მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Proverbs 28:1

1. The wicked flee when no man pursueth: but the righteous are bold as a lion.2. For the transgression of a land many are the princes thereof: but by a man of understanding and knowledge the state thereof shall be prolonged.
Proverbs თავი 28
1. The wicked flee when no man pursueth: but the righteous are bold as a lion.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის:

...- წარწყმედაჲ სულისაჲ, გამოვრდომაჲ სასუფეველისაგან ცათაჲსა და კეთილთა მათგან წარუვალთა; და პირველ მერმისა მის ჭირისა აქავე ყოველთა უსაწყალობელეს არს ესევითარი იგი კაცი, მარადის მწუხარე არნ, მარადის ეშინინ, მარადის ზრუნავნ, მარადის იურვინ. ამისთჳს ბრძენი იგი იტყოდა: „ივლტინ უღმრთოჲო, რაჟამს-იგი სდევნ არავინ“; რამეთუ ესევითართა მათ ეშინინ აჩრდილისაგანცა თჳსისა და პირველ მერმისა მის სატანჯველისა აქავე იტანჯვიან. ამას მოასწავებდა უფალი და იტყოდა: „იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“. ჯეროანი აღსასრული ყო კეთილთა მათ მოძღურებათაჲ, რაჲთა ყოველთა ასწაოს სივლტოლაჲ ცოდვისაგან და შეყუარებაჲ სათნოებისაჲ.

აწ უკუე, ძმანო, ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ და ვივლტოდით ყოვლისაგანვე ბოროტისა საქმისა, შევიყუაროთ სათნოებაჲ, შევიტკბნეთ მცნებანი ქრისტესნი, რაჲთა აქაცა მტკიცე და შეურყეველ ვიყვნეთ და საუკუნოჲ იგი დიდებაჲ დავიმკჳდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა