მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კდ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (7,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რად არა თქუა, თუ: რომელმან ყოს ნებაჲ ჩემი? ერ-თად, ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ერსა მას უძლურსა გულისჴმის-ყოფად ღმრთეებისა მისისა; და მეორედ, ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ნებაჲ მამისაჲ რაჲ აჴსენა, თჳსიცა თანამოასწავა, რამეთუ არა არს სხუაჲ ნებაჲ მისი, გარეშე ნებასა მას მამისასა, არამედ ვითარცა ერთ არს ბუნებაჲ მა-თი, ეგრეთვე ნებაჲ ერთ არს. ვინაჲთგან უგუნურნი იგი ჰურიანი საქმეთა კეთილთათჳს არა ფრიად ზრუნვიდეს, არამედ რჩულითა ხოლო იქადოდეს, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „შენ ჰურიაჲ სახელ-გედების და განისუენებ სჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა და იცი ნებაჲ იგი“,1 და შემდგომი ამისი, არამედ არარას სარგებელ გეყოსო, უკუეთუ საქმენი არა გქონდინ. ამისვე ჯერისათჳს უფალი განაწესებს სიტყუასა ამას და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. რამეთუ მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოებისანი“ (7,21-23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ძალი სიტყუათა ამათ ესრეთ არს, ვითარმედ: არა თუ რომელსა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ხოლო თჳნიერ საქმეთასა, განვარდეს იგი სასუფეველისაგან, არამედ დაღაცათუ სარწმუნოებასა თანა სასწაულთაცა იქმოდის და საქმენი კეთილნი არა აქუნდენ, არავე ღირს იქმნას იგი შესლვად კარსა მას ცხორებისასა. ამისთჳს იტყჳს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით?“

ვინაჲთგან ყოველივე იგი მოძღურებაჲ სრულ-ყო, აწ ნელიად გამოუცხადებს თავსა თჳსსა და გულისჴმა-უყოფს, ვითარმედ იგი თავადი არს მსაჯული ყოველთაჲ; რამეთუ ცოდვილთათჳს განმზადებულნი სატანჯველნი ზემო მოასწავნა, ხოლო თუ ვინ არს განმკითხველი მათი, აწ გამოაჩინა, რაჟამს თქუა: „მას ჟამსა ვჰრქუა მათო: განმეშორენით ჩემგან, არა გიცნი თქუენ“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ აწ, ოდენ ჟამსა განკითხვისასა,

1 რომ. 2,17-18.

არამედ არცა თუ მაშინ, იქმოდით რაჲ სასწაულთა, გიცნენ თქუენ. და კუალად სხუასა ადგილსა ეტყოდა მოწაფეთა, ვითარმედ: „ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაწერილ არს ცათა შინა“.1 და ყოველსავე ადგილსა მოძღურებისა თჳსისასა გამოაჩინებს, ვითარმედ დიდად საძიებელ არს მის მიერ მოქალაქობაჲ საღმრთოჲ. რამეთუ არა ეგების ყოვლადვე, თუმცა კაცი, სიმართლით მავალი და ვნებათაგან განყენებული, უგულებელს-ყო ღმერთმან, არამედ დაღაცათუ შესცთეს უმეცრებით, ადრე მოიყვანებს მას ღმერთი ჭეშმარიტებისა გზასა.

გარნა არიან ვიეთნიმე, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ტყუოდესო, რომელთა თქუეს, თუ: სახელითა შენითა სასწაულთა ვიქმოდეთ; ამისთჳსცა არა ცხონდეს. არამედ ცუდ არს სიტყუაჲ ესე მათი, რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ იყო, წინააღმდგომიმცა იყო იგავი ესე სიტყჳსა მისისა. და იხილე, რაჲ არს სიტყუაჲ მისი: ეგრეთ ჰნებავს უფალსა გამოჩინებად, ვითარმედ არარაჲ ძალ-უც სარწმუნოებასა თჳნიერ საქმეთასა. და ამის პირისა უმეტესად დასამტკიცებლად ესეცა შესძინა, ვითარმედ: არა ხოლო თუ სარწმუნოებაჲ მარტივი, არამედ არცა თუ სასწაულთა საქმე ერგოს სასწაულთა მოქმედსა მას, თჳნიერ კეთილთა საქმეთასა. და ვინაჲთგან ძალი სიტყჳსა მისისაჲ ესე არს, უკუეთუმცა არა ექმნნეს სასწაულნი კაცთა მათ, რომელნი სახედ შემოიხუნა, ვითარმცა მოეხუნეს იგინი სახედ?

