, მაშინ იქმოდეს სასწაულთა“.3
ხოლო პირველ რაჟამს წარავლენდა მათ, არა წერილ არს, თუ: მისცა მათ სული წმიდაჲ, არამედ: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲო“4 და ჰრქუა: „კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით, მკუდართა აღადგინებდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“.5 ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ სულისა წმიდისა მოცემაჲ იყო. და რაჲ არს უკუე ესე სიტყუაჲ? ისმინეთ უკუე, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა მიეცა სული წმიდაჲ, არამედ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოკლებულ იყო ქუეყანით მიერ დღითგან, ვი-
1 მათ. 12,27; ლუკ. 11,19. 2 იოან. 20,22. 3 შდრ. საქმე 19,6. 4 მათ. 10,1; ლუკ. 9,1. 5 მათ. 10,8.
ნაჲთგან თქუა, ვითარმედ: „აჰა ესერა დატევებულ იყოს სახლი თქუენი ოჴრად“,1 და უწინარეს მის სიტყჳსაცა ეწყო მოკლებად ამას, რამეთუ არღა იყო მათ შორის წინაჲსწარმეტყუელი, არცა მადლი იგი მოვიდოდა მათ ზედა, ვინაჲთგან უკუე მოკლებულ იყო სული წმიდაჲ. და ეგულებოდა მოსლვად მდიდრად და ძლიერად, ხოლო ამის მოსლვისა დასაბამი ჯუარს-ცუმისაგან იქმნა და მადლთა მათ დიდ-დიდთა მოცემისა, რამე-თუ უსაკჳრველეს იყო ნიჭი იგი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა უწყი-თა, რომლისა სულისანი ხართ?“2 და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არა მიგიღებიეს სული მონებისაჲ, არამედ სული შვილებისაჲ“;3 რამეთუ ძუელთა მათ აქუნდა სული წმიდაჲ, გარნა სხუათა ვერ მისცემდეს, ხოლო მოციქულთა მრავალნი ბევრნი აღავსნეს. და ვინაჲთგან ესევითარისა მადლისა მოღებაჲ ეგულებოდა, და ესევითარი იგი მადლი არღა იყო მოცემულ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“, რამეთუ უფალი ამის მადლისათჳს იტყოდა. ამისთჳს მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „არღა იყო სული წმიდაჲ“, ესე იგი არს, მოცემულ არღა იყო ესევითარი იგი მაღალი მადლი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იესუ არღა დიდებულ იყო“ (7,39).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდებულად“ ჯუარ-ცუმასა უწესს; „არღა დიდებულ იყო იესუ“, ესე იგი არს, არღა ჯუარცუმულ იყო, რამეთუ დიდებაჲ ქრისტესი ჯუარი არს. რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ვიყვენით და შეცოდებულნი და დაკლებულნი მადლისა მისგან ღმრთისა და ღმრთის შემაწუხებელ, ხოლო მადლი იგი დაგებისა სასწაული იყო. ხოლო ნიჭი იგი არა მტერთა მიეცემის, არცა მოძულებულთა, არამედ მეგობართა და სათნოთა. ამისთჳს ჯერ-იყო, რაჲთამცა პირველ შეიწირა ჩუენთჳს შეწირული იგი მსხუერპლი და მტერობაჲ იგი დაჰჴსნამცა ჴორცითა მისი-თა, რაჲთამცა ვიქმნენით მეგობარ ღმრთისა, და მერმემცა მოგუეცა ნიჭი იგი დიდი. რამეთუ უკუეთუ აღთქუმასა მას ზედა აბრაჰამისსა ესე იქმნა, არამცა უფროჲსად მადლსა ამას ზედა იქმნაა? რამეთუ აღუთქუა ღმერთმან აბრაჰამს მიცემად ნათესავისა მისისა ქუეყანაჲ იგი, და არა ღირს იყვნეს მიღებად აღთქუმისა მის უკუანაჲსკნელნი იგი ნათესავნი მისნი და თჳსთა შრომათაგან სათნო-ყოფად ვერ ძალ-ედვა. ამისთჳს შემოვიდა სარწმუნოებაჲ, საქმჱ ადვილი, რაჲთა მოიყვანოს მადლი იგი, და არა დავარდენ აღთქუმანი იგი. და წერილ არს, ვითარმედ: „ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლითა მტკიცე იყვნენ აღთქუმანი“.4 ამისთჳს მადლითა, რამეთუ ოფლითა ვერ შეუძლეს. ხოლო რაჲსათჳს, თქუა თუ: მსგავსად წერილისა, არა თქუა სიტყუაჲცა იგი წერილისაჲ? ამისთჳს, რამეთუ განხრწნილ იყო გონებაჲ მათი.
