მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Psalms 122:6

5. For there are set thrones of judgment, the thrones of the house of David.6. Pray for the peace of Jerusalem: they shall prosper that love thee.7. Peace be within thy walls, and prosperity within thy palaces.
Psalms თავი 122
6. Pray for the peace of Jerusalem: they shall prosper that love thee.
ფსალმუნი 122-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა.“ ().

1. ზეცისკენ მზერა და წყალობის ვედრება

ხედავ, ყველგან როგორ ბრწყინავს ტყვეობის სარგებელი: ისინი, ვინც ყოველთვის ამქვეყნიურ საქმეებს იყვნენ მიჯაჭვულნი, ასურელებსა და ეგვიპტელებს ენდობოდნენ, გალავანთა გარემოცვასა და სიმდიდრის სიუხვეს, ყოველივე ამას მოსწყდნენ, უძლეველ ხელს შეაფარეს თავი, იმ სასოებას ეკიდებიან, მაღალ აზრს იძენენ, მიწისგან და ტაძრის გარშემო საქმიანობისგან განთავისუფლდნენ, რადგან მათ ტაძარი დაუნგრიეს, და ამიერიდან ღმერთს ზეციდან მოუხმობენ. ცაში მკვიდრად კი იმიტომ იწოდება, არა თითქოს ადგილით იყოს შემოფარგლული, შორს იყოს ასეთი რამ, რადგან თავადვე ავსებს ყოველივეს, არამედ იმიტომ, რომ უფრო მეტად იქაურ ძალებში განისვენებს; ვინაიდან ადამიანებშიც ითქმის, რომ მკვიდრობს: „დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ (). ამრიგად, ბარბაროსთა ქვეყანაში ყოფნისას...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის