...ზოგი კი სიტყვათა ზედაპირისგან განსხვავებულად უნდა გავიგოთ, მაგალითად: „ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ“ (). და კვლავ: „იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ“ (). „წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად“ (). რადგან თუ ამას დაწერილი ტექსტის მიხედვით გაიგებ, სიტყვას არ გაექცევი და ამგვარად გაგებულ აზრს გაჰყვები, დიდი არაადამიანობა იქნებოდა, ვინმეს წყალიც კი არ გაუზიარო. არამედ აქ სიტყვა ცოლს ეხება: კაცმა მასთან ურთიერთობა უმანკოებით უნდა ჰქონდეს; ამიტომ მას წყაროსა და ირემს უწოდებს, ქორწინებითი თანაცხოვრების სიწმინდის გამო. აქ ასეა; სხვაგან კი საჭიროა, დაწერილი ტექსტიც მივიღოთ და მისგან ნაგულისხმევი აზრიც, როგორც იმ სიტყვაშია: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს“ (). რადგან ესეც უნდა ვირწმუნოთ, რომ...
Proverbs 5:17
16. Let thy fountains be dispersed abroad, and rivers of waters in the streets.17. Let them be only thine own, and not strangers' with thee.18. Let thy fountain be blessed: and rejoice with the wife of thy youth.
Proverbs თავი 5