„ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ ().
1. ღვთის შიში და მცნებათა სიყვარული
ძალიან მეჩვენება, რომ ამ ფსალმუნის დასაწყისი წინა ფსალმუნის დასასრულს მისდევს და თითქოს ერთ უწყვეტ და შეკრულ სხეულს ქმნის: იქ ამბობს: „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ“ (), აქ კი: „ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“ (), სხვა სიტყვებით, მაგრამ იმავე აზრებით გვასწავლის ღვთის შიშს. რადგან იქ თქვა, რომ იგი ბრძენია, აქ კი ნეტარია; ხოლო ნამდვილი ნეტარება სწორედ ეს არის, რადგან ყოველივე სხვა ამაოება, ჩრდილი და ცარიელი საქმეა: სიმდიდრეს იტყვი, ძალაუფლებას, სხეულის სილამაზეს თუ ქონების სიმრავლეს. რადგან ეს ყოველივე ჩამოცვენილ ფოთლებს, წარმავალ ჩრდილებსა და გაფრენილ სიზმრებს ჰგავს. ხოლო ჭეშმარიტად ნეტარი სწორედ ეს არის. შემდეგ,...