მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 109:15

14. Let the iniquity of his fathers be remembered with the LORD; and let not the sin of his mother be blotted out.15. Let them be before the LORD continually, that he may cut off the memory of them from the earth.16. Because that he remembered not to shew mercy, but persecuted the poor and needy man, that he might even slay the broken in heart.
Psalms თავი 109
15. Let them be before the LORD continually, that he may cut off the memory of them from the earth.
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ ().

1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება

ავდგეთ, გთხოვთ, და საკუთარი თავი მოვიკრიბოთ. რადგან ფსალმუნი ჩვენთან მეტად დიდ საღვთისმეტყველო ჭვრეტებზე საუბრობს; იგი მწვალებლობის მხოლოდ ერთ სახეობას კი არ უდგას წინ, არამედ მრავალფეროვანსა და სხვადასხვაგვარს. იგი იუდეველებსაც ეწყობა საბრძოლველად, პავლე სამოსატელსაც, არიოზის მსგავსად მოაზროვნეებსაც, მარკიონის მიმდევრებსაც, მანიქეველებსაც და ყველასაც, ვინც აღდგომას უნდობლად ეკიდება. რადგან საბრძოლო წყობა ამდენის წინააღმდეგაა, ჩვენც მრავალი თვალი გვჭირდება, რათა შერკინებები სიზუსტით დავინახოთ. გარეშე შეჯიბრებებში, თუნდაც რომელიმე შერკინება მაყურებელს თვალიდან გამორჩეს, ეს მას არაფერს ავნებს; რადგან ის სანახაობა სწავლებისათვის კი არ შეკრებილა, არამედ სიამოვნებისათვის. აქ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...ნ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს-იდებს, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების“**(I კორინ. 13,4-8).

წმ. ისააკ ასური კი წერს: „ღვთაებრივი სიყუარული ესე არს სამოთხე ზეციური, ხე ცხოვრებისა, სუფევა უფლისა, ღვინო, რომელი „ახარებს გულსა კაცისასა“ (); შესვეს იგი განლაღებულთა - და შეიმოსეს კდემა, იგემეს ცოდვილთა - და განუდგნენ გზასა ბოროტისასა, იხილეს გემოჲ მისი უჯეროდ ღვინის მსმელთა - და მმარხველ იქმნენ, მიიღეს მდიდართა - და შეიყვარეს სიგლახაკე, შესვეს უბადრუკთა - და აღივსნენ იმედითა, დალიეს უძლურთა და განძლიერდნენ, იგემეს უმეცართა - და შეიძინეს სიბრძნე“ (ისააკ ასური, სიტყვა 83).

„სიყვარული არის საძირკველი, წყარო და დედა ყოველთა კეთილთა“, - ბრძანებს იოანე ოქროპირი.

მაშ, საიდან მოვიდა ამ ფრიად „კეთილად“ ქმნილ, ღვთის სიყვარულით სავსე სამყაროში ბოროტება? როდის ან როგორ დაიძლევა იგი?

წმიდა მამების განმარტებით, ბოროტება არ არსია, არ წარმოადგენს სუბსტანციას. ადამიანმა ბოროტად გამოიყენა მინიჭებული თავისუფლება და ღვთის მცნების საპირისპირო გზას დაადგა. თავისთავად ბოროტებას არა აქვს თვითმყოფადი სახე. იგი არ არის სულდგმულთა და საგანთა ბუნება, რადგანაც ყოველივე ღვთისგან შექმნილი თა...

სრულად ნახვა