..., თავისთავად აჩვენებს, რომ მან ღვინის ხმარებას დაუდო დასაბამი და სრული უცოდინრობით და ღვინის ხმარების ზომის უცოდინრობით დათვრა. ამასთან, (შეიძლება ითქვას) ისიც, რომ მან, დიდ მწუხარებას რომ განიცდიდა, ნუგეშისცემა ისურვა მისგან, როგორც ბრძენიც ამბობს: «და მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად ლმობიერთა» (), ამით აჩვენებს რა, რომ მწუხარების წინააღმდეგ არაფერია ისეთი სასარგებლო წამალი, როგორც ღვინის ხმარება, ოღონდ უზომოება მისგან მომდინარე სარგებელს ნუ გააქარწყლებს. და, რომ ეს მართალი მწუხარებასა და დარდში იმყოფებოდა, ასეთ უზომო უდაბნოში რომ ხედავდა თავს, თვალწინ ჰქონდა ადამიანთა და საქონლის, მხეცთა გადაყრილი გვამები და მიწა, რომელიც ყველასთვის საერთო სამარხი გახდა — ვინ ეკამათება ამას? წინასწარმეტყველებისა და ყველა მართლისთვის დამახასიათებელია მწუხარება არა მარტო ახლობლებისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც. ვისაც მოისურვებს გახსენება, დაინახავს, რომ ყველა მათგანი ასეთ თანალმობას იჩენდა. ასე, მოისმენს, რომ ესაია ამბობს: «ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა» (); იერემია: **«ვინ მოსცეს თავსა ჩემს...
Proverbs 31:6
5. Lest they drink, and forget the law, and pervert the judgment of any of the afflicted.6. Give strong drink unto him that is ready to perish, and wine unto those that be of heavy hearts.7. Let him drink, and forget his poverty, and remember his misery no more.
Proverbs თავი 31