და ესეცა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ უკუეთუმცა არა ექმნნეს სასწაულნი, ვითარმცა იკადრეს ჟამსა მას განკითხვისასა ტყუილისა თქუმად, არამედ კითხვისსახედ სიტყუაჲ მათი გამოაჩინებს, ვითარმედ ჭეშმარიტსა იტყოდეს. რამეთუ იხილეს რაჲ აღსასრული წინააღმდგომი მოლოდებისა მათისა, რამეთუ აქა საკჳრველნი კაცნი იყვნეს და პატივცემულნი ყოველ-თა მიერ და მოქმედნი სასწაულთანი, ხოლო მუნ იხილნეს რაჲ თავნი თჳსნი სატანჯველისა თანამდებად, ვითარცა განცჳბრებულნი და განკჳრვებულნი იტყჳან: „უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?“ და ვითარ აწ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან? რაჲ არს უცხოჲ ესე და მოულოდებელი აღსასრული? ამისთჳს განკჳრვებულნი და განცჳბრებულნი იტყოდეს სიტყუათა ამათ.

ხოლო შენ ესე ნუ გიკჳრს, კაცო, ნუცა იტყჳ, თუ: ვითარ ეგების, თუმცა ვინ სასწაულთა იქმოდა და არა ცხონდა? რამეთუ მადლი იგი სასწაულთაჲ ნიჭთა მათ საღმრთოთაგან იყო, ხოლო მათ ვინაჲთგან თავით თჳსითცა ნაყოფი ვერარაჲ აჩუენეს, ამისთჳს სამართლად იტანჯნეს, რამეთუ ესრეთ უმადლო და უნაყოფო იპოვნეს ღმრთისა მიმართ, რამეთუ ესოდენ პატივსცა მათ და ესევითარი მადლი უღირსთა მათ მიანიჭა. იტყჳან უკუე მეძი-

1 ლუკ. 10,20.

ებელნი ამის სიტყჳსანი, ვითარმედ: ცოდვათა შინა რაჲ იყვნეს, იქმოდესა სასწაულთა ეგევითარნი იგი? სხუანი იტყჳან, ვითარმედ: არა ესრეთ, არამედ ვიდრეღა სათნოებასა შინა იყვნეს, იქმოდეს სასწაულთა და არა ოდეს მიიქციან ცოდვად. ხოლო მე არა ესრეთ ვიტყჳ, რამეთუ უკუეთუმცა ესრეთ იყო, კუალად სახემცა იგი ვითარ კეთილად აღესრულა? რამეთუ უფალი ამას გამოაჩინებს, ვითარცა ვთქუ, იგავითა ამით, ვითარმედ: თჳნიერ კე-თილთა საქმეთასა არცა სარწმუნოებაჲ ვის ერგების, არცა სასწაულნი, ვი-თარცა იტყჳს ნეტარი პავლე: „მაქუნდეს ღათუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათა ცვალებადმდე და სიყუარული არა მაქუნდეს, არაჲ-ვე-რაჲ ვარ“.1

კუალად მეტყჳან კითხვისმოყუარენი, ვითარმედ: ვინ არიან ესევი-თარნი იგი კაცნი, მოქმედნი სასწაულთანი და ზიარნი წარწყმედისანი? - მრავალნი ყოფილ არიან და ყოფად არიან. არა ესრეთ იყოა იუდა, სავსე ყოვლითა უკეთურებითა, და მიეცა მას მადლი სასწაულთაჲ? ესრეთ იყო, რომელი-იგი სახელითა ქრისტესითა განასხმიდა ეშმაკთა და არა შეუდგა მას, და სხუანი მრავალნი.

და კუალად ძუელსაცა შჯულთასა შინა იპოების ესევითარი, რომელ აღასრულა მადლმან საღმრთომან ძალნი უღირსთა მიერ, რაჲთა სხუათა სარგებელ ეყოს. რამეთუ არა ყოველნი ყოველსა შინა იყვნეს მომზავებელ, არამედ რომელთამე აქუნდა ცხორებაჲ სიწმიდისაჲ და სარწმუნოებაჲ ძლიერი ვერ უძლეს მოგებად; სხუათა სარწმუნოებაჲ აქუნდა და საქმენი არა აქუნდეს. ამისთჳს მისცა ამათ ღმერთმან მადლი სასწაულთაჲ, რაჲთა იგინიცა ხადნეს სარწმუნოებასა მტკიცესა და ესენი მიუთხრობელითა მით ნიჭითა მოიყვანნეს კეთილისსაქმედ. ამისთჳს უხუებით მისცა სასწაულთა საქმე, და მრავალთა შეიკდიმეს მადლისა მისგან და მოიპოეს მოქალაქობაჲ კეთილი. ხოლო რომელნი თჳსსავე ცოდვასა შინა დაადგრეს, მათ ესმას მას დღესა: „არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი“.