1 მათ. 23,38; ლუკ. 13,35. 2 ლუკ. 9,55. 3 რომ. 8,15. 4 რომ. 4,16.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი; სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე (7,40-41); სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა (7,12); ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე? არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ ნათესავისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით?“ (7,41-42). და კუალად სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: „ქრისტე რაჟამს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳთოსახედ განყოფილ იყვნეს გონებანი მათნი, ვი-თარცა სიმრავლისა მის უწესოჲსა, რამეთუ არა თუ ისმენდეს კეთილად თქუმულთა მათ, რაჲთამცა ცნეს კეთილად. ამისთჳს უკუე უფალმანცა ამათ არარაჲ მიუგო, დაღაცათუ იტყოდეს, თუ: „ნუუკუე ქრისტე გალილეაჲთ მოვიდესა?“ ხოლო ნათანაელ უფიცხლესად თქუა და უშემაწუხებელჱსად, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?“1 და უფროჲსად აქო მაცხოვარმან, ვითარცა ჭეშმარიტი ისრაიტელი. რამეთუ ამათ ნიკოდემოსსცა ჰრქუეს, ვითარმედ: „გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“.2 არა თუ სწავლად და ცნობად ჭეშმარიტებისათჳს თქუეს, არამედ რაჲთამცა ოდენ განამტყუვნეს ქრისტესი იგი საქმჱ. ხოლო ნათანაელ ჭეშმარიტებისმოყუარჱ იყო და წერილნი ყოველნივე კეთილად ესწავლნეს და ამისთჳს იტყოდა სიტყუასა მას, და ესენი ოდენ ამისთჳს იყვნეს, რაჲთამცა არავინ ჰგონებდა მისთჳს, თუ ქრისტე არს. ამისთჳსცა არარაჲ გამოუცხადა მათ, რამეთუ იგინი თავისა თჳსისაცა წინააღმდგომსა იტყოდეს, რამეთუ ოდესმე თქჳან, ვითარმედ: „ვიცით, ვინაჲ არს“, და კუალად ოდესმე: „ბეთლემით მოვალსო“. ხოლო საცნაურ არს, ვითარმედ ცნესცა და წინააღუდგეს. რამეთუ აჰა ვთქუათ, თუ ადგილსა უმეცარ იყვნეს ნაზარეთს შინა აღზრდისა მისისათჳს, დაღაცათუ ესეცა შეუძლებელ არს: საცნაურ იყო, ვითარმედ არა მუნ შობილ იყო; არამედ ვთქუათ, თუ არა იცოდეს. ნუუკუე ნათესავიცა არავე იცოდესა, რამეთუ თესლისაგან და ნათესავისა დავითისა იყო? ვითარ უკუე იტყოდეს, თუ: არა დავითის ნათესავისაჲ არს? არამედ ამას ყოველსა უკეთურებისაგან მათისა იტყოდეს, რაჲთამცა დაფარეს ჭეშმარიტებაჲ. ხოლო რაჲსათჳს არა მოვიდეს მისა და ჰრქუეს, ვითარმედ: ყოველივე გჳკჳრს ჩუენ. არამედ შენ ჰბრძანებ, რაჲთა ვირწმუნოთ ყოველი, ვითარცა იტყჳს წიგნი. გჳთხარ უკუე, ვითარ? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „ბეთლემით მოვალს ქრისტე“, და შენ გალილეაჲთ მოსრულ ხარ. გარნა არარაჲ ჰრქუეს მას ესევითარი, და ყოველსავე უკეთურებით იტყოდეს. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა თუ ჭეშმარიტებისა ცნობად იტყოდეს სიტყუათა მათ, ამისთჳსცა თქუა მახარებელმან:
