...და კვლავ: „სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა“ (). უბრალოდ როდი თქვა: „ისურვა", რათა ამ სიტყვებით სურვილის სიმძაფრე გამოეჩინა. და კვლავ: „განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი“ (). რადგან წინასწარმეტყველს სურს, რომ მუდამ ასე მივეკრათ ღმერთს და შევეკრათ მას, რათა არასოდეს განვეშოროთ მას. თუ ასე მივეკრათ ღმერთს, თუ მას მივალურსმავთ ჩვენს ზრახვებს, თუ მისდამი სურვილის წყურვილი გვექნება, ყოველივე გვექნება, რაც გვწადია, და მომავალ სიკეთეებს მივაღწევთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.