და რად გიკჳრს, უკუეთუ კაცთა, რომელთა ჰრწმენა იგი და საქმენი კეთილნი არა ჰქონდეს, მისცა ნიჭები სასწაულთაჲ, რაჲთა სხუათაცა ერგოს და მათცა შეიკდიმონ, ვინაჲთგან ვხედავთ, ვითარმედ მრავალგზის აჩუენა ძალი მადლისა თჳსისაჲ კაცთა ზედა, რომელთა თანა არცა სარწმუნოებაჲ იყო, არცა საქმენი კეთილნი. რამეთუ ბალაამი სარწმუნოებისაგანცა და კეთილთა საქმეთაგან უცხო იყო, არამედ მიეცა ძალი მადლისაჲ განგებულებისათჳს სხუათაჲსა; და ფარაო ესევითარივე იყო, არამედ მასცა უჩუენნა ღმერთმან ყოფადნი საქმენი; და ნაბუქოდონოსორ ურჩულოჲ იყო, არამედ გამოუცხადნა მას საქმენი შემდგომად მრავალთა ნათესავთა

1 1 კორ. 13,2.

აღსრულებადნი; და კუალად ძესა მისსა, რომელი უკეთურებითა სძლევდა-ღა მამასა, მომავალი უჩუენა ღმერთმან, რაჲთა აღასრულნეს საკჳრველნი განგებულებანი და დიდებულნი საქმენი.

ეგრეთვე ახალსა ამას შჯულსა შინა ყო ღმერთმან, რამეთუ დაწყებაჲ იყო მაშინ ქადაგებისა მის სახარებისაჲ და ჯერ-იყო, რაჲთა ფრიადი სახე ძალისა მისისაჲ გამოჩნდეს სასწაულთა მიერ. ამისთჳს არა ღირსთა ოდენ, არამედ მრავალგზის არაღირსთაცა მისცა მადლი საკჳრველებისაჲ, გინა თუ კურნებათაჲ, გინა თუ წინაჲსწარმცნობელობათაჲ; და რომელთაცა შეიკრ-ძალნიან თავნი თჳსნი და აჩუენიან სიწმიდით ცხორებაჲ, თავთაცა თჳსთა სარგებელ ეყვნიან და სხუათაცა, ხოლო რომელნი ცოდვათა ერეოდიან, არარაჲ სარგებელ ეყვის მადლისა მისგან, არამედ უფროჲსად დასასჯელად მათდა იქმნის. ამისთჳსცა საშინელსა მას სიტყუასა ეტყჳს უფალი, ოდეს მოვიდეს განკითხვად, ვითარმედ: „არასადა გიცნენ თქუენ“. რამეთუ მრავალნი გარდამატებულთა მათ ბოროტთა მათთათჳს აქავე სძულან, და პირველ საშინელისა მის სასჯელისა გარემიქცეულ არს მათგან პირი მისი.

შევიშინოთ, საყუარელნო, ჩუენცა და შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი საქმეთა მიერ კეთილთა. და უკუეთუ მოქალაქობაჲ სათნოჲ ღმრთისაჲ მოვიგოთ, ნუ ვჰგონებთ, თუ არაქმნისათჳს სასწაულთაჲსა უდარესმცა რაჲმე ვიქმნენით, რამეთუ არცა სასწაულთა თუ ვიქმოდით, არს რაჲ მათგან სარგებელი ჩუენი, არცა თუ არა ვიქმოდით, არს რაჲ სავნებელ, უკუეთუ ოდენ სათნოებისა მოგებად ვისწრაფოთ. რამეთუ მოგუეცეს თუ სასწაულთა მოქმედებაჲ, ჩუენ ვართ თანამდებ უმაღლესთა მიერ სათნოებათა - მადლობად ღმრთისა ესევითართა მათ ნიჭთათჳს; ხოლო საქმეთა თუ კეთილთა ვიქმოდით და სათნოდ ღმრთისა ვიქცეოდით და არა მოგუეცეს სასწაულთა საქმე, მაშინ უმეტესადღა თანამდებად გუაქუს ღმერთი მოცემად ჩუენდა უმეტესისა სასყიდლისა მერმესა მას საუკუნესა.