1 იოან. 1,46. 2 იოან. 7,52.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელთამე უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა“ (7,44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ სხუაჲ არარაჲმცა იყო, არამედ ესე ოდენ კმა იყო ლმობიერ-ყოფად მათა, არამედ არა ლმობიერ იქმნნეს, არცა შეინანეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „განიბნინეს და არა ინანეს“.1 რამეთუ ესევითარი არს უკეთურებაჲ, არავისი ჰნებავს მორჩილებაჲ და მოდრეკაჲ, არამედ ერთისა მიმართ ოდენ მოსწრაფე არს: რაჲთამცა სიბოროტჱ თჳსი დაამტკიცა, რომლისათჳს იზრახა ბოროტი, იგიმცა მოკლა. არამედ ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი, ვითარმედ: „რომელმან უთხაროს მოყუასსა თჳსსა მთხრებლი, შთავარდეს მას შინა“,2 რომელი-იგი მათ ზედაცა მოიწია; რამეთუ მათ ენება მოკლვაჲ მისი, რაჲთამცა ქადაგებაჲ იგი მისი დაშრტა, და იქმნა წინააღმდგომი ამის საქმისაჲ, რამეთუ მადლი იგი ბრწყინავს ქრისტჱს მადლითა, ხოლო მათი იგი ყოველივე დაშრტა და წარწყმდა, და განცჳვეს იგინი მამულისაგანცა და აზნაურებისა და განსუენებისა და მსახურებისა ღმრთისა და ყოვლისა კეთილისაგან გამოეჴუნეს და იქმნნეს მონა და ტყუე.
სწავლაჲ ნა არა ბოროტის-ყოფისათჳს
ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი უწყით, ნუმცა ოდეს განვიზრახავთ ბოროტსა სხჳსათჳს, რამეთუ გულსავსე იყვენით, რომელნი ამას იქმოდით, თავთა თჳსთათჳს ჰლესავთ მახჳლსა და უბოროტესად მოიწყლვით თქუენითავე ჴელითა. არამედ უკუეთუ ვინ შეგაწუხოს და გენებოს ნაცვალისა მიგებაჲ, ნუ მიაგებ ბოროტსა, და მიგიგიეს; უკუეთუ კულა ბოროტი უყო, არა მიგიგიეს. და ნუ ჰგონებ, თუ ცუდად ვიტყჳ სიტყუასა ამას, რამეთუ ჭეშმარიტ არს ესე. და უკუეთუ იტყჳ, თუ: ვითარ იყოს ესე? ისმინე, თუ ვითარ: რაჟამს არა ავნო, მაშინ ღმერთი იქმნების ბოროტისმყოფელი ბოროტისმყოფელისა მის შენისა; ხოლო რაჟამს შენ თჳთ იწყო ბოროტის-ყოფად მისა, მერმე ღმერთი არღარა მას, არამედ შენ გემტერების, რამეთუ დაჰჴსენ სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელი იტყჳს: „ჩემი არს საშჯელი, მე მივაგო, - იტყჳს უფალი“.3 რამეთუ უკუე-თუ მონანი იყვნენ ჩუენნი და ურთიერთას შეშფოთნენ და არა ჩუენდა მოვიდენ სამართლისა საშჯელისა ყოფად, არამედ თჳთ იგინი განშჯიდენ, არა შევწუხნებითა? ხოლო უკუეთუ ჩუენ ესრეთ ვართ, არა უფროჲსად ღმერთი იყოსა ესრეთ, რომელმან ბრძანა ყოვლისავე საშჯელისა მისა მიგდებაჲ? რამეთუ არა უგუნურება არსა, უკუეთუ ესეოდენსა სიბრძნე-
1 ფსალმ. 34,15. 2 იგავ. 26,27. 3 რომ. 12,19; შდრ. 2 სჯ. 32,35.
სა და მორჩილებასა ჩუენ ღმერთსა არა ვაჩუენებდეთ, რაოდენსა ჩუენ მონათა ჩუენთაგან ვეძიებდეთ? ხოლო ამას ვიტყჳ ჩუენთჳს, რომელნიესე მოსწრაფე ვართ ურთიერთას ბოროტის-ყოფად, თუ არა, ჭეშმარიტი ესე არს საქმჱ, რაჲთა არა ოდენ ბოროტსა არა უყოფდეთ, არამედ სრულიად შეუნდობდეთ და უფროჲსღა კეთილსა უყოფდეთ, რაჲთა ჩუენცა მოგუეცეს დიდი იგი ნაცვალი ამის კეთილისაჲ, რომელ არს შენდობისა პოვნაჲ.