ვინაჲთგან უკუე ესრეთ კეთილად აღასრულა დიდებული ესე მოძღურებაჲ მეუფემან და ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრისტე და განაწესა ჯეროვნად სათნოებათათჳს საღმრთოთა სწავლაჲ და გამოაჩინნა იგინი, რომელნი არა ჭეშმარიტებით აღასრულებენ მას, არამედ საჩუენებელად კაცთა იჩემებენ თითოსახითა წესითა: რომელნიმე იმარხვენ და ილოცვენ კაცთმოთნეობით, სხუანი სამოსლითა ცხოვართაჲთა ვლენან, სხუანი წინააღმდგომნი არიან კეთილისანი, რომელთაცა ძაღლად და ღორად უწესა; ვინაჲთგან ესე ყოველი წარმოთქუა, ჰნებავს აწ ჩუენებად, თუ რაოდენ სარგებელ ეყოფის აქავე სათნოებაჲ მოქმედთა მისთა, ანუ ვითარ უკეთურებაჲ ყოვლით კერძო ავნებს. ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა მას გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, და მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი, ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა“ (7,24-25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, ვითარ განაწესებს სიტყუასა თჳსსა? ოდესმე იტყჳს: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო!“ ოდესმე იტყჳს: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ“; და კუალად თავსა თჳსსა აჩუენებს მსაჯულად და განმკითხავად ყოველთა და იტყჳს, ვითარმედ: „მას ჟამსა ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“; რაჲთა ორივე გულისჴმა-უყოს კაცთა: განგებულებაჲცა იგი მამისაჲ და ყოვლისა მპყრობელობაჲ და თანაარსობაჲცა თჳსი და ჴელმწიფებაჲ.

და აწ კუალად გამოაჩინებს უფლებასა თჳსსა და იტყჳს: „ყოველმან, რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი“. ვინაჲთგან საუკუნისა მისთჳს მერმისა თქუა და წარმოიღო სიტყუაჲ სასუფეველისათჳს და მადლთა მათთჳს გამოუთქუმელთა და ნუგეშინის-ცემისა მისთჳს მიუთხრობელისა და სხუაჲ ესევითარი მრავალი გულისჴმა-გჳყო, ჰნებავს აწ ჩუენებად, თუ რაოდენი ძალი აქუს სათნოებასა ამასვე საწუთროსა შინა. ხოლო რაჲ არს ძალი მისი? - რომელ უცთომელ-ჰყოფს მუშაკსა თჳსსა და უზეშთაეს ყოველთა წინააღმდგომთა მისთა გამოაჩინებს და არა შეუნდობს მავნებელთა მისთა ძლევად მისდა. რაჲმცა იყო უკუე უაღრეს ამისა? რამეთუ ამას საქმესა ვერცა თუ მეფესა ყოვლისა სოფლისასა ჴელ-ეწიფების თავისა თჳსისათჳს მოგებად.

ხოლო რომელი იქმოდის მცნებათა უფლისათა, ფრიადითა სიმტკიცი-თა მოუგიეს ესე და შფოთსა ამას შინა და ღელვააღტეხილობასა ამის საწუთროჲსასა დიდითა მყუდროებითა იყოფის. რამეთუ საკჳრველი ესე არს, რომელ სიმძაფრესა მას შინა ზამთრისასა და სიფიცხესა ღელვათასა და სიმრავლესა განსაცდელთასა არცა ერთი რაჲ ვნებაჲ შეემთხჳის მას, ვი-თარცა იტყჳს: „გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი, ეკუეთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა“. ხოლო აქა წჳმად და მდინარედ და ქარად კაცობრივთა მათ ამის საწუთროჲსა განსაცდელთა სახელ-სდებს: ცილისწამებათა, მტერობათა სხუათაგან, მწუხარებათა, სიკუდილთა საყუარელთასა, ძჳრის-ხილვათა სხუათა მიერ და თითოსახეთა მათ განსაცდელთა ეშმაკთა მიერ და კაც-თა მოწევნულთა საწუთროსა ამას შინა და მრავალფერთა მათ სოფლისა შფოთთა და უწესოებათა. გარნა სული იგი ჩემთა ამათ სიტყუათა აღმასრულებელიო არა შეშინდეს ამის ყოვლისაგან, არცა იძლიოს, რამეთუ დაფუძნებულ არს კლდესა ზედა მცნებათა ჩემთასა, რომელნი-ესე ყოვლისა სიმტკიცისა უძლიერეს ჰყოფენ სულსა და ყოველთავე კაცობრივთა ღელვათა უზეშთაეს გამოაჩინებენ. რამეთუ რომელმან შეურყეველად დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, არა კაცთა ოდენ ბოროტისმყოფელთა მძლე ექმნას, არამედ სიმრავლეცა ეშმაკთაჲ იოტოს და მახეთა მათთაგან უვნებელად განერეს. და ჭეშმარიტებაჲ ამათ სიტყუათაჲ შეურყეველ არს, ვითარცა-იგი მრავალთა მიერ ნებისმყოფელთა ღმრთისათა გამოჩინებულ არს; რამეთუ აჰა ესერა იხილეთ იობ, ვითარ შეიწყნარნა ყოველნივე ეშმაკისა ბრძოლანი და შეურყეველად ეგო; იხილენით კუალად წმიდანი მოციქულნი, ვითარ ეკუეთნეს მათ ღელვანი სოფლისანი, და აღიძრა მათ ზედა ეშმაკი ყოვლითა ძალითა მსახურთა მისთაჲთა: მეფენი და მთავარნი, მძლავრნი და მტარვალნი, ერნი მრავალნი და კაცნი ბოროტისმყოფელნი, შრომანი და ტანჯვანი, პყრობილობანი და სიკუდილნი, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი წარმართთაგანი, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნო-თა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, შიმშილნი და წყურილნი, ყინელნი და ში-შულობანი და სხუაჲ მრავალი სიმრავლე განსაცდელთაჲ. და ესე ყოველნი ღელვანი და ქარნი ეკუეთნეს რაჲ, ყოველნივე დაიჴსნნეს, ხოლო იგინი უმტკიცეს კლდისა ეგნეს.

რაჲმცა უკუე იყო ამის ესევითარისა მოქალაქობისა უსანატრელეს? ამას ვერარაჲ ჴორციელი და სოფლიოჲ საქმე შემძლებელ არს მონიჭებად: არცა სიმდიდრე, არცა დიდებაჲ, არცა ძლიერებაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე საქმე კაცობრივი, არამედ მოგებაჲ სათნოებათაჲ და აღსრულებაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ. რამეთუ არა იპოების სხუაჲ ცხორებაჲ სოფელსა შინა განთავისუფლებული განსაცდელთაგან, გარნა ხოლო სათნოდ ღმრთისა მოქალაქობაჲ.

იხილენითღა, რავდენნი ბოროტნი არიან სამეუფოთა პალატთა შინა და ტაძრებსა შინა მთავართასა: შფოთნი, ამბოხებანი, ცილისწამებანი, ბრალობანი, გუემანი, ტყუენვანი და ყოველივე ბოროტი; ხოლო მოციქულთა შორის არარაჲ ესევითარი იყო. თქუას ვინმე უმეცართაგანმან, ვითარმედ: რასა იტყჳ, არარაჲ ვისგან ძჳრი შეემთხჳა მოციქულთა? არამედ გულის-ჴმა-ყავთ, ვითარმედ საკჳრველ ესე არს, რომელ მრავალი ძჳრი შეემთხჳა და მრავალნი ღელვანი ეკუეთნეს, და გოდოლი იგი სულისა მათისაჲ შეურყეველად ეგო; და გუამითა შიშულითა ეწყვნეს აღჭურვილთა სპარაზენთა და კეთილად მძლე ექმნეს, რამეთუ დაფუძნებულ იყვნეს კლდესა ზედა.

და შენცა, ღმრთისმოყუარეო, უკუეთუ სახლი სულისა შენისაჲ დააფუძნო კლდესა მას ზედა ქრისტეს მცნებათასა, ვერარამან სოფლისა საქმემან გავნოს შენ, არამედ ყოველთავე განსაცდელთა მძლე ექმნე. რამე-თუ რომლითამცა სახითა ვინ შეგაწუხა, უკუეთუ წარტყუენოს ყოველივე მონაგები შენი, პირველ წარტყუენვისაცა განბნევაჲ მისი ბრძანებულ იყო შენდა და ესოდენ სივლტოლაჲ სიმდიდრისაგან, რომელ არცა თუ მეუფისაგან თხოაჲ ესევითარისა რაჲსმე ჴორციელისაჲ გაქუს ჴელმწიფებაჲ; უკუეთუ საპყრობილედ მიგცეს, პირველ ამისაცა მიგეღო მცნებაჲ, რაჲთა ჯუარს-ეცუა სოფლისა; უკუეთუ გაგინოს და ძჳრი გიზრახოს, ამისცა მწუხარებისაგან განგათავისუფლა ქრისტემან, რაჟამს დიდნი იგი სასყიდელნი უშრომელად აღგითქუნა ძჳრუჴსენებლობისა მიერ, და ესრეთ წმიდა-გყო რისხვისა და მწუხარებისაგან, ვიდრეღა გიბრძანაცა მტერთათჳს ლოცვაჲ; უკუეთუ გდევნიდეს და ბევრეული ძჳრი შეგამთხჳოს, უმეტეს განაბრწყინვებს გჳრგჳნსა შენსა; უკუეთუ წყლულებანი და სიკუდილი მოაწიოს შენ ზედა, უზეშთაეს ყოვლისა სარგებელისა მოგატყუას სარგებელი, რამეთუ ღირს-გყო შენ სასყიდელსა მას მოწამეთასა და ადრე წარგგზავნა მყუდროსა მას ნავთსაყუდელსა.