რამეთუ, მითხარღა, უკუეთუ შეცოდებულსა მას ჰრისხავ, შენ რად-ღა სცოდავ და მასვე ბოროტსა შთაჰვარდები? რამეთუ უკუეთუ გაგინა, ნუღარა აგინებ მას, თუ არა, თავსა თჳსსა აგინებ; უკუეთუ შეგაწუხა, ნუღარა შეაწუხებ, თუ არა, არღარაჲ გაქუს განყოფილებაჲ მისგან; უკუეთუ რაჲ გავნო, ნუღარა ავნებ, თუ არა, სარგებელი რაჲღა იყოს შენი? არამედ ხარ ყოვლითურთ მსგავს მისა. ესრეთ შემძლებელ ხარ რცხჳნებად მისა, უკუეთუ ყოველივე სიმშჳდით თავს-იდვა, ესრეთ შეუძლო დაწყნარებად გულისწყრომისა მისისა, რამეთუ ვერვის ძალ-უც ბოროტითა ბოროტისა განკურნებაჲ, არამედ კეთილითა განიკურნების ბოროტი. ესრეთ ესე საქმჱ წარმართთაგანთაცა ფილოსოფოსთა ვიეთმე დაიმარხეს, ხოლო ჩუენ არა გურცხუენისა, უკუეთუ უგულისხმოთა მათცა წარმართთა უდარეს ვიპოვნეთ სათნოებითა? რამეთუ მრავალთა ბოროტი ეყო სხჳსა მიერ, და თავს-იდვეს, მრავალთა ცილი დაეწამა, და არა მიაგეს ნაცვალი. შიშ არს უკუე, ნუუკუე უმეტეს ჩუენსა იპოვნენ იგინიცა კეთილისმყოფელ, და უმძიმესი საშჯელი მოიწიოს ჩუენ ზედა ამით სახითა. რამეთუ რაჟამს რომელთა-ესე სული წმიდაჲ მოგჳღებიეს, რომელნი სასუფეველსა ცათასა მოველით, რომელთა არა გუეშინის გეჰენიისაგან, რომელთადა ბრძანებულ არს ანგელოზ-ყოფაჲ, რომელთადა მოცემულ არიან ესევითარნი საიდუმლონი, და ჩუენ ვერცა მათსა სათნოებასა მივსწუდეთ, რომელიღა სასოებაჲ გუაქუნდეს? რამეთუ უკუეთუ ჰურიათაჲ ჯერ-არს ძლევაჲ სათნოებითა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვი-თარმედ: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლჱ თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“,1 რაჲ ყოფად არს, უკუეთუ წარმართთასა უდარჱს ვიპოვნეთ? არა უფროჲსად განვვარდეთა სასუფეველისაგან, რაჟამს არცა სრულიად ურწმუნოთა მათ ვსძლოთ სათნოებითა?
ამისთჳს გევედრები თქუენ: აღმოვჰფხურათ ჩუენგან ყოველივე გულისწყრომაჲ და მრისხანებაჲ; და კუალად გეტყჳ თქუენ: აღმოვჰფხურათ ესე ჩუენგან, რამეთუ ჩემდა არა უდებება არს მრავალგზის ერთისა სიტყჳსა თქუმად, ნეტარ თუ თქუენ ამით ყოვლითა ისწავოთ კეთილი. რა-
1 მათ. 5,20.
მეთუ მკურნალნიცა ერთსა წამალსა მრავალგზის იჴმარებენ, და ჩუენცა არა დავსცხრებით კეთილისათჳს მარადის სწავლად და ღაღადებად, რამეთუ მრავალნი არიან სოფლისა ამის საქმენი, რომელნი დამავიწყებენ ჩუენ უმჯობჱსსა, და ამისთჳს ჯერ-არს ზედაჲსზედა სწავლაჲ. არამედ რაჲთა არა ცუდ და ამაო იყოს ჩუენი აქა შემოკრებაჲ, ამისთჳს ვისწრაფოთ, რაჲთა საქმითცა ვქმნეთ კეთილი, რაჲთა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.