ესე არს უკუე, ვითარცა ვთქუ, ყოვლისა უსაკჳრველეს, რომელ არა თუ ვერარას ხოლო ავნებენ ძჳრისმყოფელნი მოშიშთა ღმრთისათა, არამედ უმეტესადღა განაბრწყინვებენ და გამოცდილ და მჴნე ჰყოფენ მათ. რაჲმცა უკუე შეესწორებოდა ქუეყანასა ზედა ესევითარსა ამას მოქალაქობასა? რამეთუ ვინაჲთგან გზასა მას სათნოებათასა იწრო და საჭირო უწოდა, ამისთჳს ნუგეშინის-სცემს იწროებასა მისსა და გამოაჩინებს, ვი-თარმედ დიდი უცთომელობაჲ აქუს, დიდი სიტკბოებაჲ, ვითარცა-იგი წინააღმდგომსა მას ფრიადი აქუს უძლურებაჲ და ზღვევაჲ. რამეთუ ვითარცა სათნოებისა სიმტკიცე გამოაჩინა, ეგრეთვე - უკეთურებისა ვერაგობაჲ, რაჲთა ორკერძოვე გულისჴმა-გჳყოს და მოგჳყვანნეს ძიებად კეთილისა, შურითაცა სათნოებისაჲთა და სიძულილითა უკეთურებისაჲთა. რამეთუ იცოდა უფალმან, ვითარმედ მრავალნი ყოფად არიან, რომელთა უკჳრდეს სიკეთე მოძღურებისა ამის, ხოლო საქმით არარას მისგანსა აჩუენებდენ, ამისთჳს წინაჲთვე განგუაკრძალებს და იტყჳს, ვითარმედ: და-ღაცათუ კეთილ არიან თქუმულნი ესე, არამედ არა კმა არს სმენაჲ ხოლო მათი, რამეთუ საქმით ქმნაჲ ჯერ-არს. ამისთჳს გამოაჩინა საცთური იგი არამოქმედთაჲ მათ და ამას ზედა აღასრულა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა შიში უდებებისაჲ გულთა შინა ჩუენთა დაჰნერგოს, რამეთუ ვითარცა-იგი სათნოებისა მიმართ მიგჳზიდავს ყოვლით კერძო, არა აღთქუმითა ხოლო სასუფეველისაჲთა და სასყიდლისა მის გამოუთქუმელისაჲთა და ნუგეშინისცემითა მით ბევრეულთა კეთილთაჲთა, არამედ აქავე შეურყეველობაჲ იგი კლდისაჲ სახედ მისა მოიღო, რაჲთა უცთომელობაჲ მისი გამოაჩინოს. ეგრეთვე მოსწრაფე არს განშორებად ჩუენდა ყოვლისა უკეთურებისა და უდებებისაგან; ამისთჳსცა არა მომავალისა მისგან ხოლო წინაგჳყო შიში (რომელი ზემო აჴსენა - მოკუეთაჲ ხისაჲ და დადებაჲ ცეცხლსა უშრეტსა, და არაშესლვაჲ სასუფეველსა ცათასა, და ვითარმედ ვჰრქუა მას დღესა: „არა გიცნი თქუენ“, და სხუაჲ იგი მსგავსი ამისი), არამედ ამასვე საწუთროსა გამოაჩინა ცთომილებაჲ იგი ცოდვისაჲ იგავითა მით სახლისაჲთა; ამისთჳსცა იტყჳს განცხადებულად:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა მას ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. და გარდამოჴდა წჳმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი, ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ მისი დიდ ფრიად“ (7,26-27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად ცოფ უწოდა მას, რამეთუ რაჲმცა იყო უცოფეს მისა, რომელმან აღაშენოს სახლი ქჳშასა ზედა და შრომაჲ თავს-იდვას, ხოლო განსუენებაჲ ვერ პოოს, არამედ ესოდენი ზღვევაჲ შეემთხჳოს მას.

სწავლაჲ კდ ვითარმედ მოქმედი სათნოებისაჲ მარადის უშიშ არს, ხოლო ცოდვასა შინა მყოფსა ყოვლისაგანვე ეშინის

ესრეთ არიან ყოველნი მოქმედნი ბოროტისანი, უსარგებლო არს შრომაჲ მათი და სავნებელ მათდა, რამეთუ იგინიცა შრომასავე შინა არიან ცუდსა და ამაოსა, რამეთუ მტაცებელნი და მემრუშენი და ცილისმწამებელნი ფრიადსა ჭირსა და უბადრუკებასა შეიმთხუევენ, რაჲთამცა უკეთურებაჲ თჳსი სრულ-ყვეს. და არა თუ უსარგებლო ხოლო არს ჭირი მათი, არამედ ფრიადისაცა ზღვევისა მომატყუებელ ექმნების, და ამას მოასწავებს მოციქული პავლე სიტყჳთა მით, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთაგან თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ“.1 ესენი არიან ჭეშმარიტად, რომელნი აღაშენებენ ქჳშასა ზედა, ესე იგი არს, გინა თუ სიძვასა ზედა, გინა თუ ბილწებასა, ანუ თუ მთრვალობასა, ანუ გულისწყრომასა, ანუ ანგაჰრებასა, ანუ სხუასა რომელსამე ვნებასა. ესრეთ იყო აქაბ, არამედ ელია - არა ესრეთ, რამეთუ ამას აღეშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა, ხოლო მას დაეფუძნა ქჳშასა ზედა, ამისთჳსცა არას ერგო მეფობაჲ, არამედ ძრწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მისგან ხალენითა მოსილისა. ეგრეთვე ჰურიათა აღაშენეს ქჳშასა ზედა, ხოლო მოციქულთა - კლდესა ზედა. ამისთჳსცა დაღაცათუ მცირედნი იყვნეს, არამედ სიმტკიცესა კლდისასა აჩუენებდეს, და იგინი დაღაცათუ მრავალნი იყვნეს, არამედ - უუძლურეს ქჳშისა. ამისთჳს იტყოდეს: „რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ?“2 ჰხედავა უღონოებასა მას არა მცირედთა მათ და საპყრობილედ შევრდომილ-თასა, არამედ მრავალთა მათ და ჴელმწიფებით მყოფთასა? რამეთუ ქჳშასა ზედა იყო შენებული მათი, ამისთჳს უძლურ იყვნეს; და კუალად ეტყოდეს მოციქულთა: „რაჲსათჳს იქმთ ესრეთ და გნებავს ჩუენ ზედა მოწევნად სისხლი ამის კაცისაჲ?“3 ეჰა უძლურებაჲ მათი! უბადრუკნო, თქუენ პყრობილად გყვანან იგინი და თქუენვე გეშინისა? თქუენ სტანჯავთ და თქუენ სძრწითა?

ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იყვნეს, არამედ კადნიერებით ეტყოდეს: „ვერ ჴელ-გუეწიფების ჩუენ, რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდით“.4 იხილენა გონებანი მაღალნი? იხილეა კლდე შეურყეველი, რომელსა არა ეშინოდა ღელვათა კუეთებისაგან? რამეთუ რაოდენიცა

1 გალ. 6,8. 2 საქმე 4,16. 3 შდრ. საქმე 5,28. 4 საქმე 4,20.

შეემთხუეოდა, იგინი უმტკიცეს იქმნებოდეს და მათ უმეტესად შეაძრწუნებდეს; რამეთუ რომელი დეზსა წიხნიდეს, არა მას ავნებს, არამედ თავსა თჳსსა მოიწყლავს; და რომელი ანდამატსა სცემდეს, არა მას შეჰმუსრავს, არამედ თავსა თჳსსა; და რომელი წინაჲსწარმეტყუელთა ჰბრძოდის, არა მათ ავნებს, არამედ თავსა თჳსსა, რამეთუ უკეთურებაჲ რაოდენცა სათნოებასა ეწყვებოდეს, უმეტესად მოუძლურდების; ვითარცა უკუეთუ ცეცხლი ვინ შეხჳოს სამოსელსა შინა ანუ დაჰფლას ძნეულსა შინა სელისასა, არა თუ ცეცხლსა მას დაშრეტს, არამედ ნივთსა მას უძლურსა დასწუავს; ეგრეთვე რომელი ღმრთისმსახურთა ავნებდეს და სტანჯვიდეს, მათ უმეტესად განაბრწყინვებს, ხოლო თავსა თჳსსა წარსწყმედს; რამეთუ ღმრთისმსახურ-თა, ვითარცა არავის ჴორციელისა, მოქენე არიან, ეგრეთვე ყოველთასა უმაღლეს არიან. ეგრეთ იყო დიდი იგი წინამორბედი იოვანე, ამისთჳს მას ვერვინ შეაწუხებდა, ხოლო იგი დიდად შეაწუხებდა ჰეროდეს, და უპოარი იგი ზედაადგრა მეფესა მას და ურიდად ამხილებდა. ხოლო მეფე იგი და მძლავრი, შემოსილი ყოვლითა დიდებითა, ძრწოდა მისგან და ვერცაღა თუ რაჟამს თავი წარჰკუეთა, განუქარდა მას შიში. ამისთჳსცა ისმინე, რასა იტყჳს: „ესე არსო იოვანე, რომელი-იგი მე მოვკალ, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით“.1 - ესოდენ დიდ იყო შიში მისი.

ესრეთ უკუე წმიდანი შემდგომად სიკუდილისაცა უძლიერეს ცხოელთასა არიან. ამისთჳსცა რაჟამს იგი ნათელს-სცემდა, მოვიდოდეს მისა მდიდარნი და დიდებულნი და ეტყოდეს: „რაჲ-მე ვყოთ ჩუენ?“2 ესოდენი გაქუს, კაცნო, და გლახაკისა მისგან ეძიებთა პოვნად ალაგსა ცხორებისა თქუენისასა? მეუდაბნოესა მისგან - სოფლისა გამოცდილნი ეგე? ესრეთ იყო ელიაცა. ამისთჳს კადნიერებით ეტყოდა და ამხილებდა უღმრთოთა. იოვანე ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო!“3 ელია იტყოდა: „ვიდრემდის ჰკელობდეთ ორითავე გოჯითა თქუენითა?“4 და კუალად მეფეთა ორნივე ამხილებდეს; ერთი იგი იტყოდა: „მოჰკალ და დაიმკჳდრე!“5 ამისთჳსცა ჰრქუა აქაბ: „აწ მპოე მტერმან მაგან ჩემმან“;6 ხოლო მეორე ესე ეტყოდა ჰეროდეს: „არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა ცოლად ცოლი ძმისა შენისაჲ“.7 იხილეა კლდეთა მათ შეურყეველთა სიმტკიცე? იხილეა უძლურებაჲ იგი ქჳშისაჲ, ვითარ ადრე დაეცემის, ადრე შეიმუსრვის? გინა თუ მეფესა თანა იყოს, გინა თუ მთავართა, უძლურ არს და საწყალობელ, და მოქმედთა მისთა ყოვლითა უბადრუკებითა აღავსებს. ამისთჳსცა გამოაჩინა უფალმან საწყალობელი იგი საქმე ესევითართა მათ შენებათაჲ: „და იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“. ამისთჳს იყო დიდ ფრიად, რამეთუ განსაცდელი იგი არა ჴორციელთა საქმეთათჳს იყო, არამედ - წარწყმედაჲ სულისაჲ, გამოვრდომაჲ სასუფეველისაგან ცათაჲსა და კეთილთა მათგან

1 შდრ. მათ. 14,2; ლუკ. 9,7-9. 2 ლუკ. 3,10. 3 მათ. 3,7. 4 3 მეფ. 18,21. 5 3 მეფ. 21,19. 6 შდრ. 3 მეფ. 21,20. 7 მათ. 14,4.

წარუვალთა; და პირველ მერმისა მის ჭირისა აქავე ყოველთა უსაწყალობელეს არს ესევითარი იგი კაცი, მარადის მწუხარე არნ, მარადის ეშინინ, მარადის ზრუნავნ, მარადის იურვინ. ამისთჳს ბრძენი იგი იტყოდა: „ივლტინ უღმრთოჲო, რაჟამს-იგი სდევნ არავინ“;1 რამეთუ ესევითართა მათ ეშინინ აჩრდილისაგანცა თჳსისა და პირველ მერმისა მის სატანჯველისა აქავე იტანჯვიან. ამას მოასწავებდა უფალი და იტყოდა: „იყო დაცემაჲ სახლისა მის დიდ ფრიადო“. ჯეროანი აღსასრული ყო კეთილთა მათ მოძღურებათაჲ, რაჲთა ყოველთა ასწაოს სივლტოლაჲ ცოდვისაგან და შეყუარებაჲ სათნოებისაჲ.

აწ უკუე, ძმანო, ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ და ვივლტოდით ყოვლისაგანვე ბოროტისა საქმისა, შევიყუაროთ სათნოებაჲ, შევიტკბნეთ მცნებანი ქრისტესნი, რაჲთა აქაცა მტკიცე და შეურყეველ ვიყვნეთ და საუკუნოჲ იგი დიდებაჲ დავიმკჳდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 იგავ. 28